პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კეტრინ ზეტა ჯონსი რიგით ამერიკელ ქალად იქცა
კეტრინ ზეტა ჯონსი რიგით ამერიკელ ქალად იქცა

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი კეტ­რინ ზეტა ჯონ­სი მე­უღ­ლეს­თან, მსა­ხი­ობ მა­იკლ დუ­გ­ლას­თან და­შო­რე­ბამ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­აგ­დო.

პა­პა­რა­ცებ­მა მსა­ხი­ობს ფო­ტო­ე­ბი კო­ნექ­ტი­კუ­ტში (აშშ-ის შტა­ტი) გა­და­უ­ღეს. ქუ­ჩა­ში მი­მა­ვა­ლი სევ­დი­ა­ნი ქალი არაფ­რით გავს იმ ლა­მაზ­მანს, რო­მე­ლიც წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ბრწყი­ნავ­და. რო­გორც ჩანს, ვარ­სკვლა­ვი ქმარ­თან და­შო­რე­ბას გა­ნიც­დის და ძა­ლი­ან უღიმ­ღა­მოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მსა­ხი­ობს სათ­ვა­ლე ეკე­თა და მთე­ლი გზა სი­გა­რეტს ეწე­ო­და. ფო­ტოგ­რა­ფე­ბის თქმით, შავ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი კეტ­რი­ნი არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბო­და რი­გი­თი ამე­რი­კე­ლი დი­ა­სახ­ლი­სის­გან.

და­სავ­ლურ პრე­სა­ში წე­რენ, რომ მე­უღ­ლე­ე­ბი "დრო­ე­ბით და­შორ­დნენ". რო­გორც ამ­ბო­ბენ, 68 წლის დუ­გ­ლასს ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 43 წლის კეტ­რი­ნი მო­ბეზ­რდა. ამას­თან, წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ მე­ო­რე ინ­ფორ­მა­ცი­აც ვრცელ­დე­ბა - კეტ­რი­ნი მე­უღ­ლის გუ­ლახ­დილ­მა ინ­ტერ­ვი­უმ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.

"კი­ბოს ეს კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბა - HPV (პა­პი­ლო­მა ვირუ­სი) ორა­ლუ­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის დროს გა­და­დის" - გა­ნა­ცხა­და მა­იკლმა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მაგ­რამ კეტ­რი­ნი არა მისი მე­უღ­ლის სექ­სუ­ა­ლურ მიდ­რე­კი­ლე­ბებ­ზე გუ­ლახ­დილ­მა სა­უ­ბარ­მა, არა­მედ იმან გა­ა­ოგ­ნა, რომ მა­იკლს ინ­ტერ­ვი­უ­ში არ და­უ­ზუს­ტე­ბია: პა­პი­ლო­მას ვირუ­სი მას ზეტა-ჯონსთან შეხ­ვედ­რამ­დე, თუ მას მერე შე­ე­ყა­რა, რა­მაც კიბო გა­მო­იწ­ვია.

წყვი­ლი ერ­თად 13 წელი ცხოვ­რობ­და. ვარ­სკვლა­ვე­ბის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა: 2010 წელს მა­იკლს ხორ­ხის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ამ ამ­ბავ­მა იმ­დე­ნად იმოქ­მე­და კეტ­რინ­ზე, რომ ვარ­სკვლავს ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა გა­ნუ­ვი­თარ­და, ის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კლი­ნი­კა­ში რამ­დენ­ჯერ­მე იწვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბო­ლომ­დე გან­კურ­ნე­ბა კეტ­რინ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა (მისი მე­უღ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­მაც კიბო დაძ­ლია). დღემ­დე ზეტა-ჯონსს ხში­რად ეც­ვლე­ბა ხა­სი­ა­თი და მძი­მე დეპ­რე­სი­ა­შიც ვარ­დე­ბა. კეტ­რი­ნი თა­ვის ავად­მყო­ფო­ბა­ში გარ­კვე­ულ წი­ლად მე­უღ­ლეს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

სერგო
0

რა საოცნებო მორალი აქვთ ბიჭებს არა? და ასეთ საზოგადოებას " ბახანკა" და ჯერ კიდევ გოიმი რუსი არ ჯობია?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

კეტრინ ზეტა ჯონსი რიგით ამერიკელ ქალად იქცა

კეტრინ ზეტა ჯონსი რიგით ამერიკელ ქალად იქცა

ჰოლივუდის ვარსკვლავი კეტრინ ზეტა ჯონსი მეუღლესთან, მსახიობ მაიკლ დუგლასთან დაშორებამ დეპრესიაში ჩააგდო.

პაპარაცებმა მსახიობს ფოტოები კონექტიკუტში (აშშ-ის შტატი) გადაუღეს. ქუჩაში მიმავალი სევდიანი ქალი არაფრით გავს იმ ლამაზმანს, რომელიც წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა. როგორც ჩანს, ვარსკვლავი ქმართან დაშორებას განიცდის და ძალიან უღიმღამოდ გამოიყურება. მსახიობს სათვალე ეკეთა და მთელი გზა სიგარეტს ეწეოდა. ფოტოგრაფების თქმით, შავ სამოსში გამოწყობილი კეტრინი არაფრით განსხვავდებოდა რიგითი ამერიკელი დიასახლისისგან.

დასავლურ პრესაში წერენ, რომ მეუღლეები "დროებით დაშორდნენ". როგორც ამბობენ, 68 წლის დუგლასს ბიპოლარული აშლილობით დაავადებული 43 წლის კეტრინი მობეზრდა. ამასთან, წყვილის დაშორების შესახებ მეორე ინფორმაციაც ვრცელდება - კეტრინი მეუღლის გულახდილმა ინტერვიუმ გააღიზიანა.

"კიბოს ეს კონკრეტული სახეობა - HPV (პაპილომა ვირუსი) ორალური სექსუალური კონტაქტის დროს გადადის" - განაცხადა მაიკლმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მაგრამ კეტრინი არა მისი მეუღლის სექსუალურ მიდრეკილებებზე გულახდილმა საუბარმა, არამედ იმან გააოგნა, რომ მაიკლს ინტერვიუში არ დაუზუსტებია: პაპილომას ვირუსი მას ზეტა-ჯონსთან შეხვედრამდე, თუ მას მერე შეეყარა, რამაც კიბო გამოიწვია.

წყვილი ერთად 13 წელი ცხოვრობდა. ვარსკვლავების ოჯახური ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა: 2010 წელს მაიკლს ხორხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამ ამბავმა იმდენად იმოქმედა კეტრინზე, რომ ვარსკვლავს ნერვული აშლილობა განუვითარდა, ის სარეაბილიტაციო კლინიკაში რამდენჯერმე იწვა. მიუხედავად ამისა, ბოლომდე განკურნება კეტრინმა ვერ მოახერხა (მისი მეუღლისგან განსხვავებით, რომელმაც კიბო დაძლია). დღემდე ზეტა-ჯონსს ხშირად ეცვლება ხასიათი და მძიმე დეპრესიაშიც ვარდება. კეტრინი თავის ავადმყოფობაში გარკვეულ წილად მეუღლეს ადანაშაულებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.