2 ოქტომბერს "დინამო არენაზე" გრანდიოზული მოტოშოუ "მოტო მანია" გაიმართა. საქართველოს ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა რუსეთიდან ჩამოსულმა ცნობილმა ბაიკერებმა, სხვადასხვა ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორებმა მიიღეს. მათ შორის იყო წარმოშობით ქართველი, მოსკოვში დაბადებული მარატ კანკაძე, რომელმაც მოტოციკლზე შთამბეჭდავი ილეთები ჩოხაში გამოწყობილმა, გურული ფოლკლორის ჰანგების ფონზე შეასრულა.
მოტო ექსტრემალი, კასკადიორი მარატ კანკაძე 1972 წელს მოსკოვში დაიბადა. ქართული წარმოშობის სპორტსმენი მრავალი ჯილდოს მფლობელია სტანტრაიდინგში, მათ შორის: 2009 წლის რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, 2010 წლის Moscow Stunt Jam-ის გამარჯვებული ნომინაციაში - "ყველაზე თავზეხელაღებული ტრიუკი".
იხილეთ ფოტოგალერეა: არნახული მოტოშოუ "დინამო არენაზე"