პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი შეუერთდა
პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი შეუერთდა

პრე­ზი­დენ­ტის ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი აქ­ცია გა­ი­მარ­თა. სწო­რედ იმ დროს, როცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მარ ვა­ჰა­გან ჩა­ხა­ლი­ანს ახალ­ქა­ლაქ­ში ტუქ­სავ­და, თბი­ლის­ში ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან შეკ­რე­ბი­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სა­მად­ლო­ბე­ლი ლო­ზუნ­გე­ბით პრე­ზი­დენტს ემ­შვი­დო­ბე­ბოდ­ნენ - "ნახ­ვამ­დის, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო", "მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე", მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის".

ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან შეკ­რე­ბი­ლებ­მა სა­ა­კაშ­ვილს ცხრა წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის გამო მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს.

პრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე მი­ვი­და პი­ა­ნის­ტი ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლიც. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მას მი­ე­სალმნენ და სა­მახ­სოვ­რო სუ­რა­თე­ბი გა­და­ი­ღეს. თა­ვად ბუ­ნი­ა­თაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის კო­მენ­ტა­რიც გა­ა­კე­თა. მისი თქმით, ის ყვე­ლას მა­გივ­რად, ყვე­ლას სა­ხე­ლით პრე­ზი­დენტს მად­ლო­ბას უხ­დის და მი­აჩ­ნია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის გე­ნი­ო­სი. "მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი გე­ნი­ო­სია", - აღ­ნიშ­ნა ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისა­უბ­რა აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა და მოძ­რა­ო­ბა "პატ­რი­ო­ტის" ლი­დერ­მა გი­ორ­გი მაზ­მა­ნი­ან­მაც. "დიახ, იყო შეც­დო­მე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი აღი­ა­რებს, მაგ­რამ ეს ერთი პრო­ცენ­ტი არა­ფე­რია, იმ პროგ­რეს­თან, რა­საც ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტმა მი­აღ­წია. ჩვენ­თვის, აქ შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი, ძლი­ე­რი და პროგ­რე­სუ­ლი ქვეყ­ნის სიმ­ბო­ლო", - გა­ნა­ცხა­და მაზ­მა­ნი­ან­მა.

აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ მაზ­მა­ნი­ა­ნი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბი­სა და ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბის სიმ­ცი­რის გამო გა­აკ­რი­ტი­კა, რა­მაც მაზ­მა­ნი­ა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. "ეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აქ­ცი­აა და არა მი­ტინ­გი, გთხოვთ ტერ­მი­ნე­ბი გა­ნას­ხვა­ვოთ ერ­თმა­ნე­თის­გან, აქ ძა­ლით ვე­რა­ვის მო­ვიყ­ვან­დით, ვინც მომ­სვლე­ლი იყო, მო­ვი­და"- აღ­ნიშ­ნა მაზ­მა­ნი­ან­მა.

აქ­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცის ერთ-ერთი ფარ­ჯრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა გად­მო­კი­დეს, ახალ­გაზ­რდებ­მა კი ექ­სპრომ­ტად სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლეს.

აქ­ცია მოძ­რა­ო­ბა "პატ­რი­ო­ტე­ბის" ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ი­მარ­თა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
მკითხველის რჩევით

პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი შეუერთდა

პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი შეუერთდა

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გამოსამშვიდობებელი აქცია გაიმართა. სწორედ იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარ ვაჰაგან ჩახალიანს ახალქალაქში ტუქსავდა, თბილისში ავლაბრის რეზიდენციასთან შეკრებილი მხარდამჭერები სამადლობელი ლოზუნგებით პრეზიდენტს ემშვიდობებოდნენ - "ნახვამდის, ბატონო პრეზიდენტო", "მომავალ შეხვედრამდე", მადლობა ყველაფრისთვის".

ავლაბრის რეზიდენციასთან შეკრებილებმა სააკაშვილს ცხრა წლიანი მმართველობის გამო მადლობა გადაუხადეს.

პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც. აქციის მონაწილეები მას მიესალმნენ და სამახსოვრო სურათები გადაიღეს. თავად ბუნიათაშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარიც გააკეთა. მისი თქმით, ის ყველას მაგივრად, ყველას სახელით პრეზიდენტს მადლობას უხდის და მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გენიოსი. "მიმაჩნია, რომ ჩვენი პრეზიდენტი გენიოსია", - აღნიშნა ხატია ბუნიათიშვილმა.

ჟურნალისტებთან ისაუბრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მოძრაობა "პატრიოტის" ლიდერმა გიორგი მაზმანიანმაც. "დიახ, იყო შეცდომები, რომლებსაც თავად პრეზიდენტი აღიარებს, მაგრამ ეს ერთი პროცენტი არაფერია, იმ პროგრესთან, რასაც ბოლო 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა მიაღწია. ჩვენთვის, აქ შეკრებილი ადამიანებისთვის მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იქნება ერთიანი, ძლიერი და პროგრესული ქვეყნის სიმბოლო", - განაცხადა მაზმანიანმა.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მაზმანიანი არაორგანიზებულობისა და ხალხის რაოდენობის სიმცირის გამო გააკრიტიკა, რამაც მაზმანიანის გაღიზიანება გამოიწვია.  "ეს არასამთავრობო ორგანიზაციის აქციაა და არა მიტინგი, გთხოვთ ტერმინები განასხვავოთ ერთმანეთისგან, აქ ძალით ვერავის მოვიყვანდით, ვინც მომსვლელი იყო, მოვიდა"- აღნიშნა მაზმანიანმა.

აქციის საპასუხოდ პრეზიდენტის რეზიდენცის ერთ-ერთი ფარჯრიდან საქართველოს დროშა გადმოკიდეს, ახალგაზრდებმა კი ექსპრომტად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

აქცია მოძრაობა  "პატრიოტების" ინიციატივით გაიმართა.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე შიხაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია