ატლანტას კერძო კვლევითი უნივერსიტეტის Emory-ს მეცნიერებმა ახალი სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგინეს. ამერიკელი მეცნიერების აზრით, ნებისმიერი ორგანოს ზომა ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაზღვრავს.
გრძელი ენა:
ეს ნიშნავს, რომ ადამიანი მიდრეკილია უძილობისკენ და ხშირად სუნთქვის უკმარისობით იტანჯება. ამასთან, დიდი ენის პატრონები ყოველთვის ხვრინავენ.
"თუ დიდი ზომის ენა, ან დიდი ნუშისებრი ჯირკვლები გაქვთ, ეს სერიოზული პრობლემაა, ის იჭედება პირის ღრუს უკანა მონაკვეთში და ძილის დროს ბლოკავს საჰაერო გზას. შედეგად, მოდუნებული, მძინარე ადამიანი ხვრინვას იწყებს. ზოგჯერ ადამიანი ძილში პერიოდულად სუნთქვას აჩერებს - 30 წამის განმავლობაში არ სუნთქავს", - ამბობს მეცნიერი ჯორჯ მართი.
დიდი თეძოები:
დიდთეძოიან ქალებს ტვინის ფუნქციონირება დარღვეული აქვთ, ეს განსაკუთრებით მძაფრდება მენოპაუზის დროს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა 8 750 პოსტკლიმაქსური, 65-დან 79 წლამდე ასაკის ქალები ექსპერიმენტში ჩართეს და მეხსიერების ტესტზე შეამოწმეს. მათ, ვინც ჭარბწონიანი იყო, ძალიან დაბალი ქულა დააგროვეს. თეორიის თანახმად, ჭარბი წონა ტვინში სისხლის მიწოდებას ხელს უშლის.
გრძელი თითები:
აღმოჩნდა, რომ თითის სიგრძე მამაკაცებში პროსტატის არსებობის ნიშანია. ბრიტანეთის კიბოს კვლევითი ინსტიტუტის Warwick-ის მეცნიერებმა პროსტატით დაავადებული 1500 მამაკაცის ხელი 3000 ჯანმრთელი კაცის ხელს შეადარეს და აღმოჩნდა, რომ მათ, ვისაც საჩვენებელი თითი არათითზე უფრო გრძელი აქვთ, ეს დაავადება ხშირად აწუხებთ, და ამასთან, ყოველთვის დეპრესიულები არიან.
გრძელი ფეხის თითები:
ქირურგ დევიდ ჰოულიჰან-ბურნის თქმით, თუ ადამიანს ფეხის მეორე თითი უფრო გრძელი აქვს, ვიდრე დიდი თითი, მას ხშირად აწუხებს ოსტეოქონდროზი.
ვიწრო თეძო:
ვიწრო თეძო მხოლოდ გარეგნულადაა ლამაზი, აღმოჩნდა, რომ ის გულის დაავადებათა და ნაადრევი სიკვდილის მიზეზია. დანიელი მეცნიერები თვლიან, რომ ამის მიზეზი სხეულის ამ არეში კუნთის სუსტი მასაა, რომელიც ინსულინის მგრძნობელობზე ახდენს გავლენას.
დიდი თვალები:
ისინი, ვისაც დიდი ზომის თვალები აქვთ, ახლომხედველები არიან. ოფთალმოლოგების თქმით, თუ თვალის ზომა არსებულ სტანდარტზე 1 მილიმეტრითაც გრძელი იქნება, ბავშვი ახლომხედველი იბადება.
გრძელი ფეხები:გრძელფეხა ადამიანებს დიაბეტი არასდროს აწუხებთ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.