მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგი კაპანაძე - პრემიერის და არჩეული პრეზიდენტის გზავნილები საგარეო პოლიტიკაზე მხოლოდ დადებითი იყო
სერგი კაპანაძე - პრემიერის და არჩეული პრეზიდენტის გზავნილები საგარეო პოლიტიკაზე მხოლოდ დადებითი იყო

"სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სერ­გი კა­პა­ნა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის გუ­შინ­დელ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"პრე­მი­ერ მი­ნისტრს და არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს ძა­ლი­ან სწო­რი გზავ­ნი­ლე­ბი ჰქონ­დათ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან და რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზს გა­ვუს­ვამ არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის გზავ­ნილს, რომ უნდა მოხ­დეს ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის შემ­დეგ ძა­ლის­ხმე­ვის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ეს გზავ­ნი­ლე­ბი იქნა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი. და არ შე­მიძ­ლია არ გა­მოვ­თქვა და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრე­მი­ე­რის მიერ მტს-თან და­კავ­ში­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე. რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ას, მათ შო­რის, სა­მარ­თლებ­რი­ვი გზე­ბით უნდა ვებ­რძო­ლოთ. ამ კუ­თხით მინ­და გა­ვახ­სე­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ და­წყე­ბუ­ლი იყო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი რუ­სეთ­თან მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ ორ­მხრი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც უნდა შე­ხე­ბო­და დევ­ნი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის თე­მის გან­ხილ­ვას. იმე­დი მაქვს, რომ ეს სა­კი­თხი გაგ­რძელ­დე­ბა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დრო­უ­ლად ამოქ­მედ­დეს რუ­სე­თის მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­დე­გად ხელ­მო­წე­რი­ლი ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. მოკ­ლედ, მე რა გზავ­ნი­ლე­ბიც მო­ვის­მი­ნე პრე­მი­ე­რის და არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე, მხო­ლოდ და­დე­ბი­თი იყო. იმე­დია, არა­ფე­რი გა­მომ­რჩა!", - წერს კა­პა­ნა­ძე.

რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ერ­თად გუ­შინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, "ის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ზი­ტი­ვე­ბი რაც რუ­სეთ­თან გვაქვს, პო­ზი­ტი­ვია ტემ­პე­რა­ტუ­რის დაბ­ლა და­წე­ვი­სა და ნდო­ბის კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნის თვალ­საზ­რი­სით". მისი თქმით, შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­სად­გმე­ლად მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხაზი გა­ვუს­ვით, რომ ის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ზი­ტი­ვე­ბი რაც გვაქვს, ეს, თა­ვის მხრივ, უკვე პო­ზი­ტი­ვია ტემ­პე­რა­ტუ­რის დაბ­ლა და­წე­ვი­სა და ნდო­ბის კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნის თვალ­საზ­რი­სით. ეს არ არის მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კა. ეს არის ის, რომ ჩვენ ვა­ხერ­ხებთ, არ ვი­ყოთ უაღ­რე­სად მძი­მე მო­მენ­ტში. რაც შე­ე­ხე­ბა შემ­დგომ ნა­ბი­ჯებს, ჩვენ­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. ჩვენ, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვმუ­შა­ობთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სერგი კაპანაძე - პრემიერის და არჩეული პრეზიდენტის გზავნილები საგარეო პოლიტიკაზე მხოლოდ დადებითი იყო

სერგი კაპანაძე - პრემიერის და არჩეული პრეზიდენტის გზავნილები საგარეო პოლიტიკაზე მხოლოდ დადებითი იყო

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრემიერ-მინისტრისა და ახლადარჩეული პრეზიდენტის გუშინდელ ერთობლივ პრესკონფერენციას ეხმაურება.

"პრემიერ მინისტრს და არჩეულ პრეზიდენტს ძალიან სწორი გზავნილები ჰქონდათ საგარეო პოლიტიკასთან და რუსეთთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ არჩეული პრეზიდენტის გზავნილს, რომ უნდა მოხდეს ჟენევის ფორმატის გააქტიურება და რომ მნიშვნელოვანია ვილნიუსის სამიტის შემდეგ ძალისხმევის გააქტიურება. ძალიან კარგია, რომ ეს გზავნილები იქნა გაჟღერებული. და არ შემიძლია არ გამოვთქვა დადებითი დამოკიდებულება პრემიერის მიერ მტს-თან დაკავშირებულ განცხადებაზე. რუსეთის ოკუპაციას, მათ შორის, სამართლებრივი გზებით უნდა ვებრძოლოთ. ამ კუთხით მინდა გავახსენო ხელისუფლებას, რომ დაწყებული იყო კონსულტაციები რუსეთთან მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, რომელიც უნდა შეხებოდა დევნილების დაბრუნების თემის განხილვას. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი გაგრძელდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დროულად ამოქმედდეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შედეგად ხელმოწერილი ორმხრივი ხელშეკრულება. მოკლედ, მე რა გზავნილებიც მოვისმინე პრემიერის და არჩეული პრეზიდენტის მხრიდან საგარეო პოლიტიკაზე, მხოლოდ დადებითი იყო. იმედია, არაფერი გამომრჩა!", - წერს კაპანაძე.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრთან ერთად გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ის ეკონომიკური პოზიტივები რაც რუსეთთან გვაქვს, პოზიტივია ტემპერატურის დაბლა დაწევისა და ნდობის კავშირების აღდგენის თვალსაზრისით". მისი თქმით, შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად მუშაობა მიმდინარეობს.

"რუსეთთან ურთიერთობაში ხაზი გავუსვით, რომ ის ეკონომიკური პოზიტივები რაც გვაქვს, ეს, თავის მხრივ, უკვე პოზიტივია ტემპერატურის დაბლა დაწევისა და ნდობის კავშირების აღდგენის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკა. ეს არის ის, რომ ჩვენ ვახერხებთ, არ ვიყოთ უაღრესად მძიმე მომენტში. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატის გააქტიურება. ჩვენ, ჯერჯერობით, ვმუშაობთ ამ მიმართულებით", - განაცხადა ივანიშვილმა. 

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს