კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ჰყავდა ვირი ძიძის როლში კობა დავითაშვილს
როდის ჰყავდა ვირი ძიძის როლში კობა დავითაშვილს

"ცელ­ქი და ხუ­ლი­გა­ნი ნამ­დვი­ლად არ ვყო­ფილ­ვარ, პირ­და­პირ ეთერ­ში ვჩხუ­ბობ მარ­ტო, ეტყო­ბა კა­მე­რე­ბი მოქ­მე­დებს ცუ­დად" , - მი­თხრა ინ­ტერ­ვი­უს დროს კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა. ხუთი ბი­ჭის მა­მას უფ­რო­სი, 15 წლის ვაჟი "მა­ესტროს" ეთერ­ში სერ­გო რა­ტი­ან­თან და­პი­რის­პი­რე­ბის დროს თურ­მე ტე­ლე­ეკ­რან­თან გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. ერთი თვის წინ პარ­ლა­მენ­ტარ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რი­გე­ბი და­ტო­ვა და საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად მოგ­ვევ­ლი­ნა. თუმ­ცა დღეს მას­თან პო­ლი­ტი­კა­ზე არ გვი­სა­უბ­რია. ამ­ჯე­რად კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­და­ვავ­ლეთ თვა­ლი.

- და­ვი­ბა­დე 1971 წელს თბი­ლის­ში, ნა­ძა­ლა­დევ­ში, პირ­ველ სამ­შო­ბი­ა­რო­ში. 5 წლის ასა­კამ­დე ნა­ძა­ლა­დევ­ში ვცხოვ­რობ­დი, პა­ტა­რა ბაზ­რის უკან, ჩა­პა­ე­ვის პირ­ველ შე­სახ­ვევ­ში. მა­მა­ჩე­მი, რო­მან და­ვი­თაშ­ვი­ლი, რკი­ნიგ­ზის მე­მან­ქა­ნე იყო, ბინა მი­ვი­ღეთ დი­დუ­ბე­ში და მას მერე იქ ვცხოვ­რობთ. თა­ვი­დან ვიწ­როდ ვცხოვ­რობ­დით, სა­ერ­თო სამ­ზა­რე­უ­ლო და აბა­ზა­ნა გვქონ­და მე­ზობ­ლებს. მერე ერთი მე­ზო­ბე­ლი რუ­სეთ­ში წა­ვი­და და მისი ბინა შე­ვი­ერ­თეთ, მე­ო­რე მე­ზობ­ლის ბი­ნაც შე­ვი­ძი­ნეთ და ასე გავ­ფარ­თოვ­დით. ბო­ლოს ხუ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა გა­მო­ვი­და. მა­მა­ჩემს სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. პო­ლი­ტი­კა­ში იყო ჩარ­თუ­ლი. ამის გამო მეც სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბა­ში სტუ­დენ­ტო­ბი­დან ჩა­ვერ­თე. დე­და­ჩე­მი, ნელი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი, ეკო­ნო­მის­ტი გახ­ლავთ. და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და ეკო­ნო­მის­ტად. ჩემი და­ბა­დე­ბა ფრი­ად რთუ­ლი საქ­მე აღ­მოჩ­ნდა. ქორ­წი­ნე­ბი­დან 7 წლის თავ­ზე გავჩნდი. სამი თვის ასაკ­ში ერ­თდრო­უ­ლად შემ­ხვდა ყი­ვა­ნახ­ვე­ლა, ყბა­ყუ­რა. კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი გა­და­ვი­ტა­ნე, ენა მი­ვარ­დე­ბო­და, ვლურ­ჯდე­ბო­დი. ეტყო­ბა, აცრა ვერ მო­ას­წრეს ჩემ­მა მშობ­ლებ­მა. პირ­ვე­ლად მა­შინ გა­და­ვურ­ჩი სიკ­ვდილს. ვი­რის რძემ მიშ­ვე­ლა. მერე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრსაც ვკი­თხე ამ წამ­ლის შე­სა­ხებ და გა­მო­მი­ტყდა, ზოგ­ჯერ სა­ხალ­ხო მე­თო­დი უკეთ ჭრის, ვიდ­რე მე­დი­კა­მენ­ტე­ბიო. მოკ­ლედ ვირი მყავ­და ძი­ძის როლ­ში. აი, შე­დე­გიც (იცი­ნის), ეს აი­სა­ხა ჩემი ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბებ­შიც.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­რი­გე­ბა თუ გახ­სენ­დე­ბათ მშობ­ლე­ბის მხრი­დან, რო­მე­ლი უფრო იჩენ­და სიმ­კაც­რეს?

- დედა უფრო მკაც­რი იყო, თუმ­ცა მე ჯი­უ­ტი ვი­ყა­ვი და არ ვე­პუ­ე­ბო­დი. ვი­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მა­ს­მევ­დნენ რძეს, აბა რა ეგო­ნათ?! თქვენ გგო­ნი­ათ, დღეს და­მა­ნე­ბეს თავი? დღე­საც მა­რი­გე­ბენ ჩემი მშობ­ლე­ბი, რაც მა­ში­ნაც ნერ­ვებს მიშ­ლი­და და დღე­საც.

- დღეს რა­ღას გა­რი­გე­ბენ?

- ყვე­ლა­ფერს. პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ოჯა­ხით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

- საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტო­ბაც და­გი­წუ­ნეს?

- თა­ვი­დან კი. ახალ შარ­ში ყოფ თავს, წყნა­რად გე­ცხოვ­რა ჯობ­დაო, მი­თხრეს, ინერ­ვი­უ­ლეს.

- ბავ­შვო­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ...

- კი­თხვა მიყ­ვარ­და, ძა­ლი­ან ცელ­ქი ბავ­შვი არ ვყო­ფილ­ვარ. სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კას ხში­რად ვა­კი­თხავ­დი. თუმ­ცა სკო­ლის პროგ­რა­მა არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. სექ­ტემ­ბერ­ში წიგ­ნებს რომ დაგ­ვი­რი­გებ­დნენ, ორ კვი­რა­ში ყვე­ლა წიგ­ნი წა­კი­თხუ­ლი მქონ­და, რო­გორც საკი-თხა­ვი წიგ­ნი და ხე­ლახ­ლა წა­კი­თხვა მე­ზა­რე­ბო­და.

- ვის ჰგავ­ხართ ხა­სი­ა­თით?

- ორი­ვეს. სი­მარ­თლის პირ­ში თქმა დე­დის­გან მაქვს. მა­მა­ჩე­მი უფრო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მა­მის­გან ალ­ბათ პო­ლი­ტი­კის­კენ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა გა­მომ­ყვა. მა­შინ მამა დე­პუ­ტა­ტი იყო. მე იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, მალე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­და­ვე­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად ბიზ­ნე­სის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დას­ში მოვ­ხვდი. ამ დას­ში იყ­ვნენ ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, ლადო ჭან­ტუ­რია, რეზო შა­ვიშ­ვი­ლი, ავ­თან­დილ დე­მეტ­რაშ­ვი­ლი. ეს იყო პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მი­ტინ­გებს კი არ მარ­თავ­და, კა­ნონპ­რო­ექ­ტებ­საც წერ­და. იყო დრო, როცა მა­მა­ჩემს პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლის წე­სებს ვუ­წერ­დი.

- პრო­ფე­სია რო­გორ აირ­ჩი­ეთ?

- ჩემს მშობ­ლებს უნ­დო­დათ, ექი­მი გავმხდა­რი­ყა­ვი. მე ბავ­შვო­ბი­დან ამ­ბი­ცი­უ­რი ვი­ყა­ვი. პო­ლი­ტი­კა თა­ვი­დან­ვე მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას, ბი­ოგ­რა­ფი­ებს ვეც­ნო­ბო­დი. ექი­მო­ბა არ მინ­დო­და, სის­ხლის მე­ში­ნია, კბი­ლის ექი­მის დღემ­დე მე­ში­ნია...

- დე­დას არ ეწყი­ნა, სურ­ვი­ლი რომ არ შე­უს­რუ­ლეთ?

- არა, რა­ტომ უნდა სწყე­ნო­და... ჩემ­მა ამ­ბი­ცი­ებ­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და. თა­ვი­დან სკო­ლა­ში ან­ბა­ნის ყვე­ლა ასო რომ ვის­წავ­ლე, დავ­წე­რე, რომ მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი გე­ნე­რა­ლი­სი­მუ­სი, უმაღ­ლეს წო­დე­ბას ვუ­მიზ­ნებ­დი. მე­სა­მე კლას­ში მივ­ხვდი, რომ ეს სამ­ხედ­რო წო­დე­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო და მარშლო­ბა­ზე ჩა­მო­ვე­დი. ასა­კის ზრდას­თან ერ­თად უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ხდე­ბო­და ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

როდის ჰყავდა ვირი ძიძის როლში კობა დავითაშვილს

როდის ჰყავდა ვირი ძიძის როლში კობა დავითაშვილს

"ცელქი და ხულიგანი ნამდვილად არ ვყოფილვარ, პირდაპირ ეთერში ვჩხუბობ მარტო, ეტყობა კამერები მოქმედებს ცუდად" , - მითხრა ინტერვიუს დროს კობა დავითაშვილმა. ხუთი ბიჭის მამას უფროსი, 15 წლის ვაჟი "მაესტროს" ეთერში სერგო რატიანთან დაპირისპირების დროს თურმე ტელეეკრანთან გულშემატკივრობდა. ერთი თვის წინ პარლამენტარმა "ქართული ოცნების" რიგები დატოვა და საპრეზიდენტო კანდიდატად მოგვევლინა. თუმცა დღეს მასთან პოლიტიკაზე არ გვისაუბრია. ამჯერად კობა დავითაშვილის ცხოვრებისეულ გამოცდილებას გადავავლეთ თვალი.

- დავიბადე 1971 წელს თბილისში, ნაძალადევში, პირველ სამშობიაროში. 5 წლის ასაკამდე ნაძალადევში ვცხოვრობდი, პატარა ბაზრის უკან, ჩაპაევის პირველ შესახვევში. მამაჩემი, რომან დავითაშვილი, რკინიგზის მემანქანე იყო, ბინა მივიღეთ დიდუბეში და მას მერე იქ ვცხოვრობთ. თავიდან ვიწროდ ვცხოვრობდით, საერთო სამზარეულო და აბაზანა გვქონდა მეზობლებს. მერე ერთი მეზობელი რუსეთში წავიდა და მისი ბინა შევიერთეთ, მეორე მეზობლის ბინაც შევიძინეთ და ასე გავფართოვდით. ბოლოს ხუთოთახიანი ბინა გამოვიდა. მამაჩემს საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. პოლიტიკაში იყო ჩართული. ამის გამო მეც საპარლამენტო ცხოვრებაში სტუდენტობიდან ჩავერთე. დედაჩემი, ნელი ჯანეზაშვილი, ეკონომისტი გახლავთ. დასუფთავების სამსახურში მუშაობდა ეკონომისტად. ჩემი დაბადება ფრიად რთული საქმე აღმოჩნდა. ქორწინებიდან 7 წლის თავზე გავჩნდი. სამი თვის ასაკში ერთდროულად შემხვდა ყივანახველა, ყბაყურა. კლინიკური სიკვდილი გადავიტანე, ენა მივარდებოდა, ვლურჯდებოდი. ეტყობა, აცრა ვერ მოასწრეს ჩემმა მშობლებმა. პირველად მაშინ გადავურჩი სიკვდილს. ვირის რძემ მიშველა. მერე ჯანდაცვის მინისტრსაც ვკითხე ამ წამლის შესახებ და გამომიტყდა, ზოგჯერ სახალხო მეთოდი უკეთ ჭრის, ვიდრე მედიკამენტებიო. მოკლედ ვირი მყავდა ძიძის როლში. აი, შედეგიც (იცინის), ეს აისახა ჩემი ხასიათის თვისებებშიც.

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლების მხრიდან, რომელი უფრო იჩენდა სიმკაცრეს?

- დედა უფრო მკაცრი იყო, თუმცა მე ჯიუტი ვიყავი და არ ვეპუებოდი. ვირის დამსახურებაა, რომ მასმევდნენ რძეს, აბა რა ეგონათ?! თქვენ გგონიათ, დღეს დამანებეს თავი? დღესაც მარიგებენ ჩემი მშობლები, რაც მაშინაც ნერვებს მიშლიდა და დღესაც.

- დღეს რაღას გარიგებენ?

- ყველაფერს. პოლიტიკური ცხოვრებიდან დაწყებული, ოჯახით დამთავრებული.

- საპრეზიდენტო კანდიდატობაც დაგიწუნეს?

- თავიდან კი. ახალ შარში ყოფ თავს, წყნარად გეცხოვრა ჯობდაო, მითხრეს, ინერვიულეს.

- ბავშვობას დავუბრუნდეთ...

- კითხვა მიყვარდა, ძალიან ცელქი ბავშვი არ ვყოფილვარ. სკოლის ბიბლიოთეკას ხშირად ვაკითხავდი. თუმცა სკოლის პროგრამა არ მაინტერესებდა. სექტემბერში წიგნებს რომ დაგვირიგებდნენ, ორ კვირაში ყველა წიგნი წაკითხული მქონდა, როგორც საკი-თხავი წიგნი და ხელახლა წაკითხვა მეზარებოდა.

- ვის ჰგავხართ ხასიათით?

- ორივეს. სიმართლის პირში თქმა დედისგან მაქვს. მამაჩემი უფრო დიპლომატიურია ურთიერთობაში. მამისგან ალბათ პოლიტიკისკენ, საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ მიდრეკილება გამომყვა. მაშინ მამა დეპუტატი იყო. მე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, მალე საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე გადავედი. პარალელურად ბიზნესის უმაღლეს სკოლაში ვსწავლობდი. ეროვნული მოძრაობის დასში მოვხვდი. ამ დასში იყვნენ ვახტანგ ხმალაძე, დავით უსუფაშვილი, ლადო ჭანტურია, რეზო შავიშვილი, ავთანდილ დემეტრაშვილი. ეს იყო პირველი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ მიტინგებს კი არ მართავდა, კანონპროექტებსაც წერდა. იყო დრო, როცა მამაჩემს პარლამენტში გამოსვლის წესებს ვუწერდი.

- პროფესია როგორ აირჩიეთ?

- ჩემს მშობლებს უნდოდათ, ექიმი გავმხდარიყავი. მე ბავშვობიდან ამბიციური ვიყავი. პოლიტიკა თავიდანვე მაინტერესებდა. ცნობილი ადამიანების ცხოვრებას, ბიოგრაფიებს ვეცნობოდი. ექიმობა არ მინდოდა, სისხლის მეშინია, კბილის ექიმის დღემდე მეშინია...

- დედას არ ეწყინა, სურვილი რომ არ შეუსრულეთ?

- არა, რატომ უნდა სწყენოდა... ჩემმა ამბიციებმა წლების განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა. თავიდან სკოლაში ანბანის ყველა ასო რომ ვისწავლე, დავწერე, რომ მინდოდა გამოვსულიყავი გენერალისიმუსი, უმაღლეს წოდებას ვუმიზნებდი. მესამე კლასში მივხვდი, რომ ეს სამხედრო წოდება გაუქმებული იყო და მარშლობაზე ჩამოვედი. ასაკის ზრდასთან ერთად უფრო მოკრძალებული ხდებოდა ჩემი შეხედულებები...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა