მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის მსოფლიო თინეიჯერის" პირადი ცხოვრება
"მის მსოფლიო თინეიჯერის" პირადი ცხოვრება

სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რი­ნის" მო­დე­ლი - თამ­თა ქენ­ქა­ძე "მის მსოფ­ლიო თი­ნე­ი­ჯე­რი" გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მო­დე­ლო წარ­მა­ტე­ბი­სა, ამ­ბობს, რომ მო­დე­ლო­ბა მის­თვის მხო­ლოდ ჰო­ბია, პრო­ფე­სი­ად კი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა აქვს არ­ჩე­უ­ლი...

- კონ­კურ­სი - "მის სა­ქარ­თვე­ლო თი­ნე­ი­ჯე­რი" გრი­გო­ლეთ­ში ჩა­ტარ­და და ამ კონ­კურ­სზე "მისი" გავ­ხდი, შემ­დეგ კი ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვილ­თან (სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რი­ნის" ხელ­მძღვა­ნე­ლი. - ავტ.) ერ­თად პა­ნა­მა­ში გა­ვემ­გზავ­რე, სა­დაც "მის მსოფ­ლიო თი­ნე­ი­ჯე­რი" უნდა აერ­ჩი­ათ. ძა­ლი­ან დამ­ქან­ცვე­ლი დღის რე­ჟი­მი გვქონ­და: სას­ტუმ­რო­დან დი­ლით გა­სუ­ლე­ბი, უკან ღა­მის 12 სა­ათ­ზე ვბრუნ­დე­ბო­დით. და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით ჩვე­ნე­ბე­ბით, გა­და­ღე­ბე­ბით, ქვეყ­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით. სა­ბო­ლო­ოდ, გა­მარ­ჯვე­ბა მხვდა წი­ლად და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მო­დელ თი­ნე­ი­ჯე­რად და­მა­სა­ხე­ლეს.

- ამ­ბობ, რომ მო­დე­ლო­ბა შენი ჰო­ბია, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა კი - პრო­ფე­სია. ორი­ვე მათ­გა­ნი ძა­ლი­ან ბევრ დრო­სა და ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს. ჰოდა, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია ამ ორი საქ­მის შე­თავ­სე­ბა?

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ. "მე-9 არხზე" სტა­ჟი­ო­რად ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ არ­ხის და­ხურ­ვის შემ­დეგ, გა­რეთ დავ­რჩი... სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დე­ლო­ბა არა საქ­მი­ა­ნო­ბად, არა­მედ გარ­თო­ბად, ჰო­ბად მი­იჩ­ნე­ვა. პი­რა­დად მე, 25 წლამ­დე ამ საქ­მეს არ შე­ვეშ­ვე­ბი, ამ ასა­კის მო­დელ­მა კი წე­სით, კა­რი­ე­რა უნდა და­ას­რუ­ლოს. ასე რომ, მო­მა­ვალ­ში ჩემი მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა იქ­ნე­ბა.

- რო­გორც მო­დელს, სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან თუ გაქვს რა­ი­მე?

- იტა­ლი­ი­დან გვაქვს მიწ­ვე­ვა, სა­დაც კონ­კურ­სი უნდა გა­ი­მარ­თოს. ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტო ბევრ ლი­ცენ­ზი­ას ფლობს და ვფიქ­რობ, ამ კონ­კურ­სებ­ში ეტა­პობ­რი­ვად მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ი­ნიშ­ნე...

- ეს ამ­ბა­ვი მეც გა­ვი­გე ერთი უც­ნა­უ­რი სტა­ტი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით... 4 წე­ლია, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავს და მსგავ­სი რამ არას­დროს არა­ვის უთ­ქვამს, მაგ­რამ ახლა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ერ­თად დაგ­ვი­ნა­ხეს და იფიქ­რეს, რომ გავ­თხოვ­დი... გა­თხო­ვე­ბა რომც მინ­დო­დეს, ამ ნა­ბიჯს ვერ გა­დავ­დგამ, კონ­ტრაქტს ვერ და­ვარ­ღვევ.

- შენი რჩე­უ­ლის შე­სა­ხებ რას გვე­ტყვი?

- სა­ერ­თოდ, ამ თე­მა­ზე არ ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ გა­გიმ­ხელთ, რომ ჩემი რჩე­უ­ლი მო­მა­ვა­ლი იუ­რის­ტია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია. გრძნო­ბე­ბი ორი­ვეს კარ­გად გარ­კვე­უ­ლი და და­ლა­გე­ბუ­ლი გვაქვს.

- დე­დი­სერ­თა ხარ. ამ­ბო­ბენ, რომ დე­დი­სერ­თე­ბი ეგო­იზმს ხში­რად ამ­ჟღავ­ნე­ბენ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) მეც სა­ში­ნე­ლი ეგო­ის­ტი და ეჭ­ვი­ა­ნი ვარ. ჩემი მშობ­ლე­ბი სხვას თუ მი­ე­ფე­რე­ბი­ან, მათ­ზე მთე­ლი დღე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი (იცი­ნის). ისე, რომ არა ჩემი მშობ­ლე­ბი, ამ­დენს ვერ მი­ვაღ­წევ­დი. ხში­რად გო­გო­ნებს მა­მე­ბი მო­დე­ლო­ბას უშ­ლი­ან, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში კი პი­რი­ქით მოხ­და - მამა მგულ­შე­მატ­კივ­რობს, ყვე­ლა კონ­კურ­სზე და­დის. მჯე­რა, თუ ადა­მი­ანს ოჯა­ხი მხარს და­უ­ჭერს, მის­თვის და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა ბევ­რად ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა...

- ალ­ბათ, სამ­ყა­რო! სა­ლო­ნის ხში­რი სტუ­მა­რი ხარ, არა?

- არა, თავს ოჯა­ხურ პი­რო­ბებ­შიც მშვე­ნივ­რად ვუვ­ლი. ზო­გა­დად, სი­სა­და­ვე მიყ­ვარს. ყო­ველ­დღი­უ­რად "მაღ­ლებ­ზე" სი­ა­რუ­ლი და გა­მომ­წვე­ვი ჩაც­მუ­ლო­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ვფიქ­რობ, ქალი რაც უფრო ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მით უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლია.

- და­ბო­ლოს, რას ფიქ­რობ მო­დელ ბი­ჭებ­ზე?

- ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მო­დე­ლი არა­სო­დეს იქ­ნე­ბა! სა­ა­გენ­ტო­ში გვყავს მო­დე­ლი ბი­ჭე­ბი და მათ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, მაგ­რამ ისი­ნი ჩემ­თვის მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი არი­ან. ბიჭი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი თა­ვის მოვ­ლა­ზე უფრო მეტს ფიქ­რობს, ვიდ­რე საყ­ვა­რელ ქალ­ზე, ჩემ­თვის სა­ოც­ნე­ბო პი­როვ­ნე­ბა ვე­რას­დროს გახ­დე­ბა...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"მის მსოფლიო თინეიჯერის" პირადი ცხოვრება

"მის მსოფლიო თინეიჯერის" პირადი ცხოვრება

სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელი - თამთა ქენქაძე "მის მსოფლიო თინეიჯერი" გახდა. მიუხედავად მნიშვნელოვანი სამოდელო წარმატებისა, ამბობს, რომ მოდელობა მისთვის მხოლოდ ჰობია, პროფესიად კი ჟურნალისტიკა აქვს არჩეული...

- კონკურსი - "მის საქართველო თინეიჯერი" გრიგოლეთში ჩატარდა და ამ კონკურსზე "მისი" გავხდი, შემდეგ კი ეკა მგალობლიშვილთან (სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი. - ავტ.) ერთად პანამაში გავემგზავრე, სადაც "მის მსოფლიო თინეიჯერი" უნდა აერჩიათ. ძალიან დამქანცველი დღის რეჟიმი გვქონდა: სასტუმროდან დილით გასულები, უკან ღამის 12 საათზე ვბრუნდებოდით. დაკავებული ვიყავით ჩვენებებით, გადაღებებით, ქვეყნის დათვალიერებით. საბოლოოდ, გამარჯვება მხვდა წილად და მსოფლიოს საუკეთესო მოდელ თინეიჯერად დამასახელეს.

- ამბობ, რომ მოდელობა შენი ჰობია, ჟურნალისტიკა კი - პროფესია. ორივე მათგანი ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ჰოდა, როგორ წარმოგიდგენია ამ ორი საქმის შეთავსება?

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ. "მე-9 არხზე" სტაჟიორად ვმუშაობდი, მაგრამ არხის დახურვის შემდეგ, გარეთ დავრჩი... საერთოდ, საქართველოში მოდელობა არა საქმიანობად, არამედ გართობად, ჰობად მიიჩნევა. პირადად მე, 25 წლამდე ამ საქმეს არ შევეშვები, ამ ასაკის მოდელმა კი წესით, კარიერა უნდა დაასრულოს. ასე რომ, მომავალში ჩემი მთავარი საქმიანობა მხოლოდ ჟურნალისტიკა იქნება.

- როგორც მოდელს, საზღვარგარეთიდან თუ გაქვს რაიმე?

- იტალიიდან გვაქვს მიწვევა, სადაც კონკურსი უნდა გაიმართოს. ჩვენი სააგენტო ბევრ ლიცენზიას ფლობს და ვფიქრობ, ამ კონკურსებში ეტაპობრივად მივიღებ მონაწილეობას.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაინიშნე...

- ეს ამბავი მეც გავიგე ერთი უცნაური სტატიის საშუალებით... 4 წელია, შეყვარებული მყავს და მსგავსი რამ არასდროს არავის უთქვამს, მაგრამ ახლა პრესკონფერენციაზე ერთად დაგვინახეს და იფიქრეს, რომ გავთხოვდი... გათხოვება რომც მინდოდეს, ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამ, კონტრაქტს ვერ დავარღვევ.

- შენი რჩეულის შესახებ რას გვეტყვი?

- საერთოდ, ამ თემაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ გაგიმხელთ, რომ ჩემი რჩეული მომავალი იურისტია. ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულია. გრძნობები ორივეს კარგად გარკვეული და დალაგებული გვაქვს.

- დედისერთა ხარ. ამბობენ, რომ დედისერთები ეგოიზმს ხშირად ამჟღავნებენ...

- (მაწყვეტინებს) მეც საშინელი ეგოისტი და ეჭვიანი ვარ. ჩემი მშობლები სხვას თუ მიეფერებიან, მათზე მთელი დღე გაბრაზებული ვიქნები (იცინის). ისე, რომ არა ჩემი მშობლები, ამდენს ვერ მივაღწევდი. ხშირად გოგონებს მამები მოდელობას უშლიან, ჩემს შემთხვევაში კი პირიქით მოხდა - მამა მგულშემატკივრობს, ყველა კონკურსზე დადის. მჯერა, თუ ადამიანს ოჯახი მხარს დაუჭერს, მისთვის დასახული მიზნის მიღწევა ბევრად ადვილი იქნება...

- ალბათ, სამყარო! სალონის ხშირი სტუმარი ხარ, არა?

- არა, თავს ოჯახურ პირობებშიც მშვენივრად ვუვლი. ზოგადად, სისადავე მიყვარს. ყოველდღიურად "მაღლებზე" სიარული და გამომწვევი ჩაცმულობა ჩემთვის მიუღებელია. ვფიქრობ, ქალი რაც უფრო ბუნებრივად გამოიყურება, მით უფრო მომხიბვლელია.

- დაბოლოს, რას ფიქრობ მოდელ ბიჭებზე?

- ჩემი შეყვარებული მოდელი არასოდეს იქნება! სააგენტოში გვყავს მოდელი ბიჭები და მათთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ისინი ჩემთვის მხოლოდ მეგობრები არიან. ბიჭი, რომელიც საკუთარი თავის მოვლაზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე საყვარელ ქალზე, ჩემთვის საოცნებო პიროვნება ვერასდროს გახდება...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"