სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ

პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე შე­საძ­ლოა, სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­დეს და მათ იმ პოს­ტე­ბის და­კა­ვე­ბა აეკ­რძა­ლოთ, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ "კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის" ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის არის აკ­რძა­ლუ­ლი.

ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა, თუ მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცია დე­პუ­ტატ კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­ი­ზი­ა­რებს.

პარ­ლა­მენ­ტში უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ინი­ცი­რე­ბუ­ლია "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქარ­ტი­ა­ში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი. ეს ის კა­ნო­ნია, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის წინ სსრკ-ის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­სა და საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვის­თვის და­ი­წე­რა და სხვა­ნა­ი­რად "ლუსტრა­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონ­საც უწო­დე­ბენ.

დღეს მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბი ვრცელ­დე­ბა პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე იყ­ვნენ: სსრკ-ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის ოფიც­რე­ბი, კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბი, რა­ი­ო­ნუ­ლი და სა­ქა­ლა­ქო კო­მი­ტე­ტე­ბის მდივ­ნე­ბი, სსრკ-ის და ახალ­გაზ­რდუ­ლი ლე­ნი­ნუ­რი კო­მუ­ნის­ტუ­რი კავ­ში­რის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტე­ბის ბი­უ­რო­ე­ბის წევ­რე­ბი და იმ პე­რი­ო­დის ტე­ლე­რა­დი­ო­მა­უ­წყებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე. თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ასე­ვე არ შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნონ პი­რე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით, 1991 წლის 9 აპ­რი­ლი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­უ­თი­თებს მათ ფა­რულ კავ­შირ­ზე უცხო ქვეყ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებ­თან.

და­ვი­თაშ­ვი­ლის პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ ჩა­მო­ნათ­ვალს პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ემა­ტე­ბა, ხოლო თუკი ასე­თი პი­რე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებს დღე­საც იკა­ვე­ბენ, კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბი­დან ერთი თვის ვა­და­ში უნდა გა­დად­გნენ.

გარ­და ამი­სა, და­ვი­თაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენტს სთა­ვა­ზობს, რომ შე­იც­ვა­ლოს კა­ნო­ნის პირ­ვე­ლი­ვე მუხ­ლი და კა­ნო­ნის მიზ­ნებს შო­რის ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც გა­ნი­სა­ზღვროს.

და­ვი­თაშ­ვი­ლის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის კონ­ტექ­სტში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ ერთ დროს მა­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა - ის ახ­ლად შექ­მნი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი მდი­ვა­ნი იყო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვის პა­სუ­ხად კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, "კა­ნო­ნის ეს შე­ზღუდ­ვა უნდა გავ­რცელ­დეს ყვე­ლა­ზე, მათ შო­რის - ჩემ­ზეც". გარ­და ამი­სა, და­ვი­თაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­მართ კო­ა­ლი­ცი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მხა­და­ჭე­რის სა­კი­თხი ნა­თელს გახ­დის, რამ­დე­ნად აპი­რებს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" კო­ა­ბი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირებზე შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები დაწესდეს და მათ იმ პოსტების დაკავება აეკრძალოთ, რომლებიც მხოლოდ "კომუნისტური პარტიის" ყოფილი თანამდებობის პირებისთვის არის აკრძალული.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი კოალიცია დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას გაიზიარებს.

პარლამენტში უკვე ოფიციალურად ინიცირებულია "თავისუფლების ქარტიაში" შესატანი ცვლილებების პროექტი. ეს ის კანონია, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ სსრკ-ის თანამდებობის პირებისა და საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლების თანამდებობრივი შეზღუდვისთვის დაიწერა და სხვანაირად "ლუსტრაციის შესახებ" კანონსაც უწოდებენ.

დღეს მოქმედი კანონით, სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები ვრცელდება პირებზე, რომლებიც თავის დროზე იყვნენ: სსრკ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები, სსრკ-ის და ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები და იმ პერიოდის ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. თანამდებობებზე ასევე არ შეიძლება დაინიშნონ პირები, რომელთა შესახებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1991 წლის 9 აპრილიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან.

დავითაშვილის პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ ჩამონათვალს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირები ემატება, ხოლო თუკი ასეთი პირები თანამდებობებს დღესაც იკავებენ, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადადგნენ.

გარდა ამისა, დავითაშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ შეიცვალოს კანონის პირველივე მუხლი და კანონის მიზნებს შორის ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაც განისაზღვროს.

დავითაშვილის ამ ინიციატივის კონტექსტში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერთ დროს მასაც მიხეილ სააკაშვილის პარტიაში თანამდებობა ეკავა - ის ახლად შექმნილი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი იყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შესაბამისი კითხვის პასუხად კობა დავითაშვილმა განუცხადა, "კანონის ეს შეზღუდვა უნდა გავრცელდეს ყველაზე, მათ შორის - ჩემზეც". გარდა ამისა, დავითაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის მიმართ კოალიციის დამოკიდებულება და მხადაჭერის საკითხი ნათელს გახდის, რამდენად აპირებს გიორგი მარგველაშვილი და მმართველი უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოაბიტაციის პროცესის დასრულებას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა