სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაიკერებს ისე გვიყურებენ, როგორც თვითმკვლელებს"
"ბაიკერებს ისე გვიყურებენ, როგორც თვითმკვლელებს"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თბი­ლის­ში, მთაწ­მინ­და­ზე მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას 21 წლის ბა­ი­კე­რის, ბექა სეხ­ნი­აშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. მო­ტო­ციკ­ლით მი­მა­ვალ ბე­ქას ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, რო­მელ­საც დე­პუ­ტატ გიგი წე­რეთ­ლის ვაჟი, 23 წლის ნუგ­ზარ წე­რე­თე­ლი მარ­თავ­და. ნუგ­ზა­რი წვე­უ­ლე­ბი­დან მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბრუნ­დე­ბო­და. ცნო­ბი­ლია, რომ იგი ავ­ტო­მან­ქა­ნას ნას­ვა­მი მარ­თავ­და, თუმ­ცა იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ შეც­დო­მა ბა­ი­კერ­მაც და­უშ­ვა, ისიც და­იბ­ნა და სი­ტუ­ა­ცი­ის გა­კონ­ტრო­ლე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო. ბე­ქას ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­უ­ნიშ­ნავს და უც­დია, არი­დე­ბო­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­საც, თა­ვის მხრივ, თა­ვის არი­დე­ბა მო­უნ­დო­მე­ბია, მაგ­რამ დაბ­ნე­უ­ლან და ორი­ვე ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­სუ­ლა. შე­ჯა­ხე­ბას რამ­დე­ნი­მე მეტრზე გა­და­უს­ვრია ბექა სეხ­ნი­აშ­ვი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მას მუ­ზა­რა­დიც მოს­ძვრა და ხეს შე­ას­კდა...

სა­ბე­დის­წე­რო მო­ტო­ციკ­ლე­ტი ბე­ქას გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მო­უყ­ვა­ნეს. ამ ტრა­გე­დი­ას უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს. ბე­ქას­თან ერ­თად იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს მისი ბა­ი­კე­რი მე­გობ­რე­ბიც იყ­ვნენ. მათ შო­რის იყო მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნაც. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და და ტრა­გე­დია თა­ვი­დან ვერ აი­ცი­ლეს.

მომ­ხდარ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა, ჩა­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. გიგი წე­რეთ­ლის ვაჟი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის ოჯა­ხი მის და­კა­ვე­ბას არ ითხოვს, გა­მო­ძი­ე­ბას ელო­დე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის ერ­თა­დერ­თი ფაქ­ტი, როცა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ბა­ი­კე­რის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მიმ­დი­ნა­რე წელს, 5 თვე­ში, უკვე 6 ბა­ი­კე­რია და­ღუ­პუ­ლი. თით­ქმის ყვე­ლა­ნი 25 წლამ­დე ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, წელს, მა­ი­სის ჩათ­ვლით, 39 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, და­შავ­და 44 ადა­მი­ა­ნი. იყო ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა, როცა რუს­თა­ველ­ზე ფე­ხით მი­მა­ვალ ახალ­გაზ­რდა ქალს ბა­ი­კე­რი და­ე­ჯა­ხა და ქალი გარ­და­იც­ვა­ლა, ბა­ი­კე­რი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტა­რეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არც ეს მო­ტო­ციკ­ლის­ტი და­უ­კა­ვე­ბი­ათ, თუმ­ცა ამ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ შემ­თხვე­ვა­ში ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლემ და­არ­ღვია წე­სე­ბი, მაგ­რამ ნა­ად­რე­ვი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა ალ­ბათ მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. შე­ვე­ცა­დეთ, ამ ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლებ­ზე ბა­ი­კერ­თან გვე­სა­უბ­რა, მაგ­რამ მან კო­მენ­ტა­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს და გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს უსამ­ძიმ­რებს.

ცოტა ხნის წინ, კერ­ძოდ, 28 აპ­რი­ლი­დან 5 მა­ი­სის ჩათ­ვლით, თბი­ლი­სის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟებ­მა საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის მო­ტომფლო­ბე­ლებს სხვა­დას­ხვა სა­ხის ჯა­რი­მე­ბი გა­მო­უ­წე­რეს. უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. მძღოლ­თა შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ 85 მათ­განს არ ჰქონ­და მარ­თვის მოწ­მო­ბა, 12-ს შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის უფ­ლე­ბა, 5 ბა­ი­კე­რი კი მოძ­რა­ობ­და ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ასე­ვე ად­გი­ლი ჰქონ­და ტრან­სპორ­ტის გა­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ე­ლის მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას. მძღო­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბი­სას ასე­ვე დად­გინ­და, რომ 27 მათ­გა­ნი მოძ­რა­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის გან­თავ­სე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით, რაც კა­ნო­ნით დას­ჯა­დია და ით­ვა­ლის­წი­ნებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ჯა­რი­მე­ბას, ხოლო 13-ს სა­ნომ­რე ნი­შა­ნი შეც­ვლი­ლი ჰქონ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ბა­ი­კე­რე­ბი არ­ღვე­ვენ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სებს და გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებს ქმნი­ან, თუმ­ცა ამას არ ეთან­ხმე­ბი­ან თა­ვად მო­ტომფლო­ბე­ლე­ბი. მა­სობ­რი­ვი და­ჯა­რი­მე­ბე­ბის გამო მა­შინ აქ­ცი­ე­ბი გა­მარ­თეს და ეს ფაქ­ტე­ბი გა­აპ­რო­ტეს­ტეს. აქ­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მძღო­ლე­ბი ჯა­რი­მებს მა­ინც ვერ ას­ცდნენ.

მო­ტო­მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ვახო შენ­გე­ლია, მი­იჩ­ნევს, რომ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლე­ბის და­უ­დევ­რო­ბის გამო ხდე­ბა:

- მან­ქა­ნის მძღო­ლე­ბი მო­ტო­ციკლს არ აღიქ­ვა­მენ, რო­გორც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას. როცა ქუ­ჩა­ში გა­და­ად­გილ­დე­ბი და შენი გზაა, მან­ქა­ნის მძღო­ლე­ბი არ გით­მო­ბენ გზას და ეს შემ­დეგ სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გით მთავ­რდე­ბა. ამით იმის მტკი­ცე­ბას არ ვა­პი­რებ, რომ მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლე­ბი არ არ­ღვე­ვენ წე­სებს. მარ­თლაც ბევ­რი ახალ­ბე­და დაჯ­და მო­ტო­ზე და სიჩ­ქა­რეს ვე­ღარ აკონ­ტრო­ლებს, არ იცის, რო­გორ ია­როს, მაგ­რამ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. მო­ტო­ციკ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის ძალ­ზე სწრა­ფი სა­შუ­ა­ლე­ბაა. თბი­ლის­ში უმე­ტე­სად სპორტბა­ი­კე­ბი და­დის და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მან­ქა­ნის მძღო­ლებ­მა არ და­არ­ღვი­ონ წე­სე­ბი. ბოლო დროს გახ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გამო, გა­დავ­წყვი­ტეთ, ექ­სტრე­მალ­თა სპორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ამ და ჩვენ­მა კლუბ­მა ახა­ლი კამ­პა­ნია წა­მო­ვი­წყოთ სა­ხელ­წო­დე­ბით - "ფრთხი­ლად, ბა­ი­კი!"- რომ მან­ქა­ნის მძღო­ლებ­მა გა­ი­გონ - არ უნდა გა­და­უჭ­რან მო­ტო­ციკლს გზა, უკან არ უნდა აე­დევ­ნონ და მო­ე­პყრან ისე, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ ავ­ტო­მო­ბილს.

- ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ბა­ი­კე­რე­ბი არ­ღვე­ვენ მოძ­რა­ო­ბის წე­სებს. ამას არ ეთან­ხმე­ბით?

- სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მებს ვერ შე­ვა­ფა­სებ, მაგ­რამ ჩვე­ნი კლუ­ბის წევ­რებს რაც შემ­თხვე­ვე­ბი ჰქო­ნი­ათ, უმე­ტე­სად, მან­ქა­ნის მძღო­ლე­ბის და­უ­დევ­რო­ბის გამო. პი­რა­დად მე, 5-ჯერ ტაქ­სის მძღოლ­მა შე­მიქ­მნა ავა­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ გა­ვა­ჩე­რე ბა­ი­კი, რად­გან სწრა­ფად არ დავ­დი­ვარ.

- ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პულ ბექა სეხ­ნი­აშ­ვილს იც­ნობ­დით?

- ბექა ჩვე­ნი კლუ­ბის წევ­რი იყო. ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ, რომ ასე მოხ­და. ის ჩემი უმ­ცრო­სი მე­გო­ბა­რი იყო. საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რად ატა­რებ­და ბა­იკს. და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბა იყო, კარ­გი ახალ­გაზ­რდა. ვერ ვი­სა­უბ­რებ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და და­ვე­ლო­დე­ბით დას­კვნას.

ბა­ი­კე­რი გა­ი­ოზ მხე­ი­ძე კი 2000 წლი­დან მარ­თავს მო­ტო­ციკ­ლეტს და ამ­ბობს, რომ მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ეს გახ­ლავთ. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე, მას 50-ჯერ მო­უხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა.

გა­ი­ოზ მხე­ი­ძე:

- სულ ბა­ი­კით ვმოძ­რა­ობ, ეს ჩემ­თვის სიყ­ვა­რუ­ლიც არის, ცხოვ­რე­ბის სტი­ლიც, მაგ­რამ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა - გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა. ზამ­თა­რია თუ ზა­ფხუ­ლი, ყო­ველ­თვის ბა­ი­კით დავ­დი­ვარ, სხვა ტრან­სპორ­ტით არა­სო­დეს ვმგზავ­რობ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ვარ, 50-ჯერ მქონ­და საგ­ზაო შემ­თხვე­ვა. აქე­დან ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში, 25-ზე მეტი შემ­თხვე­ვა კი - სა­ქარ­თვე­ლო­ში. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ვი­ყა­ვი მარ­თა­ლი. მა­გა­ლი­თად, ბო­ლოს გმირ­თა მო­ე­დან­ზე ეს­ტა­კა­და­ზე ვმოძ­რა­ობ­დი და წე­სე­ბი და­ვარ­ღვიე. ამას ვა­ღი­ა­რებ. ჯიპს ახ­ლოს მივ­ყვე­ბო­დი, არ და­ვი­ცა­ვი დის­ტან­ცია, თურ­მე წინ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა იყო მომ­ხდა­რი და ჯიპ­მა რომ და­ა­მუხ­რუ­ჭა, ეს იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, და­მუხ­რუ­ჭე­ბა ვერ შევ­ძე­ლი და ცო­ტა­თი ავი­ხე­ხე გვერ­დე­ბი და ხე­ლე­ბი, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დავ­რჩით. დის­ტან­ცია ახლო იყო, ამი­ტომ მო­მი­წია ბა­ი­კის დაწ­ვე­ნა.

- ალ­ბათ ამ­დე­ნი შემ­თხვე­ვის დროს სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც მი­გი­ღი­ათ, ხომ?

- სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც მი­მი­ღია, ნეკ­ნე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი, ტვი­ნის შერ­ყე­ვა, და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი. არა­და, ვინც მიც­ნობს, ყვე­ლა ბა­ი­კე­რი გე­ტყვით ჩემ­ზე, რომ ვარ ძა­ლი­ან ფრთხი­ლი და მოძ­რა­ო­ბის წე­სებს ვი­ცავ. ჩემ­ნა­ი­რი ფრთხი­ლი ბა­ი­კე­რი 3-4 თუ და­დის თბი­ლის­ში, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რამ­დენ­ჯერ­მე დავ­შავ­დი. ბა­ი­კით მოძ­რა­ო­ბი­სას სწრა­ფი მუხ­რუ­ჭი და­უშ­ვე­ბე­ლია, ამი­ტომ დის­ტან­ცია უნდა და­იც­ვა. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა არის ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლე­ბის უყუ­რა­დღე­ბო­ბა. ისი­ნი ბა­ი­კე­რებს გვი­ყუ­რე­ბენ, რო­გორც ექ­სტრე­მალს, თვით­მკვლელს, თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბულ კა­მი­კა­ძეს, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში გა­მო­ვარ­და და სიკ­ვდილს ეძებს, მაგ­რამ ასე არ არის. ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლე­ბი არ იცა­ვენ წე­სებს და ამის გამო ვზა­რალ­დე­ბით. მა­შინ რთავს ციმ­ცი­მას, როცა მო­სახ­ვევ­თა­ნაა უკვე. ეს საფრ­თხეს გიქ­მნის. საფრ­თხეს გვიქ­მნი­ან ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი და ტაქ­სე­ბი. უაზ­როდ და­დი­ან, რო­გორც უნ­დათ, ისე კვე­თენ გზას და უხ­ვე­ვენ. ზო­გი­ერ­თი ახალ­გა­მომ­ცხვა­რი მძღო­ლი ბა­ი­კერს რომ და­ი­ნა­ხავს, "ეგონ­კა­ვე­ბა~. ძა­ლი­ან ცუ­დად და­ი­წყო წლე­ვან­დე­ლი წელი და ამას გან­ვიც­დით თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი. ტრა­გე­დია მოხ­და ვა­კე­ში, მთაწ­მინ­და­ზე, ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა 24 წლამ­დე ახალ­გაზ­რდაა და­ღუ­პუ­ლი. ჩემ­თვის რომ ეკი­თხათ, უფრო გავზრდი­დი მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის ასაკს. ჩვენ­თან 24 წლის თუ ხარ და გაქვს მარ­თვის "ა"კა­ტე­გო­რი­ის მოწ­მო­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ბა­ი­კი შე­გიძ­ლია შე­ი­ძი­ნო და იარო. ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს ვუ­სამ­ძიმ­რებ და ყვე­ლა მო­ტომფლო­ბელს ვურ­ჩევ, არ იჩ­ქა­რონ, და­იც­ვან მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ბაიკერებს ისე გვიყურებენ, როგორც თვითმკვლელებს"

"ბაიკერებს ისე გვიყურებენ, როგორც თვითმკვლელებს"

რამდენიმე დღის წინ, თბილისში, მთაწმინდაზე მომხდარ ტრაგედიას 21 წლის ბაიკერის, ბექა სეხნიაშვილის სიცოცხლე შეეწირა. მოტოციკლით მიმავალ ბექას ავტომანქანა დაეჯახა, რომელსაც დეპუტატ გიგი წერეთლის ვაჟი, 23 წლის ნუგზარ წერეთელი მართავდა. ნუგზარი წვეულებიდან მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა. ცნობილია, რომ იგი ავტომანქანას ნასვამი მართავდა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ შეცდომა ბაიკერმაც დაუშვა, ისიც დაიბნა და სიტუაციის გაკონტროლება ვეღარ შეძლო. ბექას ავტომობილი შეუნიშნავს და უცდია, არიდებოდა. ავტომობილის მძღოლსაც, თავის მხრივ, თავის არიდება მოუნდომებია, მაგრამ დაბნეულან და ორივე ერთი მიმართულებით გადასულა. შეჯახებას რამდენიმე მეტრზე გადაუსვრია ბექა სეხნიაშვილი. სამწუხაროდ, მას მუზარადიც მოსძვრა და ხეს შეასკდა...

საბედისწერო მოტოციკლეტი ბექას გერმანიიდან ჩამოუყვანეს. ამ ტრაგედიას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ბექასთან ერთად იმ საბედისწერო დღეს მისი ბაიკერი მეგობრებიც იყვნენ. მათ შორის იყო მისი შეყვარებული გოგონაც. სამწუხაროდ, ყველაფერი წამებში მოხდა და ტრაგედია თავიდან ვერ აიცილეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჩატარდა ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება. გიგი წერეთლის ვაჟი სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ. როგორც ამბობენ, გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი მის დაკავებას არ ითხოვს, გამოძიებას ელოდება.

სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი ფაქტი, როცა ავტოსაგზაო შემთხვევას ბაიკერის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიმდინარე წელს, 5 თვეში, უკვე 6 ბაიკერია დაღუპული. თითქმის ყველანი 25 წლამდე ახალგაზრდები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, წელს, მაისის ჩათვლით, 39 შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავდა 44 ადამიანი. იყო ტრაგიკული შემთხვევა, როცა რუსთაველზე ფეხით მიმავალ ახალგაზრდა ქალს ბაიკერი დაეჯახა და ქალი გარდაიცვალა, ბაიკერი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს. სამართალდამცავებს არც ეს მოტოციკლისტი დაუკავებიათ, თუმცა ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ფეხით მოსიარულემ დაარღვია წესები, მაგრამ ნაადრევი დასკვნების გაკეთება ალბათ მიზანშეწონილი არ არის. შევეცადეთ, ამ ტრაგედიის დეტალებზე ბაიკერთან გვესაუბრა, მაგრამ მან კომენტარისგან თავი შეიკავა. გამოძიების დასრულებამდე დეტალებზე არ საუბრობს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

ცოტა ხნის წინ, კერძოდ, 28 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, თბილისის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მოტომფლობელებს სხვადასხვა სახის ჯარიმები გამოუწერეს. უამრავი დარღვევა გამოვლინდა. მძღოლთა შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 85 მათგანს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, 12-ს შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლება, 5 ბაიკერი კი მოძრაობდა ნასვამ მდგომარეობაში, ასევე ადგილი ჰქონდა ტრანსპორტის გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. მძღოლების შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ 27 მათგანი მოძრაობდა სახელმწიფო სანომრე ნიშნების განთავსების წესების დარღვევით, რაც კანონით დასჯადია და ითვალისწინებს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას, ხოლო 13-ს სანომრე ნიშანი შეცვლილი ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ბაიკერები არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს და გადაადგილებისას ავარიულ სიტუაციებს ქმნიან, თუმცა ამას არ ეთანხმებიან თავად მოტომფლობელები. მასობრივი დაჯარიმებების გამო მაშინ აქციები გამართეს და ეს ფაქტები გააპროტესტეს. აქციების მიუხედავად, მძღოლები ჯარიმებს მაინც ვერ ასცდნენ.

მოტომოყვარულთა კლუბის დამფუძნებელი, ვახო შენგელია, მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა ავტომანქანის მძღოლების დაუდევრობის გამო ხდება:

- მანქანის მძღოლები მოტოციკლს არ აღიქვამენ, როგორც სატრანსპორტო საშუალებას. როცა ქუჩაში გადაადგილდები და შენი გზაა, მანქანის მძღოლები არ გითმობენ გზას და ეს შემდეგ სავალალო შედეგით მთავრდება. ამით იმის მტკიცებას არ ვაპირებ, რომ მოტოციკლის მძღოლები არ არღვევენ წესებს. მართლაც ბევრი ახალბედა დაჯდა მოტოზე და სიჩქარეს ვეღარ აკონტროლებს, არ იცის, როგორ იაროს, მაგრამ მთავარი პრობლემა ავტომანქანის მძღოლების დამოკიდებულებაა. მოტოციკლი გადაადგილების ძალზე სწრაფი საშუალებაა. თბილისში უმეტესად სპორტბაიკები დადის და აუცილებელია, მანქანის მძღოლებმა არ დაარღვიონ წესები. ბოლო დროს გახშირებული შემთხვევების გამო, გადავწყვიტეთ, ექსტრემალთა სპორტის ფედერაციამ და ჩვენმა კლუბმა ახალი კამპანია წამოვიწყოთ სახელწოდებით - "ფრთხილად, ბაიკი!"- რომ მანქანის მძღოლებმა გაიგონ - არ უნდა გადაუჭრან მოტოციკლს გზა, უკან არ უნდა აედევნონ და მოეპყრან ისე, როგორც ჩვეულებრივ ავტომობილს.

- შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ბაიკერები არღვევენ მოძრაობის წესებს. ამას არ ეთანხმებით?

- სამინისტროს მონაცემებს ვერ შევაფასებ, მაგრამ ჩვენი კლუბის წევრებს რაც შემთხვევები ჰქონიათ, უმეტესად, მანქანის მძღოლების დაუდევრობის გამო. პირადად მე, 5-ჯერ ტაქსის მძღოლმა შემიქმნა ავარიული სიტუაცია, მაგრამ გავაჩერე ბაიკი, რადგან სწრაფად არ დავდივარ.

- ტრაგიკულად დაღუპულ ბექა სეხნიაშვილს იცნობდით?

- ბექა ჩვენი კლუბის წევრი იყო. ძალიან ვწუხვართ, რომ ასე მოხდა. ის ჩემი უმცროსი მეგობარი იყო. საკმაოდ ნორმალურად ატარებდა ბაიკს. დადებითი პიროვნება იყო, კარგი ახალგაზრდა. ვერ ვისაუბრებ მომხდარის დეტალებზე. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდებით დასკვნას.

ბაიკერი გაიოზ მხეიძე კი 2000 წლიდან მართავს მოტოციკლეტს და ამბობს, რომ მისი გადაადგილების ერთადერთი საშუალება ეს გახლავთ. ამ დროის მანძილზე, მას 50-ჯერ მოუხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.

გაიოზ მხეიძე:

- სულ ბაიკით ვმოძრაობ, ეს ჩემთვის სიყვარულიც არის, ცხოვრების სტილიც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა - გადაადგილების საშუალებაა. ზამთარია თუ ზაფხული, ყოველთვის ბაიკით დავდივარ, სხვა ტრანსპორტით არასოდეს ვმგზავრობ. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ფრთხილი ვარ, 50-ჯერ მქონდა საგზაო შემთხვევა. აქედან ნაწილი უკრაინაში, 25-ზე მეტი შემთხვევა კი - საქართველოში. ზოგიერთ შემთხვევაში არ ვიყავი მართალი. მაგალითად, ბოლოს გმირთა მოედანზე ესტაკადაზე ვმოძრაობდი და წესები დავარღვიე. ამას ვაღიარებ. ჯიპს ახლოს მივყვებოდი, არ დავიცავი დისტანცია, თურმე წინ ავტოსაგზაო შემთხვევა იყო მომხდარი და ჯიპმა რომ დაამუხრუჭა, ეს იმდენად მოულოდნელი იყო, დამუხრუჭება ვერ შევძელი და ცოტათი ავიხეხე გვერდები და ხელები, მაგრამ საბედნიეროდ, გადავრჩით. დისტანცია ახლო იყო, ამიტომ მომიწია ბაიკის დაწვენა.

- ალბათ ამდენი შემთხვევის დროს სერიოზული დაზიანებებიც მიგიღიათ, ხომ?

- სერიოზული დაზიანებებიც მიმიღია, ნეკნების მოტეხილობები, ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები. არადა, ვინც მიცნობს, ყველა ბაიკერი გეტყვით ჩემზე, რომ ვარ ძალიან ფრთხილი და მოძრაობის წესებს ვიცავ. ჩემნაირი ფრთხილი ბაიკერი 3-4 თუ დადის თბილისში, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენჯერმე დავშავდი. ბაიკით მოძრაობისას სწრაფი მუხრუჭი დაუშვებელია, ამიტომ დისტანცია უნდა დაიცვა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ავტომანქანის მძღოლების უყურადღებობა. ისინი ბაიკერებს გვიყურებენ, როგორც ექსტრემალს, თვითმკვლელს, თავზე ხელაღებულ კამიკაძეს, რომელიც ქუჩაში გამოვარდა და სიკვდილს ეძებს, მაგრამ ასე არ არის. ავტომანქანის მძღოლები არ იცავენ წესებს და ამის გამო ვზარალდებით. მაშინ რთავს ციმციმას, როცა მოსახვევთანაა უკვე. ეს საფრთხეს გიქმნის. საფრთხეს გვიქმნიან ყვითელი მიკროავტობუსები და ტაქსები. უაზროდ დადიან, როგორც უნდათ, ისე კვეთენ გზას და უხვევენ. ზოგიერთი ახალგამომცხვარი მძღოლი ბაიკერს რომ დაინახავს, "ეგონკავება~. ძალიან ცუდად დაიწყო წლევანდელი წელი და ამას განვიცდით თითოეული ჩვენგანი. ტრაგედია მოხდა ვაკეში, მთაწმინდაზე, ბათუმსა და ქუთაისში. სამწუხაროდ, ყველა 24 წლამდე ახალგაზრდაა დაღუპული. ჩემთვის რომ ეკითხათ, უფრო გავზრდიდი მართვის მოწმობის აღების ასაკს. ჩვენთან 24 წლის თუ ხარ და გაქვს მართვის "ა"კატეგორიის მოწმობა, ნებისმიერი ბაიკი შეგიძლია შეიძინო და იარო. ყველა გარდაცვლილის ოჯახს ვუსამძიმრებ და ყველა მოტომფლობელს ვურჩევ, არ იჩქარონ, დაიცვან მოძრაობის წესები.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია