მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოკერია და თავისუფლების ინსტიტუტის ხალხი დგას პროვოკატორების უკან"
"ბოკერია და თავისუფლების ინსტიტუტის ხალხი დგას პროვოკატორების უკან"

მწე­რა­ლი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძეს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა­ში, გიგა ბო­კე­რი­ას კი რე­ლი­გი­უ­რი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამის შე­სა­ხებ კა­კა­ბა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ შე­უ­წყო ხელი უკა­ნო­ნო­ბას ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ და რა­ტომ აღ­ვი­ვე­ბენ რე­ლი­გი­ურ შუღლს სა­ქარ­თვე­ლო­ში "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი? რო­დის უნდა და­ის­ვას ეს სა­კი­თხი გუ­ლახ­დი­ლად? არა აქვს ამ ხალ­ხს არც კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის უფ­ლე­ბა და არც რე­ლი­გი­უ­რი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბის უფ­ლე­ბა. არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ ინ­ცი­დენ­ტის უკან გიგა ბო­კე­რი­აც დგა­სო. უპა­სუ­ხოს ამ კი­თხვებს ამ უსინ­დი­სო პრო­ვო­კა­ტორ­მა. რა­ტომ აღ­ვი­ვებს რე­ლი­გი­ურ შუღლს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ადა­მი­ა­ნი და მისი მე­გობ­რე­ბი? სხვა საქ­მე ვერ მო­ნა­ხეს?...

ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცია ვალ­დე­ბუ­ლია კა­ნო­ნი და­იც­ვას. ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ და­რე­კა და ხელი შე­უ­წყო კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას, რო­დე­საც მი­ნა­რე­თის მა­გივ­რად "კონ­სტრუქ­ცია" ჩა­ა­წე­რი­ნა. ია­კო­ბი თვი­თონ მო­ნა­წი­ლე­ობს ამ დი­ა­ლოგ­ში და მუს­ლიმ­მა ლი­დე­რებ­მაც კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტეს. ახლა არ გვინ­და გრძნო­ბებ­ზე თა­მა­ში - ვი­საც რე­ლი­გი­უ­რი ომის გაღ­ვი­ვე­ბა უნდა - ის ქვეყ­ნის მტე­რია...

ბო­კე­რია და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ხალ­ხი დგას პრო­ვო­კა­ტო­რე­ბის უკან. უკვე ასა­ხე­ლე­ბენ სამ­თა­წყა­რო­შიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც ჩა­დი­ან და ცე­ცხლზე ნავთს ას­ხა­მენ. ეს არი­ან პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი. მი­ნა­რე­თი კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის­თვის აი­ღეს. ზედ­მე­ტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხა­დი და სა­ბა­ჟო დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის და­რეკ­ვით ტყუ­ი­ლი - "კონ­სტრუქ­ცია" - იყო კა­ნონ­დარ­ღვე­ვა...

სრუ­ლი­ად სა­სა­ცი­ლოა - სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს, რომ მუს­ლი­მე­ბის უფ­ლე­ბებს "ვი­თომ" იცა­ვენ ის ის­ლა­მო­ფო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ტა­შით შე­ე­გებ­ნენ ამე­რი­კის აგ­რე­სი­ას ერაყ­ში და ასე­ულ ათა­სო­ბით მუს­ლი­მი ბავ­შვის და ქა­ლის ამო­ხოც­ვას ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში, რო­მე­ლიც დღე­საც არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. ეს არის ფა­რი­სევ­ლო­ბის პიკი. გიგა ბო­კე­რი­ას არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ აქვს რომ და­იც­ვას მუს­ლი­მე­ბი, რად­გან მათს ჟლეტ­ვა­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი - და თა­ნაც აქ­ტი­უ­რი...

თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი ის დამ­ნა­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც მუს­ლი­მე­ბის გე­ნო­ციდს მი­ე­სალ­მე­ბო­და 2003 წლი­დან და ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ხალ­ხს აგუ­ლი­ა­ნებ­და. ამე­რი­კა­ში რომ ყუ­რა­ნი დაწ­ვა, სწო­რედ იმ პას­ტო­რის მომ­ხრე­ე­ბი არი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის წევ­რე­ბი - იმ პარ­ტი­ას თა­ნა­უგ­რძნო­ბენ და მუს­ლი­მე­ბის უფ­ლე­ბე­ბი სუ­ლაც არ ადარ­დებთ. ეს არის ფა­რი­სევ­ლო­ბა და კონ­ფლიქ­ტის გაღ­ვი­ვე­ბის მცდე­ლო­ბა...

სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს ყო­ფი­ლა ზი­ზღი - ზი­ზღს აყა­ლი­ბე­ბენ გარ­კვე­უ­ლი ავან­ტი­უ­რის­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ არი­ონ სი­ტუ­ა­ცია და და­არ­ღვი­ონ მშვი­დო­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბას კონ­ფლიქტზე აგუ­ლი­ა­ნე­ბენ. მუს­ლი­მე­ბის დაც­ვა თუ უნ­დო­დათ არ უნდა მო­ეკ­ლათ ჩეჩ­ნე­ბი ლა­ფან­ყურ­ში...

რა­ტომ არ მეს­მის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ხალ­ხი­სა­გან დი­ა­ლო­გის სურ­ვი­ლი? რე­ლი­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში სა­უბ­რო­ბენ და მი­შის­ტი პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი ცდი­ლო­ბენ ომი და­ა­ყწე­ბი­ნონ ხალ­ხს და ბარ­თლო­მეს ღამე მო­ა­წყონ. ეს არის უბე­დუ­რე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ცე­ცხლზე ნავ­თის დას­ხმა და ამ მგრძნო­ბი­ა­რე თე­მე­ბით სპე­კუ­ლი­რე­ბა - ეს უბე­დუ­რე­ბას მოგ­ვი­ტანს. კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა პრო­ვო­ცი­რე­ბით და ლან­ძღვა გი­ნე­ბით არ ხდე­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის სა­კი­თხი უნდა და­ის­ვას სე­რი­ო­ზუ­ლად...

ვინც ამა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას დღეს - ისიც თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად წამ­ქე­ზე­ბე­ლია - პი­რი­ქით ჩვენ უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ რე­ლი­გი­ებს შო­რის კარგ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და არა პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე. სამ­თა­წყა­რო­ში ასა­ხე­ლე­ბენ უკვე კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბებს ვინც პრო­ვო­კა­ტო­რო­ბენ და გიგა ბო­კე­რი­ას მე კარ­გად ვიც­ნობ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რე­ლი­გი­უ­რი პრო­ვო­კა­ტო­რია. მეტი საქ­მე არა აქვს. და ახლა ძა­ლი­ან ცუდ საქ­მეს აკე­თებს ვარ­შა­ლო­მი­ძეს­თან ერ­თად. მე­რა­ბიშ­ვი­ლი არა­ფერ შუ­ა­შია აქ...

შვე­ი­ცა­რი­ა­ში რე­ფე­რენ­დუ­მიც იყო. ნიუ იორკში მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­ვი­და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ნა­რე­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მო­ძღვარ­მა ფლო­რი­და­ში ყუ­რა­ნი დაწ­ვა. ვის ას­წავ­ლი­ან ეგე­ნი? კუ-კლუქს-კლა­ნი ყავთ ჯერ და მუს­ლი­მებს ხო­ცა­ვენ. ბრე­ი­ვი­კის პატ­რო­ნებ­მა სა­კუ­თარ ტო­ლე­რან­ტო­ბას მი­ხე­დონ. და ჯორჯ ბუ­შის პატ­რო­ნებ­მა - ასე­ულ ათა­სო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო მუს­ლი­მი გა­წყვი­ტეს - და კი­დევ ვის უნდა ას­წავ­ლონ ჭკუა ამ "ტო­ლე­რან­ტმა ფა­რი­სევ­ლებ­მა". ნავ­თო­ბი რომ სჭირ­დე­ბათ ხო­ცა­ვენ ნა­ხე­ვარ დუ­ნი­ას და ახლა ერთი მი­ნა­რე­თის ამ­ბავ­ზე ტე­ხენ ამ­ბავს...

ეგ­ვიპ­ტე­ში ქრის­ტი­ა­ნულ ეკ­ლე­სი­ებს არ­ბე­ვენ და მთავ­რო­ბა ამა­ზე რე­აქ­ცი­ას არ აკე­თებს. გან­ცხა­დე­ბა არის სრუ­ლი­ად ფა­რი­სევ­ლუ­რი, რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობთ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა­ზე - მა­შინ გლ­და­ნის ეკ­ლე­სი­ის დარ­ბე­ვა­ზე არ მახ­სოვს მაგ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის იგი­ვე რე­აქ­ცია - არც ბა­თუ­მის ეკ­ლე­სი­ის დან­გრე­ვა­ზე. კა­ნო­ნი და­ირ­ღვა და აღ­სრულ­და. სხვა სა­კი­თხია რამ­დე­ნად მგრძნო­ბი­ა­რედ - მაგ­რამ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ტყუ­ი­ლე­ბის არა­ვის სჯე­რა - გარ­და პა­ტა­რა უმ­ცი­რე­სო­ბი­სა. ყვე­ლა მათ­გა­ნი სა­ა­კაშ­ვილს ყო­ველ წელს უფორ­მებ­და გა­ყალ­ბე­ბებს", - წერს კა­კა­ბა­ძე.

სო­ფელ ჭე­ლა­ში მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟი რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­და.

გუ­შინ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მღვდელმთავ­რე­ბი სა­პატ­რი­არ­ქო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ რე­ლი­გი­ურ ლი­დე­რებს შეხ­ვდნენ და ადი­გენ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ესა­უბრნენ. ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­პატ­რი­არ­ქო აბ­სო­ლუ­ტუ­რად ეთან­ხმე­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მრევ­ლის სა­მარ­თლი­ან პრო­ტესტს მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამას­თან, ით­ვა­ლის­წი­ნებს მუს­ლი­მი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა­საც და სამ­მარ­თვე­ლოს­თან შე­თან­ხმე­ბით აცხა­დებს: "მი­ნა­რე­თი და­სა­წყობ­დეს სო­ფელ ჭე­ლა­ში, ნე­იტ­რა­ლურ ად­გილ­ზე, და­ი­ლუ­ქოს და იყოს და­ცუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ; არ მოხ­დეს მისი სად­მე აღ­მარ­თვა, ვიდ­რე არ მო­წეს­რიგ­დე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა და არ შედ­გე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­პატ­რი­არ­ქო­სა და მუს­ლიმ­თა საბ­ჭოს შო­რის".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ბოკერია და თავისუფლების ინსტიტუტის ხალხი დგას პროვოკატორების უკან"

"ბოკერია და თავისუფლების ინსტიტუტის ხალხი დგას პროვოკატორების უკან"

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ლევან ვარშალომიძეს კანონის დარღვევაში, გიგა ბოკერიას კი რელიგიური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კაკაბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ძალიან საინტერესოა, რატომ შეუწყო ხელი უკანონობას ლევან ვარშალომიძემ და რატომ აღვივებენ რელიგიურ შუღლს საქართველოში “თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლები? როდის უნდა დაისვას ეს საკითხი გულახდილად? არა აქვს ამ ხალხს არც კანონის დარღვევის უფლება და არც რელიგიური შუღლის გაღვივების უფლება. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ინციდენტის უკან გიგა ბოკერიაც დგასო. უპასუხოს ამ კითხვებს ამ უსინდისო პროვოკატორმა. რატომ აღვივებს რელიგიურ შუღლს მთელი ცხოვრების განმავლობაში ეს ადამიანი და მისი მეგობრები? სხვა საქმე ვერ მონახეს?...

ყველა ორგანიზაცია ვალდებულია კანონი დაიცვას. ლევან ვარშალომიძემ დარეკა და ხელი შეუწყო კანონის დარღვევას, როდესაც მინარეთის მაგივრად "კონსტრუქცია" ჩააწერინა. იაკობი თვითონ მონაწილეობს ამ დიალოგში და მუსლიმმა ლიდერებმაც კმაყოფილება გამოხატეს. ახლა არ გვინდა გრძნობებზე თამაში - ვისაც რელიგიური ომის გაღვივება უნდა - ის ქვეყნის მტერია...

ბოკერია და თავისუფლების ინსტიტუტის ხალხი დგას პროვოკატორების უკან. უკვე ასახელებენ სამთაწყაროშიც თავისუფლების ინსტიტუტის წევრებს, რომლებიც ჩადიან და ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ეს არიან პროვოკატორები. მინარეთი კანონის დარღვევისთვის აიღეს. ზედმეტი ღირებულების გადასახადი და საბაჟო დეკლარაციაში ლევან ვარშალომიძის დარეკვით ტყუილი - "კონსტრუქცია" - იყო კანონდარღვევა...

სრულიად სასაცილოა - სატირალი რომ არ იყოს, რომ მუსლიმების უფლებებს "ვითომ" იცავენ ის ისლამოფობები, რომლებიც ტაშით შეეგებნენ ამერიკის აგრესიას ერაყში და ასეულ ათასობით მუსლიმი ბავშვის და ქალის ამოხოცვას ერაყსა და ავღანეთში, რომელიც დღესაც არ გაჩერებულა. ეს არის ფარისევლობის პიკი. გიგა ბოკერიას არანაირი უფლება არ აქვს რომ დაიცვას მუსლიმები, რადგან მათს ჟლეტვაში აქვს მონაწილეობა მიღებული - და თანაც აქტიური...

თავისუფლების ინსტიტუტი ის დამნაშავე ორგანიზაციაა, რომელიც მუსლიმების გენოციდს მიესალმებოდა 2003 წლიდან და ამაში მონაწილეობისთვის ხალხს აგულიანებდა. ამერიკაში რომ ყურანი დაწვა, სწორედ იმ პასტორის მომხრეები არიან თავისუფლების ინსტიტუტის წევრები - იმ პარტიას თანაუგრძნობენ და მუსლიმების უფლებები სულაც არ ადარდებთ. ეს არის ფარისევლობა და კონფლიქტის გაღვივების მცდელობა...

საქართველოში არასდროს ყოფილა ზიზღი - ზიზღს აყალიბებენ გარკვეული ავანტიურისტი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ არიონ სიტუაცია და დაარღვიონ მშვიდობა და მოსახლეობას კონფლიქტზე აგულიანებენ. მუსლიმების დაცვა თუ უნდოდათ არ უნდა მოეკლათ ჩეჩნები ლაფანყურში...

რატომ არ მესმის თავისუფლების ინსტიტუტის ხალხისაგან დიალოგის სურვილი? რელიგიური მოღვაწეები ერთმანეთში საუბრობენ და მიშისტი პროვოკატორები ცდილობენ ომი დააყწებინონ ხალხს და ბართლომეს ღამე მოაწყონ. ეს არის უბედურება. არ შეიძლება ცეცხლზე ნავთის დასხმა და ამ მგრძნობიარე თემებით სპეკულირება - ეს უბედურებას მოგვიტანს. კონფლიქტის მოგვარება პროვოცირებით და ლანძღვა გინებით არ ხდება. თავისუფლების ინსტიტუტის საკითხი უნდა დაისვას სერიოზულად...

ვინც ამაზე ამახვილებს ყურადღებას დღეს - ისიც თავისდაუნებურად წამქეზებელია - პირიქით ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ რელიგიებს შორის კარგ ურთიერთობებზე და არა პროვოკაციებზე. სამთაწყაროში ასახელებენ უკვე კონკრეტულ პიროვნებებს ვინც პროვოკატორობენ და გიგა ბოკერიას მე კარგად ვიცნობ, მთელი ცხოვრება რელიგიური პროვოკატორია. მეტი საქმე არა აქვს. და ახლა ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს ვარშალომიძესთან ერთად. მერაბიშვილი არაფერ შუაშია აქ...

შვეიცარიაში რეფერენდუმიც იყო. ნიუ იორკში მოსახლეობა გამოვიდა დიდი რაოდენობით მინარეთების წინააღმდეგ. მოძღვარმა ფლორიდაში ყურანი დაწვა. ვის ასწავლიან ეგენი? კუ-კლუქს-კლანი ყავთ ჯერ და მუსლიმებს ხოცავენ. ბრეივიკის პატრონებმა საკუთარ ტოლერანტობას მიხედონ. და ჯორჯ ბუშის პატრონებმა - ასეულ ათასობით უდანაშაულო მუსლიმი გაწყვიტეს - და კიდევ ვის უნდა ასწავლონ ჭკუა ამ "ტოლერანტმა ფარისევლებმა". ნავთობი რომ სჭირდებათ ხოცავენ ნახევარ დუნიას და ახლა ერთი მინარეთის ამბავზე ტეხენ ამბავს...

ეგვიპტეში ქრისტიანულ ეკლესიებს არბევენ და მთავრობა ამაზე რეაქციას არ აკეთებს. განცხადება არის სრულიად ფარისევლური, როდესაც ვლაპარაკობთ კანონის დარღვევაზე - მაშინ გლდანის ეკლესიის დარბევაზე არ მახსოვს მაგ ორგანიზაციების იგივე რეაქცია - არც ბათუმის ეკლესიის დანგრევაზე. კანონი დაირღვა და აღსრულდა. სხვა საკითხია რამდენად მგრძნობიარედ - მაგრამ ამ ორგანიზაციების ტყუილების არავის სჯერა - გარდა პატარა უმცირესობისა. ყველა მათგანი სააკაშვილს ყოველ წელს უფორმებდა გაყალბებებს", - წერს კაკაბაძე.

სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა.

გუშინ კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საპატრიარქოში საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს შეხვდნენ და ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრნენ. ერთობლივი განცხადების თანახმად, საპატრიარქო აბსოლუტურად ეთანხმება მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან პროტესტს მომხდართან დაკავშირებით.

ამასთან, ითვალისწინებს მუსლიმი მოსახლეობის განწყობასაც და სამმართველოსთან შეთანხმებით აცხადებს: "მინარეთი დასაწყობდეს სოფელ ჭელაში, ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ; არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა საბჭოს შორის".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს