კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - ყურადღება მიაქციეთ, ვინ რას გვპირდება და რამდენად აქვს შესრულების თავი
ბიძინა ივანიშვილი - ყურადღება მიაქციეთ, ვინ რას გვპირდება და რამდენად აქვს შესრულების თავი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე "გო­ნი­ე­რე­ბის" გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს და სთხოვს, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ "ვინ რას პირ­დე­ბათ და აქვთ თუ არა შეს­რუ­ლე­ბის თავი".

"მინ­და მო­გი­წო­დოთ, რომ გა­მო­ვი­ჩი­ნოთ გო­ნი­ე­რე­ბა, რათა ეს არ­ჩევ­ნე­ბი იყოს ხა­რის­ხობ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს ობი­ექ­ტუ­რად და რო­მე­ლი­მე კან­დი­და­ტის მიერ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო რე­სურ­სი არ იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ მთა­ვა­რი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ქმე­დე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ბოლო 20 წლის პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­დე­გებს, დავ­ფიქ­რდე­ბით, დას­კვნებს გა­ვა­კე­თებთ და ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე და­ვი­წყებთ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას. გარ­წმუ­ნებთ, რომ პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ბოლო წლებ­ში გა­და­ვი­ტა­ნეთ, ძი­რი­თა­დად უკავ­შირ­დე­ბო­და სწო­რედ პო­ლი­ტი­კას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ­ლის ამ­რჩე­ვი ვი­ყა­ვით ჩვენ. უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩვენ ვირ­ჩევთ და ვა­ყე­ნებთ ჩვენს სამ­სა­ხურ­ში. გა­დავ­დოთ ემო­ცი­ე­ბი გვერ­დზე, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ისევ შეც­დო­მა და­ვუშ­ვათ", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სწო­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა უნდა ავირ­ჩი­ოთ.

"მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, ვინ რას გე­უბ­ნე­ბათ, ვინ რას გვპირ­დე­ბათ და რამ­დე­ნად აქვს შეს­რუ­ლე­ბის თავი", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ამას­თან, პრე­მი­ერ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღონ.

"აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად იაქ­ტი­უ­რეთ, რად­გან ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. არ­ჩევ­ნე­ბით და თქვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბით იწყე­ბა ის, რა­საც ელო­დე­ბით, რომ მი­ი­ღოთ ეფექ­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა", - დას­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ბიძინა ივანიშვილი - ყურადღება მიაქციეთ, ვინ რას გვპირდება და რამდენად აქვს შესრულების თავი

ბიძინა ივანიშვილი - ყურადღება მიაქციეთ, ვინ რას გვპირდება და რამდენად აქვს შესრულების თავი

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებზე "გონიერების" გამოჩენისკენ მოუწოდებს და სთხოვს, ყურადღება მიაქციონ "ვინ რას პირდებათ და აქვთ თუ არა შესრულების თავი".

"მინდა მოგიწოდოთ, რომ გამოვიჩინოთ გონიერება, რათა ეს არჩევნები იყოს ხარისხობრივად განსხვავებული. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად და რომელიმე კანდიდატის მიერ სახელისუფლებო რესურსი არ იყოს გამოყენებული, მაგრამ მთავარი იქნება საზოგადოების ქმედება. კარგი იქნება, თუ გავაცნობიერებთ ბოლო 20 წლის პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგებს, დავფიქრდებით, დასკვნებს გავაკეთებთ და ემოციების გარეშე დავიწყებთ არჩევანის გაკეთებას. გარწმუნებთ, რომ პრობლემები, რომლებიც ბოლო წლებში გადავიტანეთ, ძირითადად უკავშირდებოდა სწორედ პოლიტიკას და ხელისუფლებას, რომლის ამრჩევი ვიყავით ჩვენ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლებას ჩვენ ვირჩევთ და ვაყენებთ ჩვენს სამსახურში. გადავდოთ ემოციები გვერდზე, თორემ შეიძლება ისევ შეცდომა დავუშვათ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე.

მისივე განმარტებით, სწორი ხელმძღვანელობა უნდა ავირჩიოთ.

"მიაქციეთ ყურადღება, ვინ რას გეუბნებათ, ვინ რას გვპირდებათ და რამდენად აქვს შესრულების თავი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად მიიღონ.

"აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, აუცილებლად იაქტიურეთ, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. არჩევნებით და თქვენი აქტიურობით იწყება ის, რასაც ელოდებით, რომ მიიღოთ ეფექტური ხელისუფლება", - დასძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა