სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახდა ათეისტური იდეოლოგია მასებისთვის მისაღები?
რატომ გახდა ათეისტური იდეოლოგია მასებისთვის მისაღები?

ათე­იზ­მი ღვთის არ­სე­ბო­ბის უარ­ყო­ფაა. სი­ტყვა "ათე­იზ­მი", სი­ტყვა­სი­ტყვით, უღ­მერ­თო­ბას ნიშ­ნავს. ათე­ის­ტუ­რი ხანა - ადა­მი­ან­თა მა­სებ­ში ღვთის არ­სე­ბო­ბის რწმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა XVII სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წყო ევ­რო­პა­ში.

რო­გორც მამა ლე­ვან მა­თეშ­ვილ­მა ერთ-ერთი ქა­და­გე­ბის დროს აღ­ნიშ­ნა: "სი­ტყვა "ათე­იზ­მი" დიდი ხა­ნია, არ­სე­ბობს, მაგ­რამ ათე­ის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და ამ ტერ­მი­ნის ქვეშ ადა­მი­ან­თა დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის გა­ჩე­ნას XVII სა­უ­კუ­ნი­დან, ევ­რო­პა­ში და­ე­დო სა­ფუძ­ვე­ლი, რო­დე­საც ე.წ. გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა შე­მო­ვი­და. მი­ზე­ზი ამი­სა გახ­ლდათ და­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სი­ის გან­დგო­მი­ლე­ბა. ვი­ცით, რომ XI სა­უ­კუ­ნე­ში, და­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სი­ის დოგ­მა­ტუ­რი ცდო­მი­ლე­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სი­ე­ბი გა­ი­ყო. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ აღ­მო­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც იწო­და მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ად, და - და­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სია, რო­მელ­საც კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია ეწო­და. თით­ქოს უმ­ნიშ­ვნე­ლო დოგ­მა­ტურ­მა ცვლი­ლე­ბებ­მაც კი, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სი­ამ მი­ი­ღო, ევ­რო­პა ინ­კვი­ზი­ცი­ამ­დე მი­იყ­ვა­ნა. და­ი­წყო მო­ედ­ნებ­ზე ცე­ცხლის გიზ­გი­ზი, ადა­მი­ან­თა დაწ­ვა, შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა, ქრის­ტეს სა­ხე­ლით მოკ­ვდი­ნე­ბა... თა­ვის მხრივ, ამ­გვარ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, ქრის­ტეს­თან ამ­გვარ­მა გა­უ­ცხო­ე­ბამ, შე­უ­წყო ხელი ათე­იზ­მის წარ­მო­შო­ბას. მარ­თლაც, ქრის­ტეს­გან გა­უ­ცხო­ე­ბა, - რად­გან არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა მხო­ლოდ იმის გამო, რომ სხვაგ­ვა­რად უყუ­რებს დოგ­მა­ტურ სა­კითხს, ან ეჭვი მი­ი­ტა­ნო, რომ კუ­დი­ა­ნია და ამის გამო დაწ­ვა: გინ­და თუ არა, უნდა გა­და­გარ­ჩი­ნო, ამის­თვის კი უნდა დაგწ­ვაო, - ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვი­ტყვით და­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სი­ა­ზე. მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ათე­ის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის წარ­მო­შო­ბი­სა და გა­ფურ­ჩქნი­სა სწო­რედ ეს გახ­ლდათ.

უკვე გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გა­მოჩ­ნდე­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც თქვეს, - თუ ღმერ­თი არ­სე­ბობს, ამ­გვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას არ და­უშ­ვებ­და, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მორ­წმუ­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ღმერ­თის სა­ხე­ლით ამ­ხე­ლა სი­სას­ტი­კე ჩა­ი­დი­ნოს, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რო­სო. ცხა­დია, ეს მო­საზ­რე­ბა არ იყო მარ­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ათე­იზ­მის ტალ­ღა გახ­ლდათ ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტი იმ რე­ა­ლო­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც მა­შინ­დელ ევ­რო­პა­ში არ­სე­ბობ­და. წარ­მო­იშ­ვა ე.წ. გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ღმერ­თი არ არ­სე­ბობს და ყვე­ლა ამ­ქვეყ­ნი­უ­რი პრო­ცე­სი ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ­დე­ნად, სი­ტყვა "ათე­იზ­მის" უკან უკვე რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე იმ­დრო­ინ­დე­ლი ევ­რო­პის სას­ტიკ­მა და არა­ა­დეკ­ვა­ტურ­მა რე­ა­ლო­ბამ მი­იყ­ვა­ნა..."

დე­კა­ნო­ზი პეტ­რე გი­ორ­გა­ძე:

- შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნებს არ ჰქონ­დათ კულ­ტუ­რა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი წყო­ბა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ჰქონ­დათ ღვთის რწმე­ნა. სხვა სა­კი­თხია, ვის რო­გორ და რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლად სწამ­და. ღმერ­თის არ­სე­ბო­ბის, ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბის სწამ­და ადა­მი­ანს და ყო­ველ­თვის შეს­თხოვ­და მას თა­ვი­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ყო­ფის­თვის თუ სხვა სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის. ათე­იზმს კი წინ წა­მო­წე­უ­ლი ჰყავს ადა­მი­ა­ნი: ყვე­ლაფ­რის შე­მოქ­მე­დი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს ძირი და სა­ფუძ­ვე­ლი - ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თით­ქოს თვით ბუ­ნე­ბამ შექ­მნა; იგია მბრძა­ნე­ბე­ლი ბუ­ნე­ბა­ზე და უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს, რო­გორც სურს; არა­ვი­თარ სუ­ლი­ერ ძა­ლას­თან ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აკის­რია, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ღვთის გა­რე­შე არ­სე­ბობს. ათე­ის­ტურ მიდ­გო­მას ქა­ო­სი შე­მო­აქვს ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში და ადა­მი­ა­ნი ისევ სა­კუ­თარ თავ­ში იკე­ტე­ბა. წმინ­და მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ: "შე­საძ­ლოა, აბ­სურ­დუ­ლად ჟღერ­დეს, მაგ­რამ ათე­იზ­მიც რე­ლი­გი­აა ანუ ურ­წმუ­ნო­ე­ბაც რწმე­ნაა. ჩვენ ვი­ცით, რომ რწმე­ნა ის არის, რაც მეც­ნი­ე­რუ­ლად არ სა­ბუთ­დე­ბა. სწო­რედ ამ ნიშ­ნი­თაა ათე­იზ­მი რწმე­ნა"... ათე­ის­ტუ­რი მიდ­გო­მით, ღმერ­თის არარ­სე­ბო­ბის ერთ-ერთი და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტი ღმერ­თის უხი­ლა­ვო­ბაა: - რა­ხან ვერ ვხე­დავთ, ესე იგი, არ არ­სე­ბობს. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი მახ­სენ­დე­ბა: ერთ-ერთ სუ­ლი­ერ მა­მას კოს­მო­ნავ­ტი ედა­ვე­ბა, - კოს­მოს­ში ბევ­რჯერ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იქ ღმერ­თი ვერ­სად და­ვი­ნა­ხეო. მო­ძღვა­რი პა­სუ­ხობს: ადრე ექი­მი ვი­ყა­ვი და ხში­რად მო­მიხ­დია თავი ადა­მი­ა­ნის­თვის, მაგ­რამ იქ ჭკუა არ და­მი­ნა­ხავს, გა­მიხ­სნია ადა­მი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის დროს, მაგ­რამ სული არ და­მი­ნა­ხავ­სო. თუ ადა­მი­ან­მა არ ირ­წმუ­ნა, ძნე­ლია და­ა­ჯე­რო, არც შე­იძ­ლე­ბა ვე­და­ვოთ. როცა ადა­მი­ანს არ უნდა და­ი­ნა­ხოს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, მას­თან სა­უ­ბა­რი უნდა შევ­წყვი­ტოთ.

- რა­ტომ გახ­და ათე­ის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გია ადა­მი­ან­თა მა­სე­ბის­თვის მი­სა­ღე­ბი?

- ცხოვ­რე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რია, ადა­მი­ა­ნი მი­წის­გა­ნაა შექ­მნი­ლი და წუ­თი­სო­ფელ­ში ყოფ­ნის ჟამს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უფრო იზი­დავს. ცოდ­ვით და­ცე­მის შე­დე­გად, ცოდ­ვის­კენ მიდ­რე­კი­ლი ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა ტკბო­ბის­კენ მი­ის­წრაფ­ვის, ურ­ჩევ­ნია და უფრო მე­ტა­დაც უად­ვილ­დე­ბა, ვინ­მეს წი­ნა­შე სინ­დი­სი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იცხოვ­როს. ბო­რო­ტის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი და საქ­მეც ის არის, რომ ადა­მი­ანს ღვთის არ­სე­ბო­ბა და­ა­ვი­წყოს. თუ ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ ღმერ­თი არ არ­სე­ბობს, მა­შინ ჯო­ჯო­ხე­თიც მო­გო­ნი­ლი ყო­ფი­ლა. გა­თა­ვი­სუფ­ლდა თით­ქოს ამ­გვა­რი მსჯე­ლო­ბე­ბით ყო­ველ­გვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან. ათე­ის­ტად ყოფ­ნა, ათე­ის­ტუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, ათე­ის­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ცნე­ბის მი­ღე­ბა ურ­ჩევ­ნია. მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ა­ნი­ცა და ათე­ის­ტიც თვლის, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლია; ორი­ვე აღი­ა­რებს, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ა­ლე­ბი აღ­მა­ტე­ბუ­ლია, თუმ­ცა თა­ვი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი გა­გე­ბა აქვთ. ათე­ის­ტუ­რი მიდ­გო­მით თა­ვი­სუფ­ლე­ბა გუ­ლის­ხმობს, აკე­თოს ის, რაც სურს, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს; ქრის­ტი­ა­ნი კი ამ­ბობს, - შე­საძ­ლოა, მინ­დო­დეს ცხოვ­რე­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა, მი­ზი­დავ­დეს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სი­ა­მე­ე­ბი, მაგ­რამ ვებ­რძვი ამ ვნე­ბას, რად­გან სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა ღვთის მცნე­ბე­ბი­საო. ათე­იზ­მი უფრო მორ­გე­ბუ­ლია მი­წი­ე­რის­კენ მიდ­რე­კი­ლი ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა­ზე, უფრო კომ­ფორ­ტუ­ლია ადა­მი­ა­ნის­თვის იმ გა­გე­ბით, რომ ადა­მი­ა­ნი შე­ზღუ­დუ­ლი არ არის თა­ვის ქმე­დე­ბა­ში. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი სხვას ითხოვს ადა­მი­ა­ნის­გან. ქრის­ტი­ა­ნიც ამ­ბობს, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარო, მაგ­რამ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ნიშ­ნავს - ფლობ­დე სა­კუ­თარ თავს, მან­კი­ერ თვი­სე­ბებს, იო­კებ­დე აგ­რე­სი­ას. განა არ აქვს, მაგ­რამ გმობს, აკონ­ტრო­ლებს, ებ­რძვის მათ. ქრის­ტი­ა­ნო­ბა გვას­წავ­ლის და გვი­ქა­და­გებს, რო­გორ ვე­რი­დოთ ცოდ­ვას, ცოდ­ვის მო­რი­დე­ბის ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა მუდ­მი­ვი ფიქ­რი ჯო­ჯო­ხე­თის შე­სა­ხებ: როცა ადა­მი­ა­ნი ჯო­ჯო­ხეთ­ზე იწყებს ფიქ­რს, ცოდ­ვებ­თან და მან­კი­ერ თვი­სე­ბებ­თან ბრძო­ლა უად­ვილ­დე­ბა. ათე­იზ­მმა ადა­მი­ანს ღმერ­თის არ­სე­ბო­ბა, ჯო­ჯო­ხე­თის არ­სე­ბო­ბა და­უ­მა­ლა; ეუბ­ნე­ბა, - ამ სამ­ყა­როს მიღ­მა არა­ფე­რი არ­სე­ბობ­სო... ადა­მი­ა­ნიც ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად დატ­კბეს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­თი, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, უფალ­მა ადა­მი­ა­ნის­თვის შექ­მნა, რომ ამ წუ­თი­სო­ფელ­ში სწო­რად ცხოვ­რე­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა შეძ­ლოს და სა­ნაც­ვლოდ - ღვთის­გან უმაღ­ლე­სი ჯილ­დო - სა­სუ­ფე­ვე­ლი მო­ი­პო­ვოს.

მო­ამ­ზა­და შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძემ

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რატომ გახდა ათეისტური იდეოლოგია მასებისთვის მისაღები?

რატომ გახდა ათეისტური იდეოლოგია მასებისთვის მისაღები?

ათეიზმი ღვთის არსებობის უარყოფაა. სიტყვა "ათეიზმი", სიტყვასიტყვით, უღმერთობას ნიშნავს. ათეისტური ხანა - ადამიანთა მასებში ღვთის არსებობის რწმენის დაქვეითება XVII საუკუნეში დაიწყო ევროპაში.

როგორც მამა ლევან მათეშვილმა ერთ-ერთი ქადაგების დროს აღნიშნა: "სიტყვა "ათეიზმი" დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ ათეისტური იდეოლოგიის ჩამოყალიბებასა და ამ ტერმინის ქვეშ ადამიანთა დაჯგუფებების გაჩენას XVII საუკუნიდან, ევროპაში დაედო საფუძველი, როდესაც ე.წ. განმანათლებლობა შემოვიდა. მიზეზი ამისა გახლდათ დასავლეთის ეკლესიის განდგომილება. ვიცით, რომ XI საუკუნეში, დასავლეთის ეკლესიის დოგმატური ცდომილებებისა და პოლიტიკური მიზეზების გამო, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები გაიყო. შედეგად მივიღეთ აღმოსავლეთის ეკლესია, რომელიც იწოდა მართლმადიდებელ ეკლესიად, და - დასავლეთის ეკლესია, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეწოდა. თითქოს უმნიშვნელო დოგმატურმა ცვლილებებმაც კი, რომელიც დასავლეთის ეკლესიამ მიიღო, ევროპა ინკვიზიციამდე მიიყვანა. დაიწყო მოედნებზე ცეცხლის გიზგიზი, ადამიანთა დაწვა, შეუწყნარებლობა, ქრისტეს სახელით მოკვდინება... თავის მხრივ, ამგვარმა დამოკიდებულებამ, ქრისტესთან ამგვარმა გაუცხოებამ, შეუწყო ხელი ათეიზმის წარმოშობას. მართლაც, ქრისტესგან გაუცხოება, - რადგან არ შეიძლება ადამიანი მოკლა მხოლოდ იმის გამო, რომ სხვაგვარად უყურებს დოგმატურ საკითხს, ან ეჭვი მიიტანო, რომ კუდიანია და ამის გამო დაწვა: გინდა თუ არა, უნდა გადაგარჩინო, ამისთვის კი უნდა დაგწვაო, - ამგვარი დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიაში არასოდეს ყოფილა, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით დასავლეთის ეკლესიაზე. მთავარი მიზეზი ათეისტური იდეოლოგიის წარმოშობისა და გაფურჩქნისა სწორედ ეს გახლდათ.

უკვე გვიან შუა საუკუნეებში, XVII-XVIII საუკუნეებში გამოჩნდენენ ადამიანები, რომლებმაც თქვეს, - თუ ღმერთი არსებობს, ამგვარ დამოკიდებულებას არ დაუშვებდა, შეუძლებელია, მორწმუნე ორგანიზაციამ ღმერთის სახელით ამხელა სისასტიკე ჩაიდინოს, ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროსო. ცხადია, ეს მოსაზრება არ იყო მართებული, მაგრამ ათეიზმის ტალღა გახლდათ ერთგვარი პროტესტი იმ რეალობის მიმართ, რომელიც მაშინდელ ევროპაში არსებობდა. წარმოიშვა ე.წ. განმანათლებლობა, რაც გულისხმობს, რომ ღმერთი არ არსებობს და ყველა ამქვეყნიური პროცესი ბუნებრივი ძალებით მიმდინარეობს. ამდენად, სიტყვა "ათეიზმის" უკან უკვე რეალური ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც ამ მდგომარეობამდე იმდროინდელი ევროპის სასტიკმა და არაადეკვატურმა რეალობამ მიიყვანა..."

დეკანოზი პეტრე გიორგაძე:

- შეიძლება, ადამიანებს არ ჰქონდათ კულტურა, სახელმწიფოებრივი წყობა, მაგრამ ყოველთვის ჰქონდათ ღვთის რწმენა. სხვა საკითხია, ვის როგორ და რამდენად მართებულად სწამდა. ღმერთის არსებობის, ზებუნებრივი ძალების სწამდა ადამიანს და ყოველთვის შესთხოვდა მას თავისი მატერიალური ყოფისთვის თუ სხვა საჭიროებისთვის. ათეიზმს კი წინ წამოწეული ჰყავს ადამიანი: ყველაფრის შემოქმედი, მატერიალური სამყაროს ძირი და საფუძველი - ადამიანი, რომელიც თითქოს თვით ბუნებამ შექმნა; იგია მბრძანებელი ბუნებაზე და უნდა გამოიყენოს, როგორც სურს; არავითარ სულიერ ძალასთან ვალდებულება არ აკისრია, თითქოს ყველაფერი ღვთის გარეშე არსებობს. ათეისტურ მიდგომას ქაოსი შემოაქვს ადამიანის ცნობიერებაში და ადამიანი ისევ საკუთარ თავში იკეტება. წმინდა მამები ამბობენ: "შესაძლოა, აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ ათეიზმიც რელიგიაა ანუ ურწმუნოებაც რწმენაა. ჩვენ ვიცით, რომ რწმენა ის არის, რაც მეცნიერულად არ საბუთდება. სწორედ ამ ნიშნითაა ათეიზმი რწმენა"... ათეისტური მიდგომით, ღმერთის არარსებობის ერთ-ერთი დამამტკიცებელი არგუმენტი ღმერთის უხილავობაა: - რახან ვერ ვხედავთ, ესე იგი, არ არსებობს. ცნობილი ფაქტი მახსენდება: ერთ-ერთ სულიერ მამას კოსმონავტი ედავება, - კოსმოსში ბევრჯერ ვიყავი, მაგრამ იქ ღმერთი ვერსად დავინახეო. მოძღვარი პასუხობს: ადრე ექიმი ვიყავი და ხშირად მომიხდია თავი ადამიანისთვის, მაგრამ იქ ჭკუა არ დამინახავს, გამიხსნია ადამიანი ოპერაციის დროს, მაგრამ სული არ დამინახავსო. თუ ადამიანმა არ ირწმუნა, ძნელია დააჯერო, არც შეიძლება ვედავოთ. როცა ადამიანს არ უნდა დაინახოს ჭეშმარიტება, მასთან საუბარი უნდა შევწყვიტოთ.

- რატომ გახდა ათეისტური იდეოლოგია ადამიანთა მასებისთვის მისაღები?

- ცხოვრება მატერიალურია, ადამიანი მიწისგანაა შექმნილი და წუთისოფელში ყოფნის ჟამს მატერიალური უფრო იზიდავს. ცოდვით დაცემის შედეგად, ცოდვისკენ მიდრეკილი ადამიანის ბუნება ტკბობისკენ მიისწრაფვის, ურჩევნია და უფრო მეტადაც უადვილდება, ვინმეს წინაშე სინდისითა და პასუხისმგებლობით იცხოვროს. ბოროტის უმთავრესი მიზანი და საქმეც ის არის, რომ ადამიანს ღვთის არსებობა დაავიწყოს. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ჯოჯოხეთიც მოგონილი ყოფილა. გათავისუფლდა თითქოს ამგვარი მსჯელობებით ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ათეისტად ყოფნა, ათეისტური აზროვნება, ათეისტური თავისუფლების ცნების მიღება ურჩევნია. მორწმუნე ქრისტიანიცა და ათეისტიც თვლის, რომ თავისუფალია; ორივე აღიარებს, რომ თავისუფლების იდეალები აღმატებულია, თუმცა თავისუფლების სხვადასხვაგვარი გაგება აქვთ. ათეისტური მიდგომით თავისუფლება გულისხმობს, აკეთოს ის, რაც სურს, რაც სიამოვნებას ანიჭებს; ქრისტიანი კი ამბობს, - შესაძლოა, მინდოდეს ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება, მიზიდავდეს ცხოვრებისეული სიამეები, მაგრამ ვებრძვი ამ ვნებას, რადგან საწინააღმდეგოა ღვთის მცნებებისაო. ათეიზმი უფრო მორგებულია მიწიერისკენ მიდრეკილი ადამიანის ბუნებაზე, უფრო კომფორტულია ადამიანისთვის იმ გაგებით, რომ ადამიანი შეზღუდული არ არის თავის ქმედებაში. ქრისტიანული თავისუფლება კი სხვას ითხოვს ადამიანისგან. ქრისტიანიც ამბობს, თავისუფალი ვარო, მაგრამ ქრისტიანული თავისუფლება ნიშნავს - ფლობდე საკუთარ თავს, მანკიერ თვისებებს, იოკებდე აგრესიას. განა არ აქვს, მაგრამ გმობს, აკონტროლებს, ებრძვის მათ. ქრისტიანობა გვასწავლის და გვიქადაგებს, როგორ ვერიდოთ ცოდვას, ცოდვის მორიდების ყველაზე ქმედითი საშუალებაა მუდმივი ფიქრი ჯოჯოხეთის შესახებ: როცა ადამიანი ჯოჯოხეთზე იწყებს ფიქრს, ცოდვებთან და მანკიერ თვისებებთან ბრძოლა უადვილდება. ათეიზმმა ადამიანს ღმერთის არსებობა, ჯოჯოხეთის არსებობა დაუმალა; ეუბნება, - ამ სამყაროს მიღმა არაფერი არსებობსო... ადამიანიც ცდილობს, მაქსიმალურად დატკბეს მატერიალური სამყაროთი, რომელიც, რა თქმა უნდა, უფალმა ადამიანისთვის შექმნა, რომ ამ წუთისოფელში სწორად ცხოვრება, მატერიალური სამყაროს სწორად გამოყენება შეძლოს და სანაცვლოდ - ღვთისგან უმაღლესი ჯილდო - სასუფეველი მოიპოვოს.

მოამზადა შორენა მერკვილაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია