მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
50 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა
50 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა

50 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ავ­ღა­ნე­თი­დან დაბ­რუნ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს მე­ო­თხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის 50 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე დაბ­რუნ­და. მათ ავ­ღა­ნეთ­ში 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ISAF-ის მი­სი­ის ფარ­გლებ­ში წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლეს და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა. ეს გეგ­მი­უ­რი რო­ტა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პია, რო­მე­ლიც თვის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა. 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნი ავ­ღა­ნეთ­ში ბა­თუ­მის ცალ­კე­უ­ლი მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო­ებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს.

სამ­შვი­დო­ბო­ებს აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ დარ­ჩი­აშ­ვი­ლი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე პოლ­კოვ­ნი­კი ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია და მე­ო­თხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი, პოლ­კოვ­ნი­კი ზაზა ლე­ლა­ძე დახ­ვდნენ.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი აშშ-ის სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბის მხარ­და­ჭე­რით სრუ­ლი სპექტრის ოპე­რა­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. მათ მთა­ვარ ამო­ცა­ნას პრო­ვინ­ცი­ის სა­მოქ­მე­დო არე­ალ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით პატ­რუ­ლი­რე­ბა და მოძ­რა­ვი სა­კონ­ტრო­ლო სა­გუ­შა­გო­ე­ბის მო­წყო­ბა წარ­მო­ად­გენ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

50 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა

50 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა

50 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში დღეს მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის 50 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა. მათ ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში წარმატებით შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. ეს გეგმიური როტაციის მეორე ეტაპია, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება. 42-ე ბატალიონი ავღანეთში ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.

სამშვიდობოებს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე დახვდნენ.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. მათ მთავარ ამოცანას პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე