მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლადო კახაძეს მოდური წიგნები არ აინტერესებს
ლადო კახაძეს მოდური წიგნები არ აინტერესებს

"ჩვენს ოჯახ­ში სი­ტყვა და ლი­ტე­რა­ტუ­რა დი­დად პა­ტივ­მი­გე­ბუ­ლია... პო­ე­ზია?! ჩვენს სახ­ლში ლექ­სით ლა­პა­რა­კობ­დნენ" ... - მი­თხრა ექიმ-გი­ნე­კო­ლოგ­მა ლადო კა­ხა­ძემ, რო­მე­ლიც თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მთან ერ­თად, თბი­ლის­ში ერთ-ერთ ერუ­დი­რე­ბულ, ნა­კითხ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ვა და ასე­ვე ცნო­ბი­ლია მისი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თა­მა­დო­ბა სუფ­რას­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მრა­ვა­ლი წე­ლია ლექ­სებს წერს და მე­სა­მე კრე­ბუ­ლის გა­მო­სა­ცე­მად ემ­ზა­დე­ბა, პო­ე­ზი­ის წი­ნა­შე მა­ინც ქედ­მოხ­რი­ლი სა­უბ­რობს და გან­მარ­ტავს: "პო­ე­ტო­ბა­ზე არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ მაქვს, ამას ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ ვი­ტყვი! მხო­ლოდ იმას ვბე­დავ, რომ სი­ტყვებს ვა­ლა­გებ ჩემი სატ­კივ­რის შე­სა­ბა­მი­სად".

მის­თვის მარ­ტი­ვი არ იყო, ფურ­ცლის წი­ნა­შე მარ­ტო დარ­ჩე­ნა და არც ის, რომ იქ და­წე­რი­ლი სტრი­ქო­ნე­ბი ვინ­მეს­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ჯერ მხო­ლოდ დე­და­სა და ბე­ბი­ას აკი­თხებ­და, შემ­დეგ სხვებ­საც გა­ენ­დო. პირ­ველ კრე­ბუ­ლი, "ფიქ­რე­ბი გაბ­ზა­რუ­ლი სარ­კის წინ" , ავ­ტო­რის და­უ­კი­თხა­ვად მის­მა უმ­ცროს­მა ძმამ რეზო კა­ხა­ძემ, გია ჭკუ­ა­სელ­მა და გია კორ­კო­ტაშ­ვილ­მა გა­მოს­ცეს.

მე­ო­რე წიგნს "გმად­ლობ, ბო­დი­ში" ერ­ქვა, ხოლო მე­სა­მე, გა­მო­სა­ცე­მად გამ­ზა­დე­ბუ­ლი კრე­ბუ­ლის სა­თა­უ­რი უკვე შერ­ჩე­უ­ლი აქვს: "სა­ლა­მი ია­რა­ღო, ანუ ერთხე­ლაც წა­მი­კი­თხე" ... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ მი­ნა­ნია, რომ ლადო კა­ხა­ძეს ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და წიგ­ნებ­ზე სა­სა­უბ­როდ ვეს­ტუმ­რე. ქი­მი­კო­სი დე­დი­სა და გერ­მა­ნუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი მა­მის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. ბა­ბუა ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კო­სი ჰყავ­და და ხში­რად ამ­ბობ­და ფრა­ზას - "ორი რამ ითხოვს მუდ­მივ გა­ნახ­ლე­ბას, კუჭი და ტვი­ნი... კუჭს ზოგ­ჯერ სა­ლა­ფა­ვი­თაც მო­ა­ტყუ­ებ, მაგ­რამ ტვინს სა­ლა­ფავს ნუ აკად­რებ" . წლე­ბია, მის რჩე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს, წიგ­ნებს მო­დის, ბუ­მის გამო არ კი­თხუ­ლობს და სწო­რედ ამი­ტომ, თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რებს შო­რის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ჰყავს გა­მორ­ჩე­უ­ლი.

მი­აჩ­ნია, რომ იმ დიდი სა­ხე­ლე­ბი­სა და ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გვერ­დით ბევ­რი "ახ­ლის" და­ყე­ნე­ბა ცოტა უხერ­ხუ­ლია. ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში მის­თვის ძვირ­ფა­სი ავ­ტო­რე­ბი არი­ან: გი­ორ­გი არა­ბუ­ლი, ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი, თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვი­ლი, ხოლო პრო­ზა­ში - გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი...

ლადო კა­ხა­ძეს დღემ­დე ახ­სოვს დე­დი­სა და ბე­ბი­ის ნამ­ღე­რი "იავ­ნა­ნა" , შემ­დეგ ზღაპ­რე­ბი, რომ­ლებ­საც გა­მუდ­მე­ბით უკი­თხავ­დნენ. ზუს­ტად ვერ იხ­სე­ნებს, მაგ­რამ ფიქ­რობს, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად წა­კი­თხუ­ლი პირ­ვე­ლი წიგ­ნი "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი" იყო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ლადო კახაძეს მოდური წიგნები არ აინტერესებს

ლადო კახაძეს მოდური წიგნები არ აინტერესებს

"ჩვენს ოჯახში სიტყვა და ლიტერატურა დიდად პატივმიგებულია... პოეზია?! ჩვენს სახლში ლექსით ლაპარაკობდნენ" ... - მითხრა ექიმ-გინეკოლოგმა ლადო კახაძემ, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალიზმთან ერთად, თბილისში ერთ-ერთ ერუდირებულ, ნაკითხ ადამიანად მიიჩნევა და ასევე ცნობილია მისი არაჩვეულებრივი თამადობა სუფრასთან. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია ლექსებს წერს და მესამე კრებულის გამოსაცემად ემზადება, პოეზიის წინაშე მაინც ქედმოხრილი საუბრობს და განმარტავს: "პოეტობაზე არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვი! მხოლოდ იმას ვბედავ, რომ სიტყვებს ვალაგებ ჩემი სატკივრის შესაბამისად".

მისთვის მარტივი არ იყო, ფურცლის წინაშე მარტო დარჩენა და არც ის, რომ იქ დაწერილი სტრიქონები ვინმესთვის ეჩვენებინა. ჯერ მხოლოდ დედასა და ბებიას აკითხებდა, შემდეგ სხვებსაც გაენდო. პირველ კრებული, "ფიქრები გაბზარული სარკის წინ" , ავტორის დაუკითხავად მისმა უმცროსმა ძმამ რეზო კახაძემ, გია ჭკუასელმა და გია კორკოტაშვილმა გამოსცეს.

მეორე წიგნს "გმადლობ, ბოდიში" ერქვა, ხოლო მესამე, გამოსაცემად გამზადებული კრებულის სათაური უკვე შერჩეული აქვს: "სალამი იარაღო, ანუ ერთხელაც წამიკითხე" ... რასაკვირველია, არ მინანია, რომ ლადო კახაძეს ლიტერატურასა და წიგნებზე სასაუბროდ ვესტუმრე. ქიმიკოსი დედისა და გერმანული ენის სპეციალისტი მამის ოჯახში გაიზარდა. ბაბუა ლიტერატურის კრიტიკოსი ჰყავდა და ხშირად ამბობდა ფრაზას - "ორი რამ ითხოვს მუდმივ განახლებას, კუჭი და ტვინი... კუჭს ზოგჯერ სალაფავითაც მოატყუებ, მაგრამ ტვინს სალაფავს ნუ აკადრებ" . წლებია, მის რჩევას ითვალისწინებს, წიგნებს მოდის, ბუმის გამო არ კითხულობს და სწორედ ამიტომ, თანამედროვე ავტორებს შორის მხოლოდ რამდენიმე ჰყავს გამორჩეული.

მიაჩნია, რომ იმ დიდი სახელებისა და ნაწარმოებების გვერდით ბევრი "ახლის" დაყენება ცოტა უხერხულია. ქართულ პოეზიაში მისთვის ძვირფასი ავტორები არიან: გიორგი არაბული, ტარიელ ხარხელაური, თემურ ჩალაბაშვილი, ხოლო პროზაში - გურამ დოჩანაშვილი...

ლადო კახაძეს დღემდე ახსოვს დედისა და ბებიის ნამღერი "იავნანა" , შემდეგ ზღაპრები, რომლებსაც გამუდმებით უკითხავდნენ. ზუსტად ვერ იხსენებს, მაგრამ ფიქრობს, რომ დამოუკიდებლად წაკითხული პირველი წიგნი "ტომ სოიერის თავგადასავალი" იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს