სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცვლილებები სოციალური მომსახურების ახალ პროგრამაში
ცვლილებები სოციალური მომსახურების ახალ პროგრამაში

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და გა­ე­როს ბავ­შვთა ფონდს (UNICEF) შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის შე­დე­გად, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და. ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს იმას, რომ ქუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის დროს უფრო ობი­ექ­ტუ­რად შე­ფას­დეს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

კერ­ძოდ, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი ცვლი­ლე­ბა და რა უპი­რა­ტე­სო­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი, თქვენს კი­თხვებს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნოე ქინ­ქლა­ძე პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი

ლანა:

გთხოვთ გან­მარ­ტოთ, რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და გა­ე­როს ბავ­შვთა ფონდს (UNICEF) შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი?

-აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი ით­ვა­ლის­წი­ნებს არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის ტრანსფორ­მა­ცი­ას, იმ აზ­რით რომ რაც შე­იძ­ლე­ბა უფრო მკვეთ­რად იყოს ასა­ხუ­ლი ბავ­შვთა მო­თხოვ­ნე­ბი ჩვენს ფორ­მუ­ლა­ში. გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დი (UNISEF) თვლის, რომ ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა, მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე- ბავ­შვებ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ მუ­შავ­დე­ბა ახა­ლი ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად ასა­ხავს ბავ­შვთა მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს. ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ისეთ ოჯა­ხებ­ზე სა­დაც უმე­ტე­სად იქ­ნე­ბი­ან ბავ­შვე­ბი, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებ­ზე და ა.შ. ეს არის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი ამ მე­მო­რან­დუ­მით საქ­მი­ა­ნო­ბის და ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ წლის ბო­ლოს­თვის გვექ­ნე­ბა უკვე სუ­რა­თი, ისე­თი რო­მელ­საც წარ­ვუდ­გენთ უკვე მთავ­რო­ბას.

2) რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ტარ­დეს ქუ­ჩის ბავ­შვე­ბის მი­მართ? (ანუ, ისი­ნი ჩა­ი­რი­ცხე­ბი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ა­ში, რომ­ლი­თაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან? დახ­მა­რე­ბა იგი­ვე იქ­ნე­ბა მათ­თვის?

-ეს არის მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ გვეხ­მა­რე­ბი­ან უცხო­ე­ლი დო­ნო­რე­ბი, კერ­ძოდ, ევ­რო­კავ­შირ­მა გა­მო­ყო გრან­ტი 750 000 ევ­როს მო­ცუ­ლო­ბით, რო­მე­ლიც ქუ­ჩის ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას მოხ­მარ­დე­ბა. რა თქმა უნდა ეს თან­ხა მთლი­ა­ნად ვერ გა­დაჭ­რის ამ პრობ­ლე­მას, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოც და­ხარ­ჯავს თან­ხებს. მი­მარ­თუ­ლე­ბა ისე­თია, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე მოხ­დეს ამ ბავ­შვე­ბის რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, ეს ბავ­შვე­ბი და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ცხოვ­რე­ბით და გა­ვუ­ჩი­ნოთ ინ­ტე­რე­სი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­იძ­ლე­ბა იყოს ხე­ლოვ­ნე­ბა, მათი პრო­ფე­სი­ო­უ­ლი სწავ­ლე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­სათ­ვის, რომ მო­ემ­ზა­დონ და­საქ­მე­ბის­თვის. დღე­ი­სათ­ვის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს თბი­ლის­ში და მათ­თვის შექ­მნი­ლია დღის ცენ­ტრე­ბიც, სა­დაც მათ კონ­ტაქ­ტი ექ­ნე­ბათ ფსი­ქო­ლო­გებ­თან, სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებ­თან. ჩვენ ვფიქ­რობთ ამ პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბას და უკვე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქუ­თა­ის­ში შე­იქ­მნე­ბა დღის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც ისევ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ბავ­შვებს. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მა­ინც ის არის, რომ ბავ­შვე­ბი კონ­ტაქ­ტში შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის გზებს ვე­ძებთ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გმუ­ლი არ არის.

დალი:

აქვს თუ არა სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბის­თვის, არის თუ არა პენ­სია ბავ­შვე­ბის­თვის და რა სა­ხის დახ­მა­რე­ბე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს პროგ­რა­მა?

-სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბი­სათ­ვის ცალ­კე პროგ­რა­მა არ გა­აჩ­ნია. თუ ეს ადა­მი­ა­ნი არის მარ­ტო­ხე­ლა დედა და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, მა­შინ მან უნდა მი­მარ­თოს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და მი­ი­ღებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პა­კეტს. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბას, მე უკვე ვთქვი და გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ზუს­ტად ამა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი ქვე­ყა­ნა­ში და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჩვენ UNIშEF- თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ. დღს ბავ­შვე­ბის სა­პენ­სიო დახ­მა­რე­ბა არის მხო­ლოდ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი,არის კიდე ზო­გა­დი რე­გუ­ლი­რე­ბის წესი, სა­დაც მარ­ტო­ხე­ლა დე­დას ყავს ბავ­შვე­ბი და თუ ისი­ნი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მა­შინ უნდა მი­მარ­თონ სა­ა­გენ­ტოს, და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­სით მი­ი­ღე­ბენ დახ­მა­რე­ბას.

ქე­თე­ვა­ნი:

მო­აგ­ვა­რა თუ არა თქვენ­მა უწყე­ბამ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში უკა­ნო­ნოდ აღ­რი­ცხუ­ლი პი­რე­ბის პრობ­ლე­მა და რამ­დე­ნი გა­მო­ავ­ლი­ნეთ ასე­თი?

-ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. თქვენ იცით, რომ ბა­ზა­ში იყო ძა­ლი­ან ბევ­რი ოჯა­ხი, რო­მელ­საც ქონ­და მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, შემ­დეგ უკვე რაც და­ვა­ფიქ­სი­რეთ ბა­ზი­დან ამო­ვი­და. გვქონ­და შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მე­წარ­მე­ე­ბი იყ­ვნენ ბა­ზა­ში და ესეც გა­მო­ვავ­ლი­ნეთ და და­ახ­ლო­ე­ბით 1400 ოჯახს შე­ე­ხო ეს. ისი­ნი დღეს ბა­ზა­ში აღარ არი­ან. ჩვენ დღეს ვმუ­შა­ობთ იმი­სათ­ვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ობი­ექ­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გვქონ­დეს. ჩვენ ყო­ველ­თვი­უ­რად ვი­ღებთ მო­ნა­ცე­მებს ოჯა­ხე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ, გვაქვს კავ­ში­რი შსს- სთან, სა­ზღვრის კვე­თას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ დამ­ხმა­რე­ბის მიმ­ღე­ბი არ იყოს ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს. ასე­ვე შსს-სთან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, რათა და­ვა­ფიქ­სი­როთ აქვს თუ არა ოჯახს მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა - მან­ქა­ნე­ბი და ა.შ. ეხლა ვმუ­შა­ობთ სა­ჯა­რო რე­ესტრთან, გვინ­და რომ ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­დონ, აქვთ თუ არა ბა­ზა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს ქო­ნე­ბა.

მაია ბუ­ლა­უ­რი:

მა­ინ­ტე­რე­სებს თუ იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უსახ­ლკა­რო სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის გა­მო­ყო­ფა.

-უსახ­ლკა­რო ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის გა­მო­ყო­ფა არის ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით. მა­გა­ლი­თად თბი­ლის­ში ასეთ ოჯა­ხებს ფარ­თი მე­რი­ამ უნდა გა­მო­უ­ყოს. სხვა ქა­ლა­ქებ­ში კი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­მა. ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ხა­თუ­ნა და­ლა­ქიშ­ვი­ლი:

გთხოვთ გან­მი­მარ­ტოთ, ერთ მი­სა­მარ­თზე ცხოვ­რობს სამო ოჯა­ხი: დედ-მამა და ორი ვაჟი თა­ვი­სი ოჯა­ხე­ბით, ერთი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი, ხოლო მე­ო­რე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, ოჯა­ხე­ბი 30 წე­ლი­წა­დია ცალ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ, (კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებს იხ­დი­ან ცალ-ცალ­კე). მშობ­ლე­ბი 80 წელს მი­ტა­ნე­ბულ­ნი არი­ან და მა­მას აქვს პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა.(თვე­ში ესა­ჭი­რო­ე­ბა 168 ლა­რის წამ­ლე­ბი,რომ­ლის შე­ჩე­რე­ბა არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა)უახ­ლო­ე­სი 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ოჯახ­ში არ არის შე­ძე­ნი­ლი ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ნივ­თი.2008 წლამ­დე ოჯა­ხი იღებ­და დახ­მა­რე­ბას ,მაგ­რამ შემ­დეგ შე­უ­წყვი­ტეს, რა­ტომ გა­ზარ­და სოც­მუ­შაკ­მა ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა პა­სუხს არა­ვინ გვცემს. სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო სამ­სა­ხუ­რი არა­ერ­თი შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ კვლავ აცხა­დებს, რომ ოჯა­ხი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ყო­ფი­ლია. ვის მივ­მარ­თოთ?

-თუ ად­გილ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლის მუ­შა­ო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან, შე­უძ­ლი­ათ მოგ­ვმარ­თონ უშუ­ა­ლოდ ცენ­ტრა­ლურ ოფისს და კი­დევ და­მა­ტე­ბით შე­ვის­წავ­ლით ამ სა­კითხს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ არა­ფე­რი არ შე­უ­ძე­ნია და 2008 წელს ქონ­და დახ­მა­რე­ბა და ეხლა არ აქვს, ამა­ზე მინ­და გი­თხრათ, რომ შე­საძ­ლოა რა­ღა­ცე­ე­ბი შე­იც­ვა­ლა ოჯახ­ში. ამი­ტომ თუ უკ­მა­ყო­ფი­ლოა ად­გი­ლობ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლის მუ­შა­ო­ბით, ჩვენ მოგ­ვმარ­თოს და ვნა­ხავთ თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი რა­ი­მე ტი­პის ცვლი­ლე­ბა. მაგ­რამ ზო­გა­დად ოჯა­ხის ხე­ლოვ­ნურ და­ყო­ფებს ძა­ლი­ან ხში­რად აქვს ად­გი­ლი. კეთ­დე­ბა ისე, რომ ოჯახ­ში ცალ­კე მრი­ცხვე­ლი ყენ­დე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტი­უ­რად ერთი ოჯა­ხია. პრინ­ცი­პი ამ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ის არის, რომ ოჯა­ხი ერ­თად უნდა გა­ნი­ხი­ლო და სწო­რედ ამის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა მოხ­დეს შე­ფა­სე­ბა.

გელა კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი:

რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნად მი­გაჩ­ნი­ათ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბი­სა და პენ­სი­ის გაზ­რდის შემ­დგომ, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ღე­ბუ­ლო­ბენ ამ დახ­მა­რე­ბას უკე­თეს ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­დნენ ვიდ­რე სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ეს რამ­დე­ნად ლო­გი­კუ­რია?

-შე­იძ­ლე­ბა ასეც მოხ­დეს, ეს არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მე­ლი თვი­თონ მუ­შა­ობს, მაგ­რამ თუ ოჯახს მთლი­ა­ნად გან­ვი­ხი­ლავთ, შე­იძ­ლე­ბა მა­საც ეკუთ­ვნო­დეს დახ­მა­რე­ბა. პი­რო­ბი­თად შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობს ექ­ვსსუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც დახ­მა­რე­ბას 300 ლარ­ზე მეტს იღებს, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს არ ქონ­დეს და არ გა­მოს­დი­ო­დეს ამ­დე­ნი ხელ­ფა­სი. სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე არი­ან. მაგ­რამ რა თქმა უნდა ეს ჩვენ თა­ნამ­შრო­მელს არ უკ­რძა­ლავს იმას, რომ თუ მის ოჯახს ეკუთ­ვნის მი­ი­ღოს დახ­მა­რე­ბა.

სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი:

ამ­ჟა­მად რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­თა ბა­ზა­ში, მოხ­და თუ არა გა­და­მოწ­მე­ბა ჩვე­ნი სი­ე­ბის, ხომ არ არის რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა პროგ­რა­მა­ში?

-ბა­ზე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა პერ­მა­ნენ­ტუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყო­ვე­ლი თვის ბო­ლოს გარ­კვე­უ­ლად ახალ ბა­ზას ვი­ღებთ. აგ­ვის­ტოს შემ­დეგ 9000 ოჯა­ხით გა­ი­ზარ­და ჩვე­ნი ბაზა. არის ცვლი­ლე­ბე­ბი, იმი­ტომ რომ მოხ­და ზრდა. ეს მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია, ზოგი შე­მო­დის, ზოგი კი გა­დის ბა­ზი­დან, იმის მი­ხედ­ვით, თუ რა სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა ოჯახ­ში.

2) მა­ინ­ტერ­სებს, რო­გორ გაგ­რძელ­და ის ერთჯე­რა­დი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს ბი­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას რომ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

-ეს იყო ერთჯე­რა­დი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მთავ­რო­ბამ შარ­შან ნო­ემ­ბერ­ში. ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბულ ცალ­კე­ულ ოჯა­ხებს, რომ­ლე­ბიც შეჭ­რი­ლე­ბი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა ბი­ნებ­ში, ერთჯე­რა­დად და­უ­ფი­ნან­სა ბი­ნის ქირა. ეს იყო ექვს თვი­ა­ნი პრო­ექ­ტი და ამ დრო­ის შემ­დეგ დამ­თავ­რდა. დღეს­დღე­ო­ბით ამ პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის.

3) გა­ი­ზარ­და თუ შემ­ცირ­და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის რი­ცხვი და რამ­დენ­მა ოჯახ­მა მოგ­მარ­თათ სა­ა­გენ­ტოს?

-და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე სტა­ტის­ტი­კა გვაქვს, რაც გვქონ­და არ­ჩევ­ნე­ბის წინ, იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბაა ეხ­ლაც. რა თქმა უნდა პი­როვ­ნე­ბებ­ში მოხ­და ცვლი­ლე­ბე­ბი, ძა­ლი­ან ბევ­რმა და­ტო­ვა ბაზა, ზო­გიც მო­ე­მა­ტა. თუმ­ცა ძი­რი­თა­დად რა­ო­დე­ნო­ბა არ შეც­ვლი­ლა. ბაზა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო წლის ბო­ლოს, იმის მერე და­ი­წყო კლე­ბა და ეხლა ფაქ­ტი­უ­რად თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. ციფ­რებ­ში რომ ვთქვათ, ოქ­ტომ­ბრის თვე­ში დახ­მა­რე­ბას იღებს 150 000 ოჯა­ხი და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბა იყო შარ­შან ოქ­ტომ­ბრის თვე­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა ცუცქირიძე
0

შესაძლებელია თუ არა განვადების გაკეთება რაიმე ტექნიკაზე სოციალურად დაუცველები?

ლალი
0

მარტოხელა დედას 20 პროცენტი რომ არ ექვითება კარგია მაგრამ რატომ ექვითება თუ 3000ლარს მიაღწევს წლიური შემოსავალი მერე ძალიან ბევრია ეს თანხა როცა სხვა შემოსავალი არაფერი გაგაჩნია?ხომ არ შეცვლილა კანონი ამის შესახებ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ცვლილებები სოციალური მომსახურების ახალ პროგრამაში

ცვლილებები სოციალური მომსახურების ახალ პროგრამაში

ჯანდაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებები ითვალისწინებს იმას, რომ ქულების მინიჭების დროს უფრო ობიექტურად შეფასდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობა.

კერძოდ, რას ემსახურება ახალი ცვლილება და რა უპირატესობით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, თქვენს კითხვებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოე ქინქლაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

ლანა:

გთხოვთ განმარტოთ, რას ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის გაფორმებული მემორანდუმი?

-აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს არსებული სისტემის ტრანსფორმაციას, იმ აზრით რომ რაც შეიძლება უფრო მკვეთრად იყოს ასახული ბავშვთა მოთხოვნები ჩვენს ფორმულაში. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNISEF) თვლის, რომ ჩვენი საქმიანობა და სოციალური დაცვა, მიმართული უნდა იყოს საქართველოს მომავალზე- ბავშვებზე. სწორედ ამიტომ მუშავდება ახალი ფორმულა, რომელიც უფრო მეტად ასახავს ბავშვთა მოთხოვნილებებს. ორიენტირებული იქნება ისეთ ოჯახებზე სადაც უმეტესად იქნებიან ბავშვები, მრავალშვილიან ოჯახებზე და ა.შ. ეს არის ძირითადი მიზანი ამ მემორანდუმით საქმიანობის და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის გვექნება უკვე სურათი, ისეთი რომელსაც წარვუდგენთ უკვე მთავრობას.

2) რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ქუჩის ბავშვების მიმართ? (ანუ, ისინი ჩაირიცხებიან სოციალურად დაუცველების იმ კატეგორიაში, რომლითაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული სოციალურად დაუცველები მიეკუთვნებიან? დახმარება იგივე იქნება მათთვის?

-ეს არის მართლაც სერიოზული პრობლემა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვეხმარებიან უცხოელი დონორები, კერძოდ, ევროკავშირმა გამოყო გრანტი 750 000 ევროს მოცულობით, რომელიც ქუჩის ბავშვების პრობლემის გადაჭრას მოხმარდება. რა თქმა უნდა ეს თანხა მთლიანად ვერ გადაჭრის ამ პრობლემას, მაგრამ სახელმწიფოც დახარჯავს თანხებს. მიმართულება ისეთია, რომ პირველ ეტაპზე მოხდეს ამ ბავშვების რესოციალიზაცია, ეს ბავშვები დავაინტერესოთ ცხოვრებით და გავუჩინოთ ინტერესი სხვადასხვა მიმართულებით. შეიძლება იყოს ხელოვნება, მათი პროფესიოული სწავლება, ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მოემზადონ დასაქმებისთვის. დღეისათვის ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს თბილისში და მათთვის შექმნილია დღის ცენტრებიც, სადაც მათ კონტაქტი ექნებათ ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან. ჩვენ ვფიქრობთ ამ პროგრამის განვითარებას და უკვე დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში შეიქმნება დღის ცენტრი, რომელიც ისევ ამ მიმართულებით მოემსახურება ბავშვებს. მთავარი მიზანი მაინც ის არის, რომ ბავშვები კონტაქტში შემოვიყვანოთ. რაც შეეხება ბინით უზრუნველყოფას, ამ საკითხის გადაწყვეტის გზებს ვეძებთ, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯი გადადგმული არ არის.

დალი:

აქვს თუ არა სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური პროგრამა მარტოხელა დედებისთვის, არის თუ არა პენსია ბავშვებისთვის და რა სახის დახმარებებას ითვალისწინებს პროგრამა?

-სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტოხელა დედებისათვის ცალკე პროგრამა არ გააჩნია. თუ ეს ადამიანი არის მარტოხელა დედა და გაჭირვებული, მაშინ მან უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს და მიიღებს ჩვეულებრივი სოციალური დახმარების პაკეტს. რაც შეეხება ბავშვების დახმარებას, მე უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ზუსტად ამაზე ორიენტირებული იქნება ახალი მიდგომები ქვეყანაში და ამ ყველაფერზე ჩვენ UNIშEF- თან ერთად ვმუშაობთ. დღს ბავშვების საპენსიო დახმარება არის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე გამოყოფილი,არის კიდე ზოგადი რეგულირების წესი, სადაც მარტოხელა დედას ყავს ბავშვები და თუ ისინი გაჭირვებულები არიან, მაშინ უნდა მიმართონ სააგენტოს, და ჩვეულებრივი წესით მიიღებენ დახმარებას.

ქეთევანი:

მოაგვარა თუ არა თქვენმა უწყებამ სოციალურად დაუცველების კატეგორიაში უკანონოდ აღრიცხული პირების პრობლემა და რამდენი გამოავლინეთ ასეთი?

-ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ ბაზაში იყო ძალიან ბევრი ოჯახი, რომელსაც ქონდა მაღალი შემოსავალი, შემდეგ უკვე რაც დავაფიქსირეთ ბაზიდან ამოვიდა. გვქონდა შემთხვევები, როცა მეწარმეები იყვნენ ბაზაში და ესეც გამოვავლინეთ და დაახლოებით 1400 ოჯახს შეეხო ეს. ისინი დღეს ბაზაში აღარ არიან. ჩვენ დღეს ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ობიექტური მონაცემები გვქონდეს. ჩვენ ყოველთვიურად ვიღებთ მონაცემებს ოჯახების შემოსავლების შესახებ, გვაქვს კავშირი შსს- სთან, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რომ დამხმარების მიმღები არ იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს. ასევე შსს-სთან ვთანამშრომლობთ, რათა დავაფიქსიროთ აქვს თუ არა ოჯახს მოძრავი ქონება - მანქანები და ა.შ. ეხლა ვმუშაობთ საჯარო რეესტრთან, გვინდა რომ ინფორმაცია მოგვაწოდონ, აქვთ თუ არა ბაზაში მყოფ ადამიანებს ქონება.

მაია ბულაური:

მაინტერესებს თუ იქნება გათვალისწინებული უსახლკარო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.

-უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფა არის ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივა მოქმედი კანონმდებლობით. მაგალითად თბილისში ასეთ ოჯახებს ფართი მერიამ უნდა გამოუყოს. სხვა ქალაქებში კი ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებმა. ცენტრალური ხელისუფლებისთვის ეს მიმართულება ცნობილია, მაგრამ ამ ეტაპზე არ განიხილება.

ხათუნა დალაქიშვილი:

გთხოვთ განმიმარტოთ, ერთ მისამართზე ცხოვრობს სამო ოჯახი: დედ-მამა და ორი ვაჟი თავისი ოჯახებით, ერთი მრავალშვილიანი, ხოლო მეორე სოციალურად დაუცველი, ოჯახები 30 წელიწადია ცალ-ცალკე ცხოვრობენ, (კომუნალურ გადასახადებს იხდიან ცალ-ცალკე). მშობლები 80 წელს მიტანებულნი არიან და მამას აქვს პარკინსონის დაავადება.(თვეში ესაჭიროება 168 ლარის წამლები,რომლის შეჩერება არაფრით არ შეიძლება)უახლოესი 15 წლის განმავლობაში მათ ოჯახში არ არის შეძენილი ახალი თანამედროვე ნივთი.2008 წლამდე ოჯახი იღებდა დახმარებას ,მაგრამ შემდეგ  შეუწყვიტეს, რატომ გაზარდა სოცმუშაკმა ქულების რაოდენობა პასუხს არავინ გვცემს. სოციალური სააგენტო სამსახური არაერთი შემოწმების შემდეგ კვლავ აცხადებს, რომ ოჯახი ხელოვნურად გაყოფილია. ვის მივმართოთ?

-თუ ადგილზე სოციალური სააგენტოს თანამშრომლის მუშაობით უკმაყოფილები არიან, შეუძლიათ მოგვმართონ უშუალოდ ცენტრალურ ოფისს და კიდევ დამატებით შევისწავლით ამ საკითხს. რაც შეეხება იმას, რომ არაფერი არ შეუძენია და 2008 წელს ქონდა დახმარება და ეხლა არ აქვს, ამაზე მინდა გითხრათ, რომ შესაძლოა რაღაცეები შეიცვალა ოჯახში. ამიტომ თუ უკმაყოფილოა ადგილობრივი თანამშრომლის მუშაობით, ჩვენ მოგვმართოს და ვნახავთ თუ არის შესაძლებელი რაიმე ტიპის ცვლილება. მაგრამ ზოგადად ოჯახის ხელოვნურ დაყოფებს ძალიან ხშირად აქვს ადგილი. კეთდება ისე, რომ ოჯახში ცალკე მრიცხველი ყენდება, მაგრამ ფაქტიურად ერთი ოჯახია. პრინციპი ამ სოციალური დახმარების ის არის, რომ ოჯახი ერთად უნდა განიხილო და სწორედ ამის საფუძველზე უნდა მოხდეს შეფასება.

გელა კოპალეიშვილი:

რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ სოციალური დახმარებისა და პენსიის გაზრდის შემდგომ, ბენეფიციარები, რომლებიც ღებულობენ ამ დახმარებას უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ვიდრე სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ადამიანები, ეს რამდენად ლოგიკურია?

-შეიძლება ასეც მოხდეს, ეს არ არის გამორიცხული. შეიძლება სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი თვითონ მუშაობს, მაგრამ თუ ოჯახს მთლიანად განვიხილავთ, შეიძლება მასაც ეკუთვნოდეს დახმარება. პირობითად შეიძლება არსებობს ექვსსულიანი ოჯახი, რომელიც დახმარებას 300 ლარზე მეტს იღებს, სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენს თანამშრომელს არ ქონდეს და არ გამოსდიოდეს ამდენი ხელფასი. სოციალური აგენტები ძირითადად გამომუშავებაზე არიან. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ჩვენ თანამშრომელს არ უკრძალავს იმას, რომ თუ მის ოჯახს ეკუთვნის მიიღოს დახმარება.

სოციალურად დაუცველი:

ამჟამად რა მდგომარეობაა სოციალურად დაუცველეთა ბაზაში, მოხდა თუ არა გადამოწმება ჩვენი სიების, ხომ არ არის რაიმე ცვლილება პროგრამაში?

-ბაზების გადამოწმება პერმანენტულად მიმდინარეობს. ყოველი თვის ბოლოს გარკვეულად ახალ ბაზას ვიღებთ. აგვისტოს შემდეგ 9000 ოჯახით გაიზარდა ჩვენი ბაზა. არის ცვლილებები, იმიტომ რომ მოხდა ზრდა. ეს მუდმივი პროცესია, ზოგი შემოდის, ზოგი კი გადის ბაზიდან, იმის მიხედვით, თუ რა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა ოჯახში.

2) მაინტერსებს, როგორ გაგრძელდა ის ერთჯერადი პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველებს ბინებით უზრუნველყოფას რომ ითვალისწინებდა.

-ეს იყო ერთჯერადი პროექტი, რომელიც განახორციელა მთავრობამ შარშან ნოემბერში. ძალიან გაჭირვებულ ცალკეულ ოჯახებს, რომლებიც შეჭრილები იყვნენ სხვადასხვა ბინებში, ერთჯერადად დაუფინანსა ბინის ქირა. ეს იყო ექვს თვიანი პროექტი და ამ დროის შემდეგ დამთავრდა. დღესდღეობით ამ პროექტის გაგრძელებაზე საუბარი არ არის.

3) გაიზარდა თუ შემცირდა არჩევნების შემდეგ სოციალურად დაუცველების რიცხვი და რამდენმა ოჯახმა მოგმართათ სააგენტოს?

-დაახლოებით იგივე სტატისტიკა გვაქვს, რაც გვქონდა არჩევნების წინ, იგივე რაოდენობაა ეხლაც. რა თქმა უნდა პიროვნებებში მოხდა ცვლილებები, ძალიან ბევრმა დატოვა ბაზა, ზოგიც მოემატა. თუმცა ძირითადად რაოდენობა არ შეცვლილა. ბაზა ძალიან მაღალი იყო წლის ბოლოს, იმის მერე დაიწყო კლება და ეხლა ფაქტიურად თანაბარ მდგომარეობაში ვართ. ციფრებში რომ ვთქვათ, ოქტომბრის თვეში დახმარებას იღებს 150 000 ოჯახი დაახლოებით იგივე რაოდენობა იყო შარშან ოქტომბრის თვეში.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას