მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი პროდუქტი გვეხმარება ცხიმების დაწვაში
რომელი პროდუქტი გვეხმარება ცხიმების დაწვაში

დი­ე­ტო­ლო­გე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ პრო­დუქ­ტე­ბის ნუს­ხას, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზმს ცხი­მე­ბის წვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

იო­გურ­ტი

დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ცი­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის გამო, ბერ­ძნუ­ლი იო­გურ­ტი გახ­დო­მის­თვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. სხვა იო­გურ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას­ში პრო­ტე­ი­ნე­ბი ორ­ჯერ მე­ტია,- აღ­ნიშ­ნავს დი­ე­ტო­ლო­გი ლეს­ლი ბონ­სი. ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ორ­გა­ნიზ­მი დიდი ხნით და­ნაყ­რდეს. გარ­და ამი­სა, ორ­გა­ნიზ­მი ცი­ლე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე უფრო მეტ კა­ლო­რი­ას ხარ­ჯავს, ვიდ­რე ნახ­შირ­წყლებ­ზე.

და­რი­ჩი­ნი

კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, და­რი­ჩი­ნი სის­ხლში შაქ­რის დო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბას უწყობს ხელს, ეს კი მა­დის დათ­რგუნ­ვას იწ­ვევს. ამ­გვა­რად, შე­გიძ­ლი­ათ სხვა­დას­ხვა სას­მელ­ში ცო­ტა­ო­დე­ნი და­რი­ჩი­ნი თა­მა­მად და­ა­მა­ტოთ.

ცხა­რე წი­წა­კა

ცხა­რე წი­წა­კა შე­ი­ცავს კაპ­სა­ი­ცინს, ნივ­თი­ე­რე­ბას რო­მე­ლიც მა­დას იმორ­ჩი­ლებს და აჩ­ქა­რებს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას. ამას­თან, თუკი საჭ­მე­ლი ცხა­რეა, ადა­მი­ა­ნი უფრო ნაკ­ლებს ჭამს ვიდ­რე მიჩ­ვე­უ­ლია, ეს კი თა­ვის მხრივ წო­ნის კლე­ბას ხელს უწყობს.

მწვა­ნე ჩაი

ზო­გი­ერთ კვლე­ვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მწვა­ნე ჩაი წო­ნის დაკ­ლე­ბა­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. ეს სას­მე­ლი კა­ტე­ხი­ნებს შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც მე­ტა­ბო­ლიზ­მზე და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს. მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტის მი­საღ­წე­ვად სა­სურ­ვე­ლია დღე­ში რამ­დე­ნი­მე ფინ­ჯა­ნი მწვა­ნე ჩაი მი­ვირ­თვათ. ამას­თან, დი­ე­ტო­ლო­გი გვირ­ჩევს, რომ ჩაი ცხე­ლი დავ­ლი­ოთ.

გრე­იფ­რუ­ტი

გრე­იფ­რუ­ტი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უჯრე­დისს შე­ი­ცავს, რომ­ლის მო­ნე­ლე­ბა­საც შე­და­რე­ბით დიდი დრო სჭირ­დე­ბა. თუკი სა­დი­ლის წინ ნა­ხე­ვარ გრე­იფ­რუტს ან 1 ჭიქა გრე­იფ­რუ­ტის წვენს მი­ვირ­თმევთ, ნაკ­ლებს შე­ჭამთ და ნაკ­ლებ კა­ლო­რი­ებს მი­ი­ღებთ.

სა­ზამ­თრო

დიდი ოდე­ნო­ბით წყლის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი კუჭ-ნაწ­ლავ­ში უფრო მეტ ად­გილს იკა­ვებს და მა­დას აქ­ვე­ი­თებს. სა­ზამ­თრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყალს და ცოტა კა­ლო­რი­ებს შე­ი­ცავს.

მსხა­ლი და ვაშ­ლი

ეს ხი­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყალს შე­ი­ცავს. დი­ე­ტო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, ხილი ცო­ცხლად მი­ვირ­თვათ და გახ­დო­მის მსურ­ვე­ლებ­მა უპი­რა­ტე­სო­ბა მათ წვენს არ მი­ვა­ნი­ჭოთ.

კენკრა

კენკრაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყალს და უჯრე­დისს შე­ი­ცავს. გარ­და ამის კენკრა ძა­ლი­ან ტკბი­ლია - ეს კი ორ­გა­ნიზმს ეხ­მა­რე­ბა დიდ­ხანს იყოს და­ნაყ­რე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ კენკრო­ვა­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო მოც­ვია, ის ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბი­თაც მდი­და­რია.

ბოსტნე­უ­ლი

ბოსტნე­უ­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­უზ­მეა. ბოსტნე­უ­ლის მირ­თმე­ვი­სას შიმ­ში­ლის გრძნო­ბა ქრე­ბა. ამას­თან, ბოსტნე­უ­ლი ნაკ­ლე­ბკა­ლო­რი­უ­ლია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ivona.bigmir.net-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რომელი პროდუქტი გვეხმარება ცხიმების დაწვაში

რომელი პროდუქტი გვეხმარება ცხიმების დაწვაში

დიეტოლოგები გვთავაზობენ პროდუქტების ნუსხას, რომლებიც ორგანიზმს ცხიმების წვაში ეხმარება.

იოგურტი

დიდი რაოდენობის ცილების  შემცველობის გამო, ბერძნული იოგურტი გახდომისთვის კარგი საშუალებაა. სხვა იოგურტებისგან განსხვავებით, მასში პროტეინები ორჯერ მეტია,- აღნიშნავს დიეტოლოგი ლესლი ბონსი. ის საშუალებას იძლევა ორგანიზმი დიდი ხნით დანაყრდეს. გარდა ამისა, ორგანიზმი ცილების გადამუშავებაზე უფრო მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე ნახშირწყლებზე.

დარიჩინი

კვლევების თანახმად, დარიჩინი სისხლში შაქრის დონის სტაბილურობას უწყობს ხელს, ეს კი მადის დათრგუნვას იწვევს. ამგვარად, შეგიძლიათ სხვადასხვა სასმელში ცოტაოდენი დარიჩინი თამამად დაამატოთ.

ცხარე წიწაკა

ცხარე წიწაკა შეიცავს კაპსაიცინს, ნივთიერებას რომელიც მადას იმორჩილებს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.  ამასთან, თუკი საჭმელი ცხარეა, ადამიანი უფრო ნაკლებს ჭამს ვიდრე მიჩვეულია, ეს კი თავის მხრივ წონის კლებას ხელს უწყობს.

მწვანე ჩაი

ზოგიერთ კვლევაში ნათქვამია, რომ მწვანე ჩაი წონის დაკლებაზე დადებითად მოქმედებს. ეს სასმელი კატეხინებს შეიცავს, რომელიც მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენს. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად სასურველია დღეში რამდენიმე ფინჯანი მწვანე ჩაი მივირთვათ. ამასთან, დიეტოლოგი გვირჩევს, რომ ჩაი ცხელი დავლიოთ.

გრეიფრუტი

გრეიფრუტი დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რომლის მონელებასაც შედარებით დიდი დრო სჭირდება. თუკი სადილის წინ ნახევარ გრეიფრუტს ან 1 ჭიქა გრეიფრუტის წვენს მივირთმევთ,  ნაკლებს შეჭამთ და ნაკლებ კალორიებს მიიღებთ.

საზამთრო

დიდი ოდენობით წყლის შემცველი პროდუქტები კუჭ-ნაწლავში  უფრო მეტ ადგილს იკავებს და მადას აქვეითებს. საზამთრო დიდი რაოდენობით წყალს და ცოტა კალორიებს შეიცავს.

მსხალი და ვაშლი

ეს ხილიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. დიეტოლოგები გვირჩევენ, ხილი ცოცხლად მივირთვათ და გახდომის მსურველებმა უპირატესობა მათ წვენს არ მივანიჭოთ.

კენკრა

კენკრაც დიდი რაოდენობით წყალს და უჯრედისს შეიცავს. გარდა ამის კენკრა ძალიან ტკბილია - ეს კი ორგანიზმს ეხმარება დიდხანს იყოს დანაყრებული. ცნობილია, რომ კენკროვანებს შორის ყველაზე სასარგებლო მოცვია, ის ანტიოქსიდანტებითაც მდიდარია.

ბოსტნეული

ბოსტნეული შესანიშნავი საუზმეა.  ბოსტნეულის მირთმევისას შიმშილის გრძნობა ქრება. ამასთან, ბოსტნეული  ნაკლებკალორიულია.

მომზადებულია ivona.bigmir.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს