მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბჭოთა ფსიქიატრია და ქართველი დისიდენტები
საბჭოთა ფსიქიატრია და ქართველი დისიდენტები

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ ხრუშ­ჩოვ­მა გა­ნა­ცხა­და:

- და­ნა­შა­უ­ლი სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ქცე­ვის ნორ­მე­ბი­დან გა­დახ­ვე­ვაა, რაც ძა­ლი­ან ხში­რად გა­მოწ­ვე­უ­ლია ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კის მოშ­ლით; რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აღარ არი­ან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, არ არი­ან წყო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი, ის ერ­თე­უ­ლე­ბი კი, კო­მუ­ნიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ რომ იბ­რძვი­ან, ან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, უშიშ­რო­ე­ბის ორ­გა­ნო­ებ­მა დი­სი­დენ­ტებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღეს, ექი­მებ­თან ერ­თად შე­მუ­შავ­და ახა­ლი კონ­ცეფ­ცია, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი როლი ში­ზოფ­რე­ნი­ის დი­აგ­ნოზს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

გა­მო­ნაკ­ლისს არც ქარ­თვე­ლი დი­სი­დენ­ტე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ. აღ­ნიშ­ნულ მე­თოდს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ფსი­ქი­ატ­რია XX სა­უ­კუ­ნის სა­მოც­და­ა­თი­ან წლებ­ში ქარ­თველ დი­სი­დენ­ტთა წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­და.

დი­სი­დენ­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო 1977 წელს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მე­რაბ კოს­ტა­ვას აპა­ტიმ­რე­ბენ. და­პა­ტიმ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში დღის წეს­რიგ­ში მათი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის სა­კი­თხი დად­გა.

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია მოს­კოვ­ში, სერბსკის ფსი­ქი­ატ­რი­ულ ინ­სტი­ტუ­ტში გა­იგ­ზავ­ნა გა­მო­საკ­ვლე­ვად, მე­რაბ კოს­ტა­ვა კი - თბი­ლი­სის ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფოს ფსი­ქი­ატ­რი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სერბსკის ინ­სტი­ტუ­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის გი­ჟად მო­ნათ­ვლის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გახ­ლდათ.

ინ­სტი­ტუ­ტის სა­ი­დუმ­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ექ­სპერ­ტი­ზას ატა­რებ­დნენ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ, სა­ხელ­მწი­ფოს უშიშ­რო­ე­ბას­თან იყო კავ­შირ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ინ­სტი­ტუ­ტში ფარ­თოდ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი "კო­ფე­ინ-ბარ­ბი­ტუ­რა­ტუ­ლი გან­ტვირ­თვა", რის შემ­დე­გაც პა­ცი­ენ­ტე­ბი მე­დი­კა­მენ­ტუ­რი გაბ­რუ­ე­ბის ფონ­ზე იძ­ლე­ოდ­ნენ ჩვე­ნე­ბებს. ამ ჩვე­ნე­ბებს კი შემ­დგომ­ში უკვე მათ წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებ­დნენ.

დუ­ნედ მიმ­დი­ნა­რე ში­ზოფ­რე­ნი­ის დი­აგ­ნო­ზით შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბო­და ნე­ბის­მი­ე­რი გამ­ვლე­ლის "გა­მო­საკ­ვლე­ვად" წაყ­ვა­ნა, რა­საც დი­აგ­ნო­ზის დას­მა და იძუ­ლე­ბი­თი "მკურ­ნა­ლო­ბა" მოჰ­ყვე­ბო­და.

სერბსკის ინ­სტი­ტუ­ტის ფსი­ქი­ატ­რე­ბი არას­დროს უგ­დებ­დნენ ყურს იმას, რას ლა­პა­რა­კობ­და "პა­ცი­ენ­ტი". ისი­ნი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, რო­გორ ლა­პა­რა­კობ­და ის... მა­გა­ლი­თად, თუ "პა­ცი­ენ­ტი" ღე­ლავ­და, ფსი­ქი­ატ­რი ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ა­ში წერ­და: "აღ­გზნე­ბუ­ლია, ავად­მყო­ფუ­რად რე­ა­გი­რებს მის­თვის ემო­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე", მო­წყე­ნი­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში - დეპ­რე­სი­ას უდ­გენ­და, მო­დუ­ნე­ბას კი ში­ზოფ­რე­ნი­ის სიმპტო­მად უფორ­მებ­და.

თუ პა­ცი­ენ­ტე­ბი დარ­წმუ­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ­დნენ რა­მეს, ფსი­ქი­ატ­რე­ბი ასეთ დი­აგ­ნოზს სვამ­დნენ - "სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა" ან "გან­დი­დე­ბის მა­ნია".

შს სა­მი­ნის­ტროს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მე­რაბ კოს­ტა­ვას სა­სა­მარ­თლო-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ და მე­რაბ კოს­ტა­ვას გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მან უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ალ. ინა­უ­რის სა­ხელ­ზე გაგ­ზავ­ნა (დო­კუ­მენ­ტე­ბის სტი­ლი და­ცუ­ლია).

(დო­კუ­მენ­ტი #1)

დად­გე­ნი­ლე­ბა

სა­სა­მარ­თლო-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის და­ნიშ­ვნა­ზე

16 სექ­ტემ­ბე­რი 1977 წ. ქ. თბი­ლი­სი

"კგბ"-ს სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ზ. ხა­ზა­ლი­ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის შე­დე­გად და­ად­გი­ნა გამ­სა­ხურ­დი­ას ფსი­ქი­ატ­რი­ულ შე­მოწ­მე­ბა­ზე გაგ­ზავ­ნა;

ექ­სპერ­ტე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა შემ­დე­გი სა­კი­თხი:

1. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას იყო თუ არა ზ. გამ­სა­ხურ­დია სუ­ლი­ე­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და იყო თუ არა ის სა­კუ­თარ ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?

1965-1968 წლებ­ში ზ. გამ­სა­ხურ­დია პა­სუ­ხის­გე­ბა­ში გახ­ლდათ მი­ცე­მუ­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­თვის.

დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, მას და­ე­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლო-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა. გა­მოკ­ვლე­ვე­ბი­სას ზ. გამ­სა­ხურ­დია ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი საჭ­მე­ლი მო­წამ­ლუ­ლი იყო, რომ მას უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ პრო­კუ­რო­რის მიერ მიგ­ზავ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, გარ­შე­მომ­ყო­ფებს ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­და. რე­აქ­ტი­უ­ლი დეპ­რე­სი­ი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ცნეს შე­რა­ცხა­დად.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ­სე­ბობს ზ. გამ­სა­ხურ­დი­ას 1956 წლის ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რია, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ის ავ­ლენ­და უც­ნა­უ­რო­ბებს და მკურ­ნა­ლობ­და ფსი­ქი­ატრთან. 1958 წლის 2 დე­კემ­ბრი­დან 1959 წლის 27 იან­ვრამ­დე გა­დი­ო­და სა­სა­მარ­თლო ფსი­ქი­ატ­რი­ულ-სტა­ცი­ო­ნა­რულ ექ­სპერ­ტი­ზას თბი­ლი­სის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რა დრო­საც ექ­სპერტ-ფსი­ქი­ატ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ იმ დას­კვნამ­დე, რომ გამ­სა­ხურ­დია ღრმად ფსი­ქო­პა­თი­უ­რი პი­როვ­ნე­ბაა და რომ წარ­სულ­ში გა­და­ტა­ნი­ლი აქვს ში­ზოფ­რე­ნია.

სერბსკის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის 1977 წლის 30 ნო­ემ­ბრის დას­კვნის მი­ხედ­ვით, გამ­სა­ხურ­დია ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი არ არის. ის არის ფსი­ქო­პა­თი­უ­რი პი­როვ­ნე­ბა შე­პყრო­ბი­ლი "გან­დი­დე­ბის მა­ნი­ით" და ახა­სი­ა­თებს ემო­ცი­უ­რი არამ­დგრა­დო­ბა. მას არ უდას­ტურ­დე­ბა დრო­ე­ბი­თი ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბაც კი. ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ად­გი­ნეს, რომ ის ფსი­ქი­კუ­რად შე­რა­ცხა­დია.

მოს­კო­ვის პირ­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კა­თედ­რის გამ­გე, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ნ. ჟა­რი­კო­ვი.

კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი - ექ­სპერტ-ფსი­ქი­ატ­რე­ბი: ტ. ეჩერ­ნი­კო­ვა, ი. ბობ­რო­ვა, ია. ლან­დაუ.

(დო­კუ­მენ­ტი #2)

დად­გე­ნი­ლე­ბა

სა­სა­მარ­თლო-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის და­ნიშ­ვნა­ზე

28 სექ­ტემ­ბე­რი 1977 წ. ქ. თბი­ლი­სი

"კგბ"-ს სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ზ. ხა­ზა­ლი­ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის შე­დე­გად და­ად­გი­ნა კოს­ტა­ვას ფსი­ქი­ატ­რი­ულ შე­მოწ­მე­ბა­ზე გაგ­ზავ­ნა;

ექ­სპერ­ტე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა შემ­დე­გი სა­კი­თხი:

1. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას იყო თუ არა მე­რაბ კოს­ტა­ვა სუ­ლი­ე­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და იყო თუ არა ის სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?

1977 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექ­სპერტ-ფსი­ქო­ლო­გე­ბის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ბრალ­დე­ბულ მე­რაბ კოს­ტა­ვა­ზე (სა­ქარ­თვე­ლოს სსრ შსს შრო­მა-გას­წო­რე­ბის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა - კოს­ტა­ვას მა­სა­ლე­ბი გა­და­იგ­ზავ­ნა 29 სექ­ტემ­ბერს 1977 წ.).

და­ხა­სი­ა­თე­ბა - კე­თი­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი, გუ­ლის­ხმი­ე­რი, არა­ქედ­მა­ღა­ლი, ცოტა ჯი­უ­ტი, რომ­ლის გა­დარ­წმუ­ნე­ბაც რთუ­ლია. ალ­კოჰო­ლურ სას­მელს არ ეტა­ნე­ბა.

ფსი­ქი­ატრთა დას­კვნა - ფსი­ქი­კუ­რად არაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, კა­ნონ­დარ­ღვე­ვის დროს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, თა­ვის ქმე­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია, ამი­ტომ ის შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს შე­რა­ცხა­დად. თა­ვი­სი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით შე­უძ­ლია წარ­დგეს სა­სა­მარ­თლო­სა და გა­მო­ძი­ე­ბის წი­ნა­შე.

(დო­კუ­მენ­ტი #3)

სა­ქარ­თვე­ლოს სსრ სახ. უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ალ. ინა­ურს

მ. კოს­ტა­ვას

გან­ცხა­დე­ბა

1977 წ. 29 სექ­ტემ­ბერს შე­ვი­ტყვე, რომ სა­ხუ­შიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი აპი­რებს ჩემს გაგ­ზავ­ნას გა­მოკ­ვლე­ვა­ზე ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ არა­ერ­თი ჯან­მრთე­ლი დი­სი­დენ­ტი გა­უგ­ზავ­ნი­ათ ამ­გვარ გა­მოკ­ვლე­ვა­ზე და შემ­დეგ ავად­მყო­ფად შე­უ­რა­ცხი­ათ ისი­ნი. მა­გა­ლი­თად, ლე­ო­ნიდ პლი­უმ­ჩი, ა. გრი­გო­რენ­კო, ვ. ფე­ინ­ბერ­გი და ა.შ. პრი­მი­ტი­უ­ლი ლო­გი­კაც კი საკ­მა­რი­სია მი­სახ­ვედ­რად, სა­ხელ­დობრ სხვაგ­ვა­რად მო­აზ­როვ­ნე­ებს რად ხვდე­ბათ ხოლ­მე ჩვენ­ში ამ­გვა­რი ხვედ­რი. რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­სი­დენ­ტე­ბი გა­მო­დი­ან ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი? რა­ტომ ერთხე­ლაც არ მოგ­სვლი­ათ აზ­რად, უშიშ­რო­ე­ბის რო­მე­ლი­მე მუ­შა­კი გა­გეგ­ზავ­ნათ ექ­სპე­რი­მენ­ტი­სათ­ვის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში? დი­სი­დენ­ტებს იმი­ტომ ეკე­რე­ბათ ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლის იარ­ლი­ყი, იდე­ო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტი­დან გა­დახ­ვე­ვას რომ ვერ იტანს ჩვე­ნი ოფი­ცი­ა­ლო­ბა. მე ვხე­დავ სა­შიშ­რო­ე­ბას, არც მე ამ­ცდე­ბა ზე­მოთ­ქმულ პირ­თა ხვედ­რი. ჩემ­თან მჯდო­მი უშ. კო­მი­ტე­ტის პა­ტიმ­რე­ბი­დან ჯერ არა­ვინ გა­უგ­ზავ­ნი­ათ ამ­გვარ ექ­სპე­რი­მენტზე. ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უშ. კო­მი­ტე­ტი­სას პრო­ტეს­ტით ვპა­სუ­ხობ, რად­გან ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რა­ში ვხე­დავ აშ­კა­რა ნე­გა­ტი­ურ მი­კერ­ძო­ე­ბას დი­სი­დენ­ტე­ბის მი­მართ.

მე­რაბ კოს­ტა­ვა

1977 წ. 29 სექ­ტემ­ბე­რი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია შს სა­მი­ნის­ტროს ჟურ­ნა­ლის, "სა­არ­ქი­ვო მო­ამ­ბის" მი­ხედ­ვით

გა­ზე­თი "კვი­რის ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

საბჭოთა ფსიქიატრია და ქართველი დისიდენტები

საბჭოთა ფსიქიატრია და ქართველი დისიდენტები

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხრუშჩოვმა განაცხადა:

- დანაშაული საყოველთაოდ აღიარებული ქცევის ნორმებიდან გადახვევაა, რაც ძალიან ხშირად გამოწვეულია ადამიანის ფსიქიკის მოშლით; რომ საბჭოთა კავშირში აღარ არიან პოლიტპატიმრები, არ არიან წყობით უკმაყოფილონი, ის ერთეულები კი, კომუნიზმის წინააღმდეგ რომ იბრძვიან, ან უკმაყოფილებას გამოთქვამენ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, ფსიქიკურად დაავადებულები არიან. შესაბამისად, უშიშროების ორგანოებმა დისიდენტებთან საბრძოლველად დავალება მიიღეს, ექიმებთან ერთად შემუშავდა ახალი კონცეფცია, რომელშიც მთავარი როლი შიზოფრენიის დიაგნოზს უნდა შეესრულებინა.

გამონაკლისს არც ქართველი დისიდენტები წარმოადგენდნენ. აღნიშნულ მეთოდს საბჭოთა ხელისუფლება და ფსიქიატრია XX საუკუნის სამოცდაათიან წლებში ქართველ დისიდენტთა წინააღმდეგ აქტიურად იყენებდა.

დისიდენტური საქმიანობის გამო 1977 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას აპატიმრებენ. დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში დღის წესრიგში მათი ფსიქიატრიული გამოკვლევის საკითხი დადგა.

ზვიად გამსახურდია მოსკოვში, სერბსკის ფსიქიატრიულ ინსტიტუტში გაიგზავნა გამოსაკვლევად, მერაბ კოსტავა კი - თბილისის ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში.

აღსანიშნავია, რომ სერბსკის ინსტიტუტი ადამიანების გიჟად მონათვლის ყველაზე ცნობილი დაწესებულება გახლდათ.

ინსტიტუტის საიდუმლო განყოფილების თანამშრომლები ექსპერტიზას ატარებდნენ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის მხრივ, სახელმწიფოს უშიშროებასთან იყო კავშირში და შესაბამისად, საგამოძიებო საქმიანობაშიც მონაწილეობდნენ. ინსტიტუტში ფართოდ იყო გავრცელებული "კოფეინ-ბარბიტურატული განტვირთვა", რის შემდეგაც პაციენტები მედიკამენტური გაბრუების ფონზე იძლეოდნენ ჩვენებებს. ამ ჩვენებებს კი შემდგომში უკვე მათ წინააღმდეგ იყენებდნენ.

დუნედ მიმდინარე შიზოფრენიის დიაგნოზით შესაძლებელი ხდებოდა ნებისმიერი გამვლელის "გამოსაკვლევად" წაყვანა, რასაც დიაგნოზის დასმა და იძულებითი "მკურნალობა" მოჰყვებოდა.

სერბსკის ინსტიტუტის ფსიქიატრები არასდროს უგდებდნენ ყურს იმას, რას ლაპარაკობდა "პაციენტი". ისინი აკვირდებოდნენ, როგორ ლაპარაკობდა ის... მაგალითად, თუ "პაციენტი" ღელავდა, ფსიქიატრი ავადმყოფობის ისტორიაში წერდა: "აღგზნებულია, ავადმყოფურად რეაგირებს მისთვის ემოციურად მნიშვნელოვან თემებზე", მოწყენილობის შემთხვევაში - დეპრესიას უდგენდა, მოდუნებას კი შიზოფრენიის სიმპტომად უფორმებდა.

თუ პაციენტები დარწმუნებით ამტკიცებდნენ რამეს, ფსიქიატრები ასეთ დიაგნოზს სვამდნენ - "საკუთარი პიროვნების გადაჭარბებული შეფასება" ან "განდიდების მანია".

შს სამინისტროს არქივში ინახება დადგენილებები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მერაბ კოსტავას განცხადება, რომელიც მან უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ალ. ინაურის სახელზე გაგზავნა (დოკუმენტების სტილი დაცულია).

(დოკუმენტი #1)

დადგენილება

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნაზე

16 სექტემბერი 1977 წ. ქ. თბილისი

"კგბ"-ს საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილემ, ზ. ხაზალიამ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შედეგად დაადგინა გამსახურდიას ფსიქიატრიულ შემოწმებაზე გაგზავნა;

ექსპერტების წინაშე დააყენა შემდეგი საკითხი:

1. დანაშაულის ჩადენისას იყო თუ არა ზ. გამსახურდია სულიერად დაავადებული და იყო თუ არა ის საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებელი?

1965-1968 წლებში ზ. გამსახურდია პასუხისგებაში გახლდათ მიცემული ხულიგნობისა და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის.

დეპრესიული მდგომარეობის გამო, მას დაენიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გამოკვლევებისას ზ. გამსახურდია ამტკიცებდა, რომ მისი საჭმელი მოწამლული იყო, რომ მას უთვალთვალებდნენ პროკურორის მიერ მიგზავნილი ადამიანები, გარშემომყოფებს ეჭვის თვალით უყურებდა. რეაქტიული დეპრესიიდან გამოსვლის შემდეგ ცნეს შერაცხადად.

სისხლის სამართლის საქმეში არსებობს ზ. გამსახურდიას 1956 წლის ავადმყოფობის ისტორია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის ავლენდა უცნაურობებს და მკურნალობდა ფსიქიატრთან. 1958 წლის 2 დეკემბრიდან 1959 წლის 27 იანვრამდე გადიოდა სასამართლო ფსიქიატრიულ-სტაციონარულ ექსპერტიზას თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რა დროსაც ექსპერტ-ფსიქიატრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გამსახურდია ღრმად ფსიქოპათიური პიროვნებაა და რომ წარსულში გადატანილი აქვს შიზოფრენია.

სერბსკის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 1977 წლის 30 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, გამსახურდია ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ის არის ფსიქოპათიური პიროვნება შეპყრობილი "განდიდების მანიით" და ახასიათებს ემოციური არამდგრადობა. მას არ უდასტურდება დროებითი ფსიქიკური აშლილობაც კი. ამ გარემოებების გათვალისწინებით დაადგინეს, რომ ის ფსიქიკურად შერაცხადია.

მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიული კათედრის გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნ. ჟარიკოვი.

კომისიის წევრები - ექსპერტ-ფსიქიატრები: ტ. ეჩერნიკოვა, ი. ბობროვა, ია. ლანდაუ.

(დოკუმენტი #2)

დადგენილება

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნაზე

28 სექტემბერი 1977 წ. ქ. თბილისი

"კგბ"-ს საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილემ, ზ. ხაზალიამ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შედეგად დაადგინა კოსტავას ფსიქიატრიულ შემოწმებაზე გაგზავნა;

ექსპერტების წინაშე დააყენა შემდეგი საკითხი:

1. დანაშაულის ჩადენისას იყო თუ არა მერაბ კოსტავა სულიერად დაავადებული და იყო თუ არა ის საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელი?

1977 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების ექსპერტ-ფსიქოლოგების ფსიქიატრიული ექსპერტიზა ბრალდებულ მერაბ კოსტავაზე (საქართველოს სსრ შსს შრომა-გასწორების რესპუბლიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილება - კოსტავას მასალები გადაიგზავნა 29 სექტემბერს 1977 წ.).

დახასიათება - კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია. ალკოჰოლურ სასმელს არ ეტანება.

ფსიქიატრთა დასკვნა - ფსიქიკურად არაა დაავადებული, კანონდარღვევის დროს ფსიქიკური აშლილობა არ შეინიშნებოდა, თავის ქმედებებზე პასუხისმგებელია, ამიტომ ის შეიძლება ჩაითვალოს შერაცხადად. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია წარდგეს სასამართლოსა და გამოძიების წინაშე.

(დოკუმენტი #3)

საქართველოს სსრ სახ. უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ალ. ინაურს

მ. კოსტავას

განცხადება

1977 წ. 29 სექტემბერს შევიტყვე, რომ სახუშიშროების კომიტეტი აპირებს ჩემს გაგზავნას გამოკვლევაზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ჩემთვის ცნობილია, რომ არაერთი ჯანმრთელი დისიდენტი გაუგზავნიათ ამგვარ გამოკვლევაზე და შემდეგ ავადმყოფად შეურაცხიათ ისინი. მაგალითად, ლეონიდ პლიუმჩი, ა. გრიგორენკო, ვ. ფეინბერგი და ა.შ. პრიმიტიული ლოგიკაც კი საკმარისია მისახვედრად, სახელდობრ სხვაგვარად მოაზროვნეებს რად ხვდებათ ხოლმე ჩვენში ამგვარი ხვედრი. რატომ მაინცდამაინც დისიდენტები გამოდიან ფსიქიატრიულად დაავადებულები? რატომ ერთხელაც არ მოგსვლიათ აზრად, უშიშროების რომელიმე მუშაკი გაგეგზავნათ ექსპერიმენტისათვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში? დისიდენტებს იმიტომ ეკერებათ ფსიქიკურად დაავადებულის იარლიყი, იდეოლოგიური სტანდარტიდან გადახვევას რომ ვერ იტანს ჩვენი ოფიციალობა. მე ვხედავ საშიშროებას, არც მე ამცდება ზემოთქმულ პირთა ხვედრი. ჩემთან მჯდომი უშ. კომიტეტის პატიმრებიდან ჯერ არავინ გაუგზავნიათ ამგვარ ექსპერიმენტზე. ასეთ გადაწყვეტილებას უშ. კომიტეტისას პროტესტით ვპასუხობ, რადგან ზემოხსენებულ სამედიცინო პროცედურაში ვხედავ აშკარა ნეგატიურ მიკერძოებას დისიდენტების მიმართ.

მერაბ კოსტავა

1977 წ. 29 სექტემბერი.

მომზადებულია შს სამინისტროს ჟურნალის, "საარქივო მოამბის" მიხედვით

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია