პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალშეუღლებული" მხიარული ეკრანული წყვილი
"ახალშეუღლებული" მხიარული ეკრანული წყვილი

რო­ლანდ ოქ­რო­პი­რი­ძე და ნინო შავ­გუ­ლი­ძე "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის ახალ სე­რი­ალ­ში - "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ისი­ნი კო­მი­კუ­რი წყვი­ლის - ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლი გი­ორ­გი­სა და ეჭ­ვი­ა­ნი თა­მუ­ნას რო­ლით შე­ეც­დე­ბი­ან, მა­ყუ­რებ­ლე­ბის გული და­ი­პყრონ. ნი­ნოს მი­აჩ­ნია, რომ გი­ორ­გი კარ­გი ქმა­რია, რო­ლან­დი კი ფიქ­რობს, რომ რე­ა­ლუ­რად, ნინო გი­ორ­გის მსგავს მე­უღ­ლეს არ ისურ­ვებ­და. რო­გორც მსა­ხი­ობ­მა გვი­თხრა, ქა­ლის­გან ის­ტე­რი­კუ­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა არას­დროს უგ­რძნია, ზო­მი­ე­რი კი - მის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოც არის... მი­აჩ­ნია, რომ პერ­სო­ნა­ჟის "გა­მო­საკ­ვე­თად" წო­ნა­ში 25 კი­ლოგ­რა­მის და ღიპ­ზე ბან­ჯგვლე­ბის მო­მა­ტე­ბა არ აწყენ­და.

ნინო:

- პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ვარ. თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ. 5 წელი ვცდი­ლობ­დი, "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ას რო­მე­ლი­მე პრო­ექ­ტში დავ­ჭირ­ვე­ბო­დი და არც ერთი კას­ტინ­გი არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია. რო­გორც იქნა, ჩემ­თვი­საც გა­მოჩ­ნდა რა­ღაც და სა­უ­კე­თე­სო როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს!

- შენ და რო­ლან­დმა ერ­თმა­ნე­თი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­ი­ცა­ნით?

- კი. თუმ­ცა, მის შე­სა­ხებ მა­ნამ­დეც მსმე­ნია.

რო­ლან­დი:

- სხვა­თა შო­რის, ჩვენ ერ­თმა­ნეთს პი­რო­ბა მი­ვე­ცით, რომ სა­უ­კე­თე­სო "მე­უღ­ლე­ე­ბი" ვიქ­ნე­ბით...

ნინო:

- ხე­ლის­გულ­ზე უნდა მა­ტა­როს!

რო­ლან­დი:

- ნი­ნომ კი სა­ღა­მოს ფე­ხის­გუ­ლე­ბი უნდა მომ­ფხა­ნოს (იცი­ნის).

- რე­ა­ლუ­რი მე­უღ­ლე ასე გა­ნე­ბივ­რებს?

- არა, ეს ამ­ბა­ვი რე­ა­ლურ­თან არა­ფერ შუ­ა­შია.

ნინო:

- მოდი, სხვა მე­უღ­ლე­ებ­ზე არ ვი­ლა­პა­რა­კოთ, თო­რემ მე ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ხა­სი­ათ­ზე დავ­დგე­ბი (იცი­ნის).

- რო­ლანდ, რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­და, როცა შე­ი­ტყვე, რომ "მე­უღ­ლედ" ნინო შე­გირ­ჩი­ეს?

- ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა! შევ­ნიშ­ნე, ვიგ­რძე­ნი და ვნა­ხე, რომ ნინო ძა­ლი­ან კარ­გი გოგო და ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბია. მგო­ნი, ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბის­თვის მსა­ხი­ო­ბე­ბი ზუს­ტად შე­არ­ჩი­ეს.

ნინო:

- სხვა­თა შო­რის, გი­ორ­გის რო­ლის­თვის რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტი იყო. ხან ერთ "მე­უღ­ლეს­თან" ვცა­დე ბედი, ხან - მე­ო­რეს­თან... მოკ­ლედ, ამ კას­ტინ­გის მეშ­ვე­ო­ბით, მრა­ვალ­ჯერ "გა­ნა­თხო­ვა­რი" ვარ. რო­ლან­დს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი - ძა­ლი­ან მინ­დო­და, ჩემი პარტნი­ო­რი ყო­ფი­ლი­ყო. მისი პერ­სო­ნა­ჟი - გი­ორ­გი ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცია, ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლი... ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, როცა შე­ვი­ტყვე, რომ როლ­ზე რო­ლან­დი და­ამ­ტკი­ცეს. ძა­ლი­ან კო­მი­კუ­რი წყვი­ლი შევ­ქმე­ნით: ქმა­რი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, "დევი" კა­ცია, ცოლი კი ტან­და­ბა­ლი, გამ­ხდა­რი გოგო.

რო­ლან­დი:

- კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ამ რო­ლის­თვის ღიპს "მო­ვუშ­ვებ" და (მა­ი­სურს ზე­მოთ იწევს. - ავტ.) ბეწ­ვებ­საც და­ვი­მა­ტებ...

ნინო:

- გეხ­ვე­წე­ბი, მი­თხა­რი, - ამა­ზე მეტი ბან­ჯგვლი რაში გჭირ­დე­ბა?!

რო­ლან­დი:

- ეს რა ბან­ჯგვლე­ბია? შენ ეტყო­ბა, ბან­ჯგვლებ­ში არ მოხ­ვედ­რილ­ხარ (იცი­ნი­ან)...

ნინო:

- ჰო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მრა­ვალ­ჯერ "გა­ნა­თხო­ვა­რი" ვარ, ასეთ ად­გი­ლას მარ­თლაც არ ვყო­ფილ­ვარ.

- რე­ა­ლუ­რად და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხარ?

- არა და შვი­ლიც არ მყავს.

რო­ლან­დი:

- ბი­ჭე­ბო, იჩ­ქა­რეთ! სი­ნამ­დვი­ლე­შიც ისე­თი ეჭ­ვი­ა­ნი კი არ არის, რო­გო­რიც - სე­რი­ალ­შია. ცო­ტა­თი კი ვარო, - მი­თხრა...

ნინო:

- ცო­ტა­თი კი არა, გვა­რი­ა­ნად ეჭ­ვი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ჩემი პერ­სო­ნა­ჟის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ ვიმ­ჩნევ. აი, უკვე 25 წლის გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ გა­თხო­ვე­ბის­თვის ჯერ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ვარ - 16 წლის ასაკ­ში ჩავ­რჩი.

- რო­ლანდ, შენ თუ ხარ ეჭ­ვი­ა­ნი?

- მგო­ნი - არა. კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს და როცა ვგრძნობ, რომ ადა­მი­ა­ნი ისე არ იქ­ცე­ვა, რო­გორც უნდა იქ­ცე­ო­დეს, სა­ეჭ­ვო ამ­ბის გარ­კვე­ვას მა­შინ­ვე ვი­წყებ, სა­კუ­თარ აზ­რსაც ხმა­მაღ­ლა გა­მოვ­თქვამ... ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ჩუ­მად ყოფ­ნა არ მჩვე­ვია.

- შენ­თვის ტაფა ან მსგავ­სი რამ თუ უჩუ­ქე­ბი­ათ?

- ტაფა - არა, კომ­პა­სი მა­ჩუ­ქეს. ალ­ბათ, კომ­პა­სი უფრო მჭირ­დე­ბო­და. არა, ორი­ენ­ტა­ცია კა­ცურ პონ­ტშიც ძა­ლი­ან კარ­გი მაქვს - საკ­მა­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ კომ­პა­სი მა­ინც მჭირ­დე­ბა, რად­გან ზო­გა­დად, გეზს რომ ავი­ღებ, მა­ინც აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე, რომ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვარ.

- ახ­ლობ­ლე­ბის­თვის სა­ჩუ­ქარს იო­ლად არ­ჩევთ?

ნინო:

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ვიცი, რომ ქმარს არ უნდა ვა­ჩუ­ქო ისე­თი ტაფა, რო­მელ­საც ზეთი არ სჭირ­დე­ბა! უბ­რა­ლოდ, მე რაც მომ­წონს, სხვებს იმას ვჩუქ­ნი. ჰოდა, არ­ჩე­ვან­ში ბევ­რჯერ შევ­მცდარ­ვარ: ჩემი შერ­ჩე­უ­ლი სა­ჩუ­ქა­რი ბევ­რს არ მოს­წო­ნე­ბია.

რო­ლან­დი:

- არა, ვინ­მე კარგ ტა­ფას ან ქვაბს თუ მა­ჩუ­ქებს, უარს არ ვი­ტყვი. ზო­გა­დად, სამ­ზა­რე­უ­ლოს ნივ­თე­ბი "მე­ვა­სე­ბა", ყვე­ლა­ზე მაგ­რად - და­ნე­ბი! მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, სხვე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბი სწო­რად შე­ვარ­ჩიო. ზოგ­ჯერ შერ­ჩე­ვა მი­ჭირს და ამ დროს ეს სა­კი­თხი ტვინ­ში მიტ­რი­ა­ლებს, მტან­ჯავს, მერე კი უცებ შე­იძ­ლე­ბა, პრობ­ლე­მა მარ­ტი­ვად მო­ვაგ­ვა­რო. ისე, როცა ფული გაქვს, სა­ჩუქ­რის არ­ჩე­ვაც იო­ლია.

- ეკ­რა­ნულ­მა პარტნი­ო­რებ­მა და­მე­გობ­რე­ბა თუ მო­ას­წა­რით?

ნინო:

- მე მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი ჯერ არ მაქვს და არც მას აქვს ჩემი.

რო­ლან­დი:

- რო­გორ არა, მე მაქვს შენი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი!

ნინო:

- მარ­თლა? რა­ტომ?!

რო­ლან­დი:

- სა­ჭი­როა: რა იცი, რაში დამ­ჭირ­დე­ბა? სე­რი­ალ­ში ჩემი "მე­უღ­ლე" ხარ. ჰოდა, გვინ­და თუ არა, ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტი ხში­რად მოგ­ვი­წევს.

ნინო:

- მარ­თა­ლია. მე მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი იმი­ტომ არ მაქვს, რომ თით­ქმის 24 სა­ა­თი ერ­თად ვართ.

რო­ლან­დი:

- ჰოდა, გა­დავ­წყვი­ტეთ, ახლა ერ­თა­დაც და­ვი­ძი­ნოთ: როლ­ში "შე­სას­ვლე­ლად" ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ნინო:

- სხვა­თა შო­რის, გა­და­ღე­ბი­დან შინ რომ მი­ვე­დი, იქა­უ­რო­ბა აღარ მო­მე­წო­ნა - სე­რი­ა­ლის სახ­ლი მო­მინ­და (იცი­ნის).

რო­ლან­დი:

- სე­რი­ალ­ში ჩვენს სახ­ლს სა­ძი­ნე­ბე­ლი არ აქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ჰქონ­დეს!

ნინო:

- რო­ლი­კო იღ­ვწის, რომ სას­წრა­ფოდ, სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი გაგ­ვი­კე­თონ. ამ­ბობს, - სა­ძი­ნე­ბელ­ში ერ­თად რა­ტომ არ შევ­დი­ვარ­თო? ამის გამო ყო­ველ­თვის უკ­მა­ყო­ფი­ლოა. პერ­სო­ნა­ჟე­ბის გამო შე­წუხ­და: ადა­მი­ა­ნებს სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი არ აქვთ, რომ იქ რა­ღაც იმა­ი­მუ­ნო­ნო...

რო­ლან­დი:

- რას ჰქვია, იმა­ი­მუ­ნონ? მა­გას შენ მა­ი­მუ­ნო­ბას ეძა­ხი (იცი­ნის)?!

- რო­ლანდ, რო­გორც ვიცი, შო­თი­კო კა­ლან­და­ძის ფილმში, სა­დაც ერო­ტი­კულ სცე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ, შენი როლი დი­დად არ მოგ­წონს, ამ სე­რი­ალ­ში კი ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი ჩან­ხარ...

- იმ ნა­მუ­შე­ვარს არ შე­იძ­ლე­ბა, "ფილ­მი" და­არ­ქვა. მგო­ნი, შო­თი­კოც ასე მი­იჩ­ნევს. უბ­რა­ლოდ, ვი­დე­ო­ჩა­ნა­ხა­ტია... სე­რი­ალ­ში კი ჩემი და ნი­ნოს პერ­სო­ნა­ჟე­ბი მო­სიყ­ვა­რუ­ლე ცოლ-ქმა­რი არი­ან და უცებ - ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბი­ან! ეს არ მომ­წონს, ამას ვაპ­რო­ტეს­ტებ! ეს ჩემ­თვის უცხოა! მე მა­ყუ­რე­ბე­ლი სა­ძი­ნე­ბელ­ში მიც­ნობს (იცი­ნის)!

- იქ­ნებ გა­და­ღე­ბი­სას იღ­ლე­ბი და წა­მო­წო­ლა გინ­და?

- დიახ, თუნ­დაც: ამას წი­ნათ, გა­და­ღე­ბი­სას თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რომ მქონ­და, რამ­დენ­ჯერ­მე "ჩემი" მე­გობ­რის - მე­ქალ­თა­ნე ნი­კას ლო­გინ­ში მე­ძი­ნა და "ქა­ლის სუნი" ამ­დი­ო­და, "შინ" მი­სულს კი ნინო მე­ჩხუ­ბა... მოკ­ლედ, ერთი ამ­ბა­ვი იყო!

- ნინო, რო­მელ თე­ატ­რში მუ­შა­ობ?

- სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ, სპექ­ტაკ­ლე­ბი კი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სხვენ­ში გვაქვს ხოლ­მე. კი­დევ, და­ახ­ლო­ე­ბით 5 ფილმში ვარ გა­და­ღე­ბუ­ლი. ახ­ლა­ხან გა­და­ღე­ბებ­ზე ბარ­სე­ლო­ნა­ში ვი­ყა­ვი... სე­რი­ა­ლის - "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" პრო­მო­ე­ბის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ ქუ­ჩა­ში ხალ­ხი მცნობს და, რა თქმა უნდა, ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს.

- შეძ­ლებთ, რომ სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" მერე ხალ­ხს თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი შე­აყ­ვა­როთ?

- უკვე თვე-ნა­ხე­ვა­რია, რაც ამა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ. ღა­მე­ე­ბი არ მძი­ნავს. პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის მსა­ხი­ო­ბე­ბი მე­სიზ­მრე­ბა, მერე - მე­ო­რის, მე­სა­მის... ასე "ავ­დი­ვარ" მე­თექ­ვსმე­ტე სე­ზო­ნამ­დე. თან, მსა­ხი­ო­ბე­ბის ხმაც ჩა­მეს­მის. მა­ყუ­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი ახა­ლი სე­რი­ა­ლის და­წყე­ბის გამო გა­ხა­რე­ბუ­ლია, რად­გან ძვე­ლი მო­ბეზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ; ნა­წი­ლი - ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლია: სე­რი­ა­ლი ეთერ­ში გა­სუ­ლი არ იყო, რომ ჩვენ მი­მართ ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ავ­ლენ­დნენ... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მალე შე­ეც­ვლე­ბათ და ყვე­ლა შეგ­ვიყ­ვა­რებს - კარ­გი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი გვყავს.

რო­ლან­დი:

- წინა პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო და ხალ­ხს მარ­თლა ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­და მას­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი. გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ძა­ლი­ან არ ვნერ­ვი­უ­ლობ, მაგ­რამ მინ­და, "ჩვე­ნი ამ­ბა­ვიც" შე­იყ­ვა­რონ. მა­ყუ­რებ­ლებს ჩვენ მი­მართ კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თუ ექ­ნე­ბათ, უკეთ გა­ერ­თო­ბი­ან და ჩვენც კარ­გად ვიქ­ნე­ბით (იღი­მის).

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ახალშეუღლებული" მხიარული ეკრანული წყვილი

"ახალშეუღლებული" მხიარული ეკრანული წყვილი

როლანდ ოქროპირიძე და ნინო შავგულიძე "ღამის შოუს" სტუდიის ახალ სერიალში - "ჩვენი ამბავი" მონაწილეობენ. ისინი კომიკური წყვილის - ღვინის მოყვარული გიორგისა და ეჭვიანი თამუნას როლით შეეცდებიან, მაყურებლების გული დაიპყრონ. ნინოს მიაჩნია, რომ გიორგი კარგი ქმარია, როლანდი კი ფიქრობს, რომ რეალურად, ნინო გიორგის მსგავს მეუღლეს არ ისურვებდა. როგორც მსახიობმა გვითხრა, ქალისგან ისტერიკული ეჭვიანობა არასდროს უგრძნია, ზომიერი კი - მისთვის სასიამოვნოც არის... მიაჩნია, რომ პერსონაჟის "გამოსაკვეთად" წონაში 25 კილოგრამის და ღიპზე ბანჯგვლების მომატება არ აწყენდა.

ნინო:

- პროფესიით მსახიობი ვარ. თეატრში ვმუშაობ. 5 წელი ვცდილობდი, "ღამის შოუს" სტუდიას რომელიმე პროექტში დავჭირვებოდი და არც ერთი კასტინგი არ გამომიტოვებია. როგორც იქნა, ჩემთვისაც გამოჩნდა რაღაც და საუკეთესო როლზე დამამტკიცეს!

- შენ და როლანდმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცანით?

- კი. თუმცა, მის შესახებ მანამდეც მსმენია.

როლანდი:

- სხვათა შორის, ჩვენ ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ საუკეთესო "მეუღლეები" ვიქნებით...

ნინო:

- ხელისგულზე უნდა მატაროს!

როლანდი:

- ნინომ კი საღამოს ფეხისგულები უნდა მომფხანოს (იცინის).

- რეალური მეუღლე ასე განებივრებს?

- არა, ეს ამბავი რეალურთან არაფერ შუაშია.

ნინო:

- მოდი, სხვა მეუღლეებზე არ ვილაპარაკოთ, თორემ მე ეჭვიანობის ხასიათზე დავდგები (იცინის).

- როლანდ, როგორი რეაქცია გქონდა, როცა შეიტყვე, რომ "მეუღლედ" ნინო შეგირჩიეს?

- ძალიან მომეწონა! შევნიშნე, ვიგრძენი და ვნახე, რომ ნინო ძალიან კარგი გოგო და ნიჭიერი მსახიობია. მგონი, ჩვენი პერსონაჟებისთვის მსახიობები ზუსტად შეარჩიეს.

ნინო:

- სხვათა შორის, გიორგის როლისთვის რამდენიმე კანდიდატი იყო. ხან ერთ "მეუღლესთან" ვცადე ბედი, ხან - მეორესთან... მოკლედ, ამ კასტინგის მეშვეობით, მრავალჯერ "განათხოვარი" ვარ. როლანდს ვგულშემატკივრობდი - ძალიან მინდოდა, ჩემი პარტნიორი ყოფილიყო. მისი პერსონაჟი - გიორგი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია, ღვინის მოყვარული... ბედნიერი ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ როლზე როლანდი დაამტკიცეს. ძალიან კომიკური წყვილი შევქმენით: ქმარი ძალიან მაღალი, "დევი" კაცია, ცოლი კი ტანდაბალი, გამხდარი გოგო.

როლანდი:

- კარგი იქნება, თუ ამ როლისთვის ღიპს "მოვუშვებ" და (მაისურს ზემოთ იწევს. - ავტ.) ბეწვებსაც დავიმატებ...

ნინო:

- გეხვეწები, მითხარი, - ამაზე მეტი ბანჯგვლი რაში გჭირდება?!

როლანდი:

- ეს რა ბანჯგვლებია? შენ ეტყობა, ბანჯგვლებში არ მოხვედრილხარ (იცინიან)...

ნინო:

- ჰო, მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ "განათხოვარი" ვარ, ასეთ ადგილას მართლაც არ ვყოფილვარ.

- რეალურად დაოჯახებული ხარ?

- არა და შვილიც არ მყავს.

როლანდი:

- ბიჭებო, იჩქარეთ! სინამდვილეშიც ისეთი ეჭვიანი კი არ არის, როგორიც - სერიალშია. ცოტათი კი ვარო, - მითხრა...

ნინო:

- ცოტათი კი არა, გვარიანად ეჭვიანი ვარ, მაგრამ ჩემი პერსონაჟისგან განსხვავებით, არ ვიმჩნევ. აი, უკვე 25 წლის გახლავართ, მაგრამ მაინც მგონია, რომ გათხოვებისთვის ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ - 16 წლის ასაკში ჩავრჩი.

- როლანდ, შენ თუ ხარ ეჭვიანი?

- მგონი - არა. კარგი ინტუიცია მაქვს და როცა ვგრძნობ, რომ ადამიანი ისე არ იქცევა, როგორც უნდა იქცეოდეს, საეჭვო ამბის გარკვევას მაშინვე ვიწყებ, საკუთარ აზრსაც ხმამაღლა გამოვთქვამ... ასეთ შემთხვევაში, ჩუმად ყოფნა არ მჩვევია.

- შენთვის ტაფა ან მსგავსი რამ თუ უჩუქებიათ?

- ტაფა - არა, კომპასი მაჩუქეს. ალბათ, კომპასი უფრო მჭირდებოდა. არა, ორიენტაცია კაცურ პონტშიც ძალიან კარგი მაქვს - საკმაოდ ჩამოყალიბებული და მიზანმიმართული, მაგრამ კომპასი მაინც მჭირდება, რადგან ზოგადად, გეზს რომ ავიღებ, მაინც აღმოჩნდება ხოლმე, რომ სხვა მიმართულებით მივდივარ.

- ახლობლებისთვის საჩუქარს იოლად არჩევთ?

ნინო:

- უპირველეს ყოვლისა, ვიცი, რომ ქმარს არ უნდა ვაჩუქო ისეთი ტაფა, რომელსაც ზეთი არ სჭირდება! უბრალოდ, მე რაც მომწონს, სხვებს იმას ვჩუქნი. ჰოდა, არჩევანში ბევრჯერ შევმცდარვარ: ჩემი შერჩეული საჩუქარი ბევრს არ მოსწონებია.

როლანდი:

- არა, ვინმე კარგ ტაფას ან ქვაბს თუ მაჩუქებს, უარს არ ვიტყვი. ზოგადად, სამზარეულოს ნივთები "მევასება", ყველაზე მაგრად - დანები! მაქსიმალურად ვცდილობ, სხვებისთვის საჩუქრები სწორად შევარჩიო. ზოგჯერ შერჩევა მიჭირს და ამ დროს ეს საკითხი ტვინში მიტრიალებს, მტანჯავს, მერე კი უცებ შეიძლება, პრობლემა მარტივად მოვაგვარო. ისე, როცა ფული გაქვს, საჩუქრის არჩევაც იოლია.

- ეკრანულმა პარტნიორებმა დამეგობრება თუ მოასწარით?

ნინო:

- მე მისი ტელეფონის ნომერი ჯერ არ მაქვს და არც მას აქვს ჩემი.

როლანდი:

- როგორ არა, მე მაქვს შენი ტელეფონის ნომერი!

ნინო:

- მართლა? რატომ?!

როლანდი:

- საჭიროა: რა იცი, რაში დამჭირდება? სერიალში ჩემი "მეუღლე" ხარ. ჰოდა, გვინდა თუ არა, ერთმანეთთან კონტაქტი ხშირად მოგვიწევს.

ნინო:

- მართალია. მე მისი ტელეფონის ნომერი იმიტომ არ მაქვს, რომ თითქმის 24 საათი ერთად ვართ.

როლანდი:

- ჰოდა, გადავწყვიტეთ, ახლა ერთადაც დავიძინოთ: როლში "შესასვლელად" ეს აუცილებელია.

ნინო:

- სხვათა შორის, გადაღებიდან შინ რომ მივედი, იქაურობა აღარ მომეწონა - სერიალის სახლი მომინდა (იცინის).

როლანდი:

- სერიალში ჩვენს სახლს საძინებელი არ აქვს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჰქონდეს!

ნინო:

- როლიკო იღვწის, რომ სასწრაფოდ, საძინებელი ოთახი გაგვიკეთონ. ამბობს, - საძინებელში ერთად რატომ არ შევდივართო? ამის გამო ყოველთვის უკმაყოფილოა. პერსონაჟების გამო შეწუხდა: ადამიანებს საძინებელი ოთახი არ აქვთ, რომ იქ რაღაც იმაიმუნონო...

როლანდი:

- რას ჰქვია, იმაიმუნონ? მაგას შენ მაიმუნობას ეძახი (იცინის)?!

- როლანდ, როგორც ვიცი, შოთიკო კალანდაძის ფილმში, სადაც ეროტიკულ სცენაში მონაწილეობ, შენი როლი დიდად არ მოგწონს, ამ სერიალში კი ძალიან მონდომებული ჩანხარ...

- იმ ნამუშევარს არ შეიძლება, "ფილმი" დაარქვა. მგონი, შოთიკოც ასე მიიჩნევს. უბრალოდ, ვიდეოჩანახატია... სერიალში კი ჩემი და ნინოს პერსონაჟები მოსიყვარულე ცოლ-ქმარი არიან და უცებ - ერთმანეთს შორდებიან! ეს არ მომწონს, ამას ვაპროტესტებ! ეს ჩემთვის უცხოა! მე მაყურებელი საძინებელში მიცნობს (იცინის)!

- იქნებ გადაღებისას იღლები და წამოწოლა გინდა?

- დიახ, თუნდაც: ამას წინათ, გადაღებისას თავისუფალი დრო რომ მქონდა, რამდენჯერმე "ჩემი" მეგობრის - მექალთანე ნიკას ლოგინში მეძინა და "ქალის სუნი" ამდიოდა, "შინ" მისულს კი ნინო მეჩხუბა... მოკლედ, ერთი ამბავი იყო!

- ნინო, რომელ თეატრში მუშაობ?

- სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ვარ, სპექტაკლები კი მარჯანიშვილის თეატრის სხვენში გვაქვს ხოლმე. კიდევ, დაახლოებით 5 ფილმში ვარ გადაღებული. ახლახან გადაღებებზე ბარსელონაში ვიყავი... სერიალის - "ჩვენი ამბავი" პრომოების ეთერში გასვლის შემდეგ ქუჩაში ხალხი მცნობს და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მსიამოვნებს.

- შეძლებთ, რომ სერიალის - "შუა ქალაქში" მერე ხალხს თქვენი პერსონაჟები შეაყვაროთ?

- უკვე თვე-ნახევარია, რაც ამაზე ვნერვიულობ. ღამეები არ მძინავს. პირველი სეზონის მსახიობები მესიზმრება, მერე - მეორის, მესამის... ასე "ავდივარ" მეთექვსმეტე სეზონამდე. თან, მსახიობების ხმაც ჩამესმის. მაყურებლების ნაწილი ახალი სერიალის დაწყების გამო გახარებულია, რადგან ძველი მობეზრებული ჰქონდათ; ნაწილი - ძალიან გაბრაზებულია: სერიალი ეთერში გასული არ იყო, რომ ჩვენ მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ავლენდნენ... დარწმუნებული ვარ, უარყოფითი დამოკიდებულება ძალიან მალე შეეცვლებათ და ყველა შეგვიყვარებს - კარგი შემოქმედებითი ჯგუფი გვყავს.

როლანდი:

- წინა პროექტი წარმატებული იყო და ხალხს მართლა ძალიან შეუყვარდა მასში მონაწილე ყველა მსახიობი. გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან არ ვნერვიულობ, მაგრამ მინდა, "ჩვენი ამბავიც" შეიყვარონ. მაყურებლებს ჩვენ მიმართ კარგი დამოკიდებულება თუ ექნებათ, უკეთ გაერთობიან და ჩვენც კარგად ვიქნებით (იღიმის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება