პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ
ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ

"სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­გაშ­ლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას გეგ­მავს", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Bloomberg-ის და­მა­ტე­ბა Businessweek ჰენ­რი მა­ი­ე­რის სტა­ტი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს მი­ლი­არ­დე­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის 94 ჰექ­ტარ­ზე გა­და­ჭი­მუ­ლი, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ნა­პი­რო ვილა ორი ელექტრო­ნუ­ლი კა­რის მიღ­მა მდე­ბა­რე­ობს.

"მისი ქო­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს 15,8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის მქო­ნე ეკო­ნო­მი­კის 35 პრო­ცენტს შე­ად­გენს და სწო­რედ ამი­ტომ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა ახლა სწო­რედ ის არის, თუ რას უზამს ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვის მი­ლი­არ­დებს", - წერს ჰენ­რი მა­ი­ე­რი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ბიზ­ნეს­მენ­მა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჩნდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბაზ­ში, 2011 წელს გა­მო­ა­ცხა­და, რომ პო­ლი­ტი­კურ კო­ა­ლი­ცი­ას აფი­ნან­სებ­და, 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის და­მარ­ცხე­ბის მიზ­ნით.

"კო­ლი­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც პრე­მი­ე­რის შვი­ლის სიმ­ღე­რი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, და­ა­მარ­ცხა კი­დეც პრე­ზი­დენ­ტის პარ­ტია და მო­ი­პო­ვა კონ­ტრო­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ზე. სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის ამა­რად დარ­ჩე­ნილ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს ისღა დარ­ჩე­ნო­და, რომ გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბა ეღი­ა­რე­ბი­ნა. მაგ­ნატ­მა მი­ნის­ტრთა სა­კუ­თა­რი კა­ბი­ნე­ტი და­ნიშ­ნა. სა­ა­კაშ­ვი­ლი კი თა­ვის საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლე­ში მო­ექ­ცა", - წერს ჰენ­რი მა­ი­ე­რი.

"პო­ლი­ტი­კის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ ვი­ღებ, ეს ჩემს ხა­სი­ათ­ში არ ჯდე­ბა", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს, რო­მელ­მაც Businessweek-თან სა­უბ­რი­სას ასე­ვე გან­ცხა­და, რომ გა­აგ­რძე­ლებს მთავ­რო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას და უარ­ყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ კუ­ლი­სებს მიღ­მა დარ­ჩე­ბა.

"რა­ტომ უნდა ვიყო არა­ფორ­მა­ლუ­რი ლი­დე­რი, როცა შე­მიძ­ლია ვიყო ფორ­მა­ლუ­რი ლი­დე­რი", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა Businessweek-თან სა­უბ­რი­სას.

"ივა­ნიშ­ვილს მარ­თლაც არ სჭირ­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­ფა­სი. შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე მისი ვილა კერ­ძო პლა­ჟის­გან, ორი აუ­ზის­გან, ორი გეს­თჰა­უ­ზის­გან (პა­ტა­რა სას­ტუმ­როს­გან) და ლე­მუ­რე­ბის, ზებ­რე­ბის, ფარ­შე­ვან­გე­ბის, თუ­თი­ყუ­შე­ბი­სა და ფლა­მინ­გო­ე­ბის ვო­ლი­ე­რე­ბის­გან შედ­გე­ბა. თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე მისი მთა­ვა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კი, რო­მე­ლიც ია­პო­ნელ არ­ქი­ტექ­ტორ შინ ტა­კა­მა­სუს ეკუთ­ვნის, 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირს. მის 1 მი­ლი­არდ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ არტ კო­ლექ­ცი­ა­ში კი, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში ინა­ხე­ბა, 2006 წელს 95 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი პი­კა­სოს "დორა მა­ა­რი კა­ტას­თან ერ­თად" შე­დის", - წერს ჰენ­რი მა­ი­ე­რი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბი­დან 3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი მან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ახ­მა­რა და ეს თან­ხა სამ­ხედ­რო­ე­ბის ფეხ­საც­მე­ლე­ბის, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის კი სა­პატ­რუ­ლო მან­ქა­ნე­ბის შე­ძე­ნა­ში და­ხარ­ჯა, ისე­ვე, რო­გორც მუ­ზე­უ­მე­ბის, თე­ატ­რე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ე­ბის აღ­დგე­ნა­ში. მან ასე­ვე აღად­გი­ნა გზე­ბი, აა­შე­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი და სკო­ლე­ბი მშობ­ლი­ურ სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, მან 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­ა­ბან­და 6-მი­ლი­არ­დი­ან კერ­ძო ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდში, რო­მე­ლიც ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს ტურზში, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, მრეწ­ვე­ლო­ბა­სა და ენერ­გოპ­რო­ექ­ტებ­ში მთავ­რო­ბას­თან ერ­თად.

რო­გორც ჰენ­რი მა­ი­ე­რი წერს, სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ლი­არ­დებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სი, რის­კის ქვეშ და­ა­ყე­ნა.

"თუ შენი პი­რა­დი ქო­ნე­ბა შე­ნი­ვე ქვეყ­ნის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს შე­ად­გენს, მო­ნო­პო­ლი­ის დამ­ყა­რე­ბის ძა­ლი­ან დიდი ცდუ­ნე­ბა არ­სე­ბობს", - მოჰ­ყავს სტა­ტი­ის ავ­ტორს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი.

"გარ­კვე­ულ­წი­ლად, და­სავ­ლელ­მა ინ­ვეს­ტო­რებ­მა მი­ა­ტო­ვეს კი­დეც სა­ქარ­თვე­ლო მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულ­მა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ გა­სულ წლის ბო­ლოს ათო­ბით ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბა და­ი­წყო, მათ შო­რის ექს-პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც", - აღ­ნიშ­ნავს ჰენ­რი მა­ი­ე­რი და დას­ძენს, რომ რო­გორც მას­თან სა­უ­ბარ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბით თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლიც გა­სა­მარ­თლდეს. თუმ­ცა, სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ ბრალ­დე­ბებს "სა­სა­ცი­ლოს" უწო­დებს.

რო­გორც ჰენ­რი მა­ი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, ქვეყ­ნის შიდა კა­პი­ტა­ლის ზრდის ტემ­პი წელს 3 პრო­ცენ­ტით და­ე­ცა. მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­მა და­სავ­ლეთ­ში პა­ტი­ვის­ცე­მა კო­რუფ­ცი­ის და­მარ­ცხე­ბით, კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბი­თა და ბი­უ­როკ­რა­ტი­ის აღ­მო­ფხვრით მო­ი­პო­ვა. თუმ­ცა, ის ასე­ვე და­ა­და­ნა­შა­უ­ლებს ოპო­ზი­ცი­ი­სა და მე­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს ანა­ლი­ტი­კოს ალექ­სან­დრე რონ­დე­ლის სი­ტყვებს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე, ვინც მას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე შეც­ვლის, სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი ერთ-ერთი მო­კავ­ში­რე იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მი­ლი­არ­დერ ივა­ნიშ­ვილს მის­ცემს შე­სუს­ტე­ბულ მთავ­რო­ბა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის უფ­ლე­ბას.

"მას უნდა იმ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა მის­თვის, მისი ოჯა­ხის­თვი­სა და მისი ქო­ნე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ის ყვე­ლა­ზე დიდი ქო­ნე­ბის პატ­რო­ნია", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი კახა ბენ­დუ­ქი­ძის სი­ტყვებს, რო­მე­ლიც ასე­ვე აცხა­დებს, რომ "პო­ლი­ტი­კა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი ნათ­ლი­მა­მა გახ­დე­ბა".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Businessweek-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ

ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ

"საქართველოს ხელგაშლილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის დამატება Businessweek ჰენრი მაიერის სტატიას ბიძინა ივანიშვილზე.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს მილიარდერი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის 94 ჰექტარზე გადაჭიმული, აყვავებული სანაპირო ვილა ორი ელექტრონული კარის მიღმა მდებარეობს.

"მისი ქონება საქართველოს 15,8 მილიარდი დოლარის მქონე ეკონომიკის 35 პროცენტს შეადგენს და სწორედ ამიტომ ყველაზე აქტუალური თემა ახლა სწორედ ის არის, თუ რას უზამს ივანიშვილი თავის მილიარდებს", - წერს ჰენრი მაიერი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ბიზნესმენმა, რომელიც წლების განმავლობაში არ ჩნდებოდა საზოგადოებაზში, 2011 წელს გამოაცხადა, რომ პოლიტიკურ კოალიციას აფინანსებდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის დამარცხების მიზნით.

"კოლიცია "ქართულმა ოცნებამ", რომლის სახელწოდებაც პრემიერის შვილის სიმღერიდან მომდინარეობს, დაამარცხა კიდეც პრეზიდენტის პარტია და მოიპოვა კონტროლი საკანონმდებლო ორგანოზე. საპარლამენტო ოპოზიციის ამარად დარჩენილ პრეზიდენტ სააკაშვილს ისღა დარჩენოდა, რომ გასული წლის ოქტომბერში ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობა ეღიარებინა. მაგნატმა მინისტრთა საკუთარი კაბინეტი დანიშნა. სააკაშვილი კი თავის საპრეზიდენტო სასახლეში მოექცა", - წერს ჰენრი მაიერი.

"პოლიტიკისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ, ეს ჩემს ხასიათში არ ჯდება", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს, რომელმაც Businessweek-თან საუბრისას ასევე განცხადა, რომ გააგრძელებს მთავრობაზე დაკვირვებას და უარყო გავრცელებული სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კულისებს მიღმა დარჩება.

"რატომ უნდა ვიყო არაფორმალური ლიდერი, როცა შემიძლია ვიყო ფორმალური ლიდერი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა Businessweek-თან საუბრისას.

"ივანიშვილს მართლაც არ სჭირდება პრემიერ-მინისტრის ხელფასი. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე მისი ვილა კერძო პლაჟისგან, ორი აუზისგან, ორი გესთჰაუზისგან (პატარა სასტუმროსგან) და ლემურების, ზებრების, ფარშევანგების, თუთიყუშებისა და ფლამინგოების ვოლიერებისგან შედგება. თბილისის გარეუბანში მდებარე მისი მთავარი საცხოვრებელი კი, რომელიც იაპონელ არქიტექტორ შინ ტაკამასუს ეკუთვნის, 50 მილიონი დოლარი ღირს. მის 1 მილიარდ დოლარად შეფასებულ არტ კოლექციაში კი, რომელიც ლონდონში ინახება, 2006 წელს 95 მილიონ დოლარად შეძენილი პიკასოს "დორა მაარი კატასთან ერთად" შედის", - წერს ჰენრი მაიერი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილმა მასთან საუბრისას განაცხადა, საკუთარი ქონებიდან 3 მილიარდი დოლარი მან საქართველოს მოახმარა და ეს თანხა სამხედროების ფეხსაცმელების, პოლიციელებისთვის კი საპატრულო მანქანების შეძენაში დახარჯა, ისევე, როგორც მუზეუმების, თეატრებისა და ეკლესიების აღდგენაში. მან ასევე აღადგინა გზები, ააშენა საავადმყოფოები და სკოლები მშობლიურ სოფელ ჭორვილაში. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მან 1 მილიარდი დოლარი დააბანდა 6-მილიარდიან კერძო ინვესტირების ფონდში, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს ტურზში, სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და ენერგოპროექტებში მთავრობასთან ერთად.

როგორც ჰენრი მაიერი წერს, სააკაშვილისთვის ივანიშვილის მილიარდებმა საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსი, რისკის ქვეშ დააყენა.

"თუ შენი პირადი ქონება შენივე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, მონოპოლიის დამყარების ძალიან დიდი ცდუნება არსებობს", - მოჰყავს სტატიის ავტორს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კომენტარი.

"გარკვეულწილად, დასავლელმა ინვესტორებმა მიატოვეს კიდეც საქართველო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოსულმა ივანიშვილის მთავრობამ გასულ წლის ბოლოს ათობით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება დაიწყო, მათ შორის ექს-პრემიერ-მინისტრიც", - აღნიშნავს ჰენრი მაიერი და დასძენს, რომ როგორც მასთან საუბარში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა, კორუფციის ბრალდებით თავად სააკაშვილიც გასამართლდეს. თუმცა, სააკაშვილი ამ ბრალდებებს "სასაცილოს" უწოდებს.

როგორც ჰენრი მაიერი აღნიშნავს, ქვეყნის შიდა კაპიტალის ზრდის ტემპი წელს 3 პროცენტით დაეცა. მისივე თქმით, სააკაშვილმა დასავლეთში პატივისცემა კორუფციის დამარცხებით, კერძო კომპანიების პრივატიზებითა და ბიუროკრატიის აღმოფხვრით მოიპოვა. თუმცა, ის ასევე დაადანაშაულებს ოპოზიციისა და მედიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს ანალიტიკოს ალექსანდრე რონდელის სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის მემკვიდრე, ვინც მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის, სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი მოკავშირე იქნება, რომელიც მილიარდერ ივანიშვილს მისცემს შესუსტებულ მთავრობაზე გავლენის მოხდენის უფლებას.

"მას უნდა იმ საქართველოში ცხოვრება, რომელიც უსაფრთხო იქნება მისთვის, მისი ოჯახისთვისა და მისი ქონებისთვის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ის ყველაზე დიდი ქონების პატრონია", - ციტირებს სტატიის ავტორი კახა ბენდუქიძის სიტყვებს, რომელიც ასევე აცხადებს, რომ "პოლიტიკაში ივანიშვილი ნათლიმამა გახდება".

მომზადებულია Businessweek-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა