სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სე­რი­ა­ლებს ვახ­მო­ვა­ნებ, მაგ­რამ არ ვუ­ყუ­რებ"
"სე­რი­ა­ლებს ვახ­მო­ვა­ნებ,  მაგ­რამ არ ვუ­ყუ­რებ"

ყვე­ლამ იცის, რომ მსა­ხი­ო­ბი­სთ­ვის წიგ­ნთან სი­ახ­ლო­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. ეს არის პრო­ფე­სი­ა, რომ­ლის­თვი­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ისე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, რო­გორც ცოცხ­ა­ლი არ­სე­ბი­სათ­ვის წყა­ლი ან ჰა­ე­რი. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ნი­ნო თარ­ხან­-მო­უ­რა­ვი გა­მოგ­ვიტყ­და, რომ უდ­რო­ო­ბის გა­მო ბევ­რს ვე­ღარ კითხ­უ­ლობს, თუმ­ცა წიგ­ნი მი­სი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია:

- ძა­ლი­ან ბევ­რი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა მიყ­ვარს, თუმ­ცა ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ბავ­შვო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი სულ სხვა­ა, ამი­ტომ ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქმნი­ლე­ბაა "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი", რო­მე­ლიც სულ პა­ტა­რამ წა­ვი­კითხ­ე. ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და დოს­ტო­ევ­სკი, ვგიჟ­დე­ბო­დი რუ­სულ კლა­სი­კა­ზე, შემ­დეგ წა­ვი­კი­თხე ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა" და ის გახ­და ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი და პო­ე­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ოთარ ჭი­ლა­ძე, რომ­ლის ლექ­სე­ბიც არც ისე დი­დი ხნის წინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე და უეც­რად მო­ვი­ხიბ­ლე. ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს, რაც კარ­გი­ა, ამი­ტომ, ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­აც და პრო­ზაც ძალ­ზე ახ­ლო­ბე­ლია ჩემ­თვის. ქარ­თველ მწერ­ლებს შო­რის პირ­ველ რიგ­ში და­ვა­სა­ხე­ლებ­დი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას და ნო­დარ დუმ­ბა­ძეს. მომ­წონს ლა­შა ბუ­ღა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბაც. უცხ­ო­ელ მწერ­ლებს შო­რის კი იმ­დე­ნი რჩე­უ­ლი მყავს, რომ ყვე­ლას ჩა­მოთ­ვლა გა­მი­ჭირ­დე­ბა.

- რო­გორც ვი­ცი, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ, ეს ხელს არ გიშ­ლით წიგ­ნის კითხ­ვა­ში?

- ძა­ლი­ან მინ­და ბევ­რი რამ წა­ვი­კითხ­ო, მაგ­რამ უკ­ვე დრო არ მყოფ­ნის. ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში უკ­ვე ვთქვი და თქვე­თა­ნაც გა­ვი­მე­ო­რებ: მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გახ­მო­ვა­ნე­ბა და­ვიწყ­ე, დღე­ში ხან­და­ხან 190 გვერ­დის წა­კითხ­ვა მი­წევს და სახ­ლში მის­ვლი­სას უკ­ვე კითხ­ვის თა­ვი აღარც მაქვს.

- თქვენ ითა­მა­შეთ ოფე­ლია შექ­სპი­რის "ჰამ­ლეტ­ში". რამ­დე­ნად რთუ­ლია ასეთ დიდ კლა­სი­კოს­თან შე­ხე­ბა და მი­სი გმი­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბა?

- გა­მო­გიტყ­დე­ბით, რომ ოფე­ლია არ ყო­ფი­ლა ჩემ­თვის სა­ოც­ნე­ბო და სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სირ­თუ­ლეს, ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლი­ა, მით უმე­ტეს, შექ­სპი­რის თა­მა­ში, რად­გან ის უდი­დე­სი კლა­სი­კო­სი­ა, მაგ­რამ თუ კარ­გი რე­ჟი­სო­რი გხელ­მძღვა­ნე­ლობს და თვი­თო­ნაც გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი ხარ, ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა შე­იძ­ლე­ბა.

- თა­ვის დრო­ზე და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბიც გა­ნა­სა­ხი­ე­რეთ. რას გვე­ტყ­ო­დით ამის თა­ო­ბა­ზე?

- კლდი­აშ­ვი­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მწე­რა­ლი­ა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მის პერ­სო­ნა­ჟებ­ზე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო იყო. ეს ხდე­ბო­და ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­ცა თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუტს ვამ­თავ­რებ­დით. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივი პე­და­გო­გე­ბი და ჯგუ­ფე­ლე­ბი მყავ­და, სა­ო­ცა­რი ხა­ლი­სი­თა და თავ­და­ვიწყ­ე­ბით ვმუ­შა­ობ­დით და ვერ ვიტყ­ვი, რომ რა­ი­მე გა­მირ­თულ­და. ეს იყო ჩე­მი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი, რო­მელ­თა­ნაც ულა­მა­ზე­სი მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს. რა­ღაც დი­დი სი­ნათ­ლე ახ­ლდა თან იმ პე­რი­ოდს.

- რო­გორც ვი­ცი, თქვე­ნი მე­უღ­ლე, თე­მურ ჭი­ჭი­ნა­ძე, სტუ­დენ­ტო­ბის დროს გა­ი­ცა­ნით და ცხრა წლის შემ­დე აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ ერ­თმა­ნე­თი გიყ­ვარ­დათ. შე­იძ­ლე­ბა ცხრა წე­ლი იც­ნობ­დე ადა­მი­ანს და ვერ ხვდე­ბო­დე, რომ ის შე­ნი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი­ა?

- რა­ტო­მაც არ შე­იძ­ლე­ბა? მე მგო­ნი უკე­თე­სი­ცა­ა, ადა­მი­ანს დიდ­ხანს იც­ნობ­დე, ნელ­-ნე­ლა და­ი­ნა­ხო მი­სი და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი და გვი­ან აღ­მო­ა­ჩი­ნო, რომ გიყ­ვარს. ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა: შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ერ­თი ნახ­ვით შე­გიყ­ვარ­დეს, შე­იძ­ლე­ბა - წლე­ბის შემ­დეგ, რად­გან ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა.

- გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი ხართ და თქვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა გვა­რი "თარ­ხნიშ­ვი­ლად" გა­და­ი­კე­თეს.

- დი­ახ, რად­გან რე­ვო­ლუ­ცი­ის პე­რი­ოდს შე­ე­წი­რა ჩე­მი დი­დი ბე­ბია - ის მოკ­ლეს. ბა­ბუ­ა­ჩე­მის უფ­როს­მა ძმამ გვა­რი სას­წრა­ფოდ ყვე­ლას გა­და­უ­კე­თა, რომ მთე­ლი გვა­რი არ ამო­ეწყ­ვი­ტათ. რა თქმა უნ­და, ეს თავ­დაც­ვის მიზ­ნით მოხ­და, მე­რე კი ყვე­ლამ და­ვიბ­რუ­ნეთ ჩვე­ნი გვა­რი. ეს იყო ტრა­გი­კუ­ლი პე­რი­ო­დი არა მარ­ტო თარ­ხან­-მო­უ­რა­ვე­ბის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. ქარ­თვე­ლი თა­ვად­-აზ­ნა­უ­რე­ბის ტრა­გე­დია ჩვენს მწერ­ლო­ბა­ში ჯერ კი­დევ არ ასა­ხუ­ლა ისე მძაფ­რად, რო­გორც მა­გა­ლი­თად ბულ­გა­კო­ვის "თეთრ გვარ­დი­ა­ში­ა" ნაჩ­ვე­ნე­ბი. ვი­საც ეს ნა­წარ­მო­ე­ბი წა­უ­კითხ­ავს, იცის, რა მძი­მე პე­რი­ო­დი იყო.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­საც შე­ვე­ხოთ. ბო­ლო ხა­ნებ­ში ჩვენ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი და მა­თი გმი­რე­ბი. ხში­რად ის­მის კითხ­ვა - რა­ტომ გიჟ­დე­ბი­ან ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი ამ სე­რი­ა­ლე­ბის პერ­სო­ნა­ჟებ­ზე, - იქ­ნებ იმი­ტომ, რომ ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს აღა­რა აქვთ ის ვაჟ­კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ აქვთ?

- შე­იძ­ლე­ბა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ - სე­რი­ა­ლებს ვახ­მო­ვა­ნებ, მაგ­რამ არ ვუ­ყუ­რებ: იმ­დე­ნად სულ­სწრა­ფი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ რა­ღაც ამ­ბის გა­გე­ბას 185 სე­რი­ა­ზე ნამ­დვი­ლად ვერ გავ­ჭი­მავ, მოთ­მი­ნე­ბა არ მე­ყო­ფა. ამ თვი­სე­ბის გა­მო სქელ­ტა­ნი­ა­ნი წიგ­ნე­ბიც კი წა­მი­კითხ­ავს ერთ ღა­მე­ში. რა­ტომ მოს­წონთ ქარ­თველ ქა­ლებს სე­რი­ა­ლე­ბის გმი­რე­ბი? - ამ კითხ­ვა­ზე კითხ­ვით­ვე გი­პა­სუ­ხებთ: გა­ნა ისი­ნი არ ზრდი­ან ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს? ყვე­ლა­ფე­რი ხომ მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი? შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ხმა­მა­ღა­ლი და პრე­ტენ­ზი­უ­ლი ნათ­ქვა­მი­ა, მაგ­რამ შვი­ლე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მა­თი აღ­ზრდის ხერ­ხე­ბი უნ­და შევ­ცვა­ლოთ. ალ­ბათ რა­ღაც ჩვენ­შიც უნ­და გა­მო­ვას­წო­როთ, იდე­ა­ლე­ბის ძებ­ნის მა­გივ­რად ისი­ნი ჩვენ­ვე უნ­და შევ­ქმნათ და გავ­ზარ­დოთ. ხომ შე­იძ­ლე­ბა მო­ვაქ­ცი­ოთ ჩვენს გვერ­დით მყო­ფი ადა­მი­ა­ნი ისეთ პი­რო­ბებ­ში, რომ მან თვი­თონ მო­ინ­დო­მოს, გახ­დეს იდე­ა­ლუ­რი? ალ­ბათ ამ სე­რი­ა­ლე­ბი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცის სწავ­ლა, მაგ­რამ მე მა­ინც წიგ­ნი­სა და მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მომ­ხრე ვარ. თუმ­ცა, სე­რი­ა­ლებ­შიც არის ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მსა­ხი­ო­ბი, მეც ხში­რად გა­მო­მი­ყე­ნე­ბია ეს ჟან­რი, რო­გორც ტრე­ნა­ჟო­რი და თუ ჩვენს ირ­გვლივ რა­ი­მე არ მოგ­ვწონს, ამის თა­ვი­და­თა­ვი ისევ ჩვენ­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ, კომ­პი­უ­ტე­რი და სე­რი­ა­ლი აქ არა­ფერ შუ­ა­ში­ა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"სე­რი­ა­ლებს ვახ­მო­ვა­ნებ, მაგ­რამ არ ვუ­ყუ­რებ"

"სე­რი­ა­ლებს ვახ­მო­ვა­ნებ,  მაგ­რამ არ ვუ­ყუ­რებ"

ყვე­ლამ იცის, რომ მსა­ხი­ო­ბი­სთ­ვის წიგ­ნთან სი­ახ­ლო­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. ეს არის პრო­ფე­სი­ა, რომ­ლის­თვი­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ისე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, რო­გორც ცოცხ­ა­ლი არ­სე­ბი­სათ­ვის წყა­ლი ან ჰა­ე­რი. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ნი­ნო თარ­ხან­-მო­უ­რა­ვი გა­მოგ­ვიტყ­და, რომ უდ­რო­ო­ბის გა­მო ბევრს ვე­ღარ კითხ­უ­ლობს, თუმ­ცა წიგ­ნი მი­სი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნაწილია:

- ძა­ლი­ან ბევ­რი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა მიყ­ვარს, თუმ­ცა ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ბავ­შვო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი სულ სხვა­ა, ამი­ტომ ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქმნი­ლე­ბაა "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი", რო­მე­ლიც სულ პა­ტა­რამ წა­ვი­კითხ­ე. ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და დოს­ტო­ევ­სკი, ვგიჟ­დე­ბო­დი რუ­სულ კლა­სი­კა­ზე, შემ­დეგ წა­ვი­კითხე ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა" და ის გახ­და ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი და პო­ე­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ოთარ ჭი­ლა­ძე, რომ­ლის ლექ­სე­ბიც არც ისე დი­დი ხნის წინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე და უეც­რად მო­ვი­ხიბ­ლე. ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს, რაც კარ­გი­ა, ამი­ტომ, ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­აც და პრო­ზაც ძალ­ზე ახ­ლო­ბე­ლია ჩემ­თვის. ქარ­თველ მწერ­ლებს შო­რის პირ­ველ რიგ­ში და­ვა­სა­ხე­ლებ­დი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას და ნო­დარ დუმ­ბა­ძეს. მომ­წონს ლა­შა ბუ­ღა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბაც. უცხ­ო­ელ მწერ­ლებს შო­რის კი იმ­დე­ნი რჩე­უ­ლი მყავს, რომ ყვე­ლას ჩა­მოთ­ვლა გა­მი­ჭირ­დე­ბა.

- რო­გორც ვი­ცი, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ, ეს ხელს არ გიშ­ლით წიგ­ნის კითხ­ვა­ში?

- ძა­ლი­ან მინ­და ბევ­რი რამ წა­ვი­კითხ­ო, მაგ­რამ უკ­ვე დრო არ მყოფ­ნის. ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში უკ­ვე ვთქვი და თქვე­თა­ნაც გა­ვი­მე­ო­რებ: მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გახ­მო­ვა­ნე­ბა და­ვიწყ­ე, დღე­ში ხან­და­ხან 190 გვერ­დის წა­კითხ­ვა მი­წევს და სახ­ლში მის­ვლი­სას უკ­ვე კითხ­ვის თა­ვი აღარც მაქვს.

- თქვენ ითა­მა­შეთ ოფე­ლია შექ­სპი­რის "ჰამ­ლეტ­ში". რამ­დე­ნად რთუ­ლია ასეთ დიდ კლა­სი­კოს­თან შე­ხე­ბა და მი­სი გმი­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბა?

- გა­მო­გიტყ­დე­ბით, რომ ოფე­ლია არ ყო­ფი­ლა ჩემ­თვის სა­ოც­ნე­ბო და სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სირ­თუ­ლეს, ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლი­ა, მით უმე­ტეს, შექ­სპი­რის თა­მა­ში, რად­გან ის უდი­დე­სი კლა­სი­კო­სი­ა, მაგ­რამ თუ კარ­გი რე­ჟი­სო­რი გხელ­მძღვა­ნე­ლობს და თვი­თო­ნაც გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი ხარ, ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა შე­იძ­ლე­ბა.

- თა­ვის დრო­ზე და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბიც გა­ნა­სა­ხი­ე­რეთ. რას გვეტყ­ო­დით ამის თა­ო­ბა­ზე?

- კლდიაშვილი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მწე­რა­ლი­ა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მის პერ­სო­ნა­ჟებ­ზე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო იყო. ეს ხდე­ბო­და ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­ცა თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუტს ვამ­თავ­რებ­დით. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივი პე­და­გო­გე­ბი და ჯგუ­ფე­ლე­ბი მყავ­და, სა­ო­ცა­რი ხა­ლი­სი­თა და თავ­და­ვიწყ­ე­ბით ვმუ­შა­ობ­დით და ვერ ვიტყ­ვი, რომ რა­ი­მე გა­მირ­თულ­და. ეს იყო ჩე­მი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი, რო­მელ­თა­ნაც ულა­მა­ზე­სი მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს. რა­ღაც დი­დი სი­ნათ­ლე ახ­ლდა თან იმ პე­რი­ოდს.

- რო­გორც ვი­ცი, თქვე­ნი მე­უღ­ლე, თე­მურ ჭი­ჭი­ნა­ძე, სტუ­დენ­ტო­ბის დროს გა­ი­ცა­ნით და ცხრა წლის შემ­დე აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ ერ­თმა­ნე­თი გიყ­ვარ­დათ. შე­იძ­ლე­ბა ცხრა წე­ლი იც­ნობ­დე ადა­მი­ანს და ვერ ხვდე­ბო­დე, რომ ის შე­ნი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი­ა?

- რა­ტო­მაც არ შე­იძ­ლე­ბა? მე მგო­ნი უკე­თე­სი­ცა­ა, ადა­მი­ანს დიდ­ხანს იც­ნობ­დე, ნელ­-ნე­ლა და­ი­ნა­ხო მი­სი და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი და გვი­ან აღ­მო­ა­ჩი­ნო, რომ გიყ­ვარს. ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა: შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ერ­თი ნახ­ვით შე­გიყ­ვარ­დეს, შე­იძ­ლე­ბა - წლე­ბის შემ­დეგ, რად­გან ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა.

- გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი ხართ და თქვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა გვა­რი "თარ­ხნიშ­ვი­ლად" გა­და­ი­კე­თეს.

- დი­ახ, რად­გან რე­ვო­ლუ­ცი­ის პე­რი­ოდს შე­ე­წი­რა ჩე­მი დი­დი ბე­ბია - ის მოკ­ლეს. ბა­ბუ­ა­ჩე­მის უფ­როს­მა ძმამ გვა­რი სას­წრა­ფოდ ყვე­ლას გა­და­უ­კე­თა, რომ მთე­ლი გვა­რი არ ამო­ეწყ­ვი­ტათ. რა თქმა უნ­და, ეს თავ­დაც­ვის მიზ­ნით მოხ­და, მე­რე კი ყვე­ლამ და­ვიბ­რუ­ნეთ ჩვე­ნი გვა­რი. ეს იყო ტრა­გი­კუ­ლი პე­რი­ო­დი არა მარ­ტო თარ­ხან­-მო­უ­რა­ვე­ბის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. ქარ­თვე­ლი თა­ვად­-აზ­ნა­უ­რე­ბის ტრა­გე­დია ჩვენს მწერ­ლო­ბა­ში ჯერ კი­დევ არ ასა­ხუ­ლა ისე მძაფ­რად, რო­გორც მა­გა­ლი­თად ბულ­გა­კო­ვის "თეთრ გვარ­დი­ა­ში­ა" ნაჩ­ვე­ნე­ბი. ვი­საც ეს ნა­წარ­მო­ე­ბი წა­უ­კითხ­ავს, იცის, რა მძი­მე პე­რი­ო­დი იყო.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­საც შე­ვე­ხოთ. ბო­ლო ხა­ნებ­ში ჩვენ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი და მა­თი გმი­რე­ბი. ხში­რად ის­მის კითხ­ვა - რა­ტომ გიჟ­დე­ბი­ან ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი ამ სე­რი­ა­ლე­ბის პერ­სო­ნა­ჟებ­ზე, - იქ­ნებ იმი­ტომ, რომ ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს აღა­რა აქვთ ის ვაჟ­კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ აქვთ?

- შე­იძ­ლე­ბა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ - სე­რი­ა­ლებს ვახ­მო­ვა­ნებ, მაგ­რამ არ ვუ­ყუ­რებ: იმ­დე­ნად სულ­სწრა­ფი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ რა­ღაც ამ­ბის გა­გე­ბას 185 სე­რი­ა­ზე ნამ­დვი­ლად ვერ გავ­ჭი­მავ, მოთ­მი­ნე­ბა არ მე­ყო­ფა. ამ თვი­სე­ბის გა­მო სქელ­ტა­ნი­ა­ნი წიგ­ნე­ბიც კი წა­მი­კითხ­ავს ერთ ღა­მე­ში. რა­ტომ მოს­წონთ ქარ­თველ ქა­ლებს სე­რი­ა­ლე­ბის გმი­რე­ბი? - ამ კითხ­ვა­ზე კითხ­ვით­ვე გი­პა­სუ­ხებთ: გა­ნა ისი­ნი არ ზრდი­ან ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს? ყვე­ლა­ფე­რი ხომ მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი? შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ხმა­მა­ღა­ლი და პრე­ტენ­ზი­უ­ლი ნათ­ქვა­მი­ა, მაგ­რამ შვი­ლე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მა­თი აღ­ზრდის ხერ­ხე­ბი უნ­და შევ­ცვა­ლოთ. ალ­ბათ რა­ღაც ჩვენ­შიც უნ­და გა­მო­ვას­წო­როთ, იდე­ა­ლე­ბის ძებ­ნის მა­გივ­რად ისი­ნი ჩვენ­ვე უნ­და შევ­ქმნათ და გავ­ზარ­დოთ. ხომ შე­იძ­ლე­ბა მო­ვაქ­ცი­ოთ ჩვენს გვერ­დით მყო­ფი ადა­მი­ა­ნი ისეთ პი­რო­ბებ­ში, რომ მან თვი­თონ მო­ინ­დო­მოს, გახ­დეს იდე­ა­ლუ­რი? ალ­ბათ ამ სე­რი­ა­ლე­ბი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცის სწავ­ლა, მაგ­რამ მე მა­ინც წიგ­ნი­სა და მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მომ­ხრე ვარ. თუმ­ცა, სე­რი­ა­ლებ­შიც არის ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მსა­ხი­ო­ბი, მეც ხში­რად გა­მო­მი­ყე­ნე­ბია ეს ჟან­რი, რო­გორც ტრე­ნა­ჟო­რი და თუ ჩვენს ირ­გვლივ რა­ი­მე არ მოგ­ვწონს, ამის თა­ვიდათა­ვი ისევ ჩვენ­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ, კომ­პი­უ­ტე­რი და სე­რი­ა­ლი აქ არა­ფერ შუ­ა­ში­ა.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება