კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი - "რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კითხი მწვა­ვედ დად­გე­ბა"

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლის ორი პრე­ტენ­დენ­ტი­ა - ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე და და­ვით ბაქ­რა­ძე. თუ არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" გა­ვა, მათ ექ­ნე­ბათ იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მე­ო­რე ძა­ლას წარ­მო­ად­გე­ნენ ქვე­ყა­ნა­ში. თუ ბურ­ჯა­ნა­ძე გა­ვა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ის იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლა და უფ­რო მწვა­ვედ დად­გე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩე­ვნე­ბის სა­კითხ­ი, - აცხ­ა­დებს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ერ­თ-ერ­თი ლი­დე­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სულ ახ­ლა­ხან და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ბა­ტონ და­ვით­თან ინ­ტერ­ვიუ ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბით და­ვიწყ­ეთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ სო­ფელ­ში მე­ჩეთ­ზე მიდ­გმუ­ლი მი­ნა­რე­თი და­ან­გრი­ეს, რა­საც შეხ­ლა-­შე­მოხ­ლა მოჰ­ყვა, დაა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მა­ნი, რო­მელ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოთხ­ოვ­ნი­თაც ახალ­ცი­ხე­ში, სამ­ცხე-­ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან აქ­ცია გა­ი­მარ­თა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ისი­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, დე­მონ­ტა­ჟი სა­ბა­ჟო­ზე არას­წო­რად შე­მო­ტა­ნი­ლი იმ ტვირ­თე­ბის გა­მო მოხ­და, რო­მე­ლიც მი­ნა­რე­თის აშე­ნე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნეს.

- ბა­ტო­ნო და­ვით, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მომ­ხდარს?

- რო­გორც ვი­ცი, მი­ნა­რე­თის მშე­ნებ­ლო­ბი­სას გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა ეს მომ­ხდარს არ ამარ­თლებს. რა­ო­დენ უკა­ნო­ნოც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მშე­ნებ­ლო­ბა, სა­ჭი­რო იყო დი­დი სიფ­რთხი­ლის გა­მო­ჩე­ნა. რო­დე­საც საქ­მე რე­ლი­გი­ურ კულ­ტსა და გრძნო­ბებს ეხე­ბა, ამ დროს ძა­ლი­ან ფრთხი­ლი მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო. რა თქმა უნ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უნ­და ცდი­ლობ­დნენ, რომ კა­ნო­ნიც აღ­სრულ­დეს, მაგ­რამ ეს არ უნ­და მოხ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რაცხ­ყო­ფის ხარ­ჯზე. მომ­ხდარ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს აჭა­რა­ში, ფე­რი­ის მთა­ზე ეკ­ლე­სი­ის დე­მონ­ტა­ჟი გა­მახ­სე­ნა. იმ­ხა­ნა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აპე­ლი­რებ­და იმა­ზე, რომ ეკ­ლე­სია უკა­ნო­ნოდ იყო აშე­ნე­ბუ­ლი. შე­საძ­ლო­ა, მარ­თლაც ასე იყო, მაგ­რამ ეს იყო პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტის არას­წო­რი ფორ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბი იყო მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­შფო­თე­ბა მა­ში­ნაც, ისე­ვე რო­გორც ახ­ლა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ისე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბაა სა­ჭი­რო, რაც კა­ნონ­საც და­ი­ცავს და ადა­მი­ა­ნის რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებ­საც. ჯობ­და ასე­თი გა­მო­სა­ვა­ლი მო­ე­ძებ­ნათ, თუნ­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და არ მივ­სუ­ლი­ყა­ვით ამ­გვარ კონ­ფლიქ­ტურ ვი­თა­რე­ბამ­დე.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მომ­ხდა­რი და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბის და არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ბრა­ლი­ა, თუ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ღაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე კონ­ფლიქ­ტის გაღ­ვი­ვე­ბას?

- არ მგო­ნი­ა, ასე იყოს. რო­გორც უკ­ვე გითხ­ა­რით, ეს და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბით და სხვი­სი აზ­რის, რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბის გა­მო მოხ­და. მე აქ ჩი­ნო­სან­თა მხრი­დან ზე­და­პი­რუ­ლი მიდ­გო­მის პრობ­ლე­მას უფ­რო ვხე­დავ, რაც დრო­უ­ლად არის მი­სა­ხე­დი. სი­ტუ­ა­ცია დრო­უ­ლად უნ­და გა­ნი­მუხ­ტოს. არა მგო­ნი­ა, რა­ი­მე შეთ­ქმუ­ლე­ბა­სა და სა­გან­გე­ბოდ ვი­ღა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ პრო­ცეს­თან გვქონ­დეს საქ­მე.

- ქვე­ყა­ნა­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი­ა, რა­საც ბუ­ნებ­რი­ვად ახ­ლავს ხოლ­მე გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­გორ აფა­სებთ ამ პრო­ცესს და რას იტყ­ვით თქვე­ნი კო­ა­ლი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის შან­სებ­ზე?

- ფაქ­ტი­ა, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი მშვიდ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, არა­ვინ არა­ვის უშ­ლის ხელს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მარ­თვა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის შან­სებს, ამას ობი­ექ­ტუ­რად ვერ გან­ვსჯი, რად­გან ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას წარ­მო­ვად­გენ. გვყავს ჩვე­ნი კან­დი­და­ტი და ბუ­ნებ­რი­ვია ვფიქ­რობთ, რომ სწო­რედ ის გა­ი­მარ­ჯვებს, სხვას თა­ვი­სი კან­დი­და­ტის იმე­დი აქვს. თუმ­ცა ცხა­დი­ა, პო­ლი­ტი­კურ ძალ­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბას თუ შევ­ხე­დავთ, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს გა­მარ­ჯვე­ბის გა­ცი­ლე­ბით მე­ტი შან­სი აქვს.

- რე­გი­ო­ნებ­ში რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭერ­თა ნა­წი­ლი ბურ­ჯა­ნა­ძის ბა­ნაკ­ში გა­და­ბარ­გდა, ამა­ზე რას იტყ­ვით?

- ეს ხმე­ბი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი­ა. იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, ასე­თი რამ ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და. არ მგო­ნი­ა, მა­სობ­რივ გა­დი­ნე­ბას­თან გვქონ­დეს საქ­მე.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი - "რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კითხი მწვა­ვედ დად­გე­ბა"

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი - "რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კითხი მწვა­ვედ დად­გე­ბა"

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლის ორი პრე­ტენ­დენ­ტი­ა - ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე და და­ვით ბაქ­რა­ძე. თუ არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რე ადგილზე "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" გა­ვა, მათ ექ­ნე­ბათ იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მე­ო­რე ძა­ლას წარ­მო­ად­გე­ნენ ქვე­ყა­ნა­ში. თუ ბურ­ჯა­ნა­ძე გა­ვა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ის იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლა და უფ­რო მწვა­ვედ დად­გე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩე­ვნე­ბის სა­კითხ­ი, - აცხ­ა­დებს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ერ­თ-ერ­თი ლი­დე­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სულ ახ­ლა­ხან და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ბა­ტონ და­ვით­თან ინ­ტერ­ვიუ ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბით და­ვიწყ­ეთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ სო­ფელ­ში მე­ჩეთ­ზე მიდ­გმუ­ლი მი­ნა­რე­თი და­ან­გრი­ეს, რა­საც შეხ­ლა-­შე­მოხ­ლა მოჰ­ყვა, დაა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მა­ნი, რო­მელ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოთხ­ოვ­ნი­თაც ახალ­ცი­ხე­ში, სამ­ცხე-­ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან აქ­ცია გაიმართა. მოგვიანებით, ისინი გაათავისუფლეს. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, დე­მონ­ტა­ჟი სა­ბა­ჟო­ზე არას­წო­რად შე­მო­ტა­ნი­ლი იმ ტვირ­თე­ბის გა­მო მოხ­და, რო­მე­ლიც მი­ნა­რე­თის აშე­ნე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნეს.

- ბა­ტო­ნო და­ვით, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მომ­ხდარს?

- რო­გორც ვი­ცი, მი­ნა­რე­თის მშე­ნებ­ლო­ბი­სას გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა ეს მომ­ხდარს არ ამარ­თლებს. რა­ო­დენ უკა­ნო­ნოც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მშე­ნებ­ლო­ბა, სა­ჭი­რო იყო დი­დი სიფ­რთხი­ლის გა­მო­ჩე­ნა. რო­დე­საც საქ­მე რე­ლი­გი­ურ კულ­ტსა და გრძნო­ბებს ეხე­ბა, ამ დროს ძა­ლი­ან ფრთხი­ლი მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო. რა თქმა უნ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უნ­და ცდი­ლობ­დნენ, რომ კა­ნო­ნიც აღ­სრულ­დეს, მაგ­რამ ეს არ უნ­და მოხ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რაცხ­ყო­ფის ხარ­ჯზე. მომ­ხდარ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს აჭა­რა­ში, ფე­რი­ის მთა­ზე ეკ­ლე­სი­ის დე­მონ­ტა­ჟი გა­მახ­სე­ნა. იმ­ხა­ნა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აპე­ლი­რებ­და იმა­ზე, რომ ეკ­ლე­სია უკა­ნო­ნოდ იყო აშე­ნე­ბუ­ლი. შე­საძ­ლო­ა, მარ­თლაც ასე იყო, მაგ­რამ ეს იყო პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტის არას­წო­რი ფორ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბი იყო მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­შფო­თე­ბა მა­ში­ნაც, ისე­ვე რო­გორც ახ­ლა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ისე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბაა სა­ჭი­რო, რაც კა­ნონ­საც და­ი­ცავს და ადა­მი­ა­ნის რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებ­საც. ჯობ­და ასე­თი გა­მო­სა­ვა­ლი მო­ე­ძებ­ნათ, თუნ­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და არ მივ­სუ­ლი­ყა­ვით ამ­გვარ კონ­ფლიქ­ტურ ვი­თა­რე­ბამ­დე.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მომ­ხდა­რი და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბის და არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ბრა­ლი­ა, თუ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ღაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე კონ­ფლიქ­ტის გაღ­ვი­ვე­ბას?

- არ მგო­ნი­ა, ასე იყოს. რო­გორც უკ­ვე გითხ­ა­რით, ეს და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბით და სხვი­სი აზ­რის, რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბის გა­მო მოხ­და. მე აქ ჩი­ნო­სან­თა მხრი­დან ზე­და­პი­რუ­ლი მიდ­გო­მის პრობ­ლე­მას უფ­რო ვხე­დავ, რაც დრო­უ­ლად არის მი­სა­ხე­დი. სი­ტუ­ა­ცია დრო­უ­ლად უნ­და გა­ნი­მუხ­ტოს. არა მგო­ნი­ა, რა­ი­მე შეთ­ქმუ­ლე­ბა­სა და სა­გან­გე­ბოდ ვი­ღა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ პრო­ცეს­თან გვქონ­დეს საქ­მე.

- ქვე­ყა­ნა­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი­ა, რა­საც ბუ­ნებ­რი­ვად ახ­ლავს ხოლ­მე გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­გორ აფა­სებთ ამ პრო­ცესს და რას იტყ­ვით თქვე­ნი კო­ა­ლი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის შან­სებ­ზე?

- ფაქ­ტი­ა, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი მშვიდ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, არა­ვინ არა­ვის უშ­ლის ხელს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მარ­თვა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის შან­სებს, ამას ობი­ექ­ტუ­რად ვერ გან­ვსჯი, რად­გან ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას წარ­მო­ვად­გენ. გვყავს ჩვე­ნი კან­დი­და­ტი და ბუ­ნებ­რი­ვია ვფიქ­რობთ, რომ სწო­რედ ის გა­ი­მარ­ჯვებს, სხვას თა­ვი­სი კან­დი­და­ტის იმე­დი აქვს. თუმ­ცა ცხა­დი­ა, პო­ლი­ტი­კურ ძალ­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბას თუ შევ­ხე­დავთ, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს გა­მარ­ჯვე­ბის გა­ცი­ლე­ბით მე­ტი შან­სი აქვს.

- რე­გი­ო­ნებ­ში რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭერ­თა ნა­წი­ლი ბურ­ჯა­ნა­ძის ბა­ნაკ­ში გა­და­ბარ­გდა, ამა­ზე რას იტყ­ვით?

- ეს ხმე­ბი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი­ა. იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, ასე­თი რამ ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და. არ მგო­ნი­ა, მა­სობ­რივ გა­დი­ნე­ბას­თან გვქონ­დეს საქ­მე.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა