ჰოლივუდის მსახიობი მიშელ ფაიფერი მიუხედავად ვარსკვლავური გამოცდილებისა, აღიარებს, რომ დღემდე აშინებს ახალ ფილმში მონაწილეობა.
"არ ვიცი, რას დავაბრალო, მაგრამ ეს პანიკური შიში მუდამ თან მდევს. როლზე მუშაობა დაწყებული არ მაქვს, რომ შინაგანი ხმა მეძახის, რამდენიმე კვირაში დაგითხოვენო. წარუმატებლობის ძალიან მეშინია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფილმზე მუშაობისას ცეცხლი მეკიდება. ყველაზე არასასიამოვნო დიდ ეკრანზე საკუთარი თავის ხილვაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასაკში შედიხარ", - განაცხადა მსახიობმა Ladies' Home-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მიშელმა ასაკზეც ისაუბრა, რომელთან შეგუებაც უჭირს.
"ერთხელ ჩემმა დერმატოლოგმა მითხრა, მოაშორე ის უზარმაზარი სარკე საძინებლიდან - სახის ყველა ნაკვთის თვალიერება ცუდიაო. საკუთარ ასაკს პატივი უნდა ვცეთ. ახალგაზრდა აღარასდროს ვიქნები. 55 წლის ვარ და მალე 60 წლის იუბილეს ვიზეიმებ. ვფიქრობ, თუ ამ ასაკში კარგად გამოიყურები, ეს უკვე დიდი მიღწევაა", - განაცხადა მსახიობმა.
მომზადებულია Ladies' Home-ს მიხედვით.