პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანის ხელით შექმნილი რიფები
ადამიანის ხელით შექმნილი რიფები

ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წყალ­ქვე­შა სამ­ყა­როს გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის და ხე­ლოვ­ნუ­რი რი­ფე­ბის შე­საქ­მნე­ლად, ადა­მი­ა­ნი ზღვა­ში სხვა­დას­ხვა საგ­ნებს ძი­რავ­და. ზღვის ფსკერ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ჩა­მო­წე­რი­ლი გე­მე­ბი, ტან­კე­ბი, სარ­კი­ნიგ­ზო ვა­გო­ნე­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე მო­ლუს­კე­ბი­თა და წყალმცე­ნა­რე­ე­ბით იფა­რე­ბა. მსგავ­სი ად­გი­ლე­ბი ზღვის ბი­ნად­რებ­სა და და­ი­ვინ­გის მოყ­ვა­რულ­თა შო­რის დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

2006 წლის 17 მა­ისს ხე­ლოვ­ნუ­რი რი­ფის შექ­მნის­თვის, ფლო­რი­დის ნა­პი­რებ­თან ამე­რი­კე­ლებ­მა 1950 წელს აგე­ბუ­ლი ავი­ა­მზი­დი Oriskany ჩა­ძი­რეს. 1989 წელს ავი­ა­მზი­დი ჩა­მო­წე­რეს და ჯარ­თად დაჭ­რას უპი­რებ­დნენ. თუმ­ცა შემ­დეგ გა­ცი­ლე­ბით პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს. 275 მ-ის სიგ­რძის ხო­მალ­დის ჩა­სა­ძი­რად (ეს პრო­ცე­სი 37 წთ-ს გრძელ­დე­ბო­და) სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა 225 კგ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს.

ჩა­მო­წე­რი­ლი გემი "გე­ნე­რა­ლი ჰოიტ ვან­დენ­ბერ­გი" ზღვის ფსკე­რის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. 159 მ-ის სიგ­რძის ხო­მალ­დი თა­ვის დრო­ზე კა­ნა­ვე­რა­ლის კონ­ცხი­დან კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დე­ბის გაშ­ვე­ბას აკ­ვირ­დე­ბო­და და ცივი ომის პე­რი­ოდ­ში საბ­ჭო­ურ რა­კე­ტებ­საც უთ­ვალ­თვა­ლებ­და. ჩა­მო­წე­რის შემ­დეგ ის ხე­ლოვ­ნურ რი­ფად აქ­ცი­ეს და 2009 წლის 26 მა­ისს აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ჩა­ძი­რეს.

ხე­ლოვ­ნუ­რი რი­ფე­ბის შექ­მნის­თვის არა მხო­ლოდ ჩა­მო­წე­რილ გე­მებს იყე­ნე­ბენ. 2010 წლის ზა­ფხულ­ში, ბანგკო­კის მახ­ლობ­ლად სი­ა­მის ყუ­რე­ში ზღვის ეკო­სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და თევ­ზე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ის გაზ­რდის მიზ­ნით, ტა­ი­ლან­დის არ­მი­ის მიერ ჩა­მო­წე­რი­ლი 25 ტან­კი ჩა­ძი­რეს.

ხე­ლოვ­ნუ­რი რი­ფე­ბის შექ­მნა­ში, ტა­ი­ლან­დე­ლებ­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რე­ბი ამე­რი­კე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, რომ­ლებ­მაც 2001 წლის აგ­ვის­ტო­ში ნიუ-ჯერ­სის­თან ახ­ლოს ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ში მეტ­როს ვა­გო­ნე­ბი გა­და­ყა­რეს. რი­ფე­ბის შე­საქ­მნე­ლად, ზღვის ბი­ნა­დარ­თა დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ნიუ-იორ­კის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის 27 ჩა­მო­წე­რი­ლი ვა­გო­ნი გა­მო­ი­ყე­ნა.

2007 წლის 17 ნო­ემ­ბე­რი - ტე­ჰა­სის შტა­ტის მახ­ლობ­ლად გე­მის Texas Clipper-ის ჩა­ძირ­ვის მო­მენ­ტი. ხე­ლოვ­ნუ­რი რი­ფე­ბის შე­საქ­მნე­ლად გა­მიზ­ნულ გე­მებს გულ­მოდ­გი­ნედ წმენ­დენ და ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად საწ­ვა­ვი­სა და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან ასუფ­თა­ვე­ბენ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ bigpicture.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ადამიანის ხელით შექმნილი რიფები

ადამიანის ხელით შექმნილი რიფები

ათწლეულების განმავლობაში წყალქვეშა სამყაროს განვითარების ხელშეწყობისთვის და ხელოვნური რიფების შესაქმნელად, ადამიანი ზღვაში სხვადასხვა საგნებს ძირავდა. ზღვის ფსკერზე ხელოვნურად აღმოჩენილი ჩამოწერილი გემები, ტანკები, სარკინიგზო ვაგონები წლების მანძილზე მოლუსკებითა და წყალმცენარეებით იფარება. მსგავსი ადგილები ზღვის ბინადრებსა და დაივინგის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2006 წლის 17 მაისს ხელოვნური რიფის შექმნისთვის, ფლორიდის ნაპირებთან ამერიკელებმა 1950 წელს აგებული ავიამზიდი Oriskany ჩაძირეს. 1989 წელს ავიამზიდი ჩამოწერეს და ჯართად დაჭრას უპირებდნენ. თუმცა შემდეგ გაცილებით პრაქტიკულად გამოიყენეს. 275 მ-ის სიგრძის ხომალდის ჩასაძირად (ეს პროცესი 37 წთ-ს გრძელდებოდა) სპეციალისტებმა 225 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს.

ჩამოწერილი გემი "გენერალი ჰოიტ ვანდენბერგი" ზღვის ფსკერისკენ მიემართება. 159 მ-ის სიგრძის ხომალდი თავის დროზე კანავერალის კონცხიდან კოსმოსური ხომალდების გაშვებას აკვირდებოდა და ცივი ომის პერიოდში საბჭოურ რაკეტებსაც უთვალთვალებდა. ჩამოწერის შემდეგ ის ხელოვნურ რიფად აქციეს და 2009 წლის 26 მაისს აფეთქების შედეგად ჩაძირეს.

ხელოვნური რიფების შექმნისთვის არა მხოლოდ ჩამოწერილ გემებს იყენებენ. 2010 წლის ზაფხულში, ბანგკოკის მახლობლად სიამის ყურეში ზღვის ეკოსისტემის გაუმჯობესებისა და თევზების პოპულაციის გაზრდის მიზნით, ტაილანდის არმიის მიერ ჩამოწერილი 25 ტანკი ჩაძირეს.

ხელოვნური რიფების შექმნაში, ტაილანდელებზე ორიგინალურები ამერიკელები აღმოჩნდნენ, რომლებმაც 2001 წლის აგვისტოში ნიუ-ჯერსისთან ახლოს ატლანტიკის ოკეანეში მეტროს ვაგონები გადაყარეს. რიფების შესაქმნელად, ზღვის ბინადართა დაცვის ორგანიზაციამ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის 27 ჩამოწერილი ვაგონი გამოიყენა.

2007 წლის 17 ნოემბერი - ტეჰასის შტატის მახლობლად გემის Texas Clipper-ის ჩაძირვის მომენტი. ხელოვნური რიფების შესაქმნელად გამიზნულ გემებს გულმოდგინედ წმენდენ და ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საწვავისა და მავნე ნივთიერებების ნარჩენებისგან ასუფთავებენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ bigpicture.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს