მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეორე მსოფლიო ომის ყველაზე უჩვეულო სამხედრო პროექტები
მეორე მსოფლიო ომის ყველაზე უჩვეულო სამხედრო პროექტები

სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ე­ბი ახა­ლი ია­რა­ღი­თა და ტექ­ნი­კუ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბით უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ. ამ მხრივ, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი იყო. უც­ნა­უ­რი სამ­ხედ­რო პრო­ექ­ტე­ბის შექ­მნით თავი ომის თით­ქმის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ გა­მო­ი­ჩი­ნა.

მფრი­ნა­ვი ტან­კი

გერ­მა­ნე­ლებ­ზე უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბას საბ­ჭო­თა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მფრი­ნა­ვი ტან­კის შექ­მნით შე­ე­ცად­ნენ. სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­კარ­გუ­ლე­ბა 1941 წელს გა­მოს­ცეს. მსუ­ბუქ ტანკს Т-60, ხის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ფრთე­ბი და­უ­მაგ­რეს. უც­ნა­უ­რი იე­რის კონ­სტრუქ­ცი­ას ჰა­ერ­ში ასაფ­რე­ნად სხვა თვითმფრი­ნა­ვი და­ეხ­მა­რე­ბო­და, რო­მე­ლიც მფრი­ნავ ტანკს ბუქ­სირ­ზე აიყ­ვან­და. და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას მის­ვლის შემ­დეგ, მფრი­ნა­ვი ტან­კი ფრე­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლად აგ­რძე­ლებ­და, მი­წა­ზე პლა­ნი­რე­ბით ეშ­ვე­ბო­და და ფრთე­ბის მოშ­რე­ბის შემ­დეგ ბრძო­ლა­ში ერ­თვე­ბო­და. მფრი­ნა­ვი ტან­კი პირ­ვე­ლად 1942 წლის 2 სექ­ტემ­ბერს აფ­რინ­და. 40 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ას­ვლის შემ­დეგ ის მი­წა­ზე წარ­მა­ტე­ბით და­ეშ­ვა. თუმ­ცა პრო­ექ­ტი მა­ლე­ვე და­ხუ­რეს.

ია­პო­ნუ­რი ცე­ცხლო­ვა­ნი ბურ­თე­ბი

ამე­რი­კას­თან გა­მარ­თულ ომში გარ­და­ტე­ხის შე­ტა­ნას ია­პო­ნე­ლე­ბი სა­ჰა­ე­რო ბურ­თე­ბით შე­ე­ცად­ნენ. 1944-45 წლებ­ში ია­პო­ნი­ი­დან აშშ-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით 10 ათა­სამ­დე სა­ჰა­ე­რო ბურ­თი გა­უშ­ვეს. წყალ­ბა­დით სავ­სე ბურ­თე­ბი 11-12 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ადი­ოდ­ნენ, სა­ი­და­ნაც სა­მიზ­ნემ­დე მათ გა­და­ად­გი­ლე­ბას პლა­ნე­ტის ამ რე­გი­ონ­ში მოძ­რა­ვი ჰა­ე­რის მა­სე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ. სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, ია­პო­ნი­ის კუნძლე­ბი­დან ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ამ­დე მი­საღ­წე­ვად სა­ჰა­ე­რო ბურ­თებს 72 სთ დას­ჭრ­დე­ბო­დათ. ამ დრო­ის გავ­ლის შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა სა­ჰა­ე­რო ბურთზე ჩა­მო­კი­დე­ბულ სა­სიკ­ვდი­ლო ტვირთს - რამ­დე­ნი­მე ბომბს მი­წა­ზე აგ­დებ­და.

ია­პო­ნელ­თა მი­ზანს აშშ-ის ტყის მა­სი­ვე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ. ბომ­ბე­ბის­გან ტყე­ში გა­ჩე­ნი­ლი ძლი­ე­რი ხან­ძრე­ბი ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­თა დე­მო­რა­ლი­ზა­ცი­ას მო­ახ­დენ­და. ოპ­ტი­მის­ტუ­რი გათ­ვლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აშშ-მდე მხო­ლოდ 300-მა ცე­ცხლო­ვან­მა სა­ჰა­ე­რო ბურ­თმა მი­აღ­წია, რომ­ლებ­მაც მხო­ლოდ 6 ამე­რი­კე­ლის სი­ცო­ცხლე (1 ქალი და 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი) შე­ი­წი­რეს.

მხტუ­ნა­ვი ბრი­ტა­ნუ­ლი ბომ­ბი

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­სას ბრი­ტა­ნელ­მა ინ­ჟი­ნერ­მა ბარნს უო­ლეს­მა გერ­მა­ნე­ლე­ბის კაშ­ხა­ლე­ბი­სა და ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის და­სან­გრე­ვად მხტუ­ნა­ვი ბომ­ბი გა­მო­ი­გო­ნა. წყალ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ბომ­ბი რამ­დე­ნი­მე ნახ­ტომს ას­რუ­ლებ­და. შემ­დეგ კაშხლის კე­დელ­თან იძი­რე­ბო­და და წყალ­ქვეშ ფეთ­ქდე­ბო­და. 1943 წლის 17 მა­ისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ი­სას, ბრი­ტა­ნე­ლებ­მა უო­ლე­სის გა­მო­გო­ნე­ბით 2 გერ­მა­ნუ­ლი კაშ­ხა­ლი და­ან­გრი­ეს და ერ­თიც და­ა­ზი­ა­ნეს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ smartnews.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მეორე მსოფლიო ომის ყველაზე უჩვეულო სამხედრო პროექტები

მეორე მსოფლიო ომის ყველაზე უჩვეულო სამხედრო პროექტები

სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები ახალი იარაღითა და ტექნიკური ინოვაციებით უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. ამ მხრივ, გამონაკლისი არც მეორე მსოფლიო ომი იყო. უცნაური სამხედრო პროექტების შექმნით თავი ომის თითქმის ყველა მონაწილემ გამოიჩინა.

მფრინავი ტანკი

გერმანელებზე უპირატესობის მოპოვებას საბჭოთა სპეციალისტები მფრინავი ტანკის შექმნით შეეცადნენ. სპეციალური განკარგულება 1941 წელს გამოსცეს. მსუბუქ ტანკს Т-60, ხისგან დამზადებული ფრთები დაუმაგრეს. უცნაური იერის კონსტრუქციას ჰაერში ასაფრენად სხვა თვითმფრინავი დაეხმარებოდა, რომელიც მფრინავ ტანკს ბუქსირზე აიყვანდა. დანიშნულების ადგილას მისვლის შემდეგ, მფრინავი ტანკი ფრენას დამოუკიდებლად აგრძელებდა, მიწაზე პლანირებით ეშვებოდა და ფრთების მოშრების შემდეგ ბრძოლაში ერთვებოდა. მფრინავი ტანკი პირველად 1942 წლის 2 სექტემბერს აფრინდა. 40 მეტრის სიმაღლეზე ასვლის შემდეგ ის მიწაზე წარმატებით დაეშვა. თუმცა პროექტი მალევე დახურეს.

იაპონური ცეცხლოვანი ბურთები

ამერიკასთან გამართულ ომში გარდატეხის შეტანას იაპონელები საჰაერო ბურთებით შეეცადნენ. 1944-45 წლებში იაპონიიდან აშშ-ის მიმართულებით 10 ათასამდე საჰაერო ბურთი გაუშვეს. წყალბადით სავსე ბურთები 11-12 კილომეტრის სიმაღლეზე ადიოდნენ, საიდანაც სამიზნემდე მათ გადაადგილებას პლანეტის ამ რეგიონში მოძრავი ჰაერის მასები უზრუნველყოფდნენ. სპეციალისტთა აზრით, იაპონიის კუნძლებიდან ამერიკის ტერიტორიამდე მისაღწევად საჰაერო ბურთებს 72 სთ დასჭრდებოდათ. ამ დროის გავლის შემდეგ სპეციალური მოწყობილობა საჰაერო ბურთზე ჩამოკიდებულ სასიკვდილო ტვირთს - რამდენიმე ბომბს მიწაზე აგდებდა.

იაპონელთა მიზანს აშშ-ის ტყის მასივები წარმოადგენდნენ. ბომბებისგან ტყეში გაჩენილი ძლიერი ხანძრები ამერიკის მოქალაქეთა დემორალიზაციას მოახდენდა. ოპტიმისტური გათვლების მიუხედავად, აშშ-მდე მხოლოდ 300-მა ცეცხლოვანმა საჰაერო ბურთმა მიაღწია, რომლებმაც მხოლოდ 6 ამერიკელის სიცოცხლე (1 ქალი და 5 მცირეწლოვანი ბავშვი) შეიწირეს.

მხტუნავი ბრიტანული ბომბი

მეორე მსოფლიო ომისას ბრიტანელმა ინჟინერმა ბარნს უოლესმა გერმანელების კაშხალებისა და ჰიდროელექტროსადგურების დასანგრევად მხტუნავი ბომბი გამოიგონა. წყალში ჩავარდნილი ბომბი რამდენიმე ნახტომს ასრულებდა. შემდეგ კაშხლის კედელთან იძირებოდა და წყალქვეშ ფეთქდებოდა. 1943 წლის 17 მაისს ჩატარებული ოპერაციისას, ბრიტანელებმა უოლესის გამოგონებით 2 გერმანული კაშხალი დაანგრიეს და ერთიც დააზიანეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ smartnews.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე