მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად დაესწრო ზაზა მარჯანიშვილი კარლოს კასტანედას ლექციას
სად დაესწრო ზაზა მარჯანიშვილი კარლოს კასტანედას ლექციას

გა­მორ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­რი ბევ­რი ჰყავს. მათ შო­რის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლია. ახ­ლა­ხან მისი "რაც უფრო მახ­სოვს და მე­ტად მა­გონ­დე­ბა" შე­ი­ძი­ნა და ამ­ჟა­მად ამ წიგნს კი­თხუ­ლობს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მწე­რა­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ მუ­სი­კოსს თა­ვად უგ­ზავ­ნი­და თა­ვის წიგ­ნებს და ასე ეც­ნო­ბო­და დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის ახალ-ახალ ნა­წარ­მო­ე­ბებს...

მუ­სი­კო­სი ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ცდი­ლობ­და, ყვე­ლა ბი­ნა­ში, სა­დაც ცხოვ­რობ­და, ჰქო­ნო­და ერთი კე­დე­ლი, ე.წ. ქარ­თუ­ლი კუ­თხე, რო­მელ­ზეც მის­თვის ძვირ­ფა­სი ქარ­თველ­თა ფო­ტო­ე­ბი იქ­ნე­ბო­და გა­მო­ფე­ნი­ლი, ხოლო მე­ო­რე­ზე სა­ლო­ცა­ვი კუ­თხე იყო მო­წყო­ბი­ლი.

შეხ­ვედ­რი­სას იმ კედ­ლის ფო­ტოს გვაჩ­ვე­ნებს, რო­მელ­ზეც სა­თა­ვე­ში ვაჟა-ფშა­ვე­ლაა. იქვე არი­ან სხვე­ბიც: გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი, გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, ზურა ყიფ­ში­ძე, ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი, გა­ლა­კტი­ო­ნი, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი, გია ყან­ჩე­ლი, ტი­ცი­ა­ნი, თე­მურ ჩხე­ი­ძე, რეზო ესა­ძე, დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, ფი­როს­მა­ნი, ავთო ვა­რა­ზი, რო­ბერტ სტუ­რუა... ამ­ბობს, რომ ამ ადა­მი­ან­თა გვერ­დით დღეს ჯე­მალ ქარჩხა­ძის ფო­ტო­საც და­კი­დებ­და. მას პი­რა­და­დაც იც­ნობ­და და 60-იან წლებ­ში მწერ­ლის­გან სა­ჩუქ­რად წიგ­ნიც აქვს მი­ღე­ბუ­ლი...

- ბავ­შვო­ბა­ში არის გა­მორ­ჩე­უ­ლად ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც, ვინც მიგ­ვი­თი­თებს, რა ვი­კი­თხოთ.

- ჩემ­თვის ასე­თი ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე გია ჭან­ტუ­რია იყო. ის ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, 9 წლით ჩემ­ზე უფ­რო­სი. "ლურ­სმა­ნას თავ­გა­და­სა­ვა­ლი", "ბიბ­ლი­უ­რი თქმუ­ლე­ბე­ბი" და სხვა ყვე­ლა­ფე­რი მისი რჩე­ვით წა­ვი­კი­თხე. წიგ­ნებს ნელ-ნელა მაწ­ვდი­და.

- და­მო­უ­კი­დებ­ლად წა­კი­თხულ პირ­ველ წიგ­ნად ბევ­რი "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვალს" მი­სა­ხე­ლებს. თქვე­ნიც ეს იყო?

- არ ვიცი, მაგ­რამ ის მახ­სოვს, რომ ამ წიგ­ნის კი­თხვა მე­ზა­რე­ბო­და. რთუ­ლად იკი­თხე­ბო­და ჩემ­თვის. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ თარ­გმა­ნი იყო რთუ­ლი. თან, იმ­დე­ნად შორს იყო ამე­რი­კუ­ლი ფსი­ქი­კა ჩვენ­გან, მით უფრო, ჩემი ბავ­შვო­ბის დროს, რო­მე­ლიც 70-იან წლებს მო­ი­ცავს, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, წიგ­ნის ემო­ცი­ურ მო­მენ­ტებს ვერ ვი­გებ­დი. ამე­რი­კა­ში რომ წა­ვე­დი, იქ კი­დევ უფრო მე­ტად და­ვი­ნა­ხე, რო­გო­რი რა­დი­კა­ლუ­რი სხვა­ო­ბაა ჩვენ შო­რის. მა­გა­ლი­თად, ჩემს ბავ­შვო­ბა­ში უხერ­ხუ­ლი იყო, ვინ­მეს­თვის და­გე­რე­კა და გეთ­ქვა, რომ მას­თან სტუმ­რად მის­ვლას აპი­რებ­დი, რად­გან ის უნდა გაქ­ცე­უ­ლი­ყო ბა­ზარ­ში, და­ეკ­ლა ქა­თა­მი და ამი­ტომ, ეს რომ აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა, პირ­და­პირ მივ­დი­ო­დით მას­თან. ეს ამე­რი­კე­ლის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლია, სტუმ­რო­ბას თუ აპი­რებ, უნდა და­ურ­ე­კო და ჰკი­თხო, სცა­ლია თუ არა მას შენ­თვის. ეს შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რი შე­და­რე­ბაა, მაგ­რამ სხვა­ო­ბა ბევრ რა­მე­ში მაქვს და­ჭე­რი­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზო­გა­დად სა­ზღვარ­გა­რე­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვი­სას, თუ სა­თავ­გა­და­სავ­ლო ჟან­რი არ არის, ან ისე­თი მარ­ტი­ვი სი­უ­ჟე­ტი არ აქვს რო­გო­რიც ვთქვათ, პრინცმა პრინ­ცი გა­და­არ­ჩი­ნაა, მა­შინ ბევრ რა­მეს ვერ გა­ი­გებ. უმ­ჯო­ბე­სია, შენც იმა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი იყო, რო­მე­ლიც წიგნ­შია აღ­წე­რი­ლი. მუ­სი­კო­სი ვარ და ცოტა თე­მი­დან გა­და­ვუხ­ვევ. ძა­ლი­ან მიკ­ვირს ქარ­თვე­ლე­ბის, რომ­ლებ­საც უყ­ვართ ბობ დი­ლა­ნი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ბობ დი­ლა­ნი გიყ­ვარ­დეს და არ ცხოვ­რობ­დე ამე­რი­კა­ში?! ბობ დი­ლა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა და არა მუ­სი­კო­სი. ის პო­ე­ტია და სა­ო­ცა­რი ლექ­სე­ბი, რომ­ლი­თაც ის ბობ დი­ლა­ნი გახ­და, და­ი­წე­რა იმ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ამე­რი­კამ გა­სუ­ლის სა­უ­კუ­ნის 60-70-იან წლებ­ში გა­და­ი­ტა­ნა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ის იყო თა­ვი­სი ქვეყ­ნის ცო­ცხა­ლი მე­მა­ტი­ა­ნე, რაც ჩვენ არ გა­დაგ­ვი­ტა­ნია და ის ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რიც უნდა იყოს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

სად დაესწრო ზაზა მარჯანიშვილი კარლოს კასტანედას ლექციას

სად დაესწრო ზაზა მარჯანიშვილი კარლოს კასტანედას ლექციას

გამორჩეული ავტორი ბევრი ჰყავს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი გურამ დოჩანაშვილია. ახლახან მისი ''რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება'' შეიძინა და ამჟამად ამ წიგნს კითხულობს. წლების განმავლობაში მწერალი საზღვარგარეთ მცხოვრებ მუსიკოსს თავად უგზავნიდა თავის წიგნებს და ასე ეცნობოდა დოჩანაშვილის ახალ-ახალ ნაწარმოებებს...

მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი ამერიკაში ყოფნის პერიოდში ცდილობდა, ყველა ბინაში, სადაც ცხოვრობდა, ჰქონოდა ერთი კედელი, ე.წ. ქართული კუთხე, რომელზეც მისთვის ძვირფასი ქართველთა ფოტოები იქნებოდა გამოფენილი, ხოლო მეორეზე სალოცავი კუთხე იყო მოწყობილი.

შეხვედრისას იმ კედლის ფოტოს გვაჩვენებს, რომელზეც სათავეში ვაჟა-ფშაველაა. იქვე არიან სხვებიც: გოდერძი ჩოხელი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გურამ რჩეულიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ზურა ყიფშიძე, ნინო ანანიაშვილი, გალაკტიონი, სოფიკო ჭიაურელი, გია ყანჩელი, ტიციანი, თემურ ჩხეიძე, რეზო ესაძე, დათო ტურაშვილი, ფიროსმანი, ავთო ვარაზი, რობერტ სტურუა... ამბობს, რომ ამ ადამიანთა გვერდით დღეს ჯემალ ქარჩხაძის ფოტოსაც დაკიდებდა. მას პირადადაც იცნობდა და 60-იან წლებში მწერლისგან საჩუქრად წიგნიც აქვს მიღებული...

- ბავშვობაში არის გამორჩეულად ერთი ადამიანი მაინც, ვინც მიგვითითებს, რა ვიკითხოთ.

- ჩემთვის ასეთი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჭანტურია იყო. ის ჩემი დეიდაშვილი გახლდათ, 9 წლით ჩემზე უფროსი. ''ლურსმანას თავგადასავალი'', ''ბიბლიური თქმულებები'' და სხვა ყველაფერი მისი რჩევით წავიკითხე. წიგნებს ნელ-ნელა მაწვდიდა.

- დამოუკიდებლად წაკითხულ პირველ წიგნად ბევრი ''ტომ სოიერის თავგადასავალს'' მისახელებს. თქვენიც ეს იყო?

- არ ვიცი, მაგრამ ის მახსოვს, რომ ამ წიგნის კითხვა მეზარებოდა. რთულად იკითხებოდა ჩემთვის. შეიძლება იმიტომ, რომ თარგმანი იყო რთული. თან, იმდენად შორს იყო ამერიკული ფსიქიკა ჩვენგან, მით უფრო, ჩემი ბავშვობის დროს, რომელიც 70-იან წლებს მოიცავს, რომ, ფაქტობრივად, წიგნის ემოციურ მომენტებს ვერ ვიგებდი. ამერიკაში რომ წავედი, იქ კიდევ უფრო მეტად დავინახე, როგორი რადიკალური სხვაობაა ჩვენ შორის. მაგალითად, ჩემს ბავშვობაში უხერხული იყო, ვინმესთვის დაგერეკა და გეთქვა, რომ მასთან სტუმრად მისვლას აპირებდი, რადგან ის უნდა გაქცეულიყო ბაზარში, დაეკლა ქათამი და ამიტომ, ეს რომ აგვეცილებინა, პირდაპირ მივდიოდით მასთან. ეს ამერიკელისთვის აბსოლუტურად მიუღებელი საქციელია, სტუმრობას თუ აპირებ, უნდა დაურეკო და ჰკითხო, სცალია თუ არა მას შენთვის. ეს შეიძლება, ძალიან ბანალური შედარებაა, მაგრამ სხვაობა ბევრ რამეში მაქვს დაჭერილი. აქედან გამომდინარე, ზოგადად საზღვარგარეთული ლიტერატურის კითხვისას, თუ სათავგადასავლო ჟანრი არ არის, ან ისეთი მარტივი სიუჟეტი არ აქვს როგორიც ვთქვათ, პრინცმა პრინცი გადაარჩინაა, მაშინ ბევრ რამეს ვერ გაიგებ. უმჯობესია, შენც იმავე საზოგადოების წევრი იყო, რომელიც წიგნშია აღწერილი. მუსიკოსი ვარ და ცოტა თემიდან გადავუხვევ. ძალიან მიკვირს ქართველების, რომლებსაც უყვართ ბობ დილანი. როგორ შეიძლება, ბობ დილანი გიყვარდეს და არ ცხოვრობდე ამერიკაში?! ბობ დილანი სოციალური მოვლენაა და არა მუსიკოსი. ის პოეტია და საოცარი ლექსები, რომლითაც ის ბობ დილანი გახდა, დაიწერა იმ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ამერიკამ გასულის საუკუნის 60-70-იან წლებში გადაიტანა. ფაქტობრივად, ის იყო თავისი ქვეყნის ცოცხალი მემატიანე, რაც ჩვენ არ გადაგვიტანია და ის ჩვენთვის გაუგებარიც უნდა იყოს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს