მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯენიფერ ენისტონი ფეხმძიმედაა?
ჯენიფერ ენისტონი ფეხმძიმედაა?

ნიუ-იორკში კო­მე­დი­ის - "ჩვენ მი­ლე­რე­ბი ვართ" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა. სა­ღა­მოს მთა­ვა­რი ვარ­სკვლა­ვი ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნი იყო, რო­მე­ლიც სუ­რათ­ში სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვის როლს ას­რუ­ლებს. მსა­ხი­ო­ბი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ბად­რიჯ­ნის­ფე­რი კა­ბით პო­ზი­რებ­და. დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა კი მის­მა გაზ­რდილ­მა მუ­ცელ­მა მი­ი­პყრო, რო­მე­ლიც კა­ბის ქვეშ საკ­მა­ოდ გა­მო­იკ­ვე­თა.

ჭო­რე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ჯენ­ფე­რი ორ­სუ­ლა­დაა, მთე­ლი თვეა ვრცელ­დე­ბა. თა­ვად მსა­ხი­ო­ბი მათ უარ­ყოფს, მაგ­რამ ჯე­ნი­ფე­რის მუ­ცე­ლი სა­პი­რის­პი­რო­ზე მე­ტყვე­ლებს.

ამ­ჟა­მად ენის­ტო­ნი მსა­ხი­ობ ჯას­ტინ ტა­რუს ხვდე­ბა. საქმრო მას პრე­მი­ე­რა­ზეც ახ­ლდა, მაგ­რამ წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე პო­ზი­რე­ბას მო­ე­რი­და, სა­მა­გი­ე­როდ სა­ცო­ლეს პრე­მი­ე­რის შემ­დგომ წვე­უ­ლე­ბა­ზე შე­უ­ერ­თდა.

ახ­ლა­ხან ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჯე­ნი­ფერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ იგი და ჯას­ტი­ნი ქორ­წი­ნე­ბას არ ჩქა­რო­ბენ, რად­გან ამის გა­რე­შეც თავს მე­უღ­ლე­ე­ბად გრძნო­ბენ. მსა­ხი­ობ­მა ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ ტერუ კარ­გი მამა იქ­ნე­ბა.

"ვგრძნობ, რომ ჯას­ტინს მშობ­ლის ინ­სტინ­ქტი აქვს. ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში თავ­ზე მშობ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის აღე­ბა და უმ­ცროს ძმა სე­ბას­ტი­ან­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა მო­უ­წია. ვფიქ­რობ, რო­დე­საც ადა­მი­ანს ამ ასაკ­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა უწევს, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ასე­თად რჩე­ბა",- გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია eg.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ჯენიფერ ენისტონი ფეხმძიმედაა?

ჯენიფერ ენისტონი ფეხმძიმედაა?

ნიუ-იორკში კომედიის - "ჩვენ მილერები ვართ" პრემიერა გაიმართა. საღამოს მთავარი ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი იყო, რომელიც სურათში სტრიპტიზის მოცეკვავის როლს ასრულებს. მსახიობი წითელ ხალიჩაზე ბადრიჯნისფერი კაბით პოზირებდა. დამსწრე საზოგადოების ყურადღება კი მისმა გაზრდილმა მუცელმა მიიპყრო, რომელიც კაბის ქვეშ საკმაოდ გამოიკვეთა.

ჭორები იმის შესახებ, რომ ჯენფერი ორსულადაა, მთელი თვეა ვრცელდება. თავად მსახიობი მათ უარყოფს, მაგრამ ჯენიფერის მუცელი საპირისპიროზე მეტყველებს.

ამჟამად ენისტონი მსახიობ ჯასტინ ტარუს ხვდება. საქმრო მას პრემიერაზეც ახლდა, მაგრამ წითელ ხალიჩაზე პოზირებას მოერიდა, სამაგიეროდ საცოლეს პრემიერის შემდგომ წვეულებაზე შეუერთდა.

ახლახან ერთ-ერთ ინტერვიუში ჯენიფერმა აღნიშნა, რომ იგი და ჯასტინი ქორწინებას არ ჩქარობენ, რადგან ამის გარეშეც თავს მეუღლეებად გრძნობენ. მსახიობმა ასევე დასძინა, რომ ტერუ კარგი მამა იქნება.

"ვგრძნობ, რომ ჯასტინს მშობლის ინსტინქტი აქვს. ჯერ კიდევ ბავშვობაში თავზე მშობლის მოვალეობის აღება და უმცროს ძმა სებასტიანზე მზრუნველობა მოუწია. ვფიქრობ, როდესაც ადამიანს ამ ასაკში პასუხისმგებლობის აღება უწევს, სიცოცხლის ბოლომდე ასეთად რჩება",- განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება