სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოლი კორსო - "აშენებს თუ არა მოსკოვი კიდევ ერთ ბერლინის კედელს"
მოლი კორსო - "აშენებს თუ არა მოსკოვი კიდევ ერთ ბერლინის კედელს"

"აშე­ნებს თუ არა მოს­კო­ვი კი­დევ ერთ ბერ­ლი­ნის კე­დელს?!", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა Eurasianet მოლი კორ­სოს სტა­ტი­ას. მოლი კორ­სო სტა­ტი­ის და­სა­წყის­ში სო­ფელ დიც­ში მცხოვ­რებ მა­მა­კაც­ზე წერს - ყო­ველ­თვის, როცა ილია ბე­რუ­აშ­ვილს თა­ვი­სი ძაღ­ლის ყეფა ეს­მის, იცის, რომ მის ჭიშ­კარს რუ­სე­ბი მო­ად­გნენ. ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დიც­ში მცხოვ­რე­ბი 53 წლის ბე­რუ­აშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ფან­ჯრე­ბი­დან ხე­დავს, რო­გორ გან­ლაგ­დნენ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი მე­ზო­ბელ სე­პა­რა­ტის­ტულ სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რო­გორ პატ­რუ­ლი­რე­ბენ იმ მდე­ლო­ებ­ზე, რო­მელ­საც ის ამუ­შა­ვებ­და.

"ისი­ნი სულ უფრო ახ­ლოს მო­დი­ან. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სამ­ხედ­რო­ებ­მა მისი სარ­და­ფი­დან რამ­დე­ნი­მე მეტრში მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მა და­ი­წყეს, რო­მე­ლიც ბე­რუ­აშ­ვი­ლის სახ­ლსა და მი­წის ნაკ­ვე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ის მიღ­მა და რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად, სე­პა­რა­ტის­ტულ სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტო­ვებს", - წერს მოლი კორ­სო და დას­ძენს, რომ 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ცხინ­ვა­ლის აღ­მო­სავ­ლე­თით რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს, რუ­სე­თის ჯა­რე­ბი არ უნდა იდ­გეს. თუმ­ცა, ამ შე­თან­ხმე­ბას რუ­სე­ბი არ შე­უ­ჩე­რე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­რი­ე­რე­ბი აღე­მარ­თათ.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს 15 სოფ­ლის გას­წვრივ აღ­მარ­თულ­მა, 27-კი­ლო­მეტ­რი­ან­მა ღო­ბემ ოჯა­ხე­ბი გაყო და ადა­მი­ა­ნებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი შე­უ­ზღუ­და, ფერ­მა­რე­ბი კი სა­კუ­თარ მი­წის ნაკ­ვე­თებ­სა და ბა­ღებს და­ა­შო­რა.

"ღო­ბე­ე­ბის აღ­მარ­თვამ ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლებს სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე და სარ­წყავ არ­ხებ­თან მი­სას­ვლე­ლი გა­და­უ­კე­ტა ისე­ვე, რო­გორც ზო­გი­ერთ ეთ­ნი­კუ­რად ოს ოჯახს ჯან­დაც­ვი­სა და სა­პენ­სიო მომ­სა­ხუ­რე­ბა მო­უს­პო. დიც­ში ღო­ბე­ე­ბი მწვა­ნე ფე­რის პლას­ტი­კუ­რი მა­სა­ლის­გა­ნაა აღ­მარ­თუ­ლი. სხვა სოფ­ლებ­ში, მა­გა­ლი­თად ხურ­ვა­ლეთ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ თბი­ლი­სის და­სავ­ლე­თით, 69 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს, მავ­თულხლარ­თე­ბია აღ­მარ­თუ­ლი", - წერს მოლი კორ­სო და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს მავ­თულხლარ­თე­ბი იმის შეხ­სე­ნე­ბაა, თუ რო­გორ არ ას­რუ­ლებს რუ­სე­თი 2008 წლის სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას და რო­გო­რი უუ­ნა­როა თბი­ლი­სი და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა, პა­სუ­ხი მოს­თხო­ვოს მოს­კოვს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ასე­თი ნა­გე­ბო­ბე­ბის აღ­მარ­თვა ახა­ლი არ არის და, რო­გორც ბე­რუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, 2010 წელს რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი შე­ე­ცად­ნენ სა­სა­ზღვრო ნიშ­ნე­ბის და­ყე­ნე­ბას და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ზღვრის გა­ფარ­თო­ე­ბას მისი ეზოს ხარ­ჯზე. თუმ­ცა, მა­შინ ბე­რუ­აშ­ვილ­მა შეძ­ლო მათი შე­ჩე­რე­ბა.

მოლი კორ­სო ასე­ვე ცი­ტი­რებს ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის პრეს-მდივ­ნის, ენ ვა­სე­ნის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ რუს­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა შიდა ქარ­თლში ღო­ბე­ე­ბის აღ­მარ­თვა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ და­ი­წყეს.

"მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად თბი­ლი­სის, ნატო-სა და აშშ-ის პრო­ტეს­ტი­სა, რომ ღო­ბე­ე­ბის აღ­მარ­თვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვაა, მათი აგე­ბა მა­ინც გრძელ­დე­ბა", - წერს მოლი კორ­სო. მას ენ ვე­სე­ნის კო­მენ­ტა­რი მო­ყავს, რომ ამის მი­უ­ხე­და­ვად ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს პრო­ცე­სი კი­დევ უფრო "გა­აქ­ტი­ურ­და".

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ჰანს შნა­ი­დერს, გორ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის გერ­მა­ნელ ხელ­მძღვა­ნელს, ამ ნა­გე­ბო­ბამ ბერ­ლი­ნის კე­დე­ლი მო­ა­გო­ნა, რო­მე­ლიც 1961-1989 წლებ­ში გერ­მა­ნულ ქა­ლაქს შუ­ა­ზე ყოფ­და.

"დე­და­ჩე­მი ტი­რო­და, როცა ქა­ლა­ქის მე­ო­რე მხა­რეს, მავ­თულხლარ­თე­ბის მიღ­მა მცხოვ­რე­ბი ჩემი დის­გან წე­რი­ლი მი­ი­ღო. ვიცი, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას სრუ­ლად ვერ შე­ვა­და­რებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას. მაგ­რამ ეთ­ნი­კუ­რი ოსე­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის უამ­რა­ვი შე­რე­უ­ლი ოჯა­ხე­ბი მი­ნა­ხავს, სა­დაც დე­დე­ბი თა­ვი­ან­თი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის ტი­რი­ან", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, ჰანს შნა­ი­დე­რის კო­მენ­ტარს და დას­ძენს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აღ­მარ­თულ ნა­გე­ბო­ბებს თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვად მი­იჩ­ნე­ვენ.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, კა­ხა­ბერ ქე­მოკ­ლი­ძის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც "ევ­რა­ზი­ა­ნეტ­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ არა­ერ­თხელ და­ა­ყე­ნა რუ­სე­თის მიერ ღო­ბე­ე­ბის აღ­მარ­თვის სა­კი­თხი ჟე­ნე­ვის სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში. მაგ­რამ, ჯერ­ჯე­რო­ბით, კრემ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბას უკე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვას ამ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა­ზე.

"ჩვენ მუდ­მი­ვად უნდა მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ჩვენს პარტნი­ო­რებს და იმ ქვეყ­ნებს, ვინც რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თობს. ამ ეტაპ­ზე რუ­სეთს არ ადარ­დებს სა­ზღვრე­ბი, მაგ­რამ მო­მა­ვალ კვი­რას, მო­მა­ვალ თვეს, მო­მა­ვალ წელს, შე­საძ­ლოა, ეს გახ­დეს ის სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც მას კომ­პრო­მი­სი მო­უ­წევს", - გა­ნა­ცხა­და "ევ­რა­ზი­ა­ნეტ­თან" სა­უბ­რი­სას ქე­მოკ­ლი­ძემ. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ "სტრა­ტე­გი­უ­ლი მოთ­მი­ნე­ბა" უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს, თუმ­ცა აქამ­დე ასეთ ქმე­დე­ბას შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია.

მოლი კორ­სო ასე­ვე ცი­ტი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო მოს­კოვ­თან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მზად­ყოფ­ნას აცხა­დებს, აღ­მარ­თუ­ლი ღო­ბე­ე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ რუ­სე­თი სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხის­თვის არ არის მზად.

"მაგ­რამ, ჩვენ გა­დავ­ლა­ხავთ ამ ღო­ბე­ებს. ბერ­ლი­ნის კე­დე­ლი და­ინ­გრა, ასე რომ, ეს ღო­ბე­ე­ბი უბ­რა­ლოდ სა­სა­ცი­ლოა", - აცხა­დებს პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი.

მოლი კორ­სო ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო გათ­ვლას მოთ­მი­ნე­ბა­სა და "სი­ტუ­ა­ცი­ის პრაგ­მა­ტუ­ლად შე­ფა­სე­ბა­ზე" აკე­თებს. თუმ­ცა, კონ­ფლიქ­ტის ხაზ­თან ახ­ლოს მცხოვ­რებ ად­გი­ლობ­რი­ვებს მოთ­მი­ნე­ბის­თვის ცოტა მი­ზე­ზი აქვთ.

"ომის შემ­დეგ, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ბე­რუ­აშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სამი შვი­ლი გა­ე­ხიზ­ნა. ის მარ­ტო დარ­ჩა დე­დას­თან ერ­თად და რამ­დე­ნი­მე ჰექ­ტარ­ზე გა­და­ჭი­მულ ბაღს უვ­ლის, სა­დაც მცი­რეა იმის რის­კი, რომ რუ­სე­ბი და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ. ის ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის პატ­რუ­ლი­რე­ბის დროს ელის, რათა მა­მის საფ­ლავ­ზე მი­ვი­დეს ან დაკ­რი­ფოს მწვა­ნი­ლი იმ ბოს­ტან­ში, რომ­ლის სი­ახ­ლო­ვე­საც რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი პატ­რუ­ლი­რე­ბენ", - წერს მოლი კორ­სო და დას­ძენს, რომ ბე­რუ­აშ­ვილს სხვა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნაც­ვლად, მტკი­ცედ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი წინ აღუდ­გეს და ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნოს, რათა მისი სახ­ლი და მიწა დე ფაქ­ტო, რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის ნა­წი­ლად არ იქ­ცეს.

"შეძ­ლებს თუ არა ასე­თი სიმ­ტკი­ცე წარ­მა­ტე­ბის მო­ტა­ნას იქ, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბი ვე­რა­ფერს გახ­და, მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს", - წერს მოლი კორ­სო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Eurasianet-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მოლი კორსო - "აშენებს თუ არა მოსკოვი კიდევ ერთ ბერლინის კედელს"

მოლი კორსო - "აშენებს თუ არა მოსკოვი კიდევ ერთ ბერლინის კედელს"

"აშენებს თუ არა მოსკოვი კიდევ ერთ ბერლინის კედელს?!", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Eurasianet მოლი კორსოს სტატიას. მოლი კორსო სტატიის დასაწყისში სოფელ დიცში მცხოვრებ მამაკაცზე წერს - ყოველთვის, როცა ილია ბერუაშვილს თავისი ძაღლის ყეფა ესმის, იცის, რომ მის ჭიშკარს რუსები მოადგნენ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დიცში მცხოვრები 53 წლის ბერუაშვილი საკუთარი ფანჯრებიდან ხედავს, როგორ განლაგდნენ რუსი სამხედროები მეზობელ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და როგორ პატრულირებენ იმ მდელოებზე, რომელსაც ის ამუშავებდა.

"ისინი სულ უფრო ახლოს მოდიან. რამდენიმე თვის წინ, სამხედროებმა მისი სარდაფიდან რამდენიმე მეტრში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს, რომელიც ბერუაშვილის სახლსა და მიწის ნაკვეთებს საქართველოს იურისდიქციის მიღმა და რუსეთის მიერ კონტროლირებად, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტოვებს", - წერს მოლი კორსო და დასძენს, რომ 2008 წელს საქართველო-რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, ტერიტორიაზე, რომელიც ცხინვალის აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, რუსეთის ჯარები არ უნდა იდგეს. თუმცა, ამ შეთანხმებას რუსები არ შეუჩერებია საქართველოში ბარიერები აღემართათ.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს 15 სოფლის გასწვრივ აღმართულმა, 27-კილომეტრიანმა ღობემ ოჯახები გაყო და ადამიანებს საცხოვრებელი პირობები შეუზღუდა, ფერმარები კი საკუთარ მიწის ნაკვეთებსა და ბაღებს დააშორა.

"ღობეების აღმართვამ ეთნიკურად ქართველებს სასაფლაოებზე და სარწყავ არხებთან მისასვლელი გადაუკეტა ისევე, როგორც ზოგიერთ ეთნიკურად ოს ოჯახს ჯანდაცვისა და საპენსიო მომსახურება მოუსპო. დიცში ღობეები მწვანე ფერის პლასტიკური მასალისგანაა აღმართული. სხვა სოფლებში, მაგალითად ხურვალეთში, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისის დასავლეთით, 69 კილომეტრში მდებარეობს, მავთულხლართებია აღმართული", - წერს მოლი კორსო და აღნიშნავს, რომ ეს მავთულხლართები იმის შეხსენებაა, თუ როგორ არ ასრულებს რუსეთი 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმებას და როგორი უუნაროა თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, პასუხი მოსთხოვოს მოსკოვს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ასეთი ნაგებობების აღმართვა ახალი არ არის და, როგორც ბერუაშვილი აცხადებს, 2010 წელს რუსი სამხედროები შეეცადნენ სასაზღვრო ნიშნების დაყენებას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის გაფართოებას მისი ეზოს ხარჯზე. თუმცა, მაშინ ბერუაშვილმა შეძლო მათი შეჩერება.

მოლი კორსო ასევე ციტირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-მდივნის, ენ ვასენის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა შიდა ქართლში ღობეების აღმართვა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყეს.

"მაგრამ, მიუხედავად თბილისის, ნატო-სა და აშშ-ის პროტესტისა, რომ ღობეების აღმართვა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა, მათი აგება მაინც გრძელდება", - წერს მოლი კორსო. მას ენ ვესენის კომენტარი მოყავს, რომ ამის მიუხედავად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პროცესი კიდევ უფრო "გააქტიურდა".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ჰანს შნაიდერს, გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გერმანელ ხელმძღვანელს, ამ ნაგებობამ ბერლინის კედელი მოაგონა, რომელიც 1961-1989 წლებში გერმანულ ქალაქს შუაზე ყოფდა.

"დედაჩემი ტიროდა, როცა ქალაქის მეორე მხარეს, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები ჩემი დისგან წერილი მიიღო. ვიცი, რომ ამ სიტუაციას სრულად ვერ შევადარებთ საქართველოში არსებულ ვითარებას. მაგრამ ეთნიკური ოსებისა და ქართველების უამრავი შერეული ოჯახები მინახავს, სადაც დედები თავიანთი ქალიშვილებისთვის ტირიან", - ციტირებს სტატიის ავტორი, ჰანს შნაიდერის კომენტარს და დასძენს, რომ ადგილობრივები აღმართულ ნაგებობებს თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვად მიიჩნევენ.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის კომენტარს, რომელიც "ევრაზიანეტთან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა რუსეთის მიერ ღობეების აღმართვის საკითხი ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში. მაგრამ, ჯერჯერობით, კრემლი იგნორირებას უკეთებს საქართველოს ძალისხმევას ამ მშენებლობების შეჩერებაზე.

"ჩვენ მუდმივად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს და იმ ქვეყნებს, ვინც რუსეთთან ურთიერთობს. ამ ეტაპზე რუსეთს არ ადარდებს საზღვრები, მაგრამ მომავალ კვირას, მომავალ თვეს, მომავალ წელს, შესაძლოა, ეს გახდეს ის საკითხი, რომელზეც მას კომპრომისი მოუწევს", - განაცხადა "ევრაზიანეტთან" საუბრისას ქემოკლიძემ. მისივე თქმით, საქართველომ "სტრატეგიული მოთმინება" უნდა გამოიჩინოს, თუმცა აქამდე ასეთ ქმედებას შედეგი არ მოჰყოლია.

მოლი კორსო ასევე ციტირებს საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ვიდრე საქართველო მოსკოვთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების მზადყოფნას აცხადებს, აღმართული ღობეები მიუთითებს, რომ რუსეთი სათანადო პასუხისთვის არ არის მზად.

"მაგრამ, ჩვენ გადავლახავთ ამ ღობეებს. ბერლინის კედელი დაინგრა, ასე რომ, ეს ღობეები უბრალოდ სასაცილოა", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მოლი კორსო ასევე აღნიშნავს, რომ ზაქარეიშვილის თქმით, საქართველო გათვლას მოთმინებასა და "სიტუაციის პრაგმატულად შეფასებაზე" აკეთებს. თუმცა, კონფლიქტის ხაზთან ახლოს მცხოვრებ ადგილობრივებს მოთმინებისთვის ცოტა მიზეზი აქვთ.

"ომის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით ბერუაშვილი იძულებული გახდა სამი შვილი გაეხიზნა. ის მარტო დარჩა დედასთან ერთად და რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმულ ბაღს უვლის, სადაც მცირეა იმის რისკი, რომ რუსები დააპატიმრებენ. ის ამ ტერიტორიაზე ქართველი პოლიციელების პატრულირების დროს ელის, რათა მამის საფლავზე მივიდეს ან დაკრიფოს მწვანილი იმ ბოსტანში, რომლის სიახლოვესაც რუსი ჯარისკაცები პატრულირებენ", - წერს მოლი კორსო და დასძენს, რომ ბერუაშვილს სხვა ადგილობრივების ნაცვლად, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი წინ აღუდგეს და ყველაფერი იღონოს, რათა მისი სახლი და მიწა დე ფაქტო, რუსეთის მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ნაწილად არ იქცეს.

"შეძლებს თუ არა ასეთი სიმტკიცე წარმატების მოტანას იქ, სადაც საერთაშორისო ნორმები ვერაფერს გახდა, მომავალი გვიჩვენებს", - წერს მოლი კორსო.

მომზადებულია Eurasianet-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"