სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია ჭავჭავაძე - მაჰმადიანთ გაქრისტიანება
ილია ჭავჭავაძე - მაჰმადიანთ გაქრისტიანება

შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ თუ არა ბა­თო­მის მაზ­რის მაჰ­მა­დი­ან ქარ­თვე­ლე­ბი, ზო­გი­ერ­თებ­მა იმ­თა­ვით­ვე ქა­და­გე­ბა და დამ­ტკი­ცე­ბა და­ი­წყეს, რომ ყვე­ლა­ზე პირ­ვე­ლად ჩვენ ის მაჰ­მა­დი­ა­ნი ქარ­თვე­ლე­ბი უნდა მოვ­ნათ­ლოთ, გა­ვაქ­რის­ტი­ა­ნო­თო; მხო­ლოთ როცა მო­ი­ნათ­ლე­ბი­ან, მა­შინ შე­იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი ნამ­დვილ ჩვენ მოძ­მე­ე­ბად, მხო­ლოთ მა­შინ ქრის­ტი­ა­ნო­ბას შე­უძ­ლი­ან ამა­თი დამ­შვი­დე­ბა და ჩვენ­თან მო­თავ­სე­ბაო.

ამ დღე­ებ­ში მი­ვი­ღეთ ჩვენ ახ­ლად ქარ­თულს ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი მღვდლის სი­მე­ონ ბე­გი­ე­ვი­სა, სა­ხე­ლად "პო­ლე­მი­კუ­რი სა­უ­ბა­რი მღვდლი­სა ინ­გი­ლოთ ეფენ­დის­თან". მთე­ლი ამ წიგ­ნის აზრი არის, და­ამ­ტკი­ცოს, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბას უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბა­ზე­დაო, ჩვე­ნი სა­ხა­რე­ბა სჯო­ბი­ან თქვენს ყო­რან­საო, ერ­თის სი­ტყვით, ვი­საც სა­ა­ქა­ოს კე­თი­ლი ცხოვ­რე­ბა ჰსურს და სა­ი­ქა­ოს ცხო­ნე­ბა, უნდა ქრის­ტი­ა­ნი იყო­სო და ამი­ტომ ჩვე­ნე­ბურ მაჰ­მა­დი­ა­ნებს ურ­ჩევს, გაქ­რის­ტი­ან­დი­თო. ავ­ტო­რი პირ­და­პირ ასა­ხე­ლებს ინ­გი­ლო­ებ­სა და ბა­თო­მის მხა­რის მაჰ­მა­დი­ან ქარ­თვე­ლებს, - ამათ­თვის დავ­წე­რე ეს წიგ­ნიო.

მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ჩვე­ნი უმაღ­ლე­სი მთავ­რო­ბა ამ აზ­რის არ არის. იმას კარ­გათ ეს­მის, ქა­და­გე­ბა, ლა­პა­რა­კი და ცდა, რომ მაჰ­მა­დი­ა­ნი ქარ­თვე­ლე­ბი გა­აქ­რის­ტი­ა­ნონ, ვნე­ბის მეტს, არა­ფერ სი­კე­თეს არ მო­ი­ტანს.

ახ­ლად­და­პყრო­ბილ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წილ­ში უი­მი­სო­თაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ცრუ ხმა, რომ რუ­სე­ბი ძა­ლათ გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბას გვი­პი­რე­ბე­ნო, და ახლა რომ მარ­თლა ჩვენ იქ ქრის­ტი­ა­ნო­ბის ქა­და­გე­ბა და­ვი­წყოთ, ხელ­ში სა­ხა­რე­ბა მი­ვა­ჩე­ჩოთ და ამ "პო­ლე­მი­კურ სა­უბ­რის" მსგავ­სი წიგ­ნე­ბი, ისი­ნი, უეჭ­ვე­ლია, დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ რა­საც ამ­ბობ­დნენ, მარ­თა­ლი ყო­ფი­ლაო, მარ­თლა გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბა ნდო­მე­ბი­ათ ჩვე­ნიო. და რა მოქ­მე­დე­ბა ექ­მნე­ბა ამ­გვარ ხმის გა­ვარ­დნას მაჰ­მა­დი­ან ქარ­თვე­ლებ­ში, ამის გა­მოც­ნო­ბას ბევ­რი ჭკუა და მახ­ვილ­გო­ნი­ე­რე­ბა არ ეჭი­რე­ბა; ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, პირ­ვე­ლი შე­დე­გი ამი­სი ის იქ­ნე­ბა, რომ ვინც დარ­ჩე­ნი­ლან ჯერ კი­დევ თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში, ისი­ნიც ოს­მა­ლე­თი­სა­კენ გარ­და­იხ­ვე­წე­ბი­ან.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ილია ჭავჭავაძე - მაჰმადიანთ გაქრისტიანება

ილია ჭავჭავაძე - მაჰმადიანთ გაქრისტიანება

შემოგვიერთდნენ თუ არა ბათომის მაზრის მაჰმადიან ქართველები, ზოგიერთებმა იმთავითვე ქადაგება და დამტკიცება დაიწყეს, რომ ყველაზე პირველად ჩვენ ის მაჰმადიანი ქართველები უნდა მოვნათლოთ, გავაქრისტიანოთო; მხოლოთ როცა მოინათლებიან, მაშინ შეიქნებიან ისინი ნამდვილ ჩვენ მოძმეებად, მხოლოთ მაშინ ქრისტიანობას შეუძლიან ამათი დამშვიდება და ჩვენთან მოთავსებაო.

ამ დღეებში მივიღეთ ჩვენ ახლად ქართულს ენაზე გამოცემული წიგნი მღვდლის სიმეონ ბეგიევისა, სახელად "პოლემიკური საუბარი მღვდლისა ინგილოთ ეფენდისთან". მთელი ამ წიგნის აზრი არის, დაამტკიცოს, რომ ქრისტიანობას უპირატესობა აქვს მაჰმადიანობაზედაო, ჩვენი სახარება სჯობიან თქვენს ყორანსაო, ერთის სიტყვით, ვისაც სააქაოს კეთილი ცხოვრება ჰსურს და საიქაოს ცხონება, უნდა ქრისტიანი იყოსო და ამიტომ ჩვენებურ მაჰმადიანებს ურჩევს, გაქრისტიანდითო. ავტორი პირდაპირ ასახელებს ინგილოებსა და ბათომის მხარის მაჰმადიან ქართველებს, - ამათთვის დავწერე ეს წიგნიო.

მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი უმაღლესი მთავრობა ამ აზრის არ არის. იმას კარგათ ესმის, ქადაგება, ლაპარაკი და ცდა, რომ მაჰმადიანი ქართველები გააქრისტიანონ, ვნების მეტს, არაფერ სიკეთეს არ მოიტანს.

ახლადდაპყრობილ საქართველოს ნაწილში უიმისოთაც გავრცელებულია ცრუ ხმა, რომ რუსები ძალათ გაქრისტიანებას გვიპირებენო, და ახლა რომ მართლა ჩვენ იქ ქრისტიანობის ქადაგება დავიწყოთ, ხელში სახარება მივაჩეჩოთ და ამ "პოლემიკურ საუბრის" მსგავსი წიგნები, ისინი, უეჭველია, დარწმუნდებიან, რომ რასაც ამბობდნენ, მართალი ყოფილაო, მართლა გაქრისტიანება ნდომებიათ ჩვენიო. და რა მოქმედება ექმნება ამგვარ ხმის გავარდნას მაჰმადიან ქართველებში, ამის გამოცნობას ბევრი ჭკუა და მახვილგონიერება არ ეჭირება; ჩვენ დარწმუნებული ვართ, პირველი შედეგი ამისი ის იქნება, რომ ვინც დარჩენილან ჯერ კიდევ თავის ქვეყანაში, ისინიც ოსმალეთისაკენ გარდაიხვეწებიან.

იხილეთ ვრცლად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს