სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ ღურწკაია - ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო მეთვალყურეობა მისი თანხმობით ხორციელდებოდა
მიხეილ ღურწკაია - ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო მეთვალყურეობა მისი თანხმობით ხორციელდებოდა

ბაჩო ახა­ლა­ი­ას სა­კან­ში ვი­დეო და აუ­დიო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა მისი თან­ხმო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მი­ხე­ილ ღურწკა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, კად­რე­ბი კა­ნო­ნი­ე­რად არის ჩა­წე­რი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლა­ი­ას სა­კან­ში ჩა­წე­რი­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბას, ღურწკა­ი­ას თქმით, ამა­ზე გა­მო­ძი­ე­ბაა და­წყე­ბუ­ლი.

"კად­რე­ბი კა­ნო­ნი­ე­რად არის ჩა­წე­რი­ლი, ჩვენ ამო­ვი­ღეთ მა­სა­ლე­ბი, არის შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა, არ­სე­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის თან­ხმო­ბა ამა­ზე, სა­ი­დან გავ­რცელ­და კად­რე­ბი, ამა­ზე მე ვერ გი­პა­სუ­ხებთ. რო­გორც ვიცი, ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და სა­ი­დან გავ­რცელ­და, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს", - გა­ნა­ცხა­და ღურწკა­ი­ამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­ში აუ­დიო და ვი­დეო თვალ­თვა­ლი იგუ­ლის­ხმე­ბა.

"ბაჩო ახა­ლა­ია თა­ნახ­მაა ვი­ზუ­ა­ლურ და ელექტრო­ნულ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ღურწკა­ი­ამ და აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლა­ი­ას თან­ხმო­ბით, მისი თვალ­თვა­ლი ამ­ჟა­მა­დაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი ბაჩო ახა­ლა­ი­ას სა­კან­ში გა­და­ღე­ბულ ფა­რულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლებს. მა­სა­ლა გა­და­ღე­ბუ­ლია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მას­ში ჩანს, რო­გორ შე­დი­ან ახა­ლა­ი­ას­თან ცი­ხე­ე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, ასე­ვე დე­პუ­ტა­ტი აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი. ვი­დეო მო­ი­ცავს მათ­თან სა­უბ­რე­ბის ჩა­ნა­წერ­საც.

მა­სა­ლა შე­ი­ცავს ბრალ­დე­ბუ­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ კად­რებს.

ვი­დე­ო­მა­სა­ლა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ცნო­ბით, 2012 წლის ნო­ემ­ბერ­შია ჩა­წე­რი­ლი და რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნია, თუმ­ცა ცენ­ტრმა მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მიხეილ ღურწკაია - ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო მეთვალყურეობა მისი თანხმობით ხორციელდებოდა

მიხეილ ღურწკაია - ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო მეთვალყურეობა მისი თანხმობით ხორციელდებოდა

ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო მეთვალყურეობა მისი თანხმობით ხორციელდებოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მიხეილ ღურწკაიამ განუცხადა. მისი თქმით, კადრები კანონიერად არის ჩაწერილი.

რაც შეეხება ახალაიას საკანში ჩაწერილი ვიდეომასალის გავრცელებას, ღურწკაიას თქმით, ამაზე გამოძიებაა დაწყებული.

"კადრები კანონიერად არის ჩაწერილი, ჩვენ ამოვიღეთ მასალები, არის შესაბამისი ბრძანება, არსებობს ბრალდებულის თანხმობა ამაზე, საიდან გავრცელდა კადრები, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ. როგორც ვიცი, ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია და საიდან გავრცელდა, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ღურწკაიამ.

მისივე განმარტებით, მეთვალყურეობაში აუდიო და ვიდეო თვალთვალი იგულისხმება.

"ბაჩო ახალაია თანახმაა ვიზუალურ და ელექტრონულ მეთვალყურეობაზე", - განაცხადა ღურწკაიამ და აღნიშნა, რომ ახალაიას თანხმობით, მისი თვალთვალი ამჟამადაც ხორციელდება ე.წ. მატროსოვის ციხეში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებულ ფარულ ვიდეომასალას ავრცელებს. მასალა გადაღებულია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში. მასში ჩანს, როგორ შედიან ახალაიასთან ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ასევე დეპუტატი აკაკი მინაშვილი. ვიდეო მოიცავს მათთან საუბრების ჩანაწერსაც.

მასალა შეიცავს ბრალდებულის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს.

ვიდეომასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი და რამდენიმესაათიანია, თუმცა ცენტრმა მხოლოდ ფრაგმენტები გამოაქვეყნა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ