პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინა წლებში არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ კომპანიებს საწვავი არჩევნების წინ გაეძვირებინოთ"
"წინა წლებში არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ კომპანიებს საწვავი არჩევნების წინ გაეძვირებინოთ"

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­პი­რე­ბა, რომ საწ­ვა­ვის ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე ფა­სებს და­ა­რე­გუ­ლი­რებ­და, არ გა­მარ­თლდა. 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში 1 ტონა ბენ­ზი­ნის სა­ბი­თუ­მო ფასი 1050 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში იყო, ხოლო სა­ცა­ლო ქსელ­ში ამ პრო­დუქ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2,12 ლარს შე­ად­გენ­და. ახლა, როცა ბენ­ზი­ნის სა­ბი­თუ­მი ფასი 930-960 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს, სა­ცა­ლო ქსელ­ში მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2,05-2,07 ლა­რია. ეს ხდე­ბა იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლას არ გა­ნიც­დი­ან და სა­მარ­თლი­ა­ნი ფა­სე­ბის და­წე­სე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ.

უშუ­ა­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის წინ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე საწ­ვა­ვი გაძ­ვირ­და და თით­ქმის 1 წლის წი­ნან­დელ მაჩ­ვე­ნე­ბელს გა­უ­ტოლ­და. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ბენ­ზი­ნი გა­აძ­ვი­რეს მხო­ლოდ ბრენ­დი­რე­ბულ აგს-ების ქსელ­ში, მცი­რე სად­გუ­რე­ბი კი მას კვლავ 1,90 ლა­რად ყი­დი­ან. ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ფა­სის "და­ჭე­რა" მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­შიც (მით უმე­ტეს, რომ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ფასი სწრა­ფად დაბ­ლა ეშ­ვე­ბა) მარ­ტი­ვად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ბაზ­რის მსხვილ­მა მო­თა­მა­შე­ებ­მა ეს არ გა­ა­კე­თეს.

სა­ბო­ლო­ოდ კი და­ზა­რალ­და მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ შე­უს­რუ­ლა და­ნა­პი­რე­ბი და იმე­დი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო­დაც გა­უწ­ბი­ლა. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თით­ქმის 1 წლის წინ გვპირ­დე­ბო­და ბენ­ზი­ნის მი­ნი­მუმ 20 თეთ­რით გა­ი­ა­ფე­ბას, მი­ნი­მა­ლურ ცვლი­ლე­ბა­საც ვერ ახ­დენს, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ადეკ­ვა­ტურ გავ­ლე­ნას მის­სა­ვე რე­ი­ტინგზე მო­ახ­დენს.

თუმ­ცა, საწ­ვა­ვის კომ­პა­ნი­ე­ბი თა­ვის მარ­თლე­ბას ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ და არც ახლა უჭირთ, რომ საწ­ვა­ვის გა­ი­ა­ფე­ბის მი­ზე­ზად აგ­ვის­ტო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფა­სე­ბი და­ა­სა­ხე­ლონ.

ამ ეტაპ­ზე საწ­ვა­ვი 5-10 თეთ­რის ფარ­გლებ­შია გაძ­ვი­რე­ბუ­ლი. სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბა ამ­ჯე­რა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მოხ­და. 2013 წლის 23 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფას­მა ბენ­ზინ­ზე შე­ად­გი­ნა 926 დო­ლა­რი/ტო­ნა­ზე.

ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა ფა­სის ზრდა 20 სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყეს. გა­მო­ნაკ­ლი­სი, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მცი­რე სად­გუ­რე­ბია, რომ­ლებ­მაც საწ­ვა­ვის ფა­სე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. 24 სექ­ტემ­ბრი­დან "ლუ­კო­ილ­მა" სა­ცა­ლო ქსელ­ში ყვე­ლა პრო­დუქ­ტი 2-5 თეთ­რით გა­აძ­ვი­რა. რაც შე­ე­ხე­ბა "სო­კარს", ბენ­ზი­ნი აქ 5 თეთ­რით გაძ­ვირ­და, ხოლო დი­ზე­ლის ფას­მა 15 თეთ­რით და­იკ­ლო.

წინა კვი­რა­ში კომ­პა­ნია "გალფ­მა" საწ­ვა­ვი 7-10 თეთ­რით გა­აძ­ვი­რა, ხოლო "ვი­სოლ­მა" მხო­ლოდ 5 თეთ­რით.

კომ­პა­ნი­ე­ბის სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ კომ­პა­ნია "გალფს" საწ­ვა­ვის ტა­რი­ფი თით­ქმის 4 თვეა არ შე­უც­ვლია და ფასს სტა­ბი­ლუ­რად იჭერ­და, თუმ­ცა 20 სექ­ტემ­ბერს კომ­პა­ნი­ამ ტა­რი­ფი ყვე­ლა ტი­პის საწ­ვავ­ზე 7-10 თეთ­რით გა­ზარ­და, გარ­და დი­ზე­ლი­სა და გა­ზი­სა.

კომ­პა­ნია "გალ­ფის" ქსელ­ში ამ­ჟა­მად, ბენ­ზი­ნი "რე­გუ­ლა­რი" 2,05 ლარი, პრე­მი­უ­მი - 2,17 ლარი, ევ­რო­დი­ზე­ლი - 2,17 ლარი, ხოლო დი­ზელ ენერ­გი 2 ლარი ღირს.

ამ­ჟა­მად "ვი­სო­ლის" ქსელ­ში ბენ­ზი­ნი "რე­გუ­ლარ ენერ­ჯი" 2,05 ლარი, "ევ­რო­რე­გუ­ლა­რი" - 2,10 ლარი, "პრე­მი­უ­მი აპი" - 2,20 ლარი, "სუ­პე­რი აპი" - 2,25 ლარი ღირს. დი­ზე­ლი აპის ფასი 2,20 ლა­რია.

შე­ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კვია, რის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის გაძ­ვი­რე­ბა, რო­დე­საც ბაზ­რის შე­და­რე­ბით პა­ტა­რა მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით ფა­სე­ბი უც­ვლე­ლია.

ნინო ჯიბ­ლა­ძე, კომ­პა­ნია "გალ­ფის" გა­ყიდ­ვის მე­ნე­ჯე­რი ამ­ბობს, რომ საწ­ვა­ვი ქსელ­ში 5 თეთ­რით გა­აძ­ვი­რეს, რაც წინა კვი­რას "პლატც­ზე" ფა­სის ზრდამ გა­მო­იწ­ვია (აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ "პლატც­ზე" 9 სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ფასი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად იკ­ლებს – რედ.), თუმ­ცა ჯიბ­ლა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, ფას­მა გეზი კლე­ბის­კენ აი­ღოს, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე კლე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დით ფა­სე­ბის "და­ჭე­რას", მაგ­რამ ვერ მო­ხერ­ხდა. კლე­ბის ტენ­დენ­ცია უცხო­ურ ბა­ზარ­ზე 7-8 დღის წინ და­ფიქ­სირ­და და მყი­სი­ერ გავ­ლე­ნას ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე ვერ მო­ახ­დენს. რო­გორც კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცე­მა, ფასსს შე­ვამ­ცი­რებთ. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა და არც ერთი კომ­პა­ნია არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ საწ­ვა­ვი გა­აძ­ვი­როს", - ამ­ბობს ნინო ჯიბ­ლა­ძე.

ანა­ლო­გი­ურ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს შავ­ლეგ მიშ­ვე­ლა­ძე, კომ­პა­ნია "ლუ­კო­ი­ლის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე. მისი თქმით, აგ­ვის­ტო­ში საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი მა­ღალ ფას­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, რა­მაც ფა­სებს ზრდის­კენ უბიძ­გა. თუმ­ცა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დენ­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კომ­პა­ნი­ის­თვის გახ­დე­ბა სტი­მუ­ლი, რომ ქსელ­ში საწ­ვა­ვის გა­ი­ა­ფე­ბა შეძ­ლოს.

იგი­ვეს აცხა­დებს ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი, რომ­ლის გან­მარ­ტე­ბი­თაც, აგ­ვის­ტო­ში ბენ­ზინ­ზე ფასი, "პლატ­ცის" მი­ხედ­ვით, მა­ღალ ნიშ­ნულ­ზე და­ფიქ­სირ­და და ცვლი­ლე­ბე­ბი ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზეც გა­მო­იწ­ვია.

"აგ­ვის­ტოს თვე­ში ბენ­ზი­ნის ფასი 1 ტო­ნა­ზე 1020-1060 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობ­და. სი­რი­ის ამ­ბე­ბის გამო, ბენ­ზი­ნი გაძ­ვირ­და. მარ­ტო აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 37 ათას ტო­ნამ­დე იმ­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ ფა­სე­ბის კალ­კუ­ლა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფა­სე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა მოხ­და. ბოლო 10 დღეა, რაც კლე­ბის ტენ­დენ­ცი­აა და მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ცხა­დია, აქაც აი­სა­ხე­ბა და კომ­პა­ნი­ე­ბი ბენ­ზი­ნის გა­ი­ა­ფე­ბას შეძ­ლე­ბენ", - ამ­ბობს ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი.

ანა­ლი­ტი­კო­სი ბექა კე­მუ­ლა­რია სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბებს საწ­ვა­ვის ქარ­თულ კომ­პა­ნი­ებ­ში მათი თვით­ნე­ბუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ხსნის. მი­ზე­ზად კი მი­იჩ­ნევს უკონ­კუ­რენ­ტო გა­რე­მოს, რაც იმ­პორ­ტი­ო­რებს ფა­სის გან­სა­ზღვრი­სას შე­თან­ხმე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

"ყვე­ლა პი­რო­ბაა იმის­თვის, რომ დღეს საწ­ვა­ვი 20 თეთ­რით ნაკ­ლე­ბი ღირ­დეს, კომ­პა­ნი­ებს ამის მიღ­წე­ვა თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ, მაგ­რამ ბრენ­დი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ისევ მოქ­მე­დე­ბენ კარ­ტე­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბე­ბით და ძა­ლი­ან შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლა­დაც არი­ან. წინა წლებ­ში არც ერთი შემ­თხვე­ვა არ მახ­სოვს, რომ კომ­პა­ნი­ებს საწ­ვა­ვი არ­ჩევ­ნე­ბის წინ გა­ეძ­ვი­რე­ბი­ნოთ. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ასე­თი ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამთ მა­ში­ნაც, როცა "პლატ­ცის" ფასი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყო, ვიდ­რე ის დღეს­დღე­ო­ბი­თაა. ახლა კი ბენ­ზი­ნი ძვირ­დე­ბა იმ ფონ­ზე, როცა "პლატ­ცის" ფასი იკ­ლებს. ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ო­რე­ბის­თვის ეს ძა­ლი­ან ცუდი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რაც მათ­სა­ვე სა­ზი­ა­ნოდ იმოქ­მე­დებს", - აცხა­დებს კე­მუ­ლა­რია.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­პი­რე­ბამ, რომ შეძ­ლებ­და საწ­ვა­ვის გა­ი­ა­ფე­ბას, ვერ გა­ა­მარ­თლა. "წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზეც, რომ ბა­ზარ­ზე არის ოლი­გო­პო­ლი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ოპე­რი­რე­ბას ისევ ის კომ­პა­ნი­ე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ. პა­სუ­ხი მათ­თვის არა­ვის მო­უ­თხო­ვია. მი­ჭირს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­პი­რე­ბე­ბის ამ ნა­წილ­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მან ეფექ­ტუ­რი შე­დე­გი ვერ მო­ი­ტა­ნა.

ელე­მენ­ტა­რუ­ლად, 1 წელი გა­დის ისე, რომ ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის შექ­მნაც ვერ მო­ხერ­ხდა. აშ­კა­რაა, რომ საწ­ვა­ვის ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არაა კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო, რაც კი­თხვებს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მარ­თაც აჩენს", - დას­ძენს კე­მუ­ლა­რია.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"წინა წლებში არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ კომპანიებს საწვავი არჩევნების წინ გაეძვირებინოთ"

"წინა წლებში არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ კომპანიებს საწვავი არჩევნების წინ გაეძვირებინოთ"

ხელისუფლების დაპირება, რომ საწვავის ადგილობრივ ბაზარზე ფასებს დაარეგულირებდა, არ გამართლდა. 2012 წლის სექტემბერში 1 ტონა ბენზინის საბითუმო ფასი 1050 დოლარის ფარგლებში იყო, ხოლო საცალო ქსელში ამ პროდუქტის ღირებულება 2,12 ლარს შეადგენდა. ახლა, როცა ბენზინის საბითუმი ფასი 930-960 დოლარის ფარგლებში მერყეობს, საცალო ქსელში მისი ღირებულება 2,05-2,07 ლარია. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ნავთობკომპანიები ახალი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას არ განიცდიან და სამართლიანი ფასების დაწესების რეალური შესაძლებლობა აქვთ.

უშუალოდ არჩევნების წინ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი გაძვირდა და თითქმის 1 წლის წინანდელ მაჩვენებელს გაუტოლდა. საყურადღებოა, რომ ბენზინი გააძვირეს მხოლოდ ბრენდირებულ აგს-ების ქსელში, მცირე სადგურები კი მას კვლავ 1,90 ლარად ყიდიან. ავტომფლობელები ფიქრობენ, რომ ფასის "დაჭერა" მიმდინარე პერიოდშიც (მით უმეტეს, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასი სწრაფად დაბლა ეშვება) მარტივად იყო შესაძლებელი, თუმცა ბაზრის მსხვილმა მოთამაშეებმა ეს არ გააკეთეს.

საბოლოოდ კი დაზარალდა მომხმარებელი, რომელსაც ხელისუფლებამ ვერ შეუსრულა დანაპირები და იმედი წინასაარჩევნოდაც გაუწბილა. ახალი ხელისუფლება, რომელიც თითქმის 1 წლის წინ გვპირდებოდა ბენზინის მინიმუმ 20 თეთრით გაიაფებას, მინიმალურ ცვლილებასაც ვერ ახდენს, რაც საბოლოო ჯამში, ადეკვატურ გავლენას მისსავე რეიტინგზე მოახდენს.

თუმცა, საწვავის კომპანიები თავის მართლებას ყოველთვის ახერხებენ და არც ახლა უჭირთ, რომ საწვავის გაიაფების მიზეზად აგვისტოში დაფიქსირებული ფასები დაასახელონ.

ამ ეტაპზე საწვავი 5-10 თეთრის ფარგლებშია გაძვირებული. საფასო ცვლილება ამჯერადაც საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესების არაადეკვატურად მოხდა. 2013 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო ფასმა ბენზინზე შეადგინა 926 დოლარი/ტონაზე.

ქართულმა კომპანიებმა ფასის ზრდა 20 სექტემბრიდან დაიწყეს. გამონაკლისი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცირე სადგურებია, რომლებმაც საწვავის ფასები შეინარჩუნეს. 24 სექტემბრიდან "ლუკოილმა" საცალო ქსელში ყველა პროდუქტი 2-5 თეთრით გააძვირა. რაც შეეხება "სოკარს", ბენზინი აქ 5 თეთრით გაძვირდა, ხოლო დიზელის ფასმა 15 თეთრით დაიკლო.

წინა კვირაში კომპანია "გალფმა" საწვავი 7-10 თეთრით გააძვირა, ხოლო "ვისოლმა" მხოლოდ 5 თეთრით.

კომპანიების საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანია "გალფს" საწვავის ტარიფი თითქმის 4 თვეა არ შეუცვლია და ფასს სტაბილურად იჭერდა, თუმცა 20 სექტემბერს კომპანიამ ტარიფი ყველა ტიპის საწვავზე 7-10 თეთრით გაზარდა, გარდა დიზელისა და გაზისა.

კომპანია "გალფის" ქსელში ამჟამად, ბენზინი "რეგულარი" 2,05 ლარი, პრემიუმი - 2,17 ლარი, ევროდიზელი - 2,17 ლარი, ხოლო დიზელ ენერგი 2 ლარი ღირს.

ამჟამად "ვისოლის" ქსელში ბენზინი "რეგულარ ენერჯი" 2,05 ლარი, "ევრორეგულარი" - 2,10 ლარი, "პრემიუმი აპი" - 2,20 ლარი, "სუპერი აპი" - 2,25 ლარი ღირს. დიზელი აპის ფასი 2,20 ლარია.

შევეცადეთ, გაგვერკვია, რის საფუძველზე მოხდა საქართველოში საწვავის გაძვირება, როდესაც ბაზრის შედარებით პატარა მოთამაშეებისთვის ჯერჯერობით ფასები უცვლელია.

ნინო ჯიბლაძე, კომპანია "გალფის" გაყიდვის მენეჯერი ამბობს, რომ საწვავი ქსელში 5 თეთრით გააძვირეს, რაც წინა კვირას "პლატცზე" ფასის ზრდამ გამოიწვია (აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "პლატცზე" 9 სექტემბრიდან მოყოლებული ფასი პერმანენტულად იკლებს – რედ.), თუმცა ჯიბლაძე არ გამორიცხავს, ფასმა გეზი კლებისკენ აიღოს, თუ საერთაშორისო ბაზარზე კლების ტენდენცია შენარჩუნდება.

"რამდენიმე კვირის განმავლობაში ვცდილობდით ფასების "დაჭერას", მაგრამ ვერ მოხერხდა. კლების ტენდენცია უცხოურ ბაზარზე 7-8 დღის წინ დაფიქსირდა და მყისიერ გავლენას ადგილობრივ ბაზარზე ვერ მოახდენს. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, ფასსს შევამცირებთ. ნებისმიერი საფასო ცვლილება მომხმარებლის აქტიურობაზე აისახება და არც ერთი კომპანია არ არის დაინტერესებული, რომ საწვავი გააძვიროს", - ამბობს ნინო ჯიბლაძე.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს შავლეგ მიშველაძე, კომპანია "ლუკოილის" დირექტორის მოადგილე. მისი თქმით, აგვისტოში საწვავის იმპორტი მაღალ ფასში განხორციელდა, რამაც ფასებს ზრდისკენ უბიძგა. თუმცა, საერთაშორისო ტენდენციის შენარჩუნება კომპანიისთვის გახდება სტიმული, რომ ქსელში საწვავის გაიაფება შეძლოს.

იგივეს აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი, რომლის განმარტებითაც, აგვისტოში ბენზინზე ფასი, "პლატცის" მიხედვით, მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა და ცვლილებები ადგილობრივ ბაზარზეც გამოიწვია.

"აგვისტოს თვეში ბენზინის ფასი 1 ტონაზე 1020-1060 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. სირიის ამბების გამო, ბენზინი გაძვირდა. მარტო აგვისტოში საქართველოში 37 ათას ტონამდე იმპორტი განხორციელდა. ამ ფასების კალკულაციიდან გამომდინარე, ფასების კორექტირება მოხდა. ბოლო 10 დღეა, რაც კლების ტენდენციაა და მისი შენარჩუნების შემთხვევაში, ცხადია, აქაც აისახება და კომპანიები ბენზინის გაიაფებას შეძლებენ", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

ანალიტიკოსი ბექა კემულარია საფასო ცვლილებებს საწვავის ქართულ კომპანიებში მათი თვითნებური გადაწყვეტილებით ხსნის. მიზეზად კი მიიჩნევს უკონკურენტო გარემოს, რაც იმპორტიორებს ფასის განსაზღვრისას შეთანხმებული მოქმედების საშუალებას აძლევს.

"ყველა პირობაა იმისთვის, რომ დღეს საწვავი 20 თეთრით ნაკლები ღირდეს, კომპანიებს ამის მიღწევა თავისუფლად შეუძლიათ, მაგრამ ბრენდირებული კომპანიები ისევ მოქმედებენ კარტელური შეთანხმებებით და ძალიან შეხმატკბილებულადაც არიან. წინა წლებში არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ კომპანიებს საწვავი არჩევნების წინ გაეძვირებინოთ. წინასაარჩევნოდ ასეთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ მაშინაც, როცა "პლატცის" ფასი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ის დღესდღეობითაა. ახლა კი ბენზინი ძვირდება იმ ფონზე, როცა "პლატცის" ფასი იკლებს. ნავთობიმპორტიორებისთვის ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, რაც მათსავე საზიანოდ იმოქმედებს", - აცხადებს კემულარია.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" დაპირებამ, რომ შეძლებდა საწვავის გაიაფებას, ვერ გაამართლა. "წინასაარჩევნოდ საუბარი იყო იმაზეც, რომ ბაზარზე არის ოლიგოპოლიური მდგომარეობა, მაგრამ ოპერირებას ისევ ის კომპანიები აგრძელებენ. პასუხი მათთვის არავის მოუთხოვია. მიჭირს "ქართული ოცნების" დაპირებების ამ ნაწილზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ მან ეფექტური შედეგი ვერ მოიტანა.

ელემენტარულად, 1 წელი გადის ისე, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაც ვერ მოხერხდა. აშკარაა, რომ საწვავის ქართულ ბაზარზე არაა კონკურენტული გარემო, რაც კითხვებს ახალი ხელისუფლების მიმართაც აჩენს", - დასძენს კემულარია.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ