პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა სიჭინავა - ზუსტად იგივე ხელფასი მაქვს "იმედში", რაც "მაესტროში" მქონდა
თეა სიჭინავა - ზუსტად იგივე ხელფასი მაქვს "იმედში", რაც "მაესტროში" მქონდა

თეა სი­ჭი­ნა­ვა 16 სექ­ტემ­ბრი­დან "იმე­დის" არხზე გა­მოჩ­ნდა ახა­ლი გა­და­ცე­მით "პო­ლი­ტი­კის დრო", რო­მე­ლიც სა­ღა­მოს პრა­იმ­ტა­იმს იკა­ვებს. რო­გორც თეა ამ­ბობს, ის და ვახო სა­ნა­ია კონ­კუ­რენ­ტე­ბი არ არი­ან, რად­გან ვა­ხოს გა­და­ცე­მა პა­რას­კევს გავა და ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, დარ­ბაზ­ში აუ­დი­ტო­რია ეყო­ლე­ბა, რაც თეას გა­და­ცე­მა­ში არ არის. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გა­და­ცე­მის დე­ტა­ლე­ბი­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო­დან" ხმა­უ­რი­ა­ნი წა­მოს­ვლის შე­სა­ხებ ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" ესა­უბ­რა.

"ახა­ლი გა­და­ცე­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით შევ­თა­ვა­ზეთ მა­ყუ­რე­ბელს. "არ­გუ­მენ­ტე­ბი" მხო­ლოდ დე­ბა­ტებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და და ფორ­მა­ტის თვალ­საზ­რი­სით მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ მქო­ნია. ახა­ლი გა­და­ცე­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს კვი­რის გმირ­თან, სტუ­მარ­თან პი­რის­პირ სა­უ­ბარს, ღია შე­კი­თხვე­ბით, შემ­დეგ არის დე­ბა­ტე­ბი და მე­სა­მე ბლო­კი დის­კუ­სი­ას ეთ­მო­ბა. და­ნარ­ჩენს რაც შე­ე­ხე­ბა, მე იგი­ვე ვარ, არ ვიც­ვლე­ბი და პრინ­ცი­პე­ბიც არ იც­ვლე­ბა (იღი­მის).

რაც შე­ე­ხე­ბა გუნდს, ეს ის გუნ­დია, რო­მელ­თან ერ­თა­დაც "იმედ­ზეც" და შემ­დეგ "მა­ესტრო­ზეც" ვმუ­შა­ობ­დი. გა­და­ცე­მას სჭირ­დე­ბა გუნ­დი, რომ­ლის გა­რე­შეც ის ვერ მომ­ზად­დე­ბა. დღი­დან ეთერ­ში გას­ვლი­სა ეს გუნ­დი "იმედ­ზე" მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ მო­უხ­და წას­ვლა და ახლა ისევ უკან დაბ­რუნ­და", - აღ­ნიშ­ნა თეა სი­ჭი­ნა­ვამ.

ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, ტე­ლე­კო­მაპ­ნია "იმედ­ში" დაბ­რუ­ნე­ბა მის­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, ვი­ნა­ი­დან ამ არხზე ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­პორ­ტი­ო­რად მუ­შა­ობ­და, ახლა კი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად დაბ­რუნ­და.

" რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი არ­სე­ბობს. ვნე­ბა­თა­ღელ­ვაც არის, რად­გან "იმედ­ში" ექ­ვსი წელი რე­პორ­ტი­ო­რად ვმუ­შა­ობ­დი, ახლა კი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად დავ­ბრუნ­დი. მი­წევს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი საქ­მის კე­თე­ბა, უფრო ფარ­თო მას­შტა­ბით და ფარ­თო მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­შიც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა", - ამ­ბოსბ ჟურ­ნა­ლის­ტი.

თეას "მა­ესტრო­დან" წა­მოს­ვლას საკ­მა­ოდ დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. მა­მუ­კა ღლონტმა გა­ნა­ცხა­და, რომ მის არხს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ებ­რძვი­ან. თეა სი­ჭი­ნა­ვა "არ­გუ­მენ­ტებს" "მა­ესტროს" ეთერ­ში 4 წე­ლი­წა­დი უძღვე­ბო­და, თუმ­ცა არ­ჩე­ვა­ნი "იმე­დის" სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ზუს­ტად იგი­ვე ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვს, რაც "მა­ესტრო­ში".

"ჩემ­თვის თა­ვი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­უ­გე­ბა­რი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­და­პირ ჩემ­კენ არ გახ­ლდათ მო­მარ­თუ­ლი. ემო­ცი­უ­რად მეს­მის მა­მუ­კა­სი, რად­გან არ იყო ად­ვი­ლი არც მის­თვის და არც ჩემ­თვის. ბევ­რი რამ გა­მო­ვი­ა­რეთ ერ­თად, საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რო­ბებ­ში გვი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, ქუ­ჩა­შიც ვი­დე­ქით თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის და ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის და­სა­ცა­ვად. არა­ფე­რია მა­რა­დი­უ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი ერთ დღე­საც სრულ­დე­ბა. არც იმას ვფიქ­რობ, რომ "იმედ­შიც" მა­რა­დი­უ­ლად დავ­რჩე­ბი, მაგ­რამ იქ დავ­ბრუნ­დი, სა­დაც რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა, ფეხი ავიდ­გი. ვი­ღა­ცამ ეს არას­წო­რად შე­ა­ფა­სა და ფი­ნან­სურ მო­მენტს მი­ა­წე­რა. არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ არა­ნა­ი­რი მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი. დღე­საც თა­ნახ­მა ვარ, გა­ვა­სა­ჯა­როო შე­სა­ბა­მი­სი ამო­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ჩემი და­რი­ცხუ­ლი ხელ­ფა­სე­ბი იქ­ნე­ბა მი­თი­თე­ბუ­ლი რო­გორც ერთ, ისე მე­ო­რე კომ­პა­ნი­ა­ში, თუკი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბიც თა­ნახ­მა იქ­ნე­ბი­ან და ნა­ხავთ, რომ ზუს­ტად იგი­ვე ხელ­ფა­სი მაქვს "იმედ­შიც". რაც შე­ე­ხე­ბა პი­რო­ბებს, თუკი იმას გუ­ლის­ხმო­ბენ, რომ "იმედს" უფრო დიდი მას­შტა­ბი აქვს, რა თქმა უნდა, ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს აქვს სურ­ვი­ლი, უფრო ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე წარ­დგეს და ახა­ლი რამ გა­მოს­ცა­დოს, მით უმე­ტეს, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუ­თხით არ­სად არ გაქვს შე­ზღუდ­ვა. იქ, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლად არ ვგრძნობ თავს, არც დავ­რჩე­ბი და ამი­სი მა­გა­ლი­თია ძვე­ლი "იმე­დი", რო­დე­საც ამ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წა­ვე­დი. თქვენ რომ იცო­დეთ, "მა­ესტრო­ში" რა ხელ­ფას­ზე მი­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ, აღარ გაჩ­ნდე­ბო­და კი­თხვა ჩემი ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ.

ახლა "მა­ესტროს" შე­და­რე­ბით უკე­თე­სი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს. არის მცი­რე პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლებ­ზეც მე ვერ ვი­სა­უბ­რებ და ამა­ზე არც ერთი სი­ტყვა არ მით­ქვამს, რაც "მა­ესტრო­დან" წა­მო­ვე­დი", - გა­ნა­ცხა­და ტე­ლე­წამ­ყვან­მა.

მისი თქმით, "იმედ­ში" გა­დას­ვლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მის­თვის არ ყო­ფილ ად­ვი­ლი და გარ­და "იმე­დი­სა", ორი სხვა ტე­ლე­ვი­ზი­და­ნაც ჰქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბა.

"სა­ნამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ­დი, ერთი თვით ადრე მი­ვე­დი "მა­ესტროს" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და ვუ­თხა­რი, რომ მქონ­და სამი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, მათ შო­რის "იმე­დი­და­ნაც". საქ­მის კურ­სში იყ­ვნენ და ერ­თთვი­ა­ნი ძა­ლი­ან მძი­მე გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე "იმედ­ზე" დაბ­რუ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სი­ჭი­ნა­ვამ.

ცნო­ბი­ლია, რომ ახა­ლი სე­ზო­ნი­დან ინგა გრი­გო­ლია ეთერ­ში ბრუნ­დე­ბა, ნინო შუბ­ლა­ძე ისევ აახ­ლებს "პო­ზი­ცი­ას", სხვა არ­ხებ­ზეც იქ­ნე­ბა თოქ­შო­უ­ე­ბი. იქ­ნე­ბა კონ­კუ­რენ­ცია და სა­ვა­რა­უ­დოდ, სტუმ­რე­ბის წარ­თმე­ვაც. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ას მი­ე­სალ­მე­ბა და იმე­დი აქვს, რომ და­კის­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თავს წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თმევს.

"ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რე­ბის წარ­თმე­ვას, ესეც ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ის ნა­წი­ლია. ყვე­ლა ცდი­ლობს, რომ იმ დღის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტუ­მა­რი ჰყავ­დეს, მით უმე­ტეს, ვიწ­როა რეს­პონ­დენ­ტთა სია. მა­ყუ­რებ­ლე­ბის­გან ხში­რად ვი­ღებ­დი საყ­ვე­დურს, რა­ტომ მომ­ყავ­და ერთი და იგი­ვე სტუმ­რე­ბი. ძა­ლი­ან დიდი კონ­კუ­რენ­ცია იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ თავს გა­ვარ­თმევთ", - ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

თეა სი­ჭი­ნა­ვას "პო­ლი­ტი­კის დრო" პირ­ვე­ლად 16 სე­ტემ­ბერს გა­ვი­და ეთერ­ში, გა­და­ცე­მის პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახი კა­ლა­ძე იყო.

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

თეა სიჭინავა - ზუსტად იგივე ხელფასი მაქვს "იმედში", რაც "მაესტროში" მქონდა

თეა სიჭინავა - ზუსტად იგივე ხელფასი მაქვს "იმედში", რაც "მაესტროში" მქონდა

თეა სიჭინავა 16 სექტემბრიდან "იმედის" არხზე გამოჩნდა ახალი გადაცემით "პოლიტიკის დრო", რომელიც საღამოს პრაიმტაიმს იკავებს. როგორც თეა ამბობს, ის და ვახო სანაია კონკურენტები არ არიან, რადგან ვახოს გადაცემა პარასკევს გავა და ჩვეულებისამებრ, დარბაზში აუდიტორია ეყოლება, რაც თეას გადაცემაში არ არის. ტელეწამყვანი გადაცემის დეტალებისა და ტელეკომპანია "მაესტროდან" ხმაურიანი წამოსვლის შესახებ ჟურნალ "რეიტინგს" ესაუბრა.

"ახალი გადაცემა განსხვავებული ფორმატით შევთავაზეთ მაყურებელს. "არგუმენტები" მხოლოდ დებატებს ითვალისწინებდა და ფორმატის თვალსაზრისით მეტი თავისუფლება არ მქონია. ახალი გადაცემა ითვალისწინებს კვირის გმირთან, სტუმართან პირისპირ საუბარს, ღია შეკითხვებით, შემდეგ არის დებატები და მესამე ბლოკი დისკუსიას ეთმობა. დანარჩენს რაც შეეხება, მე იგივე ვარ, არ ვიცვლები და პრინციპებიც არ იცვლება (იღიმის).

რაც შეეხება გუნდს, ეს ის გუნდია, რომელთან ერთადაც "იმედზეც" და შემდეგ "მაესტროზეც" ვმუშაობდი. გადაცემას სჭირდება გუნდი, რომლის გარეშეც ის ვერ მომზადდება. დღიდან ეთერში გასვლისა ეს გუნდი "იმედზე" მუშაობდა, შემდეგ მოუხდა წასვლა და ახლა ისევ უკან დაბრუნდა", - აღნიშნა თეა სიჭინავამ.

ჟურნალისტის თქმით, ტელეკომაპნია "იმედში" დაბრუნება მისთვის ძალიან ემოციური იყო, ვინაიდან ამ არხზე ექვსი წლის განმავლობაში რეპორტიორად მუშაობდა, ახლა კი გადაცემის წამყვანად დაბრუნდა.

" რასაკვირველია, ემოციური მომენტი არსებობს. ვნებათაღელვაც არის, რადგან "იმედში" ექვსი წელი რეპორტიორად ვმუშაობდი, ახლა კი გადაცემის წამყვანად დავბრუნდი. მიწევს განსხვავებული საქმის კეთება, უფრო ფართო მასშტაბით და ფართო მაყურებლის წინაშე. იმედი მაქვს, მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება", - ამბოსბ ჟურნალისტი.

თეას "მაესტროდან" წამოსვლას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ მის არხს მიზანმიმართულად ებრძვიან. თეა სიჭინავა "არგუმენტებს" "მაესტროს" ეთერში 4 წელიწადი უძღვებოდა, თუმცა არჩევანი "იმედის" სასარგებლოდ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, ზუსტად იგივე ანაზღაურება აქვს, რაც "მაესტროში".

"ჩემთვის თავიდან გაკეთებული გარკვეული განცხადებები გაუგებარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ჩემკენ არ გახლდათ მომართული. ემოციურად მესმის მამუკასი, რადგან არ იყო ადვილი არც მისთვის და არც ჩემთვის. ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად, საკმაოდ მძიმე პირობებში გვიწევდა მუშაობა, ქუჩაშიც ვიდექით თავისუფალი სიტყვის და ჩვენი ტელევიზიის დასაცავად. არაფერია მარადიული და ყველაფერი ერთ დღესაც სრულდება. არც იმას ვფიქრობ, რომ "იმედშიც" მარადიულად დავრჩები, მაგრამ იქ დავბრუნდი, სადაც როგორც ჟურნალისტმა, ფეხი ავიდგი. ვიღაცამ ეს არასწორად შეაფასა და ფინანსურ მომენტს მიაწერა. არ შემოუთავაზებიათ არანაირი მაღალი ხელფასი. დღესაც თანახმა ვარ, გავასაჯაროო შესაბამისი ამონაწერები, სადაც ჩემი დარიცხული ხელფასები იქნება მითითებული როგორც ერთ, ისე მეორე კომპანიაში, თუკი, რასაკვირველია, ტელევიზიების ხელმძღვანელებიც თანახმა იქნებიან და ნახავთ, რომ ზუსტად იგივე ხელფასი მაქვს "იმედშიც". რაც შეეხება პირობებს, თუკი იმას გულისხმობენ, რომ "იმედს" უფრო დიდი მასშტაბი აქვს, რა თქმა უნდა, ყველა ჟურნალისტს აქვს სურვილი, უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგეს და ახალი რამ გამოსცადოს, მით უმეტეს, რომ თავისუფლების კუთხით არსად არ გაქვს შეზღუდვა. იქ, სადაც თავისუფლად არ ვგრძნობ თავს, არც დავრჩები და ამისი მაგალითია ძველი "იმედი", როდესაც ამ ტელევიზიიდან წავედი. თქვენ რომ იცოდეთ, "მაესტროში" რა ხელფასზე მივედი სამუშაოდ, აღარ გაჩნდებოდა კითხვა ჩემი ფინანსური დაინტერესების შესახებ.

ახლა "მაესტროს" შედარებით უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვს. არის მცირე პრობლემები, რომლებზეც მე ვერ ვისაუბრებ და ამაზე არც ერთი სიტყვა არ მითქვამს, რაც "მაესტროდან" წამოვედი", - განაცხადა ტელეწამყვანმა.

მისი თქმით, "იმედში" გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მისთვის არ ყოფილ ადვილი და გარდა "იმედისა", ორი სხვა ტელევიზიდანაც ჰქონდა შეთავაზება.

"სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ერთი თვით ადრე მივედი "მაესტროს" ხელმძღვანელობასთან და ვუთხარი, რომ მქონდა სამი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მათ შორის "იმედიდანაც". საქმის კურსში იყვნენ და ერთთვიანი ძალიან მძიმე გაანალიზების შემდეგ გადავწყვიტე "იმედზე" დაბრუნება", - აღნიშნა სიჭინავამ.

ცნობილია, რომ ახალი სეზონიდან ინგა გრიგოლია ეთერში ბრუნდება, ნინო შუბლაძე ისევ აახლებს "პოზიციას", სხვა არხებზეც იქნება თოქშოუები. იქნება კონკურენცია და სავარაუდოდ, სტუმრების წართმევაც. ტელეწამყვანი ჯანსაღ კონკურენციას მიესალმება და იმედი აქვს, რომ დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავს წარმატებით გაართმევს.

"ყველას წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება სტუმრების წართმევას, ესეც ჯანსაღი კონკურენციის ნაწილია. ყველა ცდილობს, რომ იმ დღისთვის მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავდეს, მით უმეტეს, ვიწროა რესპონდენტთა სია. მაყურებლებისგან ხშირად ვიღებდი საყვედურს, რატომ მომყავდა ერთი და იგივე სტუმრები. ძალიან დიდი კონკურენცია იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავს გავართმევთ", - ამბობს ტელეწამყვანი.

თეა სიჭინავას "პოლიტიკის დრო" პირველად 16 სეტემბერს გავიდა ეთერში, გადაცემის პირველი სტუმარი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე იყო.

იხილეთ ბმული

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები