მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა 500 000 დოლარის სანაცვლოდ - აშშ-ში საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნეს: რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი?
შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა 500 000 დოლარის სანაცვლოდ - აშშ-ში საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნეს: რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი?

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირა­ნის მთავ­რო­ბამ ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, მა­სიჰ ალი­ნე­ჯა­დის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის, ორი პირი და­ი­ქი­რა­ვა. მათ შო­რის ერთ-ერთი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. 500 000 დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ მათ ნიუ იორკში მცხოვ­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი უნდა მო­ეკ­ლათ.

  • დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს პი­რე­ბი არი­ან ფო­ლად ომა­რო­ვი და რა­ფათ ამი­რო­ვი, რო­მელ­თა შო­რის, ფო­ლად ომა­რო­ვი არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. მათ მი­მართ ფე­დე­რა­ლურ­მა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა.
ფო­ლად ომა­რო­ვი

რა­ფათ ამი­რო­ვი

40 წლის ფო­ლად ომა­რო­ვი ცნო­ბი­ლია ასე­ვე რო­გორც არაზ ალი­ე­ვი, ფო­ლად ქაქა და ჰაჯი ქაქა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გა­ა­სა­მარ­თლეს შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის. მათ მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი სას­ჯე­ლი კი 17 სექ­ტემ­ბერს გა­მო­ცხად­დე­ბა.

მა­სიჰ ალი­ნე­ჯა­დი

"ირა­ნის რე­ჟი­მის თავ­ხე­დუ­რი შეთ­ქმუ­ლე­ბა ამე­რი­კე­ლე­ბის მო­საკ­ლა­ვად და გა­სა­ჩუ­მებ­ლად, არ იქ­ნე­ბა შე­წყნა­რე­ბუ­ლი. ეს გა­ნა­ჩე­ნი აჩ­ვე­ნებს იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მო­ძებ­ნოს და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს ის, ვინც საფრ­თხეს უქ­მნის ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს და ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ჩვენ ახლა ერთი დიდი ნა­ბი­ჯით მი­ვუ­ახ­ლოვ­დით სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას“, - აცხა­დებს დე­პარ­ტა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

  • სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ომა­რო­ვი და ამი­რო­ვი იყ­ვნენ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის, the Organization-ის მა­ღა­ლი რან­გის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ მა­სიჰ ალი­ნე­ჯა­დის მოკ­ვლის საქ­მე­ზე და ისი­ნი მოქ­მე­დებ­დნენ ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გვარ­დი­ის მი­თი­თე­ბით.

მა­სიჰ ალი­ნე­ჯა­დი ად­რეც ყო­ფი­ლა მსგავ­სი შეთ­ქმუ­ლე­ბის სა­მიზ­ნე, ის მუ­შა­ობს ირან­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის თე­მა­ზე და აშუ­ქებს იქ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა 500 000 დოლარის სანაცვლოდ - აშშ-ში საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნეს: რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი?

შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა 500 000 დოლარის სანაცვლოდ - აშშ-ში საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნეს: რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი?

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანის მთავრობამ ამერიკელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მომზადებისთვის, ორი პირი დაიქირავა. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. 500 000 დოლარის სანაცვლოდ მათ ნიუ იორკში მცხოვრები ჟურნალისტი უნდა მოეკლათ.

  • დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს პირები არიან ფოლად ომაროვი და რაფათ ამიროვი, რომელთა შორის, ფოლად ომაროვი არის საქართველოს მოქალაქე. მათ მიმართ ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
ფოლად ომაროვი

რაფათ ამიროვი

40 წლის ფოლად ომაროვი ცნობილია ასევე როგორც არაზ ალიევი, ფოლად ქაქა და ჰაჯი ქაქა. ბრალდებულები გაასამართლეს შეკვეთილი მკვლელობისთვის და მკვლელობის მცდელობისთვის. მათ მიმართ შეფარდებული სასჯელი კი 17 სექტემბერს გამოცხადდება.

მასიჰ ალინეჯადი

"ირანის რეჟიმის თავხედური შეთქმულება ამერიკელების მოსაკლავად და გასაჩუმებლად, არ იქნება შეწყნარებული. ეს განაჩენი აჩვენებს იუსტიციის დეპარტამენტის ვალდებულებას, მოძებნოს და პასუხისგებაში მისცეს ის, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ ახლა ერთი დიდი ნაბიჯით მივუახლოვდით სამართლიანობას“, - აცხადებს დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი.

  • სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ომაროვი და ამიროვი იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის, the Organization-ის მაღალი რანგის წევრები, რომლებიც ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად მუშაობდნენ მასიჰ ალინეჯადის მოკვლის საქმეზე და ისინი მოქმედებდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის მითითებით.

მასიჰ ალინეჯადი ადრეც ყოფილა მსგავსი შეთქმულების სამიზნე, ის მუშაობს ირანში ადამიანის უფლებების თემაზე და აშუქებს იქ არსებულ ვითარებას.