მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფია სებისკვერაძის ოცნება
სოფია სებისკვერაძის ოცნება

მსა­ხი­ო­ბი სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე დას­ვე­ნე­ბა­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დელ ამ­ბებს იხ­სე­ნებს. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუ­თხით სი­ახ­ლე­ე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით, არ აქვს და რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, ერთ-ერთ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბას ალ­ბათ, სექ­ტემ­ბრის­თვის და­ი­წყებს, მა­ნამ­დე კი წინ ცხე­ლი აგ­ვის­ტო და სა­ვა­რა­უ­დოდ, აჭა­რა­ში დას­ვე­ნე­ბა ელის...

ზღვა, ნამ­ზე­უ­რი და გარ­თო­ბა

- სა­ერ­თოდ, დას­ვე­ნე­ბა ზღვა­ზე მირ­ჩევ­ნია, მაგ­რამ მთა­ში ყოფ­ნა­საც თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი აქვს. ბავ­შვო­ბის შემ­დეგ, მთა­ში არც და­მის­ვე­ნია... ადრე სა­ზღვარ­გა­რე­თის კუ­რორ­ტებ­ზეც დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, შავ­ზღვის­პი­რეთს, ძი­რი­თა­დად, ბა­თუმ­სა და კვა­რი­ათს ვსტუმ­რობ, ზოგ­ჯერ - გო­ნი­ოს. ჯერ­ჯე­რო­ბით, სხვა­გან დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს. პლაჟ­ზე წოლა და გა­რუ­ჯვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ იმის გამო, რომ თეთ­რი კანი მაქვს, სა­სურ­ვე­ლი ფე­რის მი­სა­ღე­ბად მზის გულ­ზე წოლა დიდ­ხანს მი­წევს და ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ზღვა­ზე მთე­ლი თვით მივ­დი­ვარ ხოლ­მე. რო­გორც ყო­ველ­თვის, წელ­საც შვილ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­ვალ. როცა ბევ­რნი ვართ, კარ­გად ვერ­თო­ბით. ჩემი შვი­ლი - მარი ჩემ გა­რე­შე და­სას­ვე­ნებ­ლად ჯერ არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ახლა მა­მას­თან ერ­თად, სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებს გამ­გზავ­რე­ბას.

სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი

- ზღვა­ზე წა­სას­ვლე­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ვემ­ზა­დე­ბი. ხში­რად, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმს მე და მარი უცხო­უ­რი სა­ი­ტე­ბი­და­ნაც ვი­წერთ ხოლ­მე. შო­პინ­გი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მით უმე­ტეს - სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­დაც არ­ჩე­ვა­ნიც მე­ტია და ფა­სე­ბიც - მი­სა­ღე­ბი.

გა­მორ­ჩე­უ­ლი ზა­ფხუ­ლი

- პა­ტა­რა­ო­ბი­სას უფრო ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ­დი, ვიდ­რე - ახლა. ამ მხრივ, აქ­ტი­უ­რი ბავ­შვო­ბა მქონ­და, სულ სა­დღაც ვი­ყა­ვი. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­ბა­ლე­ტო დას­ში ვცეკ­ვავ­დი და გას­ტრო­ლებ­ზე ხში­რად დავ­დი­ო­დით, მათ შო­რის, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში - საფ­რან­გეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში; ბულ­გა­რეთ­სა და თურ­ქეთ­ში კი უამ­რავ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი. ყვე­ლა­ზე კარ­გად ის­რა­ე­ლი მახ­სენ­დე­ბა: იქ ორი კვი­რით ვი­ყა­ვით, ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­მარ­ჯვეთ და და­მა­ტე­ბით ორი კვი­რით დაგვტო­ვეს. ფეს­ტი­ვა­ლის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ქა­ლა­ქი იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნით, კულ­ტუ­რის გაც­ვლა-გა­მოც­ვლა ხდე­ბო­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი და­დე­ბი­თად და­მა­მახ­სოვ­რდა. მა­შინ სულ რა­ღაც, 16-17 წლის გახ­ლდით. ჩვენ კონ­ცერ­ტე­ბის შემ­დეგ სად­მე მივ­დი­ო­დით და დი­ლამ­დე ვერ­თო­ბო­დით ხოლ­მე.

გო­გო­ნე­ბის ოი­ნე­ბი და კლუ­ბუ­რი გარ­თო­ბა

- თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას ჯგუფ­ში - "სუ­პერ­გო­გო­ნე­ბი" ვმღე­რო­დი. ჩვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზურა მახ­ნი­აშ­ვი­ლი იყო. ტურ­ნეც გვქონ­და - თურ­ქე­თის რამ­დე­ნი­მე სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ­ში კონ­ცერ­ტე­ბი გავ­მარ­თეთ და სხვა­თა შო­რის, მა­შინ თიკა ფა­ცა­ცი­აც ჩვენ გვერ­დით იყო. იმ პე­რი­ოდ­ში 13-14 წლი­სე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით და ასა­კის გამო, კლუ­ბებ­ში არ გვიშ­ვებ­დნენ. ჰოდა, ერთ დღეს ისე გა­მო­ვიპ­რან­ჭეთ, ვე­რა­ვინ მიხ­ვდე­ბო­და, ბავ­შვე­ბი რომ ვი­ყა­ვით და კლუბ­ში შეგ­ვიშ­ვეს (იცი­ნის). მა­გა­რი დრო გა­ვა­ტა­რეთ, კარ­გად გა­ვერ­თეთ, მერე კი სას­ტუმ­რო­ში ჩუ­მად შე­ვი­პა­რეთ. ზუ­რას რომ გა­ე­გო, სა­დღაც გა­ვი­პა­რეთ, გაგ­ვიბ­რაზ­დე­ბო­და.

უც­ნა­უ­რი "ჰობი"

- არას­დროს ვყო­ფილ­ვარ მავ­ნე ბავ­შვი და ვფიქ­რობ, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ასე­თი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი (იცი­ნის). გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი გახ­ლდით და რო­გორც დედა მიყ­ვე­ბა, ცო­ტას ვლა­პა­რა­კობ­დი. წიგ­ნე­ბის კი­თხვა მიყ­ვარ­და, ყო­ველ­თვის ასა­კით უფ­რო­სებ­თან ვმე­გობ­რობ­დი და მათ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავ­დი ამა თუ იმ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებს, მუ­სი­კას, ფილ­მს და ა.შ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე­გობ­რებს ყო­ველ­თვის სწო­რად ვირ­ჩევ­დი. ადა­მი­ა­ნებ­ზე, ბუ­ნე­ბა­სა და ცხო­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა მიყ­ვარ­და და ეს ჩვე­ვა დღემ­დე გა­მომ­ყვა. შე­მიძ­ლია, ქუ­ჩა­ში ვი­სე­ირ­ნო ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მხო­ლოდ იმი­ტომ ავი­დე, რომ ადა­მი­ა­ნებს და­ვაკ­ვირ­დე - ჩემ­თვის ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. შე­საძ­ლოა, ასეთ დროს და­ვით­რგუ­ნო კი­დეც, რად­გან ბევრ გა­ტან­ჯულ, მო­ღუ­შულ სა­ხეს ვა­წყდე­ბი, უფრო მე­ტიც - ზოგი გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლია... სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ისე­თი ცხოვ­რე­ბა, რომ ხალ­ხმა ბედ­ნი­ე­რი და ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხით ია­როს.

დი­ჟო­ნი და გა­სა­ო­ცა­რი ფრან­გე­ბი

- სხვა­თა შო­რის, ჩვენ­მა სა­ბა­ლე­ტო დას­მა იქა­ურ ფეს­ტი­ვალ­ზეც გა­ი­მარ­ჯვა. ჰოდა, ისე მოხ­და, რომ ერთი ფო­ტოგ­რა­ფი რა­ტომ­ღაც, მე გა­და­მე­კი­და და ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლე­ბი სავ­სე იყო ჩემი ფო­ტო­ე­ბით. ერთხელ, სხვა ფო­ტოგ­რა­ფი გო­გო­ნებს გა­სახ­დელ­ში შე­მოგ­ვი­ვარ­და და ნა­ხევ­რად შიშ­ვლე­ბი გა­დაგ­ვი­ღო. ვნატ­რობ­დით, - ნე­ტავ, არ და­ი­ბეჭ­დო­სო, მაგ­რამ გა­მო­ვი­და ნო­მე­რი, სა­დაც ჩვენ მხო­ლოდ ბი­უს­ტჰალ­ტე­რებ­სა და ფეხ­საც­მე­ლებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მახ­სოვს, მა­შინ ბევ­რი ვი­ტი­რე, მაგ­რამ ახლა ამა­ზე მე­ცი­ნე­ბა. ის ჟურ­ნა­ლე­ბი ჩა­მო­ვი­ტა­ნე და შე­ნა­ხუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ მერე ბინა შე­ვიც­ვა­ლე და სა­დღაც და­მე­კარ­გა, ამის გამო გული ძა­ლი­ან მწყდე­ბა... ყვე­ლა­ზე მე­ტად საფ­რან­გეთ­ში იმან გა­მა­ო­ცა, რომ ქუ­ჩა­ში ყვე­ლას მო­ღი­მა­რი, ბედ­ნი­ე­რი სახე ჰქონ­და, კომ­პლი­მენტს გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რაც ცხა­დია, ძალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო იყო და ეს ემო­ცია დღემ­დე მომ­ყვე­ბა. თბი­ლის­ში ვინ­მეს უმი­ზე­ზოდ რომ გა­უ­ღი­მო, შე­იძ­ლე­ბა, საყ­ვე­დუ­რიც გი­თხრას ან გი­ჟად ჩაგ­თვა­ლოს. ვი­სურ­ვებ­დი, ისე­თი ცხოვ­რე­ბა გვქო­ნო­დეს, რომ ერ­თმა­ნე­თის მო­ღუ­შუ­ლი სახე აღარ დაგ­ვე­ნახ­ვოს. პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლას გვაქვს, მაგ­რამ მა­ინც ჯო­ბია, ხში­რად გა­ვი­ღი­მოთ, რად­გან ღი­მი­ლით ბევ­რად მეტ და­დე­ბით ენერ­გი­ას გა­დავ­ცემთ ერ­თმა­ნეთს. მინ­და, ეს ზა­ფხუ­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო იყოს ჩემ­თვი­საც და სხვე­ბის­თვი­საც, ამი­ტომ ყვე­ლას ბედ­ნი­ერ დას­ვე­ნე­ბას გი­სურ­ვებთ!

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სოფია სებისკვერაძის ოცნება

სოფია სებისკვერაძის ოცნება

მსახიობი სოფია სებისკვერაძე დასვენებასა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ ბავშვობის დროინდელ ამბებს იხსენებს. შემოქმედებითი კუთხით სიახლეები ჯერჯერობით, არ აქვს და როგორც აღნიშნავს, ერთ-ერთ საინტერესო პროექტზე მუშაობას ალბათ, სექტემბრისთვის დაიწყებს, მანამდე კი წინ ცხელი აგვისტო და სავარაუდოდ, აჭარაში დასვენება ელის...

ზღვა, ნამზეური და გართობა

- საერთოდ, დასვენება ზღვაზე მირჩევნია, მაგრამ მთაში ყოფნასაც თავისებური ხიბლი აქვს. ბავშვობის შემდეგ, მთაში არც დამისვენია... ადრე საზღვარგარეთის კურორტებზეც დავდიოდი, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, შავზღვისპირეთს, ძირითადად, ბათუმსა და კვარიათს ვსტუმრობ, ზოგჯერ - გონიოს. ჯერჯერობით, სხვაგან დასვენების საშუალება არ მაქვს. პლაჟზე წოლა და გარუჯვა ძალიან მიყვარს, მაგრამ იმის გამო, რომ თეთრი კანი მაქვს, სასურველი ფერის მისაღებად მზის გულზე წოლა დიდხანს მიწევს და ამის გათვალისწინებით, ზღვაზე მთელი თვით მივდივარ ხოლმე. როგორც ყოველთვის, წელსაც შვილთან და მეგობრებთან ერთად წავალ. როცა ბევრნი ვართ, კარგად ვერთობით. ჩემი შვილი - მარი ჩემ გარეშე დასასვენებლად ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ახლა მამასთან ერთად, საზღვარგარეთ აპირებს გამგზავრებას.

საცურაო კოსტიუმი

- ზღვაზე წასასვლელად განსაკუთრებულად არ ვემზადები. ხშირად, საცურაო კოსტიუმს მე და მარი უცხოური საიტებიდანაც ვიწერთ ხოლმე. შოპინგი ძალიან მიყვარს, მით უმეტეს - საზღვარგარეთ, სადაც არჩევანიც მეტია და ფასებიც - მისაღები.

გამორჩეული ზაფხული

- პატარაობისას უფრო ბევრს ვმოგზაურობდი, ვიდრე - ახლა. ამ მხრივ, აქტიური ბავშვობა მქონდა, სულ სადღაც ვიყავი. სკოლის პერიოდში ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საბალეტო დასში ვცეკვავდი და გასტროლებზე ხშირად დავდიოდით, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში - საფრანგეთში, საბერძნეთში; ბულგარეთსა და თურქეთში კი უამრავჯერ ვარ ნამყოფი. ყველაზე კარგად ისრაელი მახსენდება: იქ ორი კვირით ვიყავით, ფესტივალზე გავიმარჯვეთ და დამატებით ორი კვირით დაგვტოვეს. ფესტივალისთვის სპეციალური ქალაქი იყო გაშენებული. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, კულტურის გაცვლა-გამოცვლა ხდებოდა და ეს ყველაფერი დადებითად დამამახსოვრდა. მაშინ სულ რაღაც, 16-17 წლის გახლდით. ჩვენ კონცერტების შემდეგ სადმე მივდიოდით და დილამდე ვერთობოდით ხოლმე.

გოგონების ოინები და კლუბური გართობა

- თინეიჯერობისას ჯგუფში - "სუპერგოგონები" ვმღეროდი. ჩვენი ხელმძღვანელი ზურა მახნიაშვილი იყო. ტურნეც გვქონდა - თურქეთის რამდენიმე საკურორტო ქალაქში კონცერტები გავმართეთ და სხვათა შორის, მაშინ თიკა ფაცაციაც ჩვენ გვერდით იყო. იმ პერიოდში 13-14 წლისები ვიქნებოდით და ასაკის გამო, კლუბებში არ გვიშვებდნენ. ჰოდა, ერთ დღეს ისე გამოვიპრანჭეთ, ვერავინ მიხვდებოდა, ბავშვები რომ ვიყავით და კლუბში შეგვიშვეს (იცინის). მაგარი დრო გავატარეთ, კარგად გავერთეთ, მერე კი სასტუმროში ჩუმად შევიპარეთ. ზურას რომ გაეგო, სადღაც გავიპარეთ, გაგვიბრაზდებოდა.

უცნაური "ჰობი"

- არასდროს ვყოფილვარ მავნე ბავშვი და ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ასეთი რომ ვყოფილიყავი (იცინის). გულჩათხრობილი გახლდით და როგორც დედა მიყვება, ცოტას ვლაპარაკობდი. წიგნების კითხვა მიყვარდა, ყოველთვის ასაკით უფროსებთან ვმეგობრობდი და მათთან ერთად განვიხილავდი ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს, მუსიკას, ფილმს და ა.შ. საბედნიეროდ, მეგობრებს ყოველთვის სწორად ვირჩევდი. ადამიანებზე, ბუნებასა და ცხოველებზე დაკვირვება მიყვარდა და ეს ჩვევა დღემდე გამომყვა. შემიძლია, ქუჩაში ვისეირნო ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხოლოდ იმიტომ ავიდე, რომ ადამიანებს დავაკვირდე - ჩემთვის ეს პროცესი ძალიან საინტერესოა. შესაძლოა, ასეთ დროს დავითრგუნო კიდეც, რადგან ბევრ გატანჯულ, მოღუშულ სახეს ვაწყდები, უფრო მეტიც - ზოგი გაბოროტებულია... სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არის ისეთი ცხოვრება, რომ ხალხმა ბედნიერი და ღიმილიანი სახით იაროს.

დიჟონი და გასაოცარი ფრანგები

- სხვათა შორის, ჩვენმა საბალეტო დასმა იქაურ ფესტივალზეც გაიმარჯვა. ჰოდა, ისე მოხდა, რომ ერთი ფოტოგრაფი რატომღაც, მე გადამეკიდა და ადგილობრივი ჟურნალები სავსე იყო ჩემი ფოტოებით. ერთხელ, სხვა ფოტოგრაფი გოგონებს გასახდელში შემოგვივარდა და ნახევრად შიშვლები გადაგვიღო. ვნატრობდით, - ნეტავ, არ დაიბეჭდოსო, მაგრამ გამოვიდა ნომერი, სადაც ჩვენ მხოლოდ ბიუსტჰალტერებსა და ფეხსაცმელებში გამოწყობილები ვიყავით. მახსოვს, მაშინ ბევრი ვიტირე, მაგრამ ახლა ამაზე მეცინება. ის ჟურნალები ჩამოვიტანე და შენახული მქონდა, მაგრამ მერე ბინა შევიცვალე და სადღაც დამეკარგა, ამის გამო გული ძალიან მწყდება... ყველაზე მეტად საფრანგეთში იმან გამაოცა, რომ ქუჩაში ყველას მოღიმარი, ბედნიერი სახე ჰქონდა, კომპლიმენტს გვეუბნებოდნენ, რაც ცხადია, ძალზე სასიამოვნო იყო და ეს ემოცია დღემდე მომყვება. თბილისში ვინმეს უმიზეზოდ რომ გაუღიმო, შეიძლება, საყვედურიც გითხრას ან გიჟად ჩაგთვალოს. ვისურვებდი, ისეთი ცხოვრება გვქონოდეს, რომ ერთმანეთის მოღუშული სახე აღარ დაგვენახვოს. პრობლემები ყველას გვაქვს, მაგრამ მაინც ჯობია, ხშირად გავიღიმოთ, რადგან ღიმილით ბევრად მეტ დადებით ენერგიას გადავცემთ ერთმანეთს. მინდა, ეს ზაფხული სასიამოვნო იყოს ჩემთვისაც და სხვებისთვისაც, ამიტომ ყველას ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება