პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონსტიტუციური მონარქიით საპარლამენტო რესპუბლიკის ჩანაცვლება აბსოლუტური სისულელეა"
"კონსტიტუციური მონარქიით საპარლამენტო რესპუბლიკის ჩანაცვლება აბსოლუტური სისულელეა"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი მო­ნათ­ლეს. უფ­ლის­წუ­ლის ერთ-ერ­თმა ნათ­ლი­ამ, ბიზ­ნეს­მენ­მა ლე­ვან ვა­სა­ძემ კი გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ფაქ­ტით სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ქვე­ყა­ნა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნას. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ გან­ცხა­დე­ბას არა­ერ­თგვა­როვ­ნად შეხ­ვდა. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ის­ტო­რი­კო­სებს და ამ თე­მა­ზე აზ­რის გა­მოთ­ქმა ვთხო­ვეთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას ჩვენს მიერ გა­მო­კი­თხულ ის­ტო­რი­კოს­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის პერ­სპექ­ტი­ვას და­დე­ბი­თად აფა­სებს.

თე­ი­მუ­რაზ პა­პას­კი­რი:

- 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნა­ზე სა­უ­ბა­რი, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც 200 წელი მო­ნარ­ქია არ ყო­ფი­ლა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რად მი­მაჩ­ნია. თითს რომ იშ­ვე­რენ ეს­პა­ნე­თის­კენ, რა­ტომ ავი­წყდე­ბათ, რომ მხო­ლოდ XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში 7-ჯერ და­ამ­ხეს მეფე? მგო­ნი, არა­ვი­თა­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არაა, იგი­ვე გა­ვი­მე­ო­როთ ჩვენც. სა­დაც არის, იქ სა­უბ­რო­ბენ, ხომ არ გა­ვა­უქ­მოთ მო­ნარ­ქი­აო (ბრი­ტა­ნეთ­შიც კი ამ­ბო­ბენ ამას) და ჩვენ შე­მო­ვი­ღოთ მო­ნარ­ქია?! ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რია, რად­გან ეს გა­მო­იწ­ვევს ბევრ უარ­ყო­ფით პრო­ცესს და მათ შო­რის, ე.წ ყო­ფი­ლი თა­ვა­დე­ბის და აზ­ნა­უ­რე­ბის წინა პლან­ზე წა­მო­წე­ვას.

- სა­უბ­რო­ბენ, რომ მო­ნარ­ქი იქ­ნე­ბა აპო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა და ის ხელს შე­უ­წყობს და­პი­რის­პი­რებლ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბას...

-მა­გის­თვის გვყავს არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც აპო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა და სწო­რედ და­ვე­ბის მომ­რი­გე­ბე­ლი უნდა იყოს.

- მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის მომ­ხრე­ე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მო­ნარ­ქი­ის შემ­თხვე­ვა­ში ხარ­ჯე­ბი მცი­რე იქ­ნე­ბა...

- ვინც მა­გას ამ­ბობს, მგო­ნი სა­ერ­თოდ არ აქვს ეკო­ნო­მი­კა­ზე წარ­მოდ­გე­ნა. და­ვი­ჯე­რო, მო­ნარ­ქს ნაკ­ლე­ბი ხარ­ჯი ექ­ნე­ბა ვიდ­რე პრე­ზი­დენტს? პი­რი­ქით, უფრო მეტი ხარ­ჯი ექ­ნე­ბა მე­ფეს.

- მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ: ეს­პა­ნე­თის მე­ფის წლი­უ­რი ხარ­ჯი, გა­სულ წელს 10 მი­ლი­ო­ნი იყო, მა­შინ როცა ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტის ხარ­ჯმა 60 მი­ლი­ონ­ზე მეტი შე­ად­გი­ნა...

- ვინც მა­გას ამ­ბობს, უმ­ჯო­ბე­სია ის ნა­ხოს, ეს­პა­ნე­თის მო­ნარ­ქის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი რამ­დე­ნია და ისიც ნა­ხონ, ხუან კარ­ლოსს რამ­დე­ნი რე­ზი­დენ­ცია და სა­სახ­ლე აქვს ეს­პა­ნეთ­ში. ეს­პა­ნეთ­ში მო­ნარ­ქია გრძელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნეა და გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­გორც გი­თხა­რით 7-ჯერ და­ამ­ხეს. მე არ მეს­მის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის არსი, რო­დე­საც გვაქვს სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა (ჩემ­თვის სა­ერ­თოდ საპ­რე­ზი­დენ­ტო რეს­პუბ­ლი­კაა მი­სა­ღე­ბი, მაგ­რამ ეს ცალ­კე თე­მაა). კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ით სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის ჩა­ნაც­ვლე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლე.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispaitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"კონსტიტუციური მონარქიით საპარლამენტო რესპუბლიკის ჩანაცვლება აბსოლუტური სისულელეა"

"კონსტიტუციური მონარქიით საპარლამენტო რესპუბლიკის ჩანაცვლება აბსოლუტური სისულელეა"

რამდენიმე დღის წინ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უფლისწული გიორგი მონათლეს. უფლისწულის ერთ-ერთმა ნათლიამ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კი განაცხადა, რომ ამ ფაქტით საფუძველი ჩაეყარა ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას. საზოგადოება ამ განცხადებას არაერთგვაროვნად შეხვდა. ჩვენ დავუკავშირდით ისტორიკოსებს და ამ თემაზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე საუბრისას ჩვენს მიერ გამოკითხულ ისტორიკოსთა უმრავლესობა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის პერსპექტივას დადებითად აფასებს.

თეიმურაზ პაპასკირი:

- 21-ე საუკუნეში მონარქიის აღდგენაზე საუბარი, ქვეყანაში, სადაც 200 წელი მონარქია არ ყოფილა, აბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია. თითს რომ იშვერენ ესპანეთისკენ, რატომ ავიწყდებათ, რომ მხოლოდ XIX-XX საუკუნეებში 7-ჯერ დაამხეს მეფე? მგონი, არავითარი აუცილებლობა არაა, იგივე გავიმეოროთ ჩვენც. სადაც არის, იქ საუბრობენ, ხომ არ გავაუქმოთ მონარქიაო (ბრიტანეთშიც კი ამბობენ ამას) და ჩვენ შემოვიღოთ მონარქია?! ჩემი დამოკიდებულება ძალიან ნეგატიურია, რადგან ეს გამოიწვევს ბევრ უარყოფით პროცესს და მათ შორის, ე.წ ყოფილი თავადების და აზნაურების წინა პლანზე წამოწევას.

- საუბრობენ, რომ მონარქი იქნება აპოლიტიკური ფიგურა და ის ხელს შეუწყობს დაპირისპირებლ პოლიტიკური ძალებს შორის მოლაპარაკებას...

-მაგისთვის გვყავს არჩეული პრეზიდენტი, რომელიც აპოლიტიკური ფიგურა და სწორედ დავების მომრიგებელი უნდა იყოს.

- მონარქიის აღდგენის მომხრეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მონარქიის შემთხვევაში ხარჯები მცირე იქნება...

- ვინც მაგას ამბობს, მგონი საერთოდ არ აქვს ეკონომიკაზე წარმოდგენა. დავიჯერო, მონარქს ნაკლები ხარჯი ექნება ვიდრე პრეზიდენტს? პირიქით, უფრო მეტი ხარჯი ექნება მეფეს.

- მაგალითს მოგიყვანთ: ესპანეთის მეფის წლიური ხარჯი, გასულ წელს 10 მილიონი იყო, მაშინ როცა ჩვენი პრეზიდენტის ხარჯმა 60 მილიონზე მეტი შეადგინა...

- ვინც მაგას ამბობს, უმჯობესია ის ნახოს, ესპანეთის მონარქის წლიური შემოსავალი რამდენია და ისიც ნახონ, ხუან კარლოსს რამდენი რეზიდენცია და სასახლე აქვს ესპანეთში. ესპანეთში მონარქია გრძელდება რამდენიმე საუკუნეა და გამოცდილება აქვთ, მიუხედავად ამისა, როგორც გითხარით 7-ჯერ დაამხეს. მე არ მესმის კონსტიტუციური მონარქიის არსი, როდესაც გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა (ჩემთვის საერთოდ საპრეზიდენტო რესპუბლიკაა მისაღები, მაგრამ ეს ცალკე თემაა). კონსტიტუციური მონარქიით საპარლამენტო რესპუბლიკის ჩანაცვლება არის აბსოლუტური სისულელე.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispaitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა