კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომელმა ქართველებმა რომელ აფხაზებს და ოსებს უნდა მოუხადონ ბოდიში?" - კოკო გამსახურდია აშშ-ის ელჩს განმარტებას სთხოვს
"რომელმა ქართველებმა რომელ აფხაზებს და ოსებს უნდა მოუხადონ ბოდიში?" - კოკო გამსახურდია აშშ-ის ელჩს განმარტებას სთხოვს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე აშშ-ის ელჩ რი­ჩარდ ნორ­ლან­დის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მან აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან ქარ­თვე­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას­თან შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა.

"თუკი ელჩი ნორ­ლან­დი არ და­ა­ზუს­ტებს ამ გა­მო­ნათ­ქვამს, გა­უ­გებ­რო­ბას ვერ ავ­ცდე­ბით, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო სულ რა­ღაც 22 წე­ლია არ­სე­ბობს. მა­ნამ­დე ის სუ­ვე­რე­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვერ მი­ი­ღებ­და. აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კა და "სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქიც" სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ს ფარ­გლებ­ში შექ­ნი­ლია სსრკ-ს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და "ქარ­თვე­ლებს" ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი არა­სო­დეს და­უ­პყრი­ათ. ერ­თა­დერ­თი ომი, რო­მე­ლიც მეტ­ნაკ­ლე­ბად და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ქვე­ყა­ნამ აწარ­მოა, იყო 1992-1993 წლის აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტი, რო­მელ­შიც "ხე­ლი­სუფ­ლე­ბად" წო­დე­ბუ­ლი (შე­ვარ­დნა­ძე-კი­ტო­ვა­ნი-იო­სე­ლი­ა­ნი) ერთი მხა­რე მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მე­ო­რე კი პრაქ­ტი­კუ­ლად ომის გა­ჩა­ღე­ბა­ში არ ჩა­რე­უ­ლა.

ასე­ვე გა­ურ­კვე­ვე­ლია თა­ვად "ქარ­თვე­ლებს" თუ უნდა მო­უ­ხა­დოს ვინ­მემ ბო­დი­ში ამ­დე­ნი დევ­ნი­ლის და ლტოლ­ვი­ლის გამო ხსე­ნე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნე­ბი­დან. გე­ტოს ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში წე­რო­ვან­თან და გორ­თან მგო­ნი ქარ­თვე­ლი ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა ცხოვ­რობ­დნენ. ეს აჩენს ასე­ვე კი­თხვებს, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ­მა ქარ­თვე­ლებ­მა რო­მელ აფხა­ზებს და ოსებს უნდა მო­უ­ხა­დონ ბო­დი­ში? ანუ ეს სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის კო­ლექ­ტი­უ­რი ბო­დი­ში იქ­ნე­ბა თუ სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზე უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს? ან იქ­ნებ ქარ­თველ­თა­გან აფხა­ზე­ბის და ოსე­ბის ჩაგ­ვრის და ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის ისე­თი­ვე მუ­ზე­უ­მე­ბი უნდა აშენ­დეს, რო­გორც ბერ­ლინ­ში დგას თუნ­დაც ჰო­ლო­კოს­ტის (ანუ ებ­რა­ელ­თა გე­ნო­ცი­დის) მუ­ზე­უ­მი?", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩის რი­ჩარდ ნორ­ლან­დის აზ­რით, "ქარ­თვე­ლე­ბი აფხა­ზებს და ოსებს ეპყრო­ბოდ­ნენ და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც მა­ნამ­დე რუ­სე­ბი - ქარ­თვე­ლებს და ამის­თვის ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წევთ". ამის შე­სა­ხებ ნორ­ლან­დმა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რო­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ეს არის ხან­გრძლივ პერ­სპექ­ტი­ვა­ში გან­სა­ხილ­ვე­ლი თემა და აქ სწრა­ფი გა­დაჭ­რა, რო­გორც ასე­თი, არ არის. არ მი­მაჩ­ნია, რომ აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი გა­ნი­ხი­ლა­ვენ სა­კუ­თარ მო­მა­ვალს მხო­ლოდ ერთი - ჩრდი­ლო­ე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, მათ შო­რის - ეკო­ნო­მი­კუ­რი, სამ­ხრე­თი­თაც. ჩვენ ვსა­უბ­რობთ ახალ "აბ­რე­შუ­მის გზა­ზე", სატ­რან­ზი­ტო დე­რე­ფან­ზე, რომ­ლის ნა­წი­ლად ყოფ­ნის სურ­ვი­ლი, ვფიქ­რობ, ექ­ნე­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სო­ხუმ­ში თუ გუ­და­უ­თა­ში ცხოვ­რო­ბენ. ჩემი პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბა თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, მა­შინ რო­დე­საც 20 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ეუთო-ს წი­ნა­მორ­ბე­დი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ეგი­დით, თქვე­ნი დი­ნა­მი­კა მა­შინ მა­გო­ნებ­და ისეთ ვი­თა­რე­ბას, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ეპყრო­ბოდ­ნენ ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებს და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც რუ­სე­ბი ეპყრო­ბოდ­ნენ მა­ნამ­დე თა­ვად ქარ­თვე­ლებს. აფხა­ზებს და ოსებს ჰქონ­დათ იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ თავი ეგ­რძნოთ უმ­ცი­რე­სო­ბად სა­ქარ­თვე­ლო­ში. იმ პრო­ცეს­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ცდი­ლობს, მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­ხა­დოს თა­ვი­სი თავი ამ რე­გი­ო­ნე­ბის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რად და პო­ლი­ტი­კუ­რად, ალ­ბათ, მო­უ­წევს ისიც, რომ მო­ახ­დი­ნოს გა­და­ფა­სე­ბა, აღი­ა­როს და მო­ი­ხა­დოს ბო­დი­ში წარ­სუ­ლის შეც­დო­მე­ბის­თვის. გან­ტო­ლე­ბის მე­ო­რე მხა­რე არის ის, რომ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლად უნდა მოხ­დეს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მარ­თვა, რად­გან რუ­სე­თი უდა­ვოდ შე­ეც­დე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს სი­სუს­ტე­ე­ბი, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბა იმ ქვეყ­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის პე­რი­ფე­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ო­ბენ, გვაჩ­ვე­ნებს, რომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლად კონ­ფლიქ­ტე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ნორ­ლან­დმა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამას მო­ა­ხერ­ხებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"რომელმა ქართველებმა რომელ აფხაზებს და ოსებს უნდა მოუხადონ ბოდიში?" - კოკო გამსახურდია აშშ-ის ელჩს განმარტებას სთხოვს

"რომელმა ქართველებმა რომელ აფხაზებს და ოსებს უნდა მოუხადონ ბოდიში?" - კოკო გამსახურდია აშშ-ის ელჩს განმარტებას სთხოვს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან აფხაზებთან და ოსებთან ქართველების ურთიერთობასთან შესახებ გააკეთა.

"თუკი ელჩი ნორლანდი არ დააზუსტებს ამ გამონათქვამს, გაუგებრობას ვერ ავცდებით, ვინაიდან საქართველო როგორც სახელმწიფო სულ რაღაც 22 წელია არსებობს. მანამდე ის სუვერენულ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიც" საქართველოს სსრ-ს ფარგლებში შექნილია სსრკ-ს ცენტრალური ხელისუფლების მიერ და "ქართველებს" ეს ტერიტორიები არასოდეს დაუპყრიათ. ერთადერთი ომი, რომელიც მეტნაკლებად დამოუკიდებელმა ქვეყანამ აწარმოა, იყო 1992-1993 წლის აფხაზეთის კონფლიქტი, რომელშიც "ხელისუფლებად" წოდებული (შევარდნაძე-კიტოვანი-იოსელიანი) ერთი მხარე მონაწილეობდა, მეორე კი პრაქტიკულად ომის გაჩაღებაში არ ჩარეულა.

ასევე გაურკვეველია თავად "ქართველებს" თუ უნდა მოუხადოს ვინმემ ბოდიში ამდენი დევნილის და ლტოლვილის გამო ხსენებული კონფლიქტის ზონებიდან. გეტოს ტიპის დასახლებებში წეროვანთან და გორთან მგონი ქართველი ეროვნების ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ. ეს აჩენს ასევე კითხვებს, კონკრეტულად რომელმა ქართველებმა რომელ აფხაზებს და ოსებს უნდა მოუხადონ ბოდიში? ანუ ეს სახალხო დიპლომატიის კოლექტიური ბოდიში იქნება თუ სამთავრობო დონეზე უნდა განხორციელდეს? ან იქნებ ქართველთაგან აფხაზების და ოსების ჩაგვრის და ფიზიკური განადგურების ისეთივე მუზეუმები უნდა აშენდეს, როგორც ბერლინში დგას თუნდაც ჰოლოკოსტის (ანუ ებრაელთა გენოციდის) მუზეუმი?", - წერს გამსახურდია.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის აზრით, "ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები - ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ". ამის შესახებ ნორლანდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"რაც შეეხება ოკუპირებული ტეროტორიების დაბრუნების შესაძლებლობას, ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაში განსახილველი თემა და აქ სწრაფი გადაჭრა, როგორც ასეთი, არ არის. არ მიმაჩნია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი განიხილავენ საკუთარ მომავალს მხოლოდ ერთი - ჩრდილოეთის მიმართულებით. მათ ბევრი შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის - ეკონომიკური, სამხრეთითაც. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ "აბრეშუმის გზაზე“, სატრანზიტო დერეფანზე, რომლის ნაწილად ყოფნის სურვილი, ვფიქრობ, ექნებათ იმ ადამიანებს, ვინც სოხუმში თუ გუდაუთაში ცხოვრობენ. ჩემი პირადი შეხედულება თუ გაინტერესებთ, მაშინ როდესაც 20 წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი ეუთო-ს წინამორბედი ორგანიზაციის ეგიდით, თქვენი დინამიკა მაშინ მაგონებდა ისეთ ვითარებას, რომ ქართველები ეპყრობოდნენ ეთნიკურ უმცირესობებს დაახლოებით ისე, როგორც რუსები ეპყრობოდნენ მანამდე თავად ქართველებს. აფხაზებს და ოსებს ჰქონდათ იმის საფუძველი, რომ თავი ეგრძნოთ უმცირესობად საქართველოში. იმ პროცესში, როდესაც საქართველო ცდილობს, მიმზიდველი გახადოს თავისი თავი ამ რეგიონებისთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ალბათ, მოუწევს ისიც, რომ მოახდინოს გადაფასება, აღიაროს და მოიხადოს ბოდიში წარსულის შეცდომებისთვის. განტოლების მეორე მხარე არის ის, რომ უფრო წარმატებულად უნდა მოხდეს რუსეთთან ურთიერთობების მართვა, რადგან რუსეთი უდავოდ შეეცდება გამოიყენოს სისუსტეები, მაგრამ გამოცდილება იმ ქვეყნებისა, რომლებიც რუსეთის პერიფერიაზე მდებარეობენ, გვაჩვენებს, რომ ამ ურთიერთობების მართვა შესაძლებელია წარმატებულად კონფლიქტების თავიდან აცილებით", - განაცხადა ნორლანდმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამას მოახერხებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს