კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დადის ანა კოშაძე სილამაზის სალონში შვილებთან ერთად
რატომ დადის ანა კოშაძე სილამაზის სალონში შვილებთან ერთად

წლე­ვან­დე­ლი უჩ­ვე­უ­ლოდ გრი­ლი ზა­ფხუ­ლის გამო ყო­ფილ­მა მო­დელ­მა ანა კო­შა­ძემ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის პი­არ­მე­ნე­ჯე­რია, დას­ვე­ნე­ბა მხო­ლოდ ოთხი დღით მო­ა­ხერ­ხა. მისი შვე­ბუ­ლე­ბა უა­მინ­დო­ბას და­ემ­თხვა, ახლა კი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას. ანას ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი - მაშო და ანას­ტა­სია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მა­ინც პო­უ­ლობს დროს და ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბაზს სტუმ­რობს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ვარ­ჯი­ში დიდ აზარტთან ყო­ფი­ლა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ხან­და­ხან 2-3 სა­ა­თი ისე გა­დის, ვერ ვი­გე­ბო, - აღ­ნიშ­ნავს. ამ­ჯე­რად ანას ოჯახ­სა და ცხოვ­რე­ბის წეს­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- გარ­კვე­ულ­წი­ლად ამინ­დე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ ახლა თბი­ლის­ში ვარ. ბავ­შვებ­თან ერ­თად ბა­კუ­რი­ან­ში წას­ვლას ვგეგ­მავ­დი, მაგ­რამ როცა შვე­ბუ­ლე­ბა მქონ­და, ძა­ლი­ან ცი­ო­და, ამი­ტომ გა­და­ვი­ფიქ­რეთ და წა­ვე­დით ბა­თუმ­ში. ოთხი დღის შემ­დეგ ამინ­დე­ბი იქაც აი­რია, რაღა უნდა გვე­კე­თე­ბი­ნა? ჩავ­ბარ­გდით და ჩა­მო­ვე­დით უკან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხო­ლოდ ოთხი დღე ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი, არ ვღე­ლავ, რად­გან თბი­ლის­ში არ ვცხოვ­რობთ, კაკ­ლებ­ში გა­და­ვე­დით, ეს გახ­ლავთ ად­გი­ლი ბა­გებ­სა და წყნეთს შო­რის, სა­დაც ისე­დაც კარ­გი ჰა­ე­რია. დიდი ეზო გვაქვს, ბავ­შვე­ბი ტყე­ში სე­ირ­ნო­ბენ და ასეა თუ ისე, სუფ­თა ჰა­ერს სუნ­თქა­ვენ. მარ­თა­ლია, ცენ­ტრის­გან მო­შო­რე­ბი­თაა ჩვე­ნი სახ­ლი, მაგ­რამ გა­და­ად­გი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ მი­ჭირს, პი­რი­ქით, სა­სი­ა­მოვ­ნოა თბი­ლი­სის სი­ცხი­დან აქ ამოს­ვლა და დას­ვე­ნე­ბა. ალ­ბათ სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა რომ არ მყავ­დეს, გა­მი­ჭირ­დე­ბო­და ქა­ლა­ქი­დან მო­შო­რე­ბით ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ახლა ეს პრობ­ლე­მა არ მა­წუ­ხებს, რად­გან 7-8 წე­ლია სა­ჭეს­თან ვზი­ვარ. ვცდი­ლობ, კარ­გი მძღო­ლი ვიყო, პატ­რულ­თან შე­ხე­ბა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ 2-3 ჯერ მქონ­და, სამ­წუ­ხა­როდ, სიჩ­ქა­რე მიყ­ვარს, მაგ­რამ თავს ვა­კონ­ტრო­ლებ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ბავ­შვე­ბი სხე­დან მან­ქა­ნა­ში

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

რატომ დადის ანა კოშაძე სილამაზის სალონში შვილებთან ერთად

რატომ დადის ანა კოშაძე სილამაზის სალონში შვილებთან ერთად

წლევანდელი უჩვეულოდ გრილი ზაფხულის გამო ყოფილმა მოდელმა ანა კოშაძემ, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის პიარმენეჯერია, დასვენება მხოლოდ ოთხი დღით მოახერხა. მისი შვებულება უამინდობას დაემთხვა, ახლა კი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ანას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი - მაშო და ანასტასია. მიუხედავად ამისა, საკუთარი თავისთვის მაინც პოულობს დროს და ფორმის შესანარჩუნებლად სატრენაჟორო დარბაზს სტუმრობს. როგორც თავად ამბობს, ვარჯიში დიდ აზარტთან ყოფილა დაკავშირებული, ხანდახან 2-3 საათი ისე გადის, ვერ ვიგებო, - აღნიშნავს. ამჯერად ანას ოჯახსა და ცხოვრების წესზე ვესაუბრეთ.

- გარკვეულწილად ამინდების დამსახურებაა ის, რომ ახლა თბილისში ვარ. ბავშვებთან ერთად ბაკურიანში წასვლას ვგეგმავდი, მაგრამ როცა შვებულება მქონდა, ძალიან ციოდა, ამიტომ გადავიფიქრეთ და წავედით ბათუმში. ოთხი დღის შემდეგ ამინდები იქაც აირია, რაღა უნდა გვეკეთებინა? ჩავბარგდით და ჩამოვედით უკან. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ოთხი დღე ვიყავით წასულები, არ ვღელავ, რადგან თბილისში არ ვცხოვრობთ, კაკლებში გადავედით, ეს გახლავთ ადგილი ბაგებსა და წყნეთს შორის, სადაც ისედაც კარგი ჰაერია. დიდი ეზო გვაქვს, ბავშვები ტყეში სეირნობენ და ასეა თუ ისე, სუფთა ჰაერს სუნთქავენ. მართალია, ცენტრისგან მოშორებითაა ჩვენი სახლი, მაგრამ გადაადგილება ნამდვილად არ მიჭირს, პირიქით, სასიამოვნოა თბილისის სიცხიდან აქ ამოსვლა და დასვენება. ალბათ საკუთარი მანქანა რომ არ მყავდეს, გამიჭირდებოდა ქალაქიდან მოშორებით ცხოვრება, მაგრამ ახლა ეს პრობლემა არ მაწუხებს, რადგან 7-8 წელია საჭესთან ვზივარ. ვცდილობ, კარგი მძღოლი ვიყო, პატრულთან შეხება ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 2-3 ჯერ მქონდა, სამწუხაროდ, სიჩქარე მიყვარს, მაგრამ თავს ვაკონტროლებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები სხედან მანქანაში

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება