ინგლისის საგრაფო ლანკაშირში მცხოვრები სუი რედფორდი მეჩვიდმეტე შვილზეა ფეხმძიმედ.
სუი და მისი მეუღლე ნოელი პატარასთვის საძინებელს ამზადებენ. მათ 9 ვაჟი და 7 ქალიშვილი ჰყავთ. სუი მშობიარობას მოუთმენლად ელის. ბავშვის სქესი წყვილმა ჯერჯერობით არ იცის. ყველაზე უფროსი 24 წლის კრისია და უმცროსი 11 თვის კასპერი.
"ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან და დედმამიშვილის დაბადებას მოუთმენლად ელიან", - ამბობს სუი.
სუი რედფორდმა პირველად 14 წლის ასაკში იმშობიარა და ახლაც 41 წლის ასაკში ჯანმრთელობა საშუალებას აძლევს, შვილებს კიდევ ერთი დედმამიშვილი აჩუქოს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.