გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას რომანი დადასტურდა. "პრაიმ-ტაიმთან" გიორგი ვარდოსანიძემ გაამხილა, რომ სალომე ჭაჭუასთან რომანი აქვს, თუმცა მათი ურთიერთობა ამ კუთხით ახალი დაწყებულია და "ცეკვავენ ვარსკვლავების" დროს არანაირი გრძნობა არ ჰქონიათ. გიორგი ამტკიცებს, რომ რომანი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორივემ თავისი ძველი ურთიერთობა დაასრულა და არა მაშინ, როცა ჟურნალისტები აქტიურად ეკითხებოდნენ ამის შესახებ და პრესაში სტატიებიც კი იწერებოდა.
წყვილი პრესასთან აქტიურ ურთიერთობას არ გეგმავს. როგორც ჩანს, სიყვარულით ტკბობას აპირებენ, თუმცა საზოგადოების ყურადღება რომ არ მოაკლდებათ, ფაქტია.
როგორც გიორგი აცხადებს, მან და სალომემ თავიანთი გრძნობების შესახებ ზღვაზე ერთად ყოფნისას შეიტყვეს და ამას მოწმობს რომანტიკული ფოტო, სადაც გიორგის ხელში ჰყავს ატაცებული სალომე...
იხილეთ სტატიის სრული ვერსია