მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ რეაგირებს ბრალდებებზე და როდის ხდება ვანო "ტეტია ქართლელი"
როგორ რეაგირებს ბრალდებებზე და როდის ხდება ვანო "ტეტია ქართლელი"

"სას­წო­რი ადა­მი­ა­ნია ან­გე­ლო­ზის თვი­სე­ბე­ბით. ბევ­რის­თვის მისი პი­როვ­ნე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა. ჭკვი­ა­ნი, მაგ­რამ ად­ვი­ლად მიმ­ნდო­ბი და გუ­ლუბ­რყვი­ლოა. უყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი და არა - ხალ­ხმრავ­ლო­ბა", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი მამ­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბულ სას­წორს, ეს კი შო­უ­მე­ნის, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ას­ტრო­ლო­გი­ის დი­დად არ მჯე­რა. ასე­თი და­ხა­სი­ა­თე­ბე­ბი კარ­გი ფსი­ქო­ლო­გის და­წე­რი­ლი მგო­ნია.

- ვიდ­რე ოჯახს შექ­მნი­დით, ალ­ბათ არც იმას მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, თქვე­ნი და მე­უღ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნად ეწყო­ბო­და?

- არა. ამ თე­მა­ზე სა­ერ­თოდ არ გვი­ლა­პა­რა­კია. რაო, ჩემს ნი­შან­ზე ას­ტრო­ლო­გე­ბი რას ამ­ბო­ბენ?

- უყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი და არა - ხალ­ხმრავ­ლო­ბაო.

- მარ­თა­ლია, ხალ­ხმრავ­ლო­ბა არ მიყ­ვარს. იქ, სა­დაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ტრი­ა­ლებს, ვერ ვის­ვე­ნებ.

- ეს შენი დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მის ბრა­ლია?

- არა, ეს თვი­სე­ბა ბავ­შვო­ბი­დან მაქვს. ასე მგო­ნია, ყვე­ლა მე მი­ყუ­რებს.

- პო­პუ­ლა­რო­ბის ბრა­ლი ყო­ფი­ლა.

- ვიდ­რე ცნო­ბი­ლი გავ­ხდე­ბო­დი, მა­ნამ­დეც ასე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და. შე­იძ­ლე­ბა, ეს ჩემი კომ­პლექ­სიც არის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ზღვა­ზე ვერ ვის­ვე­ნებ. ერთხელ მე და ვასო ფხა­კა­ძე სა­ნა­პი­რო­ზე რომ გა­ვე­დით, ჩვენ­თან ადა­მი­ა­ნე­ბის ცო­ცხა­ლი რიგი დად­გა, ყვე­ლას სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა უნ­დო­და. სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბილს, არა­ვინ გვე­კი­თხე­ბო­და, გვინ­დო­და თუ არა კა­მე­რის წინ პო­ზი­რე­ბა.

- უხე­შო­ბა­ზე რო­გორ რე­ა­გი­რებ?

- უხე­შო­ბა თა­ვად არ მჩვე­ვია. ფი­ცხი ხა­სი­ა­თი არ მაქვს, ბევ­რი რამ "გა­მი­ტა­რე­ბია".

- "არ ცნობს არა­ვის ბრალ­დე­ბებს".

- თუ ბრალ­დე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია, ვცნობ. შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა არ მი­ჭირს. თუ ვფიქ­რობ, რომ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მტყუ­ა­ნი ვარ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ეს არ ვა­ღი­ა­რო.

- შენი მი­სა­მარ­თით მოს­მე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი­დან ახლა რო­მე­ლი გახ­სენ­დე­ბა?

- ერ­თმა თქვა, - სექ­ტან­ტი­აო, მაგ­რამ რო­მე­ლი სექ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ, ვერ გა­ვი­გე. ამა­ზე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დიდ­ხანს ვი­ცი­ნო­დით. ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, სამ­სა­ხურ­ში მკაც­რი­აო. ცო­ტა­თი სიმ­კაც­რე თუ არ გა­მო­ი­ჩი­ნე, ისე არა­ნა­ი­რი საქ­მე ხა­რის­ხი­ა­ნად არ გა­კეთ­დე­ბა. ზო­მი­ე­რი სიმ­კაც­რე ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში სა­ჭი­როა. და­ვით აქუ­ბარ­დია "ჩი­ტი­რე­კი­ას" მე­ძა­ხის. ეს პირ­ვე­ლად რომ გა­ვი­გე, ბევ­რი ვი­ცი­ნე... ახ­ლა­ხან მო­ვის­მი­ნე, რო­გორ მლან­ძღავ­და სტუ­დია "ობი­ექ­ტი­ვის" ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი. ჰოდა, მეც ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ვარ და ვინ­მე ჩემ­ზე რა­ი­მეს რომ იტყვის, იმ სა­სა­ცი­ლო ეპი­ზო­დებს გა­და­ცე­მა­ში ვი­ყე­ნებ. არ ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ შე­ტე­ვა­ზე გა­და­დის. შო­უ­ში აქუს მოწ­ვე­ვა გვინ­დო­და, მაგ­რამ ვერ და­ვი­თან­ხმეთ და შე­ვეშ­ვით.

- თა­ვად რომ მი­გიწ­ვი­ოს, მიხ­ვალ?

- უკვე მი­ვი­ღე მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ არ მი­ვე­დი.

- შენი მი­სა­მარ­თით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პი­ა­რის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბაც ხში­რად ის­მო­და.

- ეს სი­მარ­თლე არ არის. გა­და­ცე­მის შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­ზე არას­დროს არა­ნა­ი­რი ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლა. ჩვენ მივ­ყვე­ბით თე­მებს, რომ­ლე­ბიც იმ კვი­რა­შია აქ­ტუ­ა­ლუ­რი. მთა­ვა­რია, ხუმ­რო­ბა იყოს სა­სა­ცი­ლო. იმა­საც ლა­პა­რა­კო­ბენ: "ოც­ნე­ბა­ზე" ბევ­რს ხუმ­რობ­სო, არა­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ზეც" იმა­ვე დო­ზით ვხუმ­რობთ და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტზეც.

- "ბევ­რის­თვის მისი პი­როვ­ნე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა".

- ზო­მი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მომ­ხრე ვარ. არ მიყ­ვარს, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­ტაქ­ტში ძა­ლი­ან ახ­ლოს შე­მო­დი­ან. შე­იძ­ლე­ბა, ამის გამო ვინ­მეს შე­ექ­მნას შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამო­უც­ნო­ბი ვარ.

- ადა­მი­ა­ნებს ად­ვი­ლად ვერ უმე­გობ­რდე­ბი?

- ვერა.

- "ჭკვი­ა­ნი, მაგ­რამ ად­ვი­ლად მიმ­ნდო­ბი და გუ­ლუბ­რყვი­ლოა".

- ად­ვი­ლად მიმ­ნდო­ბი არ ვარ, არც - ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი.

- "მო­უს­ვე­ნა­რია, მაგ­რამ საქ­მის დროს აჩ­ქა­რე­ბა არ უყ­ვარს".

- საკ­მა­ოდ დინ­ჯი ვარ. არა მხო­ლოდ საქ­მის კე­თე­ბის, არა­მედ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დრო­საც ბევ­რს ვფიქ­რობ, აჩ­ქა­რე­ბა არ მა­ხა­სი­ა­თებს. ვიდ­რე მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს გა­დავ­დგამ, შე­მიძ­ლია, 3 დღე ვი­ფიქ­რო.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მერ­ყე­ვი ხარ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე სას­წო­რი­ვით ირ­წე­ვი.

- მარ­თა­ლია!

- "სას­წო­რი ან­გე­ლო­ზია ადა­მი­ა­ნის თვი­სე­ბე­ბით".

- (იცი­ნის) ფრთე­ბი მაქვს, მაგ­რამ - ჩა­კე­ცი­ლი. გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და აუ­ღელ­ვე­ბე­ლი გახ­ლა­ვართ. თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრა, რომ კე­თი­ლი ვარ, არა­ვის მი­მართ არა­ნა­ი­რი ბო­რო­ტი ზრახ­ვა არ მა­მოძ­რა­ვებს.

- "გა­დაღ­ლი­ლო­ბი­სას გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა წიგ­ნე­ბის კი­თხვაა".

- ტყუ­ი­ლია. გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ძი­ლია, მაგ­რამ ვინ მა­ძი­ნებს?!

- წელს შვე­ბუ­ლე­ბის დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბას სად აპი­რებ?

- ჯერ არ მო­მი­ფიქ­რე­ბია. არა­და, ძა­ლი­ან გა­და­ვი­ღა­ლე.

- "სა­კი­თხის ყვე­ლა მხრი­დან შეს­წავ­ლის, ნერ­ვე­ბის კონ­ტრო­ლი­სა და მიზ­ნის ზუს­ტი და­გეგ­მა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შეს­წევს უნა­რი, ნე­ბის­მი­ე­რი ბრძო­ლა მო­ი­გოს".

- ხე­დავ, რა მა­გა­რი რა­ღა­ცე­ბი უწე­რი­ათ?! ასე იყოს, მო­მე­წო­ნა. აქამ­დე ამ ყვე­ლა­ფერ­ზე არ მი­ფიქ­რია. ბრძო­ლი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რომ გა­მოვ­დი­ვარ, ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს; ისე, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მარ­თლა ასე ხდე­ბა.

- "ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია. ხში­რად სვამს კი­თხვებს: "რა­ტომ? რის­თვის? ღირს თუ არა?.."

- ასე მე კი არა, ჩემი შვი­ლი იქ­ცე­ვა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დენ კი­თხვას სვამს, თავ­ბრუს გვახ­ვევს. მე ბევ­რი შე­კი­თხვის დას­მა არ მიყ­ვარს და ვერც იმას ვი­ტან, როცა მე­კი­თხე­ბი­ან.

- თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხარ?

- არა. მით უმე­ტეს, ექ­სტრი­მის­გან ვარ ძა­ლი­ან შორს.

- არც მოგ­ზა­უ­რო­ბა გიყ­ვარს?

- არა. ცო­ლის ხათ­რით თუ წა­ვალ სად­მე, თო­რემ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით - არა.

- ერთხელ მი­თხა­რი, ფრე­ნის მე­ში­ნი­აო, - მი­ზე­ზი ეს ხომ არ არის?

- მხო­ლოდ ეგ - არა. ქვეყ­ნი­დან წას­ვლა არ მიყ­ვარს.

- "იდე­ე­ბი თავ­ში სწრა­ფად მოს­დის, წარ­მა­ტე­ბა კი ინ­ტუ­ი­ცი­ურ წი­ნათ­გრძნო­ბა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი".

- იდე­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ ვუ­ჩი­ვი, პი­რი­ქით - ბევ­რი იდეა მა­წუ­ხებს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, წი­ნათ­გრძნო­ბა მკარ­ნა­ხობს, ამ იდე­ე­ბი­დან რო­მე­ლი გა­ა­მარ­თლებს და რო­მე­ლი - არა.

- "მას არ უყ­ვარს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის სა­ჯა­როდ აფი­ში­რე­ბა, რის გა­მოც ხში­რად გულ­ცი­ვო­ბა­ში სდე­ბენ ბრალს".

- გრძნო­ბებ­ზე, ემო­ცი­ებ­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის გა­ვურ­ბი ვარ და გულ­ცი­ვი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ამი­ტომ ვტო­ვებ. ვინც კარ­გად მიც­ნობს, იცის, რომ გულ­ცი­ვი არ ვარ.

- "სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი და მგრძნო­ბი­ა­რეა".

- სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი - ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ მგრძნო­ბი­ა­რე ნამ­დვი­ლად ვარ. ზოგ­ჯერ სენ­ტი­მენ­ტა­ლურ ადა­მი­ა­ნებ­ზე მე­ცი­ნე­ბა.

- ბო­ლოს თვალ­ზე ცრემ­ლი რის გამო მო­გად­გა?

- არც კი მახ­სოვს. ცოტა ხნის წინ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ფილ­მს ვუ­ყუ­რებ­დი. ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბი იყო. გა­ვი­ხე­დე და ჩემი მე­უღ­ლე იც­რემ­ლე­ბო­და, მე კი ამა­ზე გა­მე­ცი­ნა.

- ფულ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც ხელ­ფა­სის 60%-ს მო­ბი­ლურ­ში იხ­დი­ან.

- რაში შე­გიძ­ლია ხელ­ფა­სის 60%-ის და­უ­ნა­ნებ­ლად გა­დახ­და?

- ბავ­შვის­თვის არა­ფე­რი მე­ნა­ნე­ბა. რა­საც მთხოვს, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ვუს­რუ­ლებ. მა­თე­მა­ტი­კუ­რი ტვი­ნი მაქვს და ვით­ვლი, რამ­დე­ნი მაქვს, რო­დემ­დე მე­ყო­ფა.

- ხვა­ლინ­დელ დღე­ზე ფიქ­რობ?

- რა თქმა უნდა! ისე­თი სამ­სა­ხუ­რი მაქვს, ხვალ რა იქ­ნე­ბა, კაც­მა არ იცის. შე­იძ­ლე­ბა, მალე არხზე ჩემი გა­და­ცე­მა სა­ჭი­რო აღარ იყოს და და­ი­ხუ­როს. ბევ­რს ვშრო­მობთ, რომ მა­ყუ­რებ­ლის­თვის მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი არ გავ­ხდეთ, რე­ი­ტინ­გი არ დაგ­ვი­ვარ­დეს და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი არ და­ი­შა­ლოს.

- იმა­ზე თუ გი­ფიქ­რია, ეკ­რან­ზე რომ აღარ გა­მოჩ­ნდე­ბი, მერე რა უნდა აკე­თო?

- როცა ეგ დრო დად­გე­ბა, ამა­ზე მერე ვი­ფიქ­რებ. დღეს სხვა, და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი არ მაქვს, თუ არ ჩავ­თვლით რეკ­ლა­მა­ში გა­და­ღე­ბას.

- "სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გულ­წრფე­ლია, პარტნი­ორს არას­დროს ატყუ­ებს".

- მე­უღ­ლეს­თან ბო­ლომ­დე გულ­წრფე­ლი ვარ. მის­თვის არას­დროს არც ერთი სი­ტყვა არ მო­მი­ტყუ­ე­ბია. ძა­ლი­ან ტკბი­ლი და ლა­მა­ზი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს.

- "ხან­მოკ­ლე რო­მა­ნებს წარ­სულ­ში ტო­ვებს და იშ­ვი­ა­თად იხ­სე­ნებს".

- ხან­მოკ­ლე რო­მა­ნე­ბი ვის არ ჰქო­ნია? მეც მქონ­და უპერ­სპექ­ტი­ვო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

- ჯი­უ­ტი ხარ?

- წარ­მო­შო­ბით ქარ­თლი­დან ვარ და ზოგ­ჯერ "ტე­ტია ქარ­თლე­ლი" ვხდე­ბი.

- "ტე­ტი­ას" რო­გორ გან­მარ­ტავ?

- ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც რამ­დე­ნიც უნდა ელა­პა­რა­კო, ვე­რა­ფერს გა­ა­გე­ბი­ნებ.

- ასე­თი რო­დის ხდე­ბი?

- როცა რა­ღა­ცას მიმ­ტკი­ცე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა გავ­ჯი­უტ­დე და ბო­ლომ­დე ჩემი გა­ვი­ტა­ნო. ასეთ დროს უბ­რა­ლოდ, უნდა შე­მეშ­ვა და მე­ო­რე დღეს და­მე­ლა­პა­რა­კო.

- "ზოგ­ჯერ პე­სი­მიზ­მი მო­ე­ძა­ლე­ბა და ჯუ­ჯღუ­ნა ხდე­ბა".

- ძა­ლი­ან რთუ­ლი დღის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა, ცოტა წა­ვი­ჯუ­ჯღუ­ნო. პე­სი­მიზ­მი ჩემ­გან შორს არის. პი­რი­ქით, უკე­თე­სი მო­მავ­ლის რწმე­ნა მაქვს და სულ იმა­ზე ვფიქ­რობ, კი­დევ რა გა­ვა­კე­თო, რომ წინ წა­ვი­დე. უი­მე­დო­ბა არ მჩვე­ვია.

- "მას არ აღელ­ვებს, ამ­ჩნე­ვენ თუ არა სხვე­ბი მის ღირ­სე­ბას, სა­კუ­თარ თავ­ზე ისე­დაც დიდი წარ­მოდ­გე­ნა აქვს".

- სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნის სა­ერ­თოდ არ ვარ. თუ გინ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, ამის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზეც უნდა იზ­რუ­ნო. არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სხვი­სი ნი­ჭი­ე­რე­ბის და­ნახ­ვა და აღი­ა­რე­ბა არ შე­უძ­ლია.

- და­ბო­ლოს, თქვენს ახალ გა­და­ცე­მა­ზე - "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე" რას გვე­ტყვი?

- მო­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხუმ­რო­ბენ და მი­დი­ან. ჟი­უ­რის წევ­რებს თუ გა­ა­ცი­ნებ, სტუ­დი­ი­დან ფუ­ლით წახ­ვალ. რა, ცუ­დია? ვე­ლო­დე­ბით ყვე­ლას, ვი­საც კარ­გად ხუმ­რო­ბა შე­უძ­ლია.

- ქარ­თვე­ლებს რო­გო­რი იუ­მო­რი გვაქვს?

- იუ­მო­რის გრძნო­ბა არ გვაკ­ლია. შე­იძ­ლე­ბა, ზო­გი­ერ­თის მო­ყო­ლი­ლი ამ­ბა­ვი სა­სა­ცი­ლო არ არის, მაგ­რამ ისე ჰყვე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ გა­გე­ცი­ნოს. ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ!

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

როგორ რეაგირებს ბრალდებებზე და როდის ხდება ვანო "ტეტია ქართლელი"

როგორ რეაგირებს ბრალდებებზე და როდის ხდება ვანო "ტეტია ქართლელი"

"სასწორი ადამიანია ანგელოზის თვისებებით. ბევრისთვის მისი პიროვნება მთელი ცხოვრება გამოცანად რჩება. ჭკვიანი, მაგრამ ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილოა. უყვარს ადამიანები და არა - ხალხმრავლობა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ სასწორს, ეს კი შოუმენის, ვანო ჯავახიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიის დიდად არ მჯერა. ასეთი დახასიათებები კარგი ფსიქოლოგის დაწერილი მგონია.

- ვიდრე ოჯახს შექმნიდით, ალბათ არც იმას მიაქციეთ ყურადღება, თქვენი და მეუღლის ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთს რამდენად ეწყობოდა?

- არა. ამ თემაზე საერთოდ არ გვილაპარაკია. რაო, ჩემს ნიშანზე ასტროლოგები რას ამბობენ?

- უყვარს ადამიანები და არა - ხალხმრავლობაო.

- მართალია, ხალხმრავლობა არ მიყვარს. იქ, სადაც ბევრი ადამიანი ტრიალებს, ვერ ვისვენებ.

- ეს შენი დატვირთული დღის რეჟიმის ბრალია?

- არა, ეს თვისება ბავშვობიდან მაქვს. ასე მგონია, ყველა მე მიყურებს.

- პოპულარობის ბრალი ყოფილა.

- ვიდრე ცნობილი გავხდებოდი, მანამდეც ასეთი შეგრძნება მქონდა. შეიძლება, ეს ჩემი კომპლექსიც არის. საქართველოში ზღვაზე ვერ ვისვენებ. ერთხელ მე და ვასო ფხაკაძე სანაპიროზე რომ გავედით, ჩვენთან ადამიანების ცოცხალი რიგი დადგა, ყველას სურათის გადაღება უნდოდა. საცურაო კოსტიუმში გამოწყობილს, არავინ გვეკითხებოდა, გვინდოდა თუ არა კამერის წინ პოზირება.

- უხეშობაზე როგორ რეაგირებ?

- უხეშობა თავად არ მჩვევია. ფიცხი ხასიათი არ მაქვს, ბევრი რამ "გამიტარებია".

- "არ ცნობს არავის ბრალდებებს".

- თუ ბრალდება სამართლიანია, ვცნობ. შეცდომის აღიარება არ მიჭირს. თუ ვფიქრობ, რომ კონკრეტულ სიტუაციაში მტყუანი ვარ, გამორიცხულია, ეს არ ვაღიარო.

- შენი მისამართით მოსმენილი ბრალდებებიდან ახლა რომელი გახსენდება?

- ერთმა თქვა, - სექტანტიაო, მაგრამ რომელი სექტის წარმომადგენელი ვარ, ვერ გავიგე. ამაზე თანამშრომლები დიდხანს ვიცინოდით. ჩემზე ამბობენ, სამსახურში მკაცრიაო. ცოტათი სიმკაცრე თუ არ გამოიჩინე, ისე არანაირი საქმე ხარისხიანად არ გაკეთდება. ზომიერი სიმკაცრე ყველგან და ყველაფერში საჭიროა. დავით აქუბარდია "ჩიტირეკიას" მეძახის. ეს პირველად რომ გავიგე, ბევრი ვიცინე... ახლახან მოვისმინე, როგორ მლანძღავდა სტუდია "ობიექტივის" ერთ-ერთი ჟურნალისტი. ჰოდა, მეც ჩასაფრებული ვარ და ვინმე ჩემზე რაიმეს რომ იტყვის, იმ სასაცილო ეპიზოდებს გადაცემაში ვიყენებ. არ ვარ ადამიანი, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადადის. შოუში აქუს მოწვევა გვინდოდა, მაგრამ ვერ დავითანხმეთ და შევეშვით.

- თავად რომ მიგიწვიოს, მიხვალ?

- უკვე მივიღე მოწვევა, მაგრამ არ მივედი.

- შენი მისამართით "ნაციონალური მოძრაობის" პიარის შესახებ ბრალდებაც ხშირად ისმოდა.

- ეს სიმართლე არ არის. გადაცემის შემოქმედებით ჯგუფზე არასდროს არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ჩვენ მივყვებით თემებს, რომლებიც იმ კვირაშია აქტუალური. მთავარია, ხუმრობა იყოს სასაცილო. იმასაც ლაპარაკობენ: "ოცნებაზე" ბევრს ხუმრობსო, არადა, "ნაციონალებზეც" იმავე დოზით ვხუმრობთ და ქვეყნის პრეზიდენტზეც.

- "ბევრისთვის მისი პიროვნება მთელი ცხოვრება გამოცანად რჩება".

- ზომიერი ურთიერთობის მომხრე ვარ. არ მიყვარს, როცა ადამიანები კონტაქტში ძალიან ახლოს შემოდიან. შეიძლება, ამის გამო ვინმეს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ამოუცნობი ვარ.

- ადამიანებს ადვილად ვერ უმეგობრდები?

- ვერა.

- "ჭკვიანი, მაგრამ ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილოა".

- ადვილად მიმნდობი არ ვარ, არც - ძალიან ჭკვიანი.

- "მოუსვენარია, მაგრამ საქმის დროს აჩქარება არ უყვარს".

- საკმაოდ დინჯი ვარ. არა მხოლოდ საქმის კეთების, არამედ გადაწყვეტილების მიღების დროსაც ბევრს ვფიქრობ, აჩქარება არ მახასიათებს. ვიდრე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამ, შემიძლია, 3 დღე ვიფიქრო.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ მერყევი ხარ და გადაწყვეტილების მიღებამდე სასწორივით ირწევი.

- მართალია!

- "სასწორი ანგელოზია ადამიანის თვისებებით".

- (იცინის) ფრთები მაქვს, მაგრამ - ჩაკეცილი. გაწონასწორებული და აუღელვებელი გახლავართ. თამამად შემიძლია გითხრა, რომ კეთილი ვარ, არავის მიმართ არანაირი ბოროტი ზრახვა არ მამოძრავებს.

- "გადაღლილობისას განტვირთვის საუკეთესო საშუალება წიგნების კითხვაა".

- ტყუილია. განტვირთვის საუკეთესო საშუალება ძილია, მაგრამ ვინ მაძინებს?!

- წელს შვებულების დღეების გატარებას სად აპირებ?

- ჯერ არ მომიფიქრებია. არადა, ძალიან გადავიღალე.

- "საკითხის ყველა მხრიდან შესწავლის, ნერვების კონტროლისა და მიზნის ზუსტი დაგეგმარების საფუძველზე შესწევს უნარი, ნებისმიერი ბრძოლა მოიგოს".

- ხედავ, რა მაგარი რაღაცები უწერიათ?! ასე იყოს, მომეწონა. აქამდე ამ ყველაფერზე არ მიფიქრია. ბრძოლიდან გამარჯვებული რომ გამოვდივარ, ეს ძალიან მსიამოვნებს; ისე, უმეტეს შემთხვევაში, მართლა ასე ხდება.

- "ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია. ხშირად სვამს კითხვებს: "რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?.."

- ასე მე კი არა, ჩემი შვილი იქცევა. დღის განმავლობაში იმდენ კითხვას სვამს, თავბრუს გვახვევს. მე ბევრი შეკითხვის დასმა არ მიყვარს და ვერც იმას ვიტან, როცა მეკითხებიან.

- თავგადასავლების მოყვარული ხარ?

- არა. მით უმეტეს, ექსტრიმისგან ვარ ძალიან შორს.

- არც მოგზაურობა გიყვარს?

- არა. ცოლის ხათრით თუ წავალ სადმე, თორემ საკუთარი სურვილით - არა.

- ერთხელ მითხარი, ფრენის მეშინიაო, - მიზეზი ეს ხომ არ არის?

- მხოლოდ ეგ - არა. ქვეყნიდან წასვლა არ მიყვარს.

- "იდეები თავში სწრაფად მოსდის, წარმატება კი ინტუიციურ წინათგრძნობაზეა დამყარებული".

- იდეების ნაკლებობას არ ვუჩივი, პირიქით - ბევრი იდეა მაწუხებს. ხშირ შემთხვევაში, წინათგრძნობა მკარნახობს, ამ იდეებიდან რომელი გაამართლებს და რომელი - არა.

- "მას არ უყვარს საკუთარი ემოციების საჯაროდ აფიშირება, რის გამოც ხშირად გულცივობაში სდებენ ბრალს".

- გრძნობებზე, ემოციებზე საჯაროდ საუბარს ყოველთვის გავურბი ვარ და გულცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ამიტომ ვტოვებ. ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ გულცივი არ ვარ.

- "სენტიმენტალური და მგრძნობიარეა".

- სენტიმენტალური - ნაკლებად, მაგრამ მგრძნობიარე ნამდვილად ვარ. ზოგჯერ სენტიმენტალურ ადამიანებზე მეცინება.

- ბოლოს თვალზე ცრემლი რის გამო მოგადგა?

- არც კი მახსოვს. ცოტა ხნის წინ მეუღლესთან ერთად ფილმს ვუყურებდი. ემოციური კადრები იყო. გავიხედე და ჩემი მეუღლე იცრემლებოდა, მე კი ამაზე გამეცინა.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ხელფასის 60%-ს მობილურში იხდიან.

- რაში შეგიძლია ხელფასის 60%-ის დაუნანებლად გადახდა?

- ბავშვისთვის არაფერი მენანება. რასაც მთხოვს, შესაძლებლობის ფარგლებში ვუსრულებ. მათემატიკური ტვინი მაქვს და ვითვლი, რამდენი მაქვს, როდემდე მეყოფა.

- ხვალინდელ დღეზე ფიქრობ?

- რა თქმა უნდა! ისეთი სამსახური მაქვს, ხვალ რა იქნება, კაცმა არ იცის. შეიძლება, მალე არხზე ჩემი გადაცემა საჭირო აღარ იყოს და დაიხუროს. ბევრს ვშრომობთ, რომ მაყურებლისთვის მოსაბეზრებელი არ გავხდეთ, რეიტინგი არ დაგვივარდეს და შემოქმედებითი გუნდი არ დაიშალოს.

- იმაზე თუ გიფიქრია, ეკრანზე რომ აღარ გამოჩნდები, მერე რა უნდა აკეთო?

- როცა ეგ დრო დადგება, ამაზე მერე ვიფიქრებ. დღეს სხვა, დამატებითი შემოსავალი არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით რეკლამაში გადაღებას.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში გულწრფელია, პარტნიორს არასდროს ატყუებს".

- მეუღლესთან ბოლომდე გულწრფელი ვარ. მისთვის არასდროს არც ერთი სიტყვა არ მომიტყუებია. ძალიან ტკბილი და ლამაზი ურთიერთობა გვაქვს.

- "ხანმოკლე რომანებს წარსულში ტოვებს და იშვიათად იხსენებს".

- ხანმოკლე რომანები ვის არ ჰქონია? მეც მქონდა უპერსპექტივო ურთიერთობები.

- ჯიუტი ხარ?

- წარმოშობით ქართლიდან ვარ და ზოგჯერ "ტეტია ქართლელი" ვხდები.

- "ტეტიას" როგორ განმარტავ?

- ეს არის ადამიანი, რომელსაც რამდენიც უნდა ელაპარაკო, ვერაფერს გააგებინებ.

- ასეთი როდის ხდები?

- როცა რაღაცას მიმტკიცებენ, შეიძლება გავჯიუტდე და ბოლომდე ჩემი გავიტანო. ასეთ დროს უბრალოდ, უნდა შემეშვა და მეორე დღეს დამელაპარაკო.

- "ზოგჯერ პესიმიზმი მოეძალება და ჯუჯღუნა ხდება".

- ძალიან რთული დღის ბოლოს შეიძლება, ცოტა წავიჯუჯღუნო. პესიმიზმი ჩემგან შორს არის. პირიქით, უკეთესი მომავლის რწმენა მაქვს და სულ იმაზე ვფიქრობ, კიდევ რა გავაკეთო, რომ წინ წავიდე. უიმედობა არ მჩვევია.

- "მას არ აღელვებს, ამჩნევენ თუ არა სხვები მის ღირსებას, საკუთარ თავზე ისედაც დიდი წარმოდგენა აქვს".

- საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის საერთოდ არ ვარ. თუ გინდა, წარმატებული იყო, ამის შენარჩუნებაზეც უნდა იზრუნო. არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც სხვისი ნიჭიერების დანახვა და აღიარება არ შეუძლია.

- დაბოლოს, თქვენს ახალ გადაცემაზე - "გააცინე და მოიგე" რას გვეტყვი?

- მოდიან ადამიანები, რომლებიც ხუმრობენ და მიდიან. ჟიურის წევრებს თუ გააცინებ, სტუდიიდან ფულით წახვალ. რა, ცუდია? ველოდებით ყველას, ვისაც კარგად ხუმრობა შეუძლია.

- ქართველებს როგორი იუმორი გვაქვს?

- იუმორის გრძნობა არ გვაკლია. შეიძლება, ზოგიერთის მოყოლილი ამბავი სასაცილო არ არის, მაგრამ ისე ჰყვება, შეუძლებელია, არ გაგეცინოს. ყველას წარმატებას ვუსურვებ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება