პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შეწყდა სერიალის - "შუა ქალაქში" გადაღება
რატომ შეწყდა სერიალის - "შუა ქალაქში" გადაღება

პო­პუ­ლა­რუ­ლი კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლი - "შუა ქა­ლაქ­ში" დას­რულ­და. სულ მალე ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი ახალ სი­ტუ­ა­ცი­ურ კო­მე­დი­ას - "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" იხი­ლავს. ის 4 მე­გობ­რის - 3 ბი­ჭი­სა და 1 გო­გო­ნას (რო­მელ­საც ბი­ჭე­ბი "ძმა­კა­ცად" მი­იჩ­ნე­ვენ) სა­ხა­ლი­სო ამ­ბებს მოგ­ვი­თხრობს. მხი­ა­რუ­ლი მე­გობ­რე­ბის როლ­ში ვი­ხი­ლავთ მსა­ხი­ო­ბებს: ტატო ჩა­ხუ­ნაშ­ვილს, რო­ლანდ ოქ­რო­პი­რი­ძეს, ლე­ვან ბუ­ა­ძე­სა და რუს­კა მა­ყაშ­ვილს. ასე­ვე, სე­რი­ალ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი და უც­ნო­ბი სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ...

რუს­კას გარ­და, სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან ახალ სი­ტუ­ა­ცი­ურ კო­მე­დი­ა­ში დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვილ­საც ვი­ხი­ლავთ. ის ამ­ჯე­რა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო როლს ას­რუ­ლებს, მაგ­რამ იმე­დო მეშ­ვე­ლი­ა­ნის "სა­უ­ცხოო" მუ­სი­კა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის მოტრფი­ა­ლე გი­ას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ახლა მისი გმი­რი მკაც­რი და წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი გახ­ლავთ...

ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი - ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი და ბაჩო ქა­ჯა­ია დროს უქ­მად არ კარ­გა­ვენ და "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ. ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ახალ სე­ზონ­შიც იცეკ­ვებს...

"ჩვე­ნი ამ­ბა­ვის" პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­რი­ის ჩა­წე­რას და­ვეს­წა­რით. გა­და­ღე­ბამ ხა­ლი­სი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა. ახა­ლი სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხუმ­რო­ბებ­ზე მა­ყუ­რებ­ლებს ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ...

ტატო ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი:

- ჩემი გმი­რი - ზურა მწე­რა­ლი გახ­ლავთ და ამავდრო­უ­ლად, მთხრო­ბე­ლიც არის: სე­რი­ალ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ორომ­ტრი­ა­ლი სწო­რედ ზუ­რას გარ­შე­მო ხდე­ბა და ამის შე­სა­ხებ თა­ვად გვიყ­ვე­ბა... სე­რი­ა­ლებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბიც გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ ისე­თი სა­მუ­შაო არა­სო­დეს მქო­ნია, როცა დარ­ბაზ­ში მა­ყუ­რებ­ლე­ბიც სხე­დან და თან, გა­და­ღე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. თა­ვი­დან მსა­ხი­ო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა ცოტა არ იყოს, შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. თა­მა­ში არ გამ­ჭირ­ვე­ბია, მაგ­რამ გა­და­ღე­ბის და­წყე­ბამ­დე მარ­თლა ვღე­ლავ­დი. შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ გა­და­ღე­ბა­ზე მა­ყუ­რებ­ლე­ბის დას­წრე­ბა გვეხ­მა­რე­ბა, სტი­მულს გვაძ­ლევს და ვხვდე­ბით - თა­მა­ში რო­გორ "წა­ვიყ­ვა­ნოთ". ეს ძა­ლი­ან კარ­გია!

- ზურა რა­ი­მე­თი თუ გგავთ?

- სა­ერ­თო თვი­სე­ბი გვაქვს: ისიც მე­გობ­რუ­ლია; სმა, გარ­თო­ბა და წიგ­ნი ორი­ვეს გვიყ­ვარს, ორი­ვე ვე­წე­ვით, ისიც ცო­ტა­თი მე­ლო­ტია და მეც (იცი­ნის). ამ ეტაპ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ როცა ვი­ყა­ვი, ალ­ბათ მა­შინ ისე ძლი­ე­რად მიყ­ვარ­და, რო­გორც ახლა ზუ­რას უყ­ვარს: მას თა­ვი­სი ცოლ-შვი­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარს, მაგ­რამ ცოლ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ინც უიღ­ბლოდ "მი­დის" და და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან... პირ­ვე­ლი სე­რია დავძლი­ეთ. დავ­წყნარ­დი და მივ­ხვდი, რომ სა­ში­ში არა­ფე­რია, პი­რი­ქით - ასეთ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ყო­ფი­ლა. ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დი, ვინც მხარ­ში გვიდ­გას.

რო­ლანდ ოქ­რო­პი­რი­ძე:

- ჩემი პერ­სო­ნა­ჟი - გი­ორ­გი კარ­გი ქარ­თვე­ლი ბი­ჭია. ღვი­ნის სმა და მე­გობ­რე­ბი უყ­ვარს. მოკ­ლედ, ისე­თია, რო­გო­რიც - ბევ­რი ქარ­თვე­ლი. ეჭ­ვი­ა­ნი ცოლი ჰყავს, მაგ­რამ რა ქნას? ჩემი გმი­რი ამ ამ­ბავს შე­გუ­ე­ბუ­ლია და სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვამს, რად­გან რე­ა­ლუ­რად, ცო­ლის­თვის სა­ეჭ­ვი­ა­ნოს არა­ფერს აკე­თებს. მან ზუს­ტად იცის, რომ მის ოჯახს ცუდი არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა. ჰოდა, მშვი­დად არის.

- გა­და­ღე­ბი­სას ნერ­ვი­უ­ლობ­დით?

- ცო­ტა­თი. როცა დარ­ბაზ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლია, მსა­ხი­ო­ბე­ბი ნერ­ვი­უ­ლო­ბენ. გა­და­ღე­ბამ­დე რე­პე­ტი­ცია ბევ­რჯერ გა­ვი­ა­რეთ და გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, მო­ბეზ­რე­ბის შეგ­რძნე­ბა უფრო მქონ­და.

ნიკა კუ­ჭა­ვა:

- სე­რი­ალ­ში გი­ორ­გის ცო­ლისძმას - თორ­ნი­კეს როლს ვას­რუ­ლებ. თორ­ნი­კე ბევ­რს ლა­პა­რა­კობს, ყვე­ლას თავს აბეზ­რებს. ის დის­ტრი­ბუ­ტო­რად მუ­შა­ობს და სულ რა­ღაც პრობ­ლე­მა აქვს... და ძა­ლი­ან უყ­ვარს, მაგ­რამ სი­ძეს გულ­ზე დი­დად არ ეხა­ტე­ბა. გი­ორ­გის ცო­ლისძმას­თან ერ­თად და­ლე­ვას ურ­ჩევ­ნია, მისი თა­ნა­მე­სუფ­რე უცხო ადა­მი­ა­ნი იყოს და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ თორ­ნი­კე მის ოჯახ­ში არ მი­ვი­დეს, მაგ­რამ ცოლი საყ­ვე­დუ­რობს: რო­გორ, ჩემი ძმა არ გიყ­ვარ­სო?! ამი­ტომ მას ცო­ლისძმას­თან შე­გუ­ე­ბა უწევს.

- მე­ო­რე სე­რი­ა­ში, სი­ძის მიერ მო­წყო­ბი­ლი ოი­ნის შე­დე­გად, თორ­ნი­კე უხერ­ხულ და სა­ხა­ლი­სო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი შენ­თვის ნაც­ნო­ბია?

- უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხში­რად აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ. მახ­სოვს, ჯერ კი­დევ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ვსწავ­ლობ­დი, როცა ერთ-ერთი, სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რის შემ­დეგ, მე­გო­ბარ­თან ერ­თად პარ­ტერ­ში შე­ვე­დი. სიბ­ნე­ლე იყო. ვამ­ბობ­დი: ეს რა ცუდი სპექ­ტაკ­ლი იყო, რე­ჟი­სორ­მა რა დად­გა-მეთ­ქი? სი­ნათ­ლე რომ აინ­თო, და­ვი­ნა­ხე - პარ­ტერ­ში რე­ჟი­სო­რი და მხატ­ვა­რი ის­ხდნენ! კი­ნა­ღამ მოვ­კვდი... თან, ყვე­ლა­ზე უა­რე­სი ის იყო, რომ სა­კუ­თარ თავ­თან მარ­თა­ლი არ ვი­ყა­ვი: პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი გახ­ლდით და სპექ­ტაკ­ლი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რად შე­ვა­ფა­სე. მას შემ­დეგ, ამ ამ­ბავ­ზე ხში­რად "მე­ფიქ­რე­ბა"...

- "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რო­გო­რია?

- მე, დიმა და რო­ლან­დი ერ­თსა და იმა­ვე თე­ატ­რში ვმუ­შა­ობთ და ლა­მის დღე და ღამე ერ­თად ვართ. "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის ბი­ჭებ­საც ვიც­ნობ­დი და მათ­თან მუ­შა­ო­ბაც გა­მი­ად­ვილ­და. რამ­დე­ნი­მე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფორ­მა­ტის სე­რი­ალ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მაგ­რამ მათ გა­და­ღე­ბას მა­ყუ­რე­ბე­ლი არ ეს­წრე­ბო­და. "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" ჩემ­თვის სი­ახ­ლეა! ეს ნა­ხევ­რად სპექ­ტაკ­ლია. რა თქმა უნდა, რთუ­ლი სა­მუ­შა­ოა: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რის­თვის თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბი­ან, ჩვენ კი ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველკ­ვი­რა პრე­მი­ე­რა გვაქვს...

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი:

- ეკა­ტე­რი­ნე მომ­წონს. მის მსგავ­სად, ქა­ლა­ბი­ჭა - არა, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში ახ­ტა­ჯა­ნა ვი­ყა­ვი. დღე­საც ბევ­რი მე­გო­ბა­რი ბიჭი მყავს. შე­მიძ­ლია, მათი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნო და ჩე­მიც გა­ვან­დო...

- ახალ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! შენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი ხომ არ იყო?

- არა. "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ა­ში დიდი ხა­ნია, ვმუ­შა­ობ. აქ ჩემი მე­ო­რე სამ­სა­ხუ­რი და ოჯა­ხია. ჰოდა, ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც დი­დად არ გამ­კვირ­ვე­ბია.

დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი:

- გა­მი­ხარ­და, ახალ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს. რა­ტომ­ღაც, მენდვ­ნენ. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" გმი­რის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია: გია სუ­ლე­ლი კაცი იყო. მთლად და­ლა­გე­ბუ­ლი არც ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ტი­პია. მგო­ნი, მისი ხილ­ვი­სას მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ხა­ლის­დე­ბა... როცა რა­ი­მე საქ­მეს წა­მო­ვი­წყებ, ვცდი­ლობ, ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯო და ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­ვა­კე­თო, რო­გორც სა­ჭი­როა. ძა­ლი­ან კარგ ადა­მი­ა­ნებ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ - ისი­ნი ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან. "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ას­თან მუ­შა­ო­ბა მსი­ა­მოვ­ნებს, რად­გან ამ გუნ­დის წევ­რე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან.

ახა­ლი სე­რი­ა­ლის ჩა­წე­რას ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი და ბაჩო ქა­ჯა­ი­აც ეს­წრე­ბოდ­ნენ...

ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი:

- სე­რი­ა­ლის ჩა­წე­რი­სას მა­ყუ­რებ­ლის ამ­პლუ­ა­ში აქამ­დე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ.

- სევ­და ხომ არ მო­გე­ძა­ლა?

- არა, ამა­ზე არ ვფიქ­რობ­დი. უბ­რა­ლოდ, ინ­ტე­რე­სით ვა­დევ­ნებ­დი თვალს ახა­ლი სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბის პრო­ცესს.

- მერე, მო­გე­წო­ნა? რო­გორც მა­ყუ­რე­ბე­ლი, ახალ სე­რი­ალს რო­გორ შე­ა­ფა­სებ?

- და­სა­წყი­სის­თვის კარ­გია. ყო­ველ შემ­თხვევ­ში, ეტყო­ბა, რომ კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა. დე­ტა­ლებ­ზე ვფიქ­რობ­დი: მსა­ხი­ო­ბე­ბი ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, და­ძა­ბუ­ლე­ბი არი­ან... ნელ-ნელა რა­ღა­ცებს "და­ა­მუ­ღა­მე­ბენ", გა­თა­მამ­დე­ბი­ან... ჩემს შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ: პირ­ვე­ლი ჩა­წე­რა რთუ­ლია. რა თქმა უნდა, ღე­ლავ და რა­ღა­ცას ისე ვერ აკე­თებ, რო­გორც სა­ჭი­როა და რო­გორც შე­გიძ­ლია...

ბაჩო ქა­ჯა­ია:

- ახლა ვხვდე­ბი, ის მა­ყუ­რე­ბე­ლი რას გრძნობს, ვინც დარ­ბაზ­შია. ეს სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია...

- მაგ­რამ ალ­ბათ, თქვენ­თვის სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იყო, არა?

- სხვა­დას­ხვა ამ­პლუ­ა­ში ყოფ­ნა უფრო კარ­გია. ახა­ლი სე­რი­ა­ლის პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი და­ი­წყო, პირ­ვე­ლი სე­რი­ის ჩა­წე­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ალ­ბათ, ახლა ჩემი მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი ნერ­ვი­უ­ლო­ბენ. მათ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. სე­რი­ა­ლი თან­და­თან უფრო გან­ვი­თარ­დე­ბა, როცა მა­ყუ­რებ­ლე­ბი პერ­სო­ნა­ჟებს გა­იც­ნო­ბენ, შე­იყ­ვა­რე­ბენ და მათი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გახ­დე­ბი­ან...

- სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" დას­რუ­ლე­ბის გამო, გულ­და­წყვე­ტი­ლი ხომ არ ხართ?

- რა­ღაც იმი­ტომ მთავ­რდე­ბა, რომ ახა­ლი და­ი­წყოს. გული არ დამ­წყვე­ტია, მაგ­რამ დრო რომ გავა, შე­იძ­ლე­ბა, ნოს­ტალ­გია გა­მიჩ­ნდეს...

და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი:

- ივ­ლი­სის ბო­ლოს, როცა სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" მე­თექ­ვსმე­ტე სე­ზო­ნი და­ვას­რუ­ლეთ, გა­დავ­წყვი­ტეთ, რა­ღა­ცე­ბი შეგ­ვეც­ვა­ლა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სე­რი­ა­ლი 2 ეტა­პად იყო­ფა: მთე­ლი 10 სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას­ში ერთი და იგი­ვე "სას­ტა­ვი" მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მე­თერ­თმე­ტე სე­ზო­ნი­დან კი ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო, როცა ცვლი­ლე­ბე­ბი უფრო ხში­რი გახ­და... სცე­ნა­რის­ტებ­თან ერ­თად ვფიქ­რობ­დი და პერ­სო­ნა­ჟე­ბი, ამ­ბე­ბი შევ­ცვა­ლეთ. ბო­ლოს ვთქვით: მოდი, "მი­წო­დე­ბის" ფორ­მაც შევ­ცვა­ლოთ-თქო. ახალ სე­რი­ალ­ში მთხრო­ბე­ლის ხმა ის­მის, წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბის სცე­ნე­ბია. მერე გა­დავ­წყვი­ტეთ, სე­რი­ა­ლის­თვის სა­ხე­ლიც შეგ­ვეც­ვა­ლა. "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" ახა­ლი სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დია გახ­ლავთ, ოღონდ სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" სა­ფუძ­ველ­ზეა შექ­მნი­ლი.

- სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" ბოლო სე­ზო­ნის მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან ახალ კო­მე­დი­ა­ში მხო­ლოდ დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს. ის რა პრინ­ცი­პით შე­არ­ჩი­ეთ?

- პერ­სო­ნა­ჟის მი­ხედ­ვით: მე­ო­რე "პი­ლო­ტის­თვის" მო­ვი­ფიქ­რეთ, რომ ზუ­რას უფ­რო­სი ძმა უნდა ჰყო­ლო­და, რო­მე­ლიც წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ტიპი იქ­ნე­ბო­და. "ბა­ზა­ში" ვი­ღა­ცე­ბი გვყავ­და, მათ შო­რის - დი­მაც. როცა ამ რო­ლის­თვის მსა­ხი­ობს ვარ­ჩევ­დით, ყვე­ლა­ზე მე­ტად დიმა მოგ­ვე­წო­ნა.

- სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" ამ­ბა­ვი ცოტა არ იყოს, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა...

- მე ასე არ ვფიქ­რობ. სე­რი­ა­ლი პრინ­ციპ­ში, ლო­გი­კუ­რად დას­რულ­და. მსა­ხი­ო­ბებს რაც შე­ე­ხე­ბათ, მათ­თან სხვა პრო­ექ­ტებ­ში ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ, ჩვენ მე­გობ­რე­ბად ვრჩე­ბით.

- ალ­ბათ ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის­თვის მსა­ხი­ო­ბე­ბის შერ­ჩე­ვა რთუ­ლი იყო...

- დიახ, ეს რთუ­ლი ეტა­პი იყო. ვიდ­რე არ დავ­რწმუნ­დე­ბო­დით, რომ მსა­ხი­ობს ჩვენ­თან ყოფ­ნა უნდა, მუ­შა­ო­ბა არ ეზა­რე­ბა, რად­გან ზარ­მა­ცე­ბის ად­გი­ლი ჩვენ­თან არ არის.

- ძვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან ახალ სე­რი­ალ­ში კი­დევ ვინ­მეს ხომ არ ვი­ხი­ლავთ?

- ამას არ გა­მოვ­რი­ცხავ. იცი, რო­გორ ვიქ­ცე­ვით? ხან­და­ხან მსა­ხი­ო­ბი ეპი­ზო­დუ­რი რო­ლის შე­სას­რუ­ლე­ბად "შე­მოგ­ვყავს", მა­გა­ლი­თად - ბაჩო ქა­ჯა­ია, რო­მე­ლიც წი­ნათ უბ­რა­ლოდ, მო­ვიწ­ვი­ეთ, მაგ­რამ სცე­ნა­რის­ტებს მისი პერ­სო­ნა­ჟის და ქე­თე­ვა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა მო­ე­წო­ნათ და მე­ო­რე სცე­ნაც გა­და­ვი­ღეთ, მე­სა­მეც და ა.შ. ჩვენ სე­რი­ა­ლის მთე­ლი სე­ზო­ნის სცე­ნა­რი და­წე­რი­ლი არ გვაქვს და შე­სა­ბა­მი­სად, წი­ნას­წარ არ ვი­ცით, რო­დის რა მოხ­დე­ბა. პერ­სო­ნა­ჟე­ბის მი­მართ ხალ­ხის რე­აქ­ცი­ას ვაკ­ვირ­დე­ბით და სცე­ნა­რის წე­რას ამის მი­ხედ­ვით გან­ვაგ­რძობთ, - ანუ მა­ყუ­რე­ბე­ლი გვკარ­ნა­ხობს, რა გა­ვა­კე­თოთ.

- თა­ვად მსა­ხი­ო­ბებ­მა რო­დის შე­ი­ტყვეს, რომ სე­რი­ალ­ზე - "შუა ქა­ლაქ­ში" მუ­შა­ო­ბა შე­წყდა?

- ივ­ლის­ში, როცა სე­ზონს მოვ­რჩით, მათ ამის შე­სა­ხებ ვუ­თხა­რით. თუმ­ცა, ჩვენ­თან მათი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თად, ვი­წყებთ ახა­ლი პრო­ექ­ტის "პი­ლო­ტის" გა­და­ღე­ბას, რო­მელ­შიც ნო­და­რი და ბა­ჩოც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მოკ­ლედ, ერ­თმა­ნეთს არ ვკარ­გავთ...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ჩემი გჯერა?
0

აუ რა მეწყინა :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რატომ შეწყდა სერიალის - "შუა ქალაქში" გადაღება

რატომ შეწყდა სერიალის - "შუა ქალაქში" გადაღება

პოპულარული კომედიური სერიალი - "შუა ქალაქში" დასრულდა. სულ მალე ტელემაყურებელი ახალ სიტუაციურ კომედიას - "ჩვენი ამბავი" იხილავს. ის 4 მეგობრის - 3 ბიჭისა და 1 გოგონას (რომელსაც ბიჭები "ძმაკაცად" მიიჩნევენ) სახალისო ამბებს მოგვითხრობს. მხიარული მეგობრების როლში ვიხილავთ მსახიობებს: ტატო ჩახუნაშვილს, როლანდ ოქროპირიძეს, ლევან ბუაძესა და რუსკა მაყაშვილს. ასევე, სერიალში საზოგადოებისათვის ცნობილი და უცნობი სხვა მსახიობებიც მონაწილეობენ...

რუსკას გარდა, სერიალის - "შუა ქალაქში" მსახიობებიდან ახალ სიტუაციურ კომედიაში დიმიტრი ტატიშვილსაც ვიხილავთ. ის ამჯერადაც საინტერესო და სახალისო როლს ასრულებს, მაგრამ იმედო მეშველიანის "საუცხოო" მუსიკალური შემოქმედების მოტრფიალე გიასგან განსხვავებით, ახლა მისი გმირი მკაცრი და წესრიგის მოყვარული გახლავთ...

ტელემაყურებლებისთვის საყვარელი მსახიობები - ნოდარ გურგენაშვილი და ბაჩო ქაჯაია დროს უქმად არ კარგავენ და "ღამის შოუს" სტუდიასთან თანამშრომლობას აგრძელებენ. ნოდარ გურგენაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონშიც იცეკვებს...

"ჩვენი ამბავის" პირველი და მეორე სერიის ჩაწერას დავესწარით. გადაღებამ ხალისიანად ჩაიარა. ახალი სერიალის პერსონაჟების ხუმრობებზე მაყურებლებს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ...

ტატო ჩახუნაშვილი:

-  ჩემი გმირი - ზურა მწერალი გახლავთ და ამავდროულად, მთხრობელიც არის: სერიალში განვითარებული ორომტრიალი სწორედ ზურას გარშემო ხდება და ამის შესახებ თავად გვიყვება... სერიალებში ვმონაწილეობდი, თეატრის მსახიობიც გახლავართ, მაგრამ ისეთი სამუშაო არასოდეს მქონია, როცა დარბაზში მაყურებლებიც სხედან და თან, გადაღება მიმდინარეობს. თავიდან მსახიობების უმეტესობა ცოტა არ იყოს, შეშინებულები ვიყავით. თამაში არ გამჭირვებია, მაგრამ გადაღების დაწყებამდე მართლა ვღელავდი. შემდეგ მივხვდი, რომ გადაღებაზე მაყურებლების დასწრება გვეხმარება, სტიმულს გვაძლევს და ვხვდებით - თამაში როგორ "წავიყვანოთ". ეს ძალიან კარგია!

-  ზურა რაიმეთი თუ გგავთ?

-  საერთო თვისები გვაქვს: ისიც მეგობრულია; სმა, გართობა და წიგნი ორივეს გვიყვარს, ორივე ვეწევით, ისიც ცოტათი მელოტია და მეც (იცინის). ამ ეტაპზე შეყვარებული არ ვარ, მაგრამ როცა ვიყავი, ალბათ მაშინ ისე ძლიერად მიყვარდა, როგორც ახლა ზურას უყვარს: მას თავისი ცოლ-შვილი ძალიან უყვარს, მაგრამ ცოლთან ურთიერთობა მაინც უიღბლოდ "მიდის" და დაშორებულები არიან... პირველი სერია დავძლიეთ. დავწყნარდი და მივხვდი, რომ საშიში არაფერია, პირიქით - ასეთ გარემოში მუშაობა საინტერესო ყოფილა. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მხარში გვიდგას.

როლანდ ოქროპირიძე:

-  ჩემი პერსონაჟი - გიორგი კარგი ქართველი ბიჭია. ღვინის სმა და მეგობრები უყვარს. მოკლედ, ისეთია, როგორიც - ბევრი ქართველი. ეჭვიანი ცოლი ჰყავს, მაგრამ რა ქნას? ჩემი გმირი ამ ამბავს შეგუებულია და სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან რეალურად, ცოლისთვის საეჭვიანოს არაფერს აკეთებს. მან ზუსტად იცის, რომ მის ოჯახს ცუდი არაფერი ემუქრება. ჰოდა, მშვიდად არის.

-  გადაღებისას ნერვიულობდით?

-  ცოტათი. როცა დარბაზში მაყურებელია, მსახიობები ნერვიულობენ. გადაღებამდე რეპეტიცია ბევრჯერ გავიარეთ და გულწრფელად რომ გითხრათ, მობეზრების შეგრძნება უფრო მქონდა.

ნიკა კუჭავა:

-  სერიალში გიორგის ცოლისძმას - თორნიკეს როლს ვასრულებ. თორნიკე ბევრს ლაპარაკობს, ყველას თავს აბეზრებს. ის დისტრიბუტორად მუშაობს და სულ რაღაც პრობლემა აქვს... და ძალიან უყვარს, მაგრამ სიძეს გულზე დიდად არ ეხატება. გიორგის ცოლისძმასთან ერთად დალევას ურჩევნია, მისი თანამესუფრე უცხო ადამიანი იყოს და ყველაფერს აკეთებს, რომ თორნიკე მის ოჯახში არ მივიდეს, მაგრამ ცოლი საყვედურობს: როგორ, ჩემი ძმა არ გიყვარსო?! ამიტომ მას ცოლისძმასთან შეგუება უწევს.

-  მეორე სერიაში, სიძის მიერ მოწყობილი ოინის შედეგად, თორნიკე უხერხულ და სახალისო სიტუაციაში აღმოჩნდა. რეალურ ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევები შენთვის ნაცნობია?

-  უხერხულ სიტუაციაში ხშირად აღმოვჩენილვარ. მახსოვს, ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, როცა ერთ-ერთი, სპექტაკლის პრემიერის შემდეგ, მეგობართან ერთად პარტერში შევედი. სიბნელე იყო. ვამბობდი: ეს რა ცუდი სპექტაკლი იყო, რეჟისორმა რა დადგა-მეთქი? სინათლე რომ აინთო, დავინახე - პარტერში რეჟისორი და მხატვარი ისხდნენ! კინაღამ მოვკვდი... თან, ყველაზე უარესი ის იყო, რომ საკუთარ თავთან მართალი არ ვიყავი: პირველი კურსის სტუდენტი გახლდით და სპექტაკლი არაკომპეტენტურად შევაფასე. მას შემდეგ, ამ ამბავზე ხშირად "მეფიქრება"...

-  "ღამის შოუს" სტუდიასთან თანამშრომლობა როგორია?

-  მე, დიმა და როლანდი ერთსა და იმავე თეატრში ვმუშაობთ და ლამის დღე და ღამე ერთად ვართ. "ღამის შოუს" სტუდიის ბიჭებსაც ვიცნობდი და მათთან მუშაობაც გამიადვილდა. რამდენიმე ჩვეულებრივი ფორმატის სერიალში ვმონაწილეობდი, მაგრამ მათ გადაღებას მაყურებელი არ ესწრებოდა. "ჩვენი ამბავი" ჩემთვის სიახლეა! ეს ნახევრად სპექტაკლია. რა თქმა უნდა, რთული სამუშაოა: მოგეხსენებათ, სპექტაკლის პრემიერისთვის თვეების განმავლობაში ემზადებიან, ჩვენ კი ფაქტობრივად, ყოველკვირა პრემიერა გვაქვს...

რუსკა მაყაშვილი:

-  ეკატერინე მომწონს. მის მსგავსად, ქალაბიჭა - არა, მაგრამ ბავშვობაში ახტაჯანა ვიყავი. დღესაც ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს. შემიძლია, მათი საიდუმლოებები მოვისმინო და ჩემიც გავანდო...

-  ახალ სერიალში მონაწილეობის შესახებ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შენთვის მოულოდნელი ხომ არ იყო?

-  არა. "ღამის შოუს" სტუდიაში დიდი ხანია, ვმუშაობ. აქ ჩემი მეორე სამსახური და ოჯახია. ჰოდა, ეს შემოთავაზებაც დიდად არ გამკვირვებია.

დიმიტრი ტატიშვილი:

-  გამიხარდა, ახალ სერიალში მონაწილეობა რომ შემომთავაზეს. რატომღაც, მენდვნენ. ჩემი პერსონაჟი სერიალის - "შუა ქალაქში" გმირისგან რადიკალურად განსხვავებულია: გია სულელი კაცი იყო. მთლად დალაგებული არც ახალი პერსონაჟია, მაგრამ საინტერესო ტიპია. მგონი, მისი ხილვისას მაყურებელი გახალისდება... როცა რაიმე საქმეს წამოვიწყებ, ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო და ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭიროა. ძალიან კარგ ადამიანებთან ვთანამშრომლობ - ისინი ჩემი მეგობრები არიან. "ღამის შოუს" სტუდიასთან მუშაობა მსიამოვნებს, რადგან ამ გუნდის წევრები პროფესიონალები არიან.

ახალი სერიალის ჩაწერას ნოდარ გურგენაშვილი და ბაჩო ქაჯაიაც ესწრებოდნენ...

ნოდარ გურგენაშვილი:

-  სერიალის ჩაწერისას მაყურებლის ამპლუაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ.

-  სევდა ხომ არ მოგეძალა?

-  არა, ამაზე არ ვფიქრობდი. უბრალოდ, ინტერესით ვადევნებდი თვალს ახალი სერიალის გადაღების პროცესს.

-  მერე, მოგეწონა? როგორც მაყურებელი, ახალ სერიალს როგორ შეაფასებ?

-  დასაწყისისთვის კარგია. ყოველ შემთხვევში, ეტყობა, რომ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. დეტალებზე ვფიქრობდი: მსახიობები ნერვიულობენ, დაძაბულები არიან... ნელ-ნელა რაღაცებს "დაამუღამებენ", გათამამდებიან... ჩემს შემთხვევას გავიხსენებ: პირველი ჩაწერა რთულია. რა თქმა უნდა, ღელავ და რაღაცას ისე ვერ აკეთებ, როგორც საჭიროა და როგორც შეგიძლია...

ბაჩო ქაჯაია:

-  ახლა ვხვდები, ის მაყურებელი რას გრძნობს, ვინც დარბაზშია. ეს საინტერესო პროცესია...

-  მაგრამ ალბათ, თქვენთვის სერიალში მონაწილეობა უფრო საინტერესო იყო, არა?

-  სხვადასხვა ამპლუაში ყოფნა უფრო კარგია. ახალი სერიალის პირველი სეზონი დაიწყო, პირველი სერიის ჩაწერა მიმდინარეობს და ალბათ, ახლა ჩემი მეგობრები და კოლეგები ნერვიულობენ. მათ წარმატებას ვუსურვებ! დარწმუნებული ვარ, "ჩვენი ამბავი" ტელემაყურებლებისთვის საინტერესო იქნება. სერიალი თანდათან უფრო განვითარდება, როცა მაყურებლები პერსონაჟებს გაიცნობენ, შეიყვარებენ და მათი გულშემატკივრები გახდებიან...

-  სერიალის - "შუა ქალაქში" დასრულების გამო, გულდაწყვეტილი ხომ არ ხართ?

-  რაღაც იმიტომ მთავრდება, რომ ახალი დაიწყოს. გული არ დამწყვეტია, მაგრამ დრო რომ გავა, შეიძლება, ნოსტალგია გამიჩნდეს...

დავით გოგიჩაიშვილი, "ღამის შოუს" სტუდიის გენერალური მენეჯერი:

-  ივლისის ბოლოს, როცა სერიალის - "შუა ქალაქში" მეთექვსმეტე სეზონი დავასრულეთ, გადავწყვიტეთ, რაღაცები შეგვეცვალა. მოგეხსენებათ, სერიალი 2 ეტაპად იყოფა: მთელი 10 სეზონის განმავლობაში, მასში ერთი და იგივე "სასტავი" მონაწილეობდა, მეთერთმეტე სეზონიდან კი ახალი ეტაპი დაიწყო, როცა ცვლილებები უფრო ხშირი გახდა... სცენარისტებთან ერთად ვფიქრობდი და პერსონაჟები, ამბები შევცვალეთ. ბოლოს ვთქვით: მოდი, "მიწოდების" ფორმაც შევცვალოთ-თქო. ახალ სერიალში მთხრობელის ხმა ისმის, წარსულის გახსენების სცენებია. მერე გადავწყვიტეთ, სერიალისთვის სახელიც შეგვეცვალა. "ჩვენი ამბავი" ახალი სიტუაციური კომედია გახლავთ, ოღონდ სერიალის - "შუა ქალაქში" საფუძველზეა შექმნილი.

-  სერიალის - "შუა ქალაქში" ბოლო სეზონის მსახიობებიდან ახალ კომედიაში მხოლოდ დიმიტრი ტატიშვილი მონაწილეობს. ის რა პრინციპით შეარჩიეთ?

-  პერსონაჟის მიხედვით: მეორე "პილოტისთვის" მოვიფიქრეთ, რომ ზურას უფროსი ძმა უნდა ჰყოლოდა, რომელიც წესრიგის მოყვარული ტიპი იქნებოდა. "ბაზაში" ვიღაცები გვყავდა, მათ შორის - დიმაც. როცა ამ როლისთვის მსახიობს ვარჩევდით, ყველაზე მეტად დიმა მოგვეწონა.

-  სერიალის - "შუა ქალაქში" ამბავი ცოტა არ იყოს, დაუსრულებელი დარჩა...

-  მე ასე არ ვფიქრობ. სერიალი პრინციპში, ლოგიკურად დასრულდა. მსახიობებს რაც შეეხებათ, მათთან სხვა პროექტებში ვითანამშრომლებთ, ჩვენ მეგობრებად ვრჩებით.

-  ალბათ ახალი პერსონაჟებისთვის მსახიობების შერჩევა რთული იყო...

-  დიახ, ეს რთული ეტაპი იყო. ვიდრე არ დავრწმუნდებოდით, რომ მსახიობს ჩვენთან ყოფნა უნდა, მუშაობა არ ეზარება, რადგან ზარმაცების ადგილი ჩვენთან არ არის.

-  ძველი მსახიობებიდან ახალ სერიალში კიდევ ვინმეს ხომ არ ვიხილავთ?

-  ამას არ გამოვრიცხავ. იცი, როგორ ვიქცევით? ხანდახან მსახიობი ეპიზოდური როლის შესასრულებად "შემოგვყავს", მაგალითად - ბაჩო ქაჯაია, რომელიც წინათ უბრალოდ, მოვიწვიეთ, მაგრამ სცენარისტებს მისი პერსონაჟის და ქეთევანის ურთიერთობა მოეწონათ და მეორე სცენაც გადავიღეთ, მესამეც და ა.შ. ჩვენ სერიალის მთელი სეზონის სცენარი დაწერილი არ გვაქვს და შესაბამისად, წინასწარ არ ვიცით, როდის რა მოხდება. პერსონაჟების მიმართ ხალხის რეაქციას ვაკვირდებით და სცენარის წერას ამის მიხედვით განვაგრძობთ, - ანუ მაყურებელი გვკარნახობს, რა გავაკეთოთ.

-  თავად მსახიობებმა როდის შეიტყვეს, რომ სერიალზე - "შუა ქალაქში" მუშაობა შეწყდა?

-  ივლისში, როცა სეზონს მოვრჩით, მათ ამის შესახებ ვუთხარით. თუმცა, ჩვენთან მათი თანამშრომლობა შესაძლებელია. მაგალითად, ვიწყებთ ახალი პროექტის "პილოტის" გადაღებას, რომელშიც ნოდარი და ბაჩოც მონაწილეობენ. მოკლედ, ერთმანეთს არ ვკარგავთ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)