პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა ინაშვილი ეკა კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს "ობიექტივში" გადაცემებს სთავაზობს!
ირმა ინაშვილი ეკა კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს "ობიექტივში" გადაცემებს სთავაზობს!

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტებ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ობი­ექ­ტი­ვის" საქ­მე უკვე გა­ნი­ხი­ლეს. რო­გორ გას­ხვის­და "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ "ობი­ექ­ტი­ვის" სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი და რას ელო­დე­ბა დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის­გან მე­დი­ა­კავ­შირ "ობი­ექ­ტი­ვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი? - "ვერ­სი­ას" ირმა ინაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

- "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, 2004 წელს, მე­დი­ა­კავ­შირ "ობი­ექ­ტივს" კუთ­ვნი­ლი 35-ე დე­ცი­მეტ­რუ­ლი სიხ­ში­რე წა­არ­თვეს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ტე­ლე­კომ­პა­ნია თბი­ლი­სის მას­შტა­ბით მა­უ­წყებ­ლო­ბას შეძ­ლებ­და. მა­შინ არ­ხის პრო­დი­უ­სე­რი და მე­ნე­ჯე­რიც მე ვი­ყა­ვი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­ინ­ფორ­მა­ციო ტე­ლე­ვი­ზი­ის შექ­მნას ვცდი­ლობ­დი, თუმ­ცა "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ" ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი მი­ხე­ილ აგ­ლა­ძე მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში და­ი­ბა­რა და კო­მი­სი­ის მა­შინ­დელ­მა თავ­მჯდო­მა­რემ დი­მიტ­რი ქი­ტოშ­ვილ­მა პირ­და­პირ უთხრა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში კუთ­ვნი­ლი წილი უნდა და­ეთ­მო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ. ეს მუ­ქა­რა სა­სა­ცი­ლოდ ჟღერ­და, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შე­დე­გე­ბით, თუმ­ცა პი­რა­დად მე, თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, რა ძა­ლას­თან გვქონ­და საქ­მე.

- მი­ხე­ილ აგ­ლა­ძემ წილი ვის სა­სარ­გებ­ლოდ დათ­მო?

- მი­ხე­ილ აგ­ლა­ძე­ზე ზე­წო­ლამ ინ­ტენ­სი­უ­რი სახე მი­ი­ღო - პი­რა­დად დი­მიტ­რი ქი­ტოშ­ვი­ლი გვი­რე­კავ­და და გვე­მუქ­რე­ბო­და - პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნე­ბა­თო. ამ ფონ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, თავ­გან­წირ­ვას ყვე­ლას ვერ მოს­თხოვ და ვერც იმას ეტყვი, წილი არ დათ­მო და ცი­ხე­ში ჩა­ჯე­ქიო, ამი­ტომ გუნ­დის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­მოქ­მე­დეთ და იმ პი­როვ­ნე­ბას­თან შეხ­ვედ­რა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ­ლის­თვი­საც, დი­მიტ­რი ქი­ტოშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წილი უნდა გა­დაგ­ვე­ფორ­მე­ბი­ნა. ეს პი­როვ­ნე­ბა ახალ­გაზ­რდა სტო­მა­ტო­ლო­გი და­ვით კა­კა­უ­რი­ძე აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან შე­ხე­ბა არა­სო­დეს ჰქო­ნია. მას ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის 50%-იანი წილი გვი­ან ღამე გა­და­ვუ­ფორ­მეთ, თუმ­ცა სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი ჯერ კი­დევ ჩვენს ხელ­ში იყო. სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლა სწო­რედ ამ 1%-სთვის და­ი­წყო. იმის გამო, რომ მი­ხე­ილ აგ­ლა­ძე სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის გა­და­ცე­მა­ზე უარს ამ­ბობ­და, სახ­ლთან უც­ნო­ბი პი­რე­ბი დახ­ვდნენ და იმ­დე­ნად მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რომ დღეს ინ­ვა­ლი­დია. ეს იყო გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოგ­ვა­ყე­ნა.

- იცით, დი­მიტ­რი ქი­ტოშ­ვი­ლი ვისი დი­რექ­ტი­ვით მოქ­მე­დებ­და ამ ნაც­მოძ­რა­ო­ბას 2004 წელს, ჯერ კი­დევ ახ­ლად­შექ­მნი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის რა­ტომ ეში­ნო­და?

- ბუ­ნებ­რი­ვია, დი­რექ­ტი­ვა მა­ღა­ლი ეშე­ლო­ნე­ბი­დან მო­დი­ო­და, რად­გან კარ­გად იცოდ­ნენ, რომ ჩემს ხელ­ში ტე­ლე­ვი­ზია არ უნდა აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. ამის შემ­დეგ მი­ხე­ილ აგ­ლა­ძემ და ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ნარ­ჩენ­მა მე­სა­კუთ­რე­ებ­მა კა­კა­უ­რი­ძის სა­სარ­გებ­ლოდ 1%-იც დათ­მეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 35-ე დე­ცი­მეტ­რულ სიხ­ში­რე­ზე, რო­მელ­ზეც "ობი­ექ­ტი­ვი" მა­უ­წყებ­ლობ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზია გაჩ­ნდა – ტე­ლე­კომ­პა­ნია "ალა­ნია", რო­მე­ლიც სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ლე­გა­ლუ­რად, სა­გა­და­სა­ხა­დო რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე მა­უ­წყებ­ლობ­და და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ხელ­ფა­სე­ბის გა­ცე­მაც კი არ ფიქ­სირ­დე­ბო­და. მა­შინ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას ვკი­თხეთ, თუ რო­მელ სიხ­ში­რე­ზე მა­უ­წყებ­ლობ­და ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზია, პა­სუ­ხი კი მხო­ლოდ 2008 წელს გაგ­ვცეს და დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ "ალა­ნია" "ობი­ექ­ტი­ვის" სიხ­ში­რე­ზე გა­დი­ო­და. ყვე­ლა­ფერ ამის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ კა­კა­უ­რი­ძემ "ობი­ექ­ტი­ვის" წილი ვინ­მე ნო­დარ ჭარ­ხა­ლაშ­ვილს გა­და­უ­ფორ­მა, რო­მე­ლიც მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის ერთ-ერთი წევ­რის, სო­ფიო ბრი­ტან­ჩუ­კის მე­უღ­ლე იყო. თინა ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, როცა ჭარ­ხა­ლაშ­ვილ­მა წილი იჩუ­ქა, მისი მე­უღ­ლე მა­შინ კო­მი­სი­ის წევ­რი არ იყო, თუმ­ცა ეს ვი­თა­რე­ბას არ ცვლის, რად­გან კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, კო­მი­სი­ის წევ­რს ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლე­ვი­ზი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ უნდა უფიქ­სირ­დე­ბო­დეს. პრო­ცე­სი აქ არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა - მალე ნო­დარ ჭარ­ხა­ლაშ­ვილ­მა "ობი­ექ­ტი­ვის" წილი გუ­რამ გრი­გა­ლაშ­ვილს გა­და­უ­ფორ­მა.

- ანუ ამით კვა­ლის და­ფარ­ვა ხდე­ბო­და?

- რა თქმა უნდა,… გუ­რამ გრი­გა­ლაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ძებ­დი, მხო­ლოდ ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ვა­გე­ნი და სი­მარ­თლის თქმა სა­ჯა­როდ შევ­თა­ვა­ზე, თუმ­ცა უარი მი­თხრა. გუ­რამ გრი­გა­ლაშ­ვილ­მა ნო­დარ ჭარ­ხა­ლაშ­ვი­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი წილი 2008 წელს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა. მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ის სხდო­მას მა­შინ გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მელ­მაც მი­თხრა, დღეს ჩვენ ძლი­ე­რე­ბი ვართ და იმას გა­ვა­კე­თებთ, რაც გვინ­დაო.

- "ობი­ექ­ტი­ვის" სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი დღემ­დე სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­შია?

- 2008 წელს სა­ხელ­მწი­ფომ 35-ე სიხ­ში­რე ტე­ლე­კომ­პა­ნია "ალა­ნი­ას" გა­დას­ცა, რო­მე­ლიც მან­მა­დე ული­ცენ­ზი­ოდ მა­უ­წყებ­ლობ­და. ეს ტე­ლე­ვი­ზია კონ­ტრდაზ­ვერ­ვის მიერ იყო შექ­მნი­ლი, რომ­ლის უკან ამი­რან მეს­ხე­ლი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მარ­ჯვე­ნა ხელი იდგა. როცა მსგავს უსა­მარ­თლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ხმა­მაღ­ლა და­ვი­წყეთ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ალა­ნი­ას" სა­ხე­ლი გა­და­არ­ქვეს და "რე­გი­ონ-ტვ"- უწო­დეს, რო­მე­ლიც შემ­დეგ "პიკს" შე­უ­ერ­თეს.

- ფიქ­რობთ, პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის მიერ და­დე­ბუ­ლი დას­კვნის შემ­დეგ ლი­ცენ­ზია და­გიბ­რუნ­დე­ბათ ან საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი და­ის­ჯე­ბი­ან?

- ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, კო­მი­სი­ამ სა­მარ­თლი­ან დას­კვნა და­დოს და "ობი­ექ­ტი­ვის" მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ის­ტო­რი­ას დარ­ჩეს, რათა მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი მო­მა­ვალ­ში არც ერთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას არ შე­ექ­მნას. სხვა­თა შო­რის, პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი კო­მი­სია საკ­მა­ოდ კომ­პე­ტენ­ტუ­რად მუ­შა­ობს. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი თინა ხი­და­შე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ას სრუ­ლად ფლობს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ წარ­თმე­ულ ლი­ცენ­ზი­ას დაგ­ვიბ­რუ­ნე­ბენ ან სა­ხელ­მწი­ფო, სა­ნაც­ვლოდ, ახალ სიხ­ში­რეს მოგ­ვცემს, მაგ­რამ თინა ხი­და­შე­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის იმე­დი ნამ­დვი­ლად მაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი არა­სო­დეს მომ­წონ­და და არც მათ იდე­ო­ლო­გი­ეს ვი­ზი­ა­რებ.

მარ­თა­ლია, თინა ხი­და­შელ­მა სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ ამ საქ­მე­ზე გრი­გა­ლაშ­ვილს, ჭარ­ხა­ლაშ­ვილ­სა და კა­კა­უ­რი­ძეს და­ი­ბა­რე­ბენ, მაგ­რამ არ მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ვინ­მე და­ის­ჯე­ბა. მთა­ვა­რია, დო­კუ­მენ­ტი გვექ­ნე­ბა, რი­თიც სა­ელ­ჩო­ე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი შე­ი­ტყო­ბენ, რომ არხი ნამ­დვი­ლად წაგ­ვარ­თვეს.

- ირმა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორ ფიქ­რობთ, კო­ა­ლი­ცი­ის მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, მე­დია სა­ხე­ლი­სუფ­ლო ზე­წო­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ვით პა­ი­ჭა­ძი­სა და ეკა კვე­სი­ტა­ძის გა­და­ცე­მე­ბი არ მომ­წონ­და, მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის სა­კითხს ფა­ქი­ზად უნდა მო­ე­პყროს. მზად ვარ, ორი­ვე ჟურ­ნა­ლისტს "ობი­ექ­ტივ­ში" ეთე­რი და­ვუთ­მო, რად­გან კარ­გად ვიცი რა გან­ცდაა, როცა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, როცა "პირ­ვე­ლი არ­ხი­დან" გა­მოგ­ვყა­რეს, არა­ვის და­უ­ფა­სე­ბია ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, წარ­სუ­ლი და გა­მოც­დი­ლე­ბა, ამი­ტომ არ მინ­და, მეც იგი­ვე­ნა­ი­რად მო­ვიქ­ცე. შე­საძ­ლოა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს თა­ვი­სი გათ­ვლე­ბი და პო­ლი­ტი­კა აქვს, მაგ­რამ ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს "ობი­ექ­ტივ­ში" იმი­ტომ ვიწ­ვევ, რომ მათ არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე და­ე­ხუ­რათ.

- ამა­სო­ბა­ში, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ანა გო­მე­სი ექ­სტრე­მისტს გი­წო­დებთ და იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს თქვენს შე­ჩე­რე­ბას სთხოვს.

- ამას ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა აკე­თებს, რად­გან კარ­გად ვი­ცით, რომ ამ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­სავ­ლეთ­ში პო­ზი­ცი­ე­ბი წა­გე­ბუ­ლი აქვს. არ­გუ­მენ­ტი, რომ "ოც­ნე­ბის" პრი­ო­რი­ტე­ტი პი­არ­სა და ლო­ბის­ტებ­ში ფუ­ლის და­ხარ­ჯვა არ არის, გა­უ­მარ­თლებ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა, მით უმე­ტეს, იმ ფონ­ზე, როცა ცი­ხის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ევ­როს­ტურ­ქუტ­რებ­ში, ბრი­უ­სელ­ში, სტრაბ­სურ­გსა და ვა­შინგტონ­ში პო­ზი­ცი­ე­ბი მო­გე­ბუ­ლი გვქონ­და და აზრი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ იყო შეც­ვლი­ლი.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­სავ­ლეთ­ში პო­ზი­ცი­ე­ბი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ შეგ­ნე­ბუ­ლად დათ­მო?

- ალ­ბათ, არა... ეს უფრო იმით აიხ­სნე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა და­სავ­ლე­ლი კონ­გრეს­მე­ნის რე­კო­მენ­და­ცი­ებს უს­მენს. სხვა­თა შო­რის, როცა ანა გო­მე­სის გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მსგავ­სი პრე­ცენ­დენ­ტი, როცა დე­პუ­ტა­ტი უცხო ქვეყ­ნის ჟურ­ნა­ლისტს ექ­სტრე­მისტს უწო­დებს, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში არ მომ­ხდა­რა, ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ ეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის იდე­ო­ლო­გი­უ­რი ბომ­ბია, რო­მელ­ზეც საკ­მა­ოდ დიდ ფულს ხარ­ჯა­ვენ სა­ზღვარ­გა­რეთ რე­ი­ტინ­გუ­ლი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ანა გო­მესს ბრი­უ­სელ­ში, ლი­სა­ბონ­სა და სტრას­ბურ­გში აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ჩივ­ლებთ, რომ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­და­ა­მოწ­მა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა. მის­გან, ბო­დი­შის მოხ­დას­თან ერ­თად, ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ა­საც მო­ვი­თხოვ, რად­გან მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა პირ­და­პი­რი სიგ­ნა­ლია, რომ ჩვენს არხზე რეკ­ლა­მა არა­ვინ მო­ი­ტა­ნოს... ამი­ტომ ეს ფუ­ლა­დი ზა­რა­ლი გო­მეს­მა უნდა აგ­ვი­ნა­ზღა­უ­როს!

რუ­სუ­დან შე­ლია

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ირმა ინაშვილი ეკა კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს "ობიექტივში" გადაცემებს სთავაზობს!

ირმა ინაშვილი ეკა კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს "ობიექტივში" გადაცემებს სთავაზობს!

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ტელეკომპანია "ობიექტივის" საქმე უკვე განიხილეს. როგორ გასხვისდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ "ობიექტივის" საკონტროლო პაკეტი და რას ელოდება დროებითი კომისიისგან მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი? - "ვერსიას" ირმა ინაშვილი ესაუბრა.

- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წელს, მედიაკავშირ "ობიექტივს" კუთვნილი 35-ე დეციმეტრული სიხშირე წაართვეს, რომლის საშუალებითაც ტელეკომპანია თბილისის მასშტაბით მაუწყებლობას შეძლებდა. მაშინ არხის პროდიუსერი და მენეჯერიც მე ვიყავი და საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტელევიზიის შექმნას ვცდილობდი, თუმცა "ვარდების ხელისუფლებამ" ტელეკომპანიის დირექტორი მიხეილ აგლაძე მარეგულირებელ კომისიაში დაიბარა და კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ დიმიტრი ქიტოშვილმა პირდაპირ უთხრა, რომ ტელევიზიაში კუთვნილი წილი უნდა დაეთმო, წინააღმდეგ შემთხვევაში, არხის თანამშრომლებს დააპატიმრებდნენ. ეს მუქარა სასაცილოდ ჟღერდა, რადგან საზოგადოება ჯერ კიდევ აღფრთოვანებული იყო "ვარდების რევოლუციის" შედეგებით, თუმცა პირადად მე, თავიდანვე ვიცოდი, რა ძალასთან გვქონდა საქმე.

- მიხეილ აგლაძემ წილი ვის სასარგებლოდ დათმო?

- მიხეილ აგლაძეზე ზეწოლამ ინტენსიური სახე მიიღო - პირადად დიმიტრი ქიტოშვილი გვირეკავდა და გვემუქრებოდა - პრობლემები შეგექმნებათო. ამ ფონზე, ბუნებრივია, თავგანწირვას ყველას ვერ მოსთხოვ და ვერც იმას ეტყვი, წილი არ დათმო და ციხეში ჩაჯექიო, ამიტომ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ და იმ პიროვნებასთან შეხვედრა გადავწყვიტეთ, რომლისთვისაც, დიმიტრი ქიტოშვილის მოთხოვნით, ტელეკომპანიის წილი უნდა გადაგვეფორმებინა. ეს პიროვნება ახალგაზრდა სტომატოლოგი დავით კაკაურიძე აღმოჩნდა, რომელსაც ტელევიზიასთან შეხება არასოდეს ჰქონია. მას ტელეკომპანიის 50%-იანი წილი გვიან ღამე გადავუფორმეთ, თუმცა საკონტროლო პაკეტი ჯერ კიდევ ჩვენს ხელში იყო. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სწორედ ამ 1%-სთვის დაიწყო. იმის გამო, რომ მიხეილ აგლაძე საკონტროლო პაკეტის გადაცემაზე უარს ამბობდა, სახლთან უცნობი პირები დახვდნენ და იმდენად მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რომ დღეს ინვალიდია. ეს იყო გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ მოგვაყენა.

- იცით, დიმიტრი ქიტოშვილი ვისი დირექტივით მოქმედებდა ამ ნაცმოძრაობას 2004 წელს, ჯერ კიდევ ახლადშექმნილი ტელევიზიის რატომ ეშინოდა?

- ბუნებრივია, დირექტივა მაღალი ეშელონებიდან მოდიოდა, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ჩემს ხელში ტელევიზია არ უნდა აღმოჩენილიყო. ამის შემდეგ მიხეილ აგლაძემ და ტელევიზიის დანარჩენმა მესაკუთრეებმა კაკაურიძის სასარგებლოდ 1%-იც დათმეს. მოგვიანებით, 35-ე დეციმეტრულ სიხშირეზე, რომელზეც "ობიექტივი" მაუწყებლობდა, მოულოდნელად, ახალი ტელევიზია გაჩნდა – ტელეკომპანია "ალანია", რომელიც სამი წლის განმავლობაში აბსოლუტურად არალეგალურად, საგადასახადო რეგისტრაციის გარეშე მაუწყებლობდა და თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემაც კი არ ფიქსირდებოდა. მაშინ მარეგულირებელ კომისიას ვკითხეთ, თუ რომელ სიხშირეზე მაუწყებლობდა ახალი ტელევიზია, პასუხი კი მხოლოდ 2008 წელს გაგვცეს და დაგვიდასტურეს, რომ "ალანია" "ობიექტივის" სიხშირეზე გადიოდა. ყველაფერ ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კაკაურიძემ "ობიექტივის" წილი ვინმე ნოდარ ჭარხალაშვილს გადაუფორმა, რომელიც მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი წევრის, სოფიო ბრიტანჩუკის მეუღლე იყო. თინა ხიდაშელის განცხადებით, როცა ჭარხალაშვილმა წილი იჩუქა, მისი მეუღლე მაშინ კომისიის წევრი არ იყო, თუმცა ეს ვითარებას არ ცვლის, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, კომისიის წევრს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტელევიზიის მიმართ ინტერესი არ უნდა უფიქსირდებოდეს. პროცესი აქ არ გაჩერებულა - მალე ნოდარ ჭარხალაშვილმა "ობიექტივის" წილი გურამ გრიგალაშვილს გადაუფორმა.

- ანუ ამით კვალის დაფარვა ხდებოდა?

- რა თქმა უნდა,… გურამ გრიგალაშვილს რამდენიმე წლის განმავლობაში ვეძებდი, მხოლოდ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მივაგენი და სიმართლის თქმა საჯაროდ შევთავაზე, თუმცა უარი მითხრა. გურამ გრიგალაშვილმა ნოდარ ჭარხალაშვილისგან მიღებული წილი 2008 წელს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა. მარეგულირებელ კომისიის სხდომას მაშინ გიორგი არველაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მითხრა, დღეს ჩვენ ძლიერები ვართ და იმას გავაკეთებთ, რაც გვინდაო.

- "ობიექტივის" საკონტროლო პაკეტი დღემდე სახელმწიფოს ხელშია?

- 2008 წელს სახელმწიფომ 35-ე სიხშირე ტელეკომპანია "ალანიას" გადასცა, რომელიც მანმადე ულიცენზიოდ მაუწყებლობდა. ეს ტელევიზია კონტრდაზვერვის მიერ იყო შექმნილი, რომლის უკან ამირან მესხელი, ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი იდგა. როცა მსგავს უსამართლობაზე საუბარი ხმამაღლა დავიწყეთ, ტელეკომპანია "ალანიას" სახელი გადაარქვეს და "რეგიონ-ტვ"- უწოდეს, რომელიც შემდეგ "პიკს" შეუერთეს.

- ფიქრობთ, პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ დადებული დასკვნის შემდეგ ლიცენზია დაგიბრუნდებათ ან საქმეში მონაწილე პირები დაისჯებიან?

- ჩვენი მთავარი მიზანია, კომისიამ სამართლიან დასკვნა დადოს და "ობიექტივის" მიმართ ჩადენილი დანაშაული ისტორიას დარჩეს, რათა მსგავსი პრობლემები მომავალში არც ერთ ტელეკომპანიას არ შეექმნას. სხვათა შორის, პარლამენტის დროებითი კომისია საკმაოდ კომპეტენტურად მუშაობს. მისი ხელმძღვანელი თინა ხიდაშელიც ინფორმაციას სრულად ფლობს. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს მოლოდინი, რომ წართმეულ ლიცენზიას დაგვიბრუნებენ ან სახელმწიფო, სანაცვლოდ, ახალ სიხშირეს მოგვცემს, მაგრამ თინა ხიდაშელის პროფესიონალიზმის იმედი ნამდვილად მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები არასოდეს მომწონდა და არც მათ იდეოლოგიეს ვიზიარებ.

მართალია, თინა ხიდაშელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ საქმეზე გრიგალაშვილს, ჭარხალაშვილსა და კაკაურიძეს დაიბარებენ, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ ვინმე დაისჯება. მთავარია, დოკუმენტი გვექნება, რითიც საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები შეიტყობენ, რომ არხი ნამდვილად წაგვართვეს.

- ირმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, კოალიციის მმართველობის პირობებში, მედია სახელისუფლო ზეწოლისგან გათავისუფლდა?

- მიუხედავად იმისა, რომ დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის გადაცემები არ მომწონდა, მიმაჩნია, რომ ყველა ხელისუფლება ჟურნალისტებისთვის გადაცემის დახურვის საკითხს ფაქიზად უნდა მოეპყროს. მზად ვარ, ორივე ჟურნალისტს "ობიექტივში" ეთერი დავუთმო, რადგან კარგად ვიცი რა განცდაა, როცა ტელევიზიიდან გათავისუფლებენ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როცა "პირველი არხიდან" გამოგვყარეს, არავის დაუფასებია ჩვენი პროფესიონალიზმი, წარსული და გამოცდილება, ამიტომ არ მინდა, მეც იგივენაირად მოვიქცე. შესაძლოა, საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი გათვლები და პოლიტიკა აქვს, მაგრამ ამ ჟურნალისტებს "ობიექტივში" იმიტომ ვიწვევ, რომ მათ არსებული სივრცე დაეხურათ.

- ამასობაში, ევროპარლამენტარი ანა გომესი ექსტრემისტს გიწოდებთ და იუსტიციის მინისტრს თქვენს შეჩერებას სთხოვს.

- ამას ნაციონალური მოძრაობა აკეთებს, რადგან კარგად ვიცით, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას დასავლეთში პოზიციები წაგებული აქვს. არგუმენტი, რომ "ოცნების" პრიორიტეტი პიარსა და ლობისტებში ფულის დახარჯვა არ არის, გაუმართლებლად მეჩვენება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ციხის კადრების გავრცელების შემდეგ ევროსტურქუტრებში, ბრიუსელში, სტრაბსურგსა და ვაშინგტონში პოზიციები მოგებული გვქონდა და აზრი ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ იყო შეცვლილი.

- ხელისუფლებამ დასავლეთში პოზიციები ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ შეგნებულად დათმო?

- ალბათ, არა... ეს უფრო იმით აიხსნება, რომ ხელისუფლება სხვადასხვა დასავლელი კონგრესმენის რეკომენდაციებს უსმენს. სხვათა შორის, როცა ანა გომესის განცხადების შესახებ შევიტყვე, აღმოვაჩინე, რომ მსგავსი პრეცენდენტი, როცა დეპუტატი უცხო ქვეყნის ჟურნალისტს ექსტრემისტს უწოდებს, ევროპარლამენტში არ მომხდარა, ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიური ბომბია, რომელზეც საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავენ საზღვარგარეთ რეიტინგული ოპონენტების წინააღმდეგ. ანა გომესს ბრიუსელში, ლისაბონსა და სტრასბურგში აუცილებლად ვუჩივლებთ, რომ ინფორმაცია არ გადაამოწმა და შეურაცხყოფა მომაყენა. მისგან, ბოდიშის მოხდასთან ერთად, ფულად კომპენსაციასაც მოვითხოვ, რადგან მსგავსი განცხადება პირდაპირი სიგნალია, რომ ჩვენს არხზე რეკლამა არავინ მოიტანოს... ამიტომ ეს ფულადი ზარალი გომესმა უნდა აგვინაზღაუროს!

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"