სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ფიქრობენ დავით ბაგრატიონის გარემოცვაში შორენა ბეგაშვილზე და რა გეგმები აქვს სამეფო ოჯახს
რას ფიქრობენ დავით ბაგრატიონის გარემოცვაში შორენა ბეგაშვილზე და რა გეგმები აქვს სამეფო ოჯახს

გა­სულ კვი­რას ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის ყუ­რა­დღე­ბა სა­მე­ფო ოჯა­ხის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან ერ­თად, სვე­ტი­ცხო­ველ­ში ანა და და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ვაჟი, ორი წლის გი­ორ­გი მო­ნათ­ლა... სა­მე­ფო ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის თქმით, ამ სი­ახ­ლეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. ერთი ნა­წი­ლის აზ­რით, ქვე­ყა­ნა­ში მო­ნარ­ქის­ტულ წყო­ბი­ლე­ბას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, თუმ­ცა სხვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მმარ­თვე­ლო­ბის ასე­თი სტი­ლი უკვე ის­ტო­რი­ის კუთ­ვნი­ლე­ბა გახ­და... რო­გორ და სად იცხოვ­რე­ბენ სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი და რა როლი ექ­ნე­ბათ მათ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ უფ­ლის ხელ­თუქ­მნე­ლი კვარ­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს არ­წი­ვის ორ­დე­ნის სა­ქარ­თვე­ლოს რექ­ტო­რი, სა­მე­ფო ოჯა­ხის კან­ცლე­რი სი­მონ კო­პა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, მა­ნამ­დე ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ იქ ყოფ­ნა მისი სურ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ალ­ბათ ახ­სოვს, სხვა­დას­ხვა დროს რო­გორ გა­მოთ­ქვა ამა თუ იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა მათი ოჯა­ხის მი­მართ ცი­ნი­კუ­რი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი. ტე­ლე­შო­უ­ებ­სა და სხვა გა­და­ცე­მებ­ში სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით არა­ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იქ­ცევ­და თავს. ამას წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მა­სობ­რი­ვი სახე ჰქონ­და, რა­საც და­ე­მა­ტა დევ­ნა, ინ­ფორ­მა­ცი­ულ შე­ტე­ვას ვგუ­ლის­ხმობ, რომ­ლის დე­ტა­ლე­ბის მო­ყო­ლის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, უბ­რა­ლოდ, არ ვი­კად­რებ და იმი­ტომ... თუნ­დაც ბოლო შემ­თხვე­ვა ავი­ღოთ, სვე­ტი­ცხო­ველ­ში უფ­ლის­წუ­ლის ნათ­ლო­ბას სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ისე­თი ში­ნა­არ­სის კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი. გულ­სატ­კე­ნია, რომ აგ­რე­სია იყო არა მხო­ლოდ სა­მე­ფო ოჯა­ხის, არა­მედ ორი წლის უფ­ლის­წუ­ლის მი­მარ­თაც. არა მგო­ნია, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­საღ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­დეს... კომ­პე­ტენ­ტუ­რი არ ვარ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ანა­ლიზს ვერ გა­ვა­კე­თებ, რა­ტომ აქვთ ასე­თი აგ­რე­სია... ამ ყვე­ლა­ფერს იმი­ტომ მოვ­ყე­ვი, რომ სა­ნამ და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი ეს­პა­ნეთ­ში წა­ვი­დო­და, რბი­ლად რომ ვთქვათ, ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო შე­იქ­მნა და ის, უბ­რა­ლოდ, გა­ე­რი­და აქა­უ­რო­ბას.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის გარ­შე­მო აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი - მისი და შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას ვგუ­ლის­ხმობ...

- იცით, ადა­მი­ანს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კაცს, ასე­თი ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხელ­თან ერ­თად მისი ხსე­ნე­ბა ღირ­სე­ბას ნამ­დვი­ლად არ მა­ტებს. შე­იძ­ლე­ბა, იმ ქალ­ბა­ტონ­მა ჩათ­ვა­ლოს, რომ რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის ლა­პა­რა­კი მის­თვის კარ­გი პი­ა­რია, მაგ­რამ სხვა სა­კი­თხია, რას ფიქ­რობს მე­ო­რე მხა­რე და სა­ერ­თოდ, რამ­დე­ნად ახ­ლოს იყო რე­ა­ლო­ბას­თან ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც მან ილა­პა­რა­კა. ამით სა­კუ­თარ პერ­სო­ნას გა­უ­კე­თა რეკ­ლა­მა... მას­ზე სა­უ­ბა­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია ამ ოჯა­ხის­თვი­საც და ჩემ­თვი­საც.

- ისიც ით­ქვა, რომ წყვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მის გამო და­ი­ძა­ბა...

- მო­დით, შე­ვეშ­ვათ წარ­სულ­ზე ლა­პა­რაკს. ეყო­ფა ამ ქალ­ბა­ტონს, რაც პი­ა­რი გა­ი­კე­თა. რა იყო მის მო­ნა­თხრობ­ში მარ­თა­ლი და რა სიც­რუე, დრო დაგ­ვა­ნახ­ვებს. პი­ა­რი, რო­მე­ლიც მან ამ ამ­ბე­ბით გა­ი­კე­თა, მის ნა­მუს­ზე იყოს და არ შე­ვე­ხე­ბი. მე, რო­გორც და­ვი­თის მე­გო­ბარს, ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს...

იხი­ლეთ ვრცლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

რას ფიქრობენ დავით ბაგრატიონის გარემოცვაში შორენა ბეგაშვილზე და რა გეგმები აქვს სამეფო ოჯახს

რას ფიქრობენ დავით ბაგრატიონის გარემოცვაში შორენა ბეგაშვილზე და რა გეგმები აქვს სამეფო ოჯახს

გასულ კვირას ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება სამეფო ოჯახისკენ იყო მიმართული. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე ადამიანთან ერთად, სვეტიცხოველში ანა და დავით ბაგრატიონების ვაჟი, ორი წლის გიორგი მონათლა... სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირების თქმით, ამ სიახლეს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილის აზრით, ქვეყანაში მონარქისტულ წყობილებას ჩაეყარა საფუძველი, თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ მმართველობის ასეთი სტილი უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა... როგორ და სად იცხოვრებენ სამეფო ოჯახის წევრები და რა როლი ექნებათ მათ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამის შესახებ უფლის ხელთუქმნელი კვართისა და საქართველოს არწივის ორდენის საქართველოს რექტორი, სამეფო ოჯახის კანცლერი სიმონ კოპაძე გვესაუბრება.

- დავით ბაგრატიონი ახლახან დაბრუნდა სამშობლოში, მანამდე ესპანეთში ცხოვრობდა, მაგრამ იქ ყოფნა მისი სურვილი ნამდვილად არ ყოფილა. ქართველ საზოგადოებას ალბათ ახსოვს, სხვადასხვა დროს როგორ გამოთქვა ამა თუ იმ თანამდებობის პირმა მათი ოჯახის მიმართ ცინიკური და შეურაცხმყოფელი მოსაზრებები. ტელეშოუებსა და სხვა გადაცემებში სრულიად დაუსაბუთებელი განცხადებებით არაერთი მაღალჩინოსანი იქცევდა თავს. ამას წინა ხელისუფლების დროს მასობრივი სახე ჰქონდა, რასაც დაემატა დევნა, ინფორმაციულ შეტევას ვგულისხმობ, რომლის დეტალების მოყოლისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ, არ ვიკადრებ და იმიტომ... თუნდაც ბოლო შემთხვევა ავიღოთ, სვეტიცხოველში უფლისწულის ნათლობას საინფორმაციო საშუალებებში ისეთი შინაარსის კომენტარები მოჰყვა, გაოგნებული დავრჩი. გულსატკენია, რომ აგრესია იყო არა მხოლოდ სამეფო ოჯახის, არამედ ორი წლის უფლისწულის მიმართაც. არა მგონია, ეს საზოგადოების ჯანსაღ დამოკიდებულებაზე მიანიშნებდეს... კომპეტენტური არ ვარ და ფსიქოლოგიურ ანალიზს ვერ გავაკეთებ, რატომ აქვთ ასეთი აგრესია... ამ ყველაფერს იმიტომ მოვყევი, რომ სანამ დავით ბაგრატიონი ესპანეთში წავიდოდა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასასიამოვნო გარემო შეიქმნა და ის, უბრალოდ, გაერიდა აქაურობას.

- საზოგადოებას ახსოვს დავით ბაგრატიონის გარშემო აგორებული სკანდალი - მისი და შორენა ბეგაშვილის ურთიერთობას ვგულისხმობ...

- იცით, ადამიანს, განსაკუთრებით მამაკაცს, ასეთი ქალბატონის სახელთან ერთად მისი ხსენება ღირსებას ნამდვილად არ მატებს. შეიძლება, იმ ქალბატონმა ჩათვალოს, რომ რაღაც სისულელეების ლაპარაკი მისთვის კარგი პიარია, მაგრამ სხვა საკითხია, რას ფიქრობს მეორე მხარე და საერთოდ, რამდენად ახლოს იყო რეალობასთან ის ყველაფერი, რაზეც მან ილაპარაკა. ამით საკუთარ პერსონას გაუკეთა რეკლამა... მასზე საუბარი შეურაცხმყოფელია ამ ოჯახისთვისაც და ჩემთვისაც.

- ისიც ითქვა, რომ წყვილს შორის ურთიერთობა მის გამო დაიძაბა...

- მოდით, შევეშვათ წარსულზე ლაპარაკს. ეყოფა ამ ქალბატონს, რაც პიარი გაიკეთა. რა იყო მის მონათხრობში მართალი და რა სიცრუე, დრო დაგვანახვებს. პიარი, რომელიც მან ამ ამბებით გაიკეთა, მის ნამუსზე იყოს და არ შევეხები. მე, როგორც დავითის მეგობარს, ამ ყველაფრის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს...

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია