სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს 11 000-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, გარდაცვლილი ბავშვების მეოთხედი აფეთქებებისას და სროლისას დაიღუპა. დაახლოებით 764 ბავშვი სიკვდილით დასაჯეს, 112 - აწამეს. ოქსფორდის კვლევითი ინსტიტუტის დასკვნით, სნაიპერების მსხვერპლი 13-დან 17 წლამდე ასაკის ბიჭები იყვნენ.
"მსოფლიო ვალდებულია, სირიაში ბავშვებზე ძალადობას უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს. რასაკვირველია საშინელებაა, როდესაც კონფლიქტს ბავშვები ეწირებიან, მაგრამ ამ დასკვნაში განსაკუთრებით საშინელია ის, თუ რა გზით მოკლეს პატარები - სახლების დაბომბვისას, სკოლაში წასვლისას, პურის რიგში ყოფნისას, სნაიპერის ტყვიით თუ წამებით", - ამბობს პროექტის თანაავტორი ჰამიტ დარდაგანი.
მომზადებულია cnn.com-ის მიხედვით.