მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
MTV Video Music Awards-ის ტრიუმფატორი ჯასტინ ტიმბერლეიკი გახდა
 MTV Video Music Awards-ის ტრიუმფატორი ჯასტინ ტიმბერლეიკი გახდა

ტე­ლე­არ­ხმა MTV-მ კვი­რას სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ვი­დე­ოკ­ლი­პე­ბის­თვის ჯილ­დო­ე­ბი გას­ცა. MTV Video Music Awards-ის ცე­რე­მო­ნია სპორ­ტულ-გა­სარ­თობ ცენ­ტრ Barclays-ში გა­ი­მარ­თა.

ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ კა­ტე­გო­რი­ა­ში - "წლის სა­უ­კე­თე­სო ვი­დეო" ამე­რი­კელ­მა მომ­ღე­რალ­მა ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­იკ­მა კლი­პით "Mirrors" გა­ი­მარ­ჯვა. ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში ტიმ­ბერ­ლე­ი­კის მე­ტო­ქე­ე­ბი იყ­ვნენ: Grammy-ის მფლო­ბე­ლი ბრუ­ნო მარ­სი (სიმ­ღე­რა "Locked Out of Heaven"-ზე შექ­მნი­ლი კლი­პით), ახალ­გაზ­რდა ქან­თრი-მომ­ღე­რა­ლი ტე­ი­ლორ სვიფ­ტი ("I Knew You Were Trouble"), რო­ბინ ტიკი ("Blurred Lines") და რე­პერ ბენ ჰა­გერ­ტი­სა და დი-ჯეი რა­ი­ან ლი­უ­ი­სის დუ­ე­ტი ("Thrift Shop").

რე­პერ Jay-Z -ის­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ­მა ტიმ­ბერ­ლე­ი­კის კლიპ­მა "Suit & Tie" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რა" გა­ი­მარ­ჯვა. ჯილ­დო "ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო ვი­დე­ოს­თვის" ტე­ი­ლორ სვიფტ­მა ("I Knew You Were Trouble") მი­ი­ღო. გა­მარ­ჯვე­ბა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - "მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო ვი­დეო" ბრუ­ნო მარსმა ("Locked Out of Heaven") მო­ი­პო­ვა.

"სა­უ­კე­თე­სო პოპ-ვი­დე­ოდ" სე­ლე­ნა გო­მე­სის კომ­პო­ზი­ცია "Come and Get It" აღი­ა­რეს. ჰიპ-ჰო­პის შემ­სრუ­ლე­ბელ­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო ბენ ჰა­გერ­ტის და რა­ი­ან ლუ­ი­სის დუ­ე­ტი ("Can't Hold Us") გახ­და. წელს სა­უ­კე­თე­სო როკ-ვი­დეო ჯგუფ­მა Thirty Seconds To Mars-მა გა­და­ი­ღო.

შოუ ეპა­ტა­ჟურ­მა პოპ-მომ­ღე­რალ­მა ლედი გა­გამ სიმ­ღე­რა Applause-ით გახ­სნა. ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ტიმ­ბერ­ლე­იკ­მა რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა. მას თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი ვი­დე­ო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მა­იკლ ჯექ­სო­ნის სა­ხე­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო "Video Vanguard"-იც გა­დას­ცეს.

ცე­რე­მო­ნია პოპ-ვარ­სკვლავ კეტი პე­რის გა­მოს­ვლით დას­რულ­და.

MTV Video Music Awards-ის ყო­ველ­წლი­უ­რი და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ტე­ლე­არ­ხი MTV 1984 წლი­დან ატა­რებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

MTV Video Music Awards-ის ტრიუმფატორი ჯასტინ ტიმბერლეიკი გახდა

 MTV Video Music Awards-ის ტრიუმფატორი ჯასტინ ტიმბერლეიკი გახდა

ტელეარხმა MTV-მ კვირას საუკეთესო მუსიკალური ვიდეოკლიპებისთვის ჯილდოები გასცა. MTV Video Music Awards-ის ცერემონია სპორტულ-გასართობ ცენტრ Barclays-ში გაიმართა.

ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში - "წლის საუკეთესო ვიდეო" ამერიკელმა მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა კლიპით "Mirrors" გაიმარჯვა. ამ კატეგორიაში ტიმბერლეიკის მეტოქეები იყვნენ: Grammy-ის მფლობელი ბრუნო მარსი (სიმღერა "Locked Out of Heaven"-ზე შექმნილი კლიპით), ახალგაზრდა ქანთრი-მომღერალი ტეილორ სვიფტი ("I Knew You Were Trouble"), რობინ ტიკი ("Blurred Lines") და რეპერ ბენ ჰაგერტისა და დი-ჯეი რაიან ლიუისის დუეტი ("Thrift Shop").

რეპერ Jay-Z -ისთან ერთად გადაღებულმა ტიმბერლეიკის კლიპმა "Suit & Tie" ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისურა" გაიმარჯვა. ჯილდო "ქალის საუკეთესო ვიდეოსთვის" ტეილორ სვიფტმა ("I Knew You Were Trouble") მიიღო. გამარჯვება ნომინაციაში - "მამაკაცის საუკეთესო ვიდეო" ბრუნო მარსმა ("Locked Out of Heaven") მოიპოვა.

"საუკეთესო პოპ-ვიდეოდ" სელენა გომესის კომპოზიცია "Come and Get It" აღიარეს. ჰიპ-ჰოპის შემსრულებელთა შორის საუკეთესო ბენ ჰაგერტის და რაიან ლუისის დუეტი ("Can't Hold Us") გახდა. წელს საუკეთესო როკ-ვიდეო ჯგუფმა Thirty Seconds To Mars-მა გადაიღო.

შოუ ეპატაჟურმა პოპ-მომღერალმა ლედი გაგამ სიმღერა Applause-ით გახსნა. ცერემონიაზე ტიმბერლეიკმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა. მას თანამედროვე მუსიკალური ვიდეოების განვითარებისთვის მაიკლ ჯექსონის სახელობის სპეციალური ჯილდო "Video Vanguard"-იც გადასცეს.

ცერემონია პოპ-ვარსკვლავ კეტი პერის გამოსვლით დასრულდა.

MTV Video Music Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიას ტელეარხი MTV 1984 წლიდან ატარებს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება