მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ანბანი - მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი
ქართული ანბანი - მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წიგ­ნი, რო­მე­ლიც გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შია შე­სუ­ლი, ინ­დო­ეთ­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მისი ჩა­ნაც­ვლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "მი­ნი­ა­ტუ­რას" მიერ "შე­კე­რილ" ორ­მი­ლი­მეტ­რი­ან ქარ­თულ ან­ბანს გა­უჩ­ნდა. ინ­დო­ეთ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი წიგ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი ხელ­ნა­კე­თია... სა­კუ­თა­რი "ნა­ხე­ლა­ვის" შე­სა­ხებ წიგ­ნის ერთ-ერთი შემ­ქმნე­ლი, ქეთი ლა­ზა­რაშ­ვი­ლი მოგ­ვი­თხრობს...

- და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის წინ და­ვინ­ტე­რეს­დი, რო­მე­ლი იყო მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წიგ­ნი. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ის ინ­დო­ეთ­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი და მისი ზო­მე­ბია: 5 მმ X 5 მმ-ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნი­ა­ტი­უ­რულ წიგ­ნებს სულ სამი ადა­მი­ა­ნი ვკე­რავთ, მათ შო­რის - მე და ჩემი მე­უღ­ლე. და­ვი­წყეთ ფიქ­რი, რო­გორ დაგ­ვეძ­ლია ეს რე­კორ­დი. ამას ძა­ლი­ან ბევ­რი წვა­ლე­ბა უნდა, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წიგ­ნი გაგ­ვი­ფუჭ­და - შიგ­თავ­სი იკე­რე­ბო­და, ყდას ვერ ვამ­თხვევ­დით. მა­სა­ლა­ზეც შეგ­ვექ­მნა პრობ­ლე­მა - ფურ­ცლე­ბი ძა­ლი­ან თხე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ წიგ­ნი პა­ტა­რა გა­მო­სუ­ლი­ყო. ვა­პი­რებ­დით, 3 მმ X 5 მმ ზო­მის წიგ­ნი შეგ­ვე­კე­რა და არ­სე­ბუ­ლი რე­კორ­დი ოდ­ნავ მა­ინც დაგ­ვეძ­ლია. წვა­ლებ-წვა­ლე­ბა­ში ბევ­რად პა­ტა­რა წიგ­ნი გა­მოგ­ვი­ვი­და - წიგ­ნის ზომა 2 მმ X 2მმ-ზეა. თა­ნაც, ინ­დო­ეთ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი წიგ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვე­ნი წიგ­ნი ხელ­ნა­კე­თია. გა­რე­დან ტყა­ვია, ფურ­ცლე­ბი კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტო­ნი­რე­ბუ­ლი ქა­ღალ­დი­საა.

- გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში მო­სახ­ვედ­რად, რო­გორც ვიცი, 2 მმ-იან ქარ­თულ ან­ბანს მხო­ლოდ ერთი ეტა­პი დარ­ჩა გა­და­სა­ლა­ხი...

- წიგ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის წინ გავ­გზავ­ნეთ. მათ­გან მოგ­ვდი­ო­და უამ­რა­ვი წე­რი­ლი უამ­რა­ვი შე­კი­თხვით. თავ­და­პირ­ვე­ლად გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ: შემ­თხვე­ვით, ზო­მე­ბი ხომ არ შე­გე­შა­ლა­თო? გვწერ­დნენ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნის ხელ­მა ასე­თი პა­წა­წი­ნა წიგ­ნი შექ­მნას, რად­გან არის ზღვა­რი, რომ­ლის ქვე­მო­თაც ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი უძ­ლუ­რი­აო. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა მათ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი გაგ­ვაჩ­ნდა და შე­დე­გად, მი­ვი­ღეთ სერ­ტი­ფი­კა­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პირ­ვე­ლი ეტა­პი გა­დავ­ლა­ხეთ. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ეტაპს, ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­მამ­თავ­რე­ბე­ლი ეტა­პია. ორი არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს: თუ ჩვენ გა­და­ვიხ­დით 7.000 აშშ დო­ლარს, გი­ნე­სის კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა და წიგნს ად­გილ­ზე ნა­ხავს, შე­ის­წავ­ლის; მე­ო­რე ვა­რი­ან­ტის მი­ხედ­ვით, უნდა და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ ყვე­ლა ის მო­თხოვ­ნა, რაც მათ აქვთ დად­გე­ნი­ლი, მათ შო­რის - წიგ­ნი უნდა იყოს გა­მო­ცე­მუ­ლი 101 ტი­რა­ჟით, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მა­ღალ პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნე­ზე და უნდა ახ­ლდეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ნო­ტა­რი­უ­სით და­მოწ­მე­ბუ­ლი თან­ხმო­ბა, რომ ეს წიგ­ნი ნამ­დვი­ლად იხი­ლეს. ჩვენ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ ყვე­ლა ამ მო­თხოვ­ნას, მაგ­რამ ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ დრო­სა და რე­სურ­სებს მო­ი­თხოვს, ვიდ­რე კო­მი­სი­ის ჩა­მოს­ვლას დას­ჭირ­დე­ბა. ამ­ჟა­მად ვა­პი­რებ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თო თხოვ­ნით, დაგ­ვეხ­მა­როს. ვფიქ­რობ, ეს ფაქ­ტი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და არა მხო­ლოდ ერთი ან ორი ადა­მი­ა­ნის­თვის. ბო­ლოს და ბო­ლოს, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წიგ­ნი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი და უფრო მე­ტიც - ეს იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ქართული ანბანი - მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი

ქართული ანბანი - მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი

მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული, ინდოეთშია დამზადებული. მისი ჩანაცვლების შესაძლებლობა გამომცემლობა "მინიატურას" მიერ "შეკერილ" ორმილიმეტრიან ქართულ ანბანს გაუჩნდა. ინდოეთში დამზადებული წიგნისგან განსხვავებით, ქართული ანბანი ხელნაკეთია... საკუთარი "ნახელავის" შესახებ წიგნის ერთ-ერთი შემქმნელი, ქეთი ლაზარაშვილი მოგვითხრობს...

- დაახლოებით 2 წლის წინ დავინტერესდი, რომელი იყო მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი. აღმოვაჩინე, რომ ის ინდოეთშია დამზადებული და მისი ზომებია: 5 მმ X 5 მმ-ზე. საქართველოში მინიატიურულ წიგნებს სულ სამი ადამიანი ვკერავთ, მათ შორის - მე და ჩემი მეუღლე. დავიწყეთ ფიქრი, როგორ დაგვეძლია ეს რეკორდი. ამას ძალიან ბევრი წვალება უნდა, მუშაობის პროცესში რამდენიმე ათეული წიგნი გაგვიფუჭდა - შიგთავსი იკერებოდა, ყდას ვერ ვამთხვევდით. მასალაზეც შეგვექმნა პრობლემა - ფურცლები ძალიან თხელი უნდა ყოფილიყო, რომ წიგნი პატარა გამოსულიყო. ვაპირებდით, 3 მმ X 5 მმ ზომის წიგნი შეგვეკერა და არსებული რეკორდი ოდნავ მაინც დაგვეძლია. წვალებ-წვალებაში ბევრად პატარა წიგნი გამოგვივიდა - წიგნის ზომა 2 მმ X 2მმ-ზეა. თანაც, ინდოეთში დამზადებული წიგნისგან განსხვავებით, ჩვენი წიგნი ხელნაკეთია. გარედან ტყავია, ფურცლები კი ჩვეულებრივი ტონირებული ქაღალდისაა.

- გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად, როგორც ვიცი, 2 მმ-იან ქართულ ანბანს მხოლოდ ერთი ეტაპი დარჩა გადასალახი...

- წიგნის მონაცემები საზღვარგარეთ დაახლოებით 2 თვის წინ გავგზავნეთ. მათგან მოგვდიოდა უამრავი წერილი უამრავი შეკითხვით. თავდაპირველად გვეკითხებოდნენ: შემთხვევით, ზომები ხომ არ შეგეშალათო? გვწერდნენ, რომ შეუძლებელია, ადამიანის ხელმა ასეთი პაწაწინა წიგნი შექმნას, რადგან არის ზღვარი, რომლის ქვემოთაც ადამიანური რესურსი უძლურიაო. ბუნებრივია, ყველა მათ კითხვაზე პასუხი გაგვაჩნდა და შედეგად, მივიღეთ სერტიფიკატი, რომლის მიხედვითაც, პირველი ეტაპი გადავლახეთ. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ეს, ფაქტობრივად, დამამთავრებელი ეტაპია. ორი არჩევანი გვაქვს: თუ ჩვენ გადავიხდით 7.000 აშშ დოლარს, გინესის კომისია საქართველოში ჩამოვა და წიგნს ადგილზე ნახავს, შეისწავლის; მეორე ვარიანტის მიხედვით, უნდა დავაკმაყოფილოთ ყველა ის მოთხოვნა, რაც მათ აქვთ დადგენილი, მათ შორის - წიგნი უნდა იყოს გამოცემული 101 ტირაჟით, შესრულებული მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე და უნდა ახლდეს რამდენიმე ადამიანის ნოტარიუსით დამოწმებული თანხმობა, რომ ეს წიგნი ნამდვილად იხილეს. ჩვენ დავაკმაყოფილებთ ყველა ამ მოთხოვნას, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ დროსა და რესურსებს მოითხოვს, ვიდრე კომისიის ჩამოსვლას დასჭირდება. ამჟამად ვაპირებ კულტურის სამინისტროს მივმართო თხოვნით, დაგვეხმაროს. ვფიქრობ, ეს ფაქტი მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანისთვის. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი იქნება ქართული და უფრო მეტიც - ეს იქნება ქართული ანბანი.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს