სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანელი მეწაღე, რომელიც მსოფლიომ თაღლითობით გაიცნო და სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გერმანელი მეწაღე, რომელიც მსოფლიომ თაღლითობით გაიცნო და სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ვილ­ჰელმ ფო­იგ­ტი 1849 წლის 13 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და მე­წა­ღის ოჯახ­ში. როცა 14 წლის გახ­და, ბი­ჭუ­ნა ქურ­დო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს და 14 დღით ცი­ხე­ში ჩას­ვეს. 1864-1891 წლებ­ში კი­დევ ოთხჯერ გა­მო­უ­ტა­ნეს გა­ნა­ჩე­ნი - ორ­ჯერ ქურ­დო­ბის­თვის და ორ­ჯერ სა­ბუ­თე­ბის გა­ყალ­ბე­ბის­თვის.

კი­ო­პე­ნი­კი­ა­და

ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ფო­იგტ­მა მეძ­ველ­მა­ნე­ე­ბის­გან ნა­წილ-ნა­წილ შე­ი­ძი­ნა კა­პიტ­ნის ფორ­მა. 1906 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბილ­მა ფო­იგტ­მა ქა­ლა­ქის და­სავ­ლეთ ნა­წი­ლის ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე სამ­ხედ­რო გვარ­დი­ე­ლე­ბის ორი გან­ყო­ფი­ლე­ბა გა­ა­ჩე­რა, მათ კა­ბი­ნე­ტის ყალ­ბი გან­კარ­გუ­ლე­ბა აჩ­ვე­ნა, სა­დაც რა­ტუ­შის აღე­ბა იყო ნაბ­რძა­ნე­ბი. მათ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო და კი­ო­პე­ნიკ­ში მა­ტა­რებ­ლით წა­ვი­და.

ფო­იგტ­მა ჯა­რის­კა­ცებს აუხ­სნა, რომ შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­თე­ბის არ­ქო­ნის გამო ამ­ჯე­რად ვერ შეძ­ლებ­დნენ ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბას. გზა­ში "კა­პი­ტან­მა" ჯა­რის­კა­ცებს ლუდი უყი­და, კი­ო­პე­ნი­კის სად­გურ­ზე სამ­ხედ­რო­ებს თითო მარ­კა მის­ცა და მათ­თან ერ­თად ჯერ კი­დევ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქა­ლა­ქის რა­ტუ­შა ჩა­იგ­დო ხელთ. ად­გი­ლობ­რივ ჟან­დარ­მებს მო­მიჯ­ნა­ვე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ალ­ყის შე­მორ­ტყმა, სი­წყნა­რი­სა და წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა უბ­რძა­ნა.

ად­გილ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბის­თვის ფო­იგტ­მა ჩი­ნოვ­ნი­კი და­იხ­მა­რა - ესეც არ იკ­მა­რა, "კა­პი­ტან­მა" მი­წის­ქვე­შა სა­მუ­შა­ო­ე­ბის არას­წო­რი გა­ან­გა­რი­შე­ბის­თვის მათ­სა­ვე კა­ბი­ნე­ტებ­ში და­ა­პა­ტიმ­რა ბურ­გო­მის­ტრი და მთა­ვა­რი მო­ლა­რე. შემ­დეგ კი იმ ცი­ხის უფ­რო­სის გვა­რით, სა­დაც ბო­ლოს მო­ი­ხა­და სას­ჯე­ლი, სა­ბუ­თებს მო­ა­წე­რა ხელი და სა­ქა­ლა­ქო სა­ლა­რო, სა­დაც 3557-დან 4002-მდე მარ­კა ინა­ხე­ბო­და, პირ­წმინ­დად გა­ა­სუფ­თა­ვა.

სა­გა­ზე­თო რე­პორ­ტა­ჟე­ბი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ფო­იგტ­მა ბერ­ლინ­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის­თვის ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში მო­აქ­ცია კი­ო­პე­ნი­კის ფოს­ტა.

მო­პა­რუ­ლი თან­ხის შემ­დგო­მი ბე­დი­სა და თავ­დას­ხმის მო­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ვერ­სი­ე­ბი არ­სე­ბობს. თა­ვის ბი­ოგ­რა­ფი­ა­სა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვის გა­მოს­ვლებ­ში ფო­იგ­ტი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ის ფულს არ შე­ხე­ბია, მას პას­პორ­ტი უნ­დო­და, რო­მე­ლიც ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჩა­მო­არ­თვეს. მისი ერთ-ერთი ბი­ოგ­რა­ფის ცნო­ბით, ფო­იგტს პას­პორ­ტი კი არა, ის 2 მი­ლი­ო­ნი მარ­კა უნ­დო­და, რო­მე­ლიც იმ დროს კი­ო­პე­ნი­კის რა­ტუ­შის და­ჯავ­შნილ სე­იფ­ში ინა­ხე­ბო­და. ამ ამ­ბავ­ზე ის ფაქ­ტიც მე­ტყვე­ლებს, რომ ფო­იგ­ტი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ჯერ კი­დევ ცი­ხე­ში გეგ­მავ­და, პას­პორ­ტი მას კი­ო­პე­ნიკ­ში მომ­ხდარ ძარ­ცვამ­დე ცოტა ხნით ადრე ჩა­მო­არ­თვეს, ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, პას­პორ­ტებს კი­ო­პე­ნიკ­ში კი არ გას­ცემ­დნენ, არა­მედ ცელ­ტო­ვე­ში.

აქ­ცი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ "კა­პი­ტან­მა" თა­ვის გუნდს უბ­რძა­ნა, რა­ტუ­შის შე­ნო­ბა­ში კი­დევ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. თა­ვად ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ბრბოს თვალ­წინ გა­უ­ა­რა და სად­გურს მი­ა­შუ­რა, იქვე რეს­ტო­რან­ში ერთი ჭიქა არა­ყი გა­დაკ­რა და გა­უ­ჩი­ნარ­და - პირ­ვე­ლი­ვე მა­ტა­რებ­ლით ბერ­ლინ­ში გა­ემ­გზავ­რა. მა­მა­კა­ცის ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მო­სი შე­ი­ძი­ნა. იგი 10 დღის შემ­დეგ სა­უზ­მო­ბი­სას და­ა­კა­ვეს, სო­ლი­დუ­რი ჯილ­დოს სა­ფა­სუ­რად პო­ლი­ცი­ას მის­მა თა­ნაკ­ლა­სელ­მა ჩა­ა­ბა­რა, რომ­ლის­თვი­საც ცნო­ბი­ლი იყო ფო­იგ­ტის გეგ­მა.

ზე­მელ­ნის სა­სა­მარ­თლომ კი­ო­პე­ნი­კელ "კა­პი­ტანს" "სამ­ხედ­რო ფორ­მის არა­კა­ნო­ნი­ე­რად ტა­რე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლის, ხუ­ლიგ­ნო­ბი­სა და სა­ბუ­თე­ბის გა­ყალ­ბე­ბის გამო" ოთხი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ფრიდ­რიხს ცი­ხე­ში დიდ­ხანს ყოფ­ნამ არ მო­უ­წია - კა­ი­ზერ ვილ­ჰელმ II-მ შე­ი­წყა­ლა და ვა­დამ­დე ადრე, 1908 წლის 16 აგ­ვის­ტოს ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

გერმანელი მეწაღე, რომელიც მსოფლიომ თაღლითობით გაიცნო და სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გერმანელი მეწაღე, რომელიც მსოფლიომ თაღლითობით გაიცნო და სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ვილჰელმ ფოიგტი 1849 წლის 13 თებერვალს დაიბადა მეწაღის ოჯახში. როცა 14 წლის გახდა, ბიჭუნა ქურდობისთვის დააკავეს და 14 დღით ციხეში ჩასვეს. 1864-1891 წლებში კიდევ ოთხჯერ გამოუტანეს განაჩენი - ორჯერ ქურდობისთვის და ორჯერ საბუთების გაყალბებისთვის.

კიოპენიკიადა

ჩაფიქრებული ოპერაციის ჩასატარებლად ფოიგტმა მეძველმანეებისგან ნაწილ-ნაწილ შეიძინა კაპიტნის ფორმა. 1906 წლის ოქტომბერში სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ფოიგტმა ქალაქის დასავლეთ ნაწილის ერთ-ერთ ქუჩაზე სამხედრო გვარდიელების ორი განყოფილება გააჩერა, მათ კაბინეტის ყალბი განკარგულება აჩვენა, სადაც რატუშის აღება იყო ნაბრძანები. მათზე ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღო და კიოპენიკში მატარებლით წავიდა.

ფოიგტმა ჯარისკაცებს აუხსნა, რომ შესაბამისი საბუთების არქონის გამო ამჯერად ვერ შეძლებდნენ ავტომობილით გადაადგილებას. გზაში ''კაპიტანმა'' ჯარისკაცებს ლუდი უყიდა, კიოპენიკის სადგურზე სამხედროებს თითო მარკა მისცა და მათთან ერთად ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ქალაქის რატუშა ჩაიგდო ხელთ. ადგილობრივ ჟანდარმებს მომიჯნავე ტერიტორიებზე ალყის შემორტყმა, სიწყნარისა და წესრიგის დამყარება უბრძანა.

ადგილზე ორიენტირებისთვის ფოიგტმა ჩინოვნიკი დაიხმარა - ესეც არ იკმარა, ''კაპიტანმა'' მიწისქვეშა სამუშაოების არასწორი გაანგარიშებისთვის მათსავე კაბინეტებში დააპატიმრა ბურგომისტრი და მთავარი მოლარე. შემდეგ კი იმ ციხის უფროსის გვარით, სადაც ბოლოს მოიხადა სასჯელი, საბუთებს მოაწერა ხელი და საქალაქო სალარო, სადაც 3557-დან 4002-მდე მარკა ინახებოდა, პირწმინდად გაასუფთავა.

საგაზეთო რეპორტაჟებიდან ცნობილი გახდა, რომ ფოიგტმა ბერლინში სატელეფონო საუბრებისთვის ერთი საათის განმავლობაში თავის განკარგულებაში მოაქცია კიოპენიკის ფოსტა.

მოპარული თანხის შემდგომი ბედისა და თავდასხმის მოტივების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები არსებობს. თავის ბიოგრაფიასა და მოგვიანებით თავის გამოსვლებში ფოიგტი ამტკიცებდა, რომ ის ფულს არ შეხებია, მას პასპორტი უნდოდა, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩამოართვეს. მისი ერთ-ერთი ბიოგრაფის ცნობით, ფოიგტს პასპორტი კი არა, ის 2 მილიონი მარკა უნდოდა, რომელიც იმ დროს კიოპენიკის რატუშის დაჯავშნილ სეიფში ინახებოდა. ამ ამბავზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ფოიგტი დანაშაულის ჩადენას ჯერ კიდევ ციხეში გეგმავდა, პასპორტი მას კიოპენიკში მომხდარ ძარცვამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოართვეს, ამასთან, როგორც ცნობილია, პასპორტებს კიოპენიკში კი არ გასცემდნენ, არამედ ცელტოვეში.

აქციის დამთავრების შემდეგ ''კაპიტანმა'' თავის გუნდს უბრძანა, რატუშის შენობაში კიდევ ნახევარი საათით დარჩენილიყვნენ. თავად ცნობისმოყვარე ბრბოს თვალწინ გაუარა და სადგურს მიაშურა, იქვე რესტორანში ერთი ჭიქა არაყი გადაკრა და გაუჩინარდა - პირველივე მატარებლით ბერლინში გაემგზავრა. მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზიაში სამოქალაქო სამოსი შეიძინა. იგი 10 დღის შემდეგ საუზმობისას დააკავეს, სოლიდური ჯილდოს საფასურად პოლიციას მისმა თანაკლასელმა ჩააბარა, რომლისთვისაც ცნობილი იყო ფოიგტის გეგმა.

ზემელნის სასამართლომ კიოპენიკელ ''კაპიტანს'' ''სამხედრო ფორმის არაკანონიერად ტარების, საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულის, ხულიგნობისა და საბუთების გაყალბების გამო'' ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ფრიდრიხს ციხეში დიდხანს ყოფნამ არ მოუწია - კაიზერ ვილჰელმ II-მ შეიწყალა და ვადამდე ადრე, 1908 წლის 16 აგვისტოს ციხიდან გამოვიდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს