სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახი კალაძე - პრემიერის ნაბიჯი ნიშნავს მის ფოკუსირებას საზოგადოებრივ საკითხებზე
კახი კალაძე - პრემიერის ნაბიჯი ნიშნავს მის ფოკუსირებას საზოგადოებრივ საკითხებზე

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი, ვიცე-პრე­მი­ე­რი კახი კა­ლა­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­მართ მისი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის როლი დღე­ვან­დელ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში გა­დამ­წყვე­ტი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მისი ფი­გუ­რა იყო უალ­ტერ­ნა­ტი­ვო იმ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ძა­ლე­ბის გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად, რო­მელ­მაც და­ა­მარ­ცხა სა­ა­კაშ­ვი­ლის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყა­როდ კვლავ ხალ­ხი აქ­ცია. ეს არის უდი­დე­სი მიღ­წე­ვა და ეს მო­ნა­პო­ვა­რი ვე­ღა­რას­დროს დად­გე­ბა ეჭვქვეშ.

სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნაც, ძა­ლა­უფ­ლე­ბაც და პარ­ტი­აც გუ­შინ­დე­ლი დღეა. სულ მალე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და მოხ­დე­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლო შტო­ე­ბის გამ­თლი­ა­ნე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს და­უბ­რკო­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა.

ქვე­ყა­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე, მარ­თვა­ზე და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღე­ბუ­ლი აქვს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას". არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩვენ ვი­ღებ­დით კო­ა­ლი­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ფორ­მატ­ში. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა არას­დროს იღებ­და ერ­თპი­როვ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და მი­უ­ხე­და­ვად მისი უდი­დე­სი რო­ლი­სა, პრე­მი­ე­რო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ სა­ხე­ლი­სუფ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა კვლავ შე­უ­ფერ­ხებ­ლად და ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­ხე­ლი­სუფ­ლო ვერ­ტი­კალ­სა და ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბას არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბა, რად­გა­ნაც ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ შეძ­ლო ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ეს პრო­ცე­სიც მუდ­მი­ვად დახ­ვე­წი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის რე­ჟიმ­ში იქ­ნე­ბა. მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უამ­რავ ყო­ველ­დღი­ურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­სა და მარ­თვას­თან, რაც წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რაც ჩვე­ნი სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბით გა­ნი­სა­ზღვრა.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ პრე­მი­ე­რის სა­ვარ­ძლის და­ტო­ვე­ბა არ ნიშ­ნავს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას. ეს ნიშ­ნავს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის ყო­ველ­დღი­უ­რი, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი­დან მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რაც მას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მეტი ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს ქვეყ­ნის­თვის ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტულ სა­კი­თხებ­ზე. დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გმე­ბა სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბუ­ლად, მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ჩა­ივ­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და უფრო ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის კონ­ტუ­რე­ბი.

ჩვენ ყვე­ლას, მთელ გუნდს, ბა­ტონ ბი­ძი­ნას­თან ერ­თად აღე­ბუ­ლი გვაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქვეყ­ნის მარ­თვა­სა და წინსვლი­სათ­ვის და არ­ცერ­თი ჩვენ­თა­გა­ნი არ დათ­მობს სა­კუ­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­როს სა­ქარ­თვე­ლოს.

მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა­სა, ღია და დე­მოკ­რა­ტი­ულ მმარ­თვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბი შეს­რულ­და, მას შემ­დეგ რაც პრე­ზი­დენ­ტის პოსტს და­ი­კა­ვებს კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­და­ტი, ჩვენ შე­ვალთ ახალ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­დე­საც მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მოგ­ვი­წევს ზრუნ­ვა. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ვა­დამ­დე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო სი­ახ­ლეა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სათ­ვის, რო­დე­საც ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი სა­კუ­თა­რი ნე­ბით და ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ თმობს ძა­ლა­უფ­ლე­ბას ნაც­ვლად იმი­სა, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი დრო­ით. სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­რულ­და მე­სი­ა­ნიზ­მის ეპო­ქა და ჩვენ ვი­წყებთ ნორ­მა­ლუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე და არა პი­როვ­ნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბას.

პრე­მი­ე­რის ეს ნა­ბი­ჯი ნიშ­ნავს მის ფო­კუ­სი­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­კი­თხებ­ზე, რაც პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბას დღეს ახორ­ცი­ე­ლებს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ჩვენ გვაქვს უმ­რავ­ლე­სო­ბა პარ­ლა­მენ­ტში, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას მიერ და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი და ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ყო­ველ­დღი­ურ მუშა რე­ჟიმ­ში, რაც არის შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სი. ეს პრო­ცე­სი გახ­დე­ბა კი­დევ უფრო სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც გა­ი­მარ­ჯვებს კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­და­ტი და ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჩა­ერ­თვე­ბა ქვეყ­ნის შე­ნე­ბის პრო­ცეს­ში", - ნათ­ქვა­მია კახი კა­ლა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

კახი კალაძე - პრემიერის ნაბიჯი ნიშნავს მის ფოკუსირებას საზოგადოებრივ საკითხებზე

კახი კალაძე - პრემიერის ნაბიჯი ნიშნავს მის ფოკუსირებას საზოგადოებრივ საკითხებზე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების მიმართ მისი პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია. მისი ფიგურა იყო უალტერნატივო იმ საზოგადოებრივი ძალების გასაერთიანებლად, რომელმაც დაამარცხა სააკაშვილის ავტორიტარული ხელისუფლება და ძალაუფლების წყაროდ კვლავ ხალხი აქცია. ეს არის უდიდესი მიღწევა და ეს მონაპოვარი ვეღარასდროს დადგება ეჭვქვეშ.

სააკაშვილის პერსონაც, ძალაუფლებაც და პარტიაც გუშინდელი დღეა. სულ მალე საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს გიორგი მარგველაშვილი და მოხდება სახელისუფლო შტოების გამთლიანება, რაც საშუალებას მოგვცემს დაუბრკოლებლად განვახორციელოთ ქვეყნის მმართველობა და მშენებლობა.

ქვეყანის სტაბილურობაზე, მართვაზე და განვითარებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული აქვს კოალიცია "ქართულ ოცნებას". არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებდით კოალიციის პოლიტიკური საბჭოს ფორმატში. ბატონი ბიძინა არასდროს იღებდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და მიუხედავად მისი უდიდესი როლისა, პრემიერობიდან წასვლის შემდეგ სახელისუფლო საქმიანობა კვლავ შეუფერხებლად და ეფექტურად განხორციელდება. სახელისუფლო ვერტიკალსა და ქმედითუნარიანობას არავითარი პრობლემა არ შეექმნება, რადგანაც ბატონმა ბიძინამ შეძლო ყველა მიმართულებით საკმაოდ ეფექტური გუნდის ჩამოყალიბება და ეს პროცესიც მუდმივად დახვეწისა და გაუმჯობესების რეჟიმში იქნება. მთავრობის საქმიანობა დაკავშირებულია უამრავ ყოველდღიურ გადაწყვეტილებასა და მართვასთან, რაც წარმატებით მიმდინარეობს იმ ძირითადი პრიორიტეტების მიხედვით, რაც ჩვენი საარჩევნო დაპირებებით განისაზღვრა.

მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერის სავარძლის დატოვება არ ნიშნავს ბატონი ბიძინას პოლიტიკიდან წასვლას. ეს ნიშნავს მთავრობის მეთაურის ყოველდღიური, ძალიან დატვირთული რეჟიმიდან მის გათავისუფლებას, რაც მას საშუალებას მისცემს მეტი ფოკუსირება მოახდინოს ქვეყნისთვის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებზე. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგმება სრულიად გააზრებულად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები და უფრო ნათლად გამოიკვეთება ახალი პოლიტიკური რეალობის კონტურები.

ჩვენ ყველას, მთელ გუნდს, ბატონ ბიძინასთან ერთად აღებული გვაქვს პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვასა და წინსვლისათვის და არცერთი ჩვენთაგანი არ დათმობს საკუთარ ვალდებულებას ემსახუროს საქართველოს.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ცვლილებასა, ღია და დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებული საარჩევნო დაპირებები შესრულდა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს კოალიციის კანდიდატი, ჩვენ შევალთ ახალ რეალობაში, როდესაც მთლიანად ქვეყნის განვითარების საკითხებზე მოგვიწევს ზრუნვა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ვადამდე თანამდებობის დატოვება უპრეცედენტო სიახლეა ქართული პოლიტიკისათვის, როდესაც ქვეყნის პირველი პირი საკუთარი ნებით და ხალხის საკეთილდღეოდ თმობს ძალაუფლებას ნაცვლად იმისა, რომ შეინარჩუნოს მაქსიმალურად დიდი დროით. საქართველოში დასრულდა მესიანიზმის ეპოქა და ჩვენ ვიწყებთ ნორმალური, დემოკრატიული, ინსტიტუტებზე და არა პიროვნებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობას.

პრემიერის ეს ნაბიჯი ნიშნავს მის ფოკუსირებას საზოგადოებრივ საკითხებზე, რაც პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ქვეყნის მმართველობას დღეს ახორციელებს კოალიცია "ქართული ოცნება", ჩვენ გვაქვს უმრავლესობა პარლამენტში, ბატონი ბიძინას მიერ დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტი და ყველა საარჩევნო დაპირების შესრულება მიმდინარეობს ყოველდღიურ მუშა რეჟიმში, რაც არის შეუქცევადი პროცესი. ეს პროცესი გახდება კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტური საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც გაიმარჯვებს კოალიციის კანდიდატი და ახალი პრეზიდენტი ჩაერთვება ქვეყნის შენების პროცესში", - ნათქვამია კახი კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა