სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიკო ლეჟავას დიეტა და საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტი
მარიკო ლეჟავას დიეტა და საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტი

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ფი­ნა­ლის­ტი - მა­რი­კო ლეჟა­ვა თმას 12 წლი­დან იღე­ბავს. უყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მუქი ფე­რის ტუჩ­სა­ცხი და ნამ­ზე­უ­რი. ახალ­ბე­და მომ­ღე­რა­ლი ფიქ­რობს, რომ მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმის­თვის, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე.

- რო­გორ სტილს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას - სპორ­ტულს თუ კლა­სი­კურს?

- ორი­ვე სტი­ლის სა­მოსს ვიც­ვამ. კა­ბაც მიყ­ვარს და შარ­ვა­ლიც. დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის სცე­ნა­ზე თით­ქმის ყო­ველ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი თავს, რად­გან მეც­ვა ის, რაც მიხ­დე­ბო­და და მომ­წონ­და; მხო­ლოდ ერთხელ, ბი­ონ­სეს სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას ჩა­მაც­ვეს კლა­სი­კუ­რი კაბა, რო­მე­ლიც მიხ­დე­ბო­და, მაგ­რამ მე დი­დად არ მომ­წონ­და.

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღი­უ­რად იკე­თებ?

- მკვეთრ მა­კი­აჟს არ ვი­კე­თებ. ყო­ველ­დღი­უ­რად ტო­ნა­ლურ კრემს ვის­ვამ. ტუჩ­სა­ცხიც მიყ­ვარს, ოღონდ - რაც შე­იძ­ლე­ბა მუქი. შავგვრე­მა­ნი ვარ და ვფიქ­რობ, მიხ­დე­ბა.

- სა­კუ­თარ თავ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა გიყ­ვარს?

- კი, ძა­ლი­ან. თმის შე­ღებ­ვა ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა. ბუ­ნებ­რი­ვად მუქი შავი თმა მაქვს. 12 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად ყა­ვის­ფრად რომ შე­ვი­ღე­ბე, მას მერე კი ხან ქერა ვი­ყა­ვი, ხან - წი­თუ­რი, ხა­ნაც მე­ლი­რე­ბას ვი­კე­თებ­დი. ამ­დენ­მა შე­ღებ­ვამ თმის ხა­რის­ხი გა­მი­ფუ­ჭა... ყო­ველ­თვის გრძელ ვარ­ცხნი­ლო­ბას ვა­ტა­რებ, რად­გან მოკ­ლე არ მიხ­დე­ბა. თუმ­ცა, ახლა თმის სიგ­რძის და­მოკ­ლე­ბის სურ­ვი­ლი მა­ინც გა­მიჩ­ნდა.

- ოჯა­ხი არ შე­გე­წი­ნა­აღ­მდე­გა, 12 წლის ასაკ­ში თმა რომ შე­ი­ღე­ბე?

- ჩუ­მად შე­ვი­ღე­ბე. მშობ­ლე­ბი გაბ­რაზ­დნენ, მაგ­რამ ხომ არ მომ­კლავ­დნენ (იღი­მის)?!

- სი­ლა­მა­ზისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! სა­ლონს ხში­რად სტუმ­რობ?

- არც ისე ხში­რად; როცა მჭირ­დე­ბა, მხო­ლოდ მა­შინ მივ­დი­ვარ. ამას სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი არ აქვს.

- ალ­ბათ რო­გორც ყვე­ლა ქალს, შო­პინ­გი შენც გიყ­ვარს, არა?

- მარ­თა­ლია, ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი მსი­ა­მოვ­ნებს. ტან­საც­მლის ყიდ­ვა მიყ­ვარს. შე­საძ­ლოა, ფული არ მქონ­დეს, მაგ­რამ მა­ღა­ზი­ა­ში უბ­რა­ლოდ, რა­ღა­ცე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლა­დაც შე­ვი­დე.

- მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს თვალს ადევ­ნებ?

- არა. რაც მომ­წონს და რაც მიხ­დე­ბა, მხო­ლოდ იმას ვიც­ვამ. შე­საძ­ლოა, კონ­კრე­ტუ­ლი მო­დუ­რი სა­მო­სი არ მიხ­დე­ბო­დეს. ჰოდა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მო­და­შია, ვერ ჩა­ვიც­ვამ.

- პირ­სინ­გი, ტატუ მოგ­წონს?

- პირ­სინ­გი არ მომ­წონს, მაგ­რამ ტა­ტუს გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი მქონ­და და სამი თვის წინ ქოლდ ფლე­ის ერთ-ერთი სიმ­ღე­რის მი­სამ­ღე­რი ამო­ვის­ვი­რინ­გე. ისე­თი თავ­ხე­დი არ ვარ, ოჯა­ხის წევ­რებს ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ რომ არ ვაც­ნო­ბო, მაგ­რამ ბოლო სი­ტყვა მე მე­კუთ­ვნის (იღი­მის).

- შენ და შენი და ერ­თმა­ნე­თის სა­მოსს იც­ვამთ ხოლ­მე?

- ჩვენ ერ­თნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს და ამი­ტო­მაც, ერ­თმა­ნე­თის ტა­ნი­სა­მოსს ხში­რად ვი­ყე­ნებთ.

- სა­მო­სის შე­ძე­ნი­სას მის ფერს შენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?

- პა­ტა­რა­ო­ბი­დან შავი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თუ ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, ამ ფე­რის სა­მოსს ხში­რად ვა­ტა­რებ, ჩა­შა­ვე­ბუ­ლი დავ­დი­ვარ. როცა კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ, მინ­და კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე და სა­მოსს სა­გულ­და­გუ­ლოდ ვარ­ჩევ; ასეთ დროს ღია და ჭრელ სა­მოსს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. ტან­საც­მლის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ამო­ჩე­მე­ბაც მჩვე­ვია. მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ მე­გო­ბარ­მა მა­ჩუ­ქა ჩან­თა, რო­მელ­საც ხე­ლი­დან არ ვუშ­ვებ.

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან რას ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- არ მიყ­ვარს დიდი სა­ყუ­რე­ე­ბი, პა­ტა­რე­ბი კი ხში­რად მი­კე­თია. ტყა­ვის სა­მა­ჯუ­რე­ბი მომ­წონს და ბევ­რიც მაქვს. არ ვი­ყე­ნებ თვლი­ან, ბრჭყვი­ა­ლა სამ­კა­უ­ლებს, არც ოქრო მიყ­ვარს.

- ოდეს­მე დი­ე­ტა თუ და­გი­ცავს?

- სხვა­თა შო­რის, 2 წლის წინ წო­ნა­ში 30 კი­ლო­თი მეტი ვი­ყა­ვი. ჰოდა, როცა ზედ­მეტ­მა წო­ნამ მეც შე­მა­წუ­ხა და ჩემ გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბიც, შიმ­ში­ლო­ბა და­ვი­წყე; რომ არ მოვმკვდა­რი­ყა­ვი, მხო­ლოდ ორ ლუკ­მას თუ შევ­ჭამ­დი და მი­ზან­საც მი­ვაღ­წიე: 3 თვე­ში 30 კილო და­ვი­კე­ლი. დიდი ნე­ბის­ყო­ფა აღ­მო­მაჩ­ნდა.

- ზღვა, მზე, გა­რუ­ჯვა გიყ­ვარს?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ვგიჟ­დე­ბი გა­რუ­ჯვა­ზე და ამ მიზ­ნით სო­ლა­რი­უმ­საც ხში­რად ვა­კი­თხავ.

- ჯერ და­სას­ვე­ნებ­ლად ვერ­სად წახ­ვე­დი?

- ვი­ნა­ი­დან კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი­დან, რო­გორც მომ­ღე­რალს, შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მაქვს, ჯერ ვერ­სად წა­ვე­დი, მაგ­რამ მალე ბა­თუმ­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვა­პი­რებ დას­ვე­ნე­ბას. სა­მო­მავ­ლოდ კი დიდი გეგ­მე­ბი მაქვს. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან მინ­და, სას­წავ­ლებ­ლად ბრი­ტა­ნეთ­ში წა­ვი­დე. ვნა­ხოთ, იქ­ნებ ეს მო­ვა­ხერ­ხო კი­დეც...

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მარიკო ლეჟავას დიეტა და საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტი

მარიკო ლეჟავას დიეტა და საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტი

"საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტი - მარიკო ლეჟავა თმას 12 წლიდან იღებავს. უყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, მუქი ფერის ტუჩსაცხი და ნამზეური. ახალბედა მომღერალი ფიქრობს, რომ მოდის ტენდენციების გათვალისწინება სულაც არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე.

- როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას - სპორტულს თუ კლასიკურს?

- ორივე სტილის სამოსს ვიცვამ. კაბაც მიყვარს და შარვალიც. დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე თითქმის ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი თავს, რადგან მეცვა ის, რაც მიხდებოდა და მომწონდა; მხოლოდ ერთხელ, ბიონსეს სიმღერის შესრულებისას ჩამაცვეს კლასიკური კაბა, რომელიც მიხდებოდა, მაგრამ მე დიდად არ მომწონდა.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- მკვეთრ მაკიაჟს არ ვიკეთებ. ყოველდღიურად ტონალურ კრემს ვისვამ. ტუჩსაცხიც მიყვარს, ოღონდ - რაც შეიძლება მუქი. შავგვრემანი ვარ და ვფიქრობ, მიხდება.

- საკუთარ თავზე ექსპერიმენტის ჩატარება გიყვარს?

- კი, ძალიან. თმის შეღებვა ჩემი საყვარელი საქმეა. ბუნებრივად მუქი შავი თმა მაქვს. 12 წლის ვიყავი, პირველად ყავისფრად რომ შევიღებე, მას მერე კი ხან ქერა ვიყავი, ხან - წითური, ხანაც მელირებას ვიკეთებდი. ამდენმა შეღებვამ თმის ხარისხი გამიფუჭა... ყოველთვის გრძელ ვარცხნილობას ვატარებ, რადგან მოკლე არ მიხდება. თუმცა, ახლა თმის სიგრძის დამოკლების სურვილი მაინც გამიჩნდა.

- ოჯახი არ შეგეწინააღმდეგა, 12 წლის ასაკში თმა რომ შეიღებე?

- ჩუმად შევიღებე. მშობლები გაბრაზდნენ, მაგრამ ხომ არ მომკლავდნენ (იღიმის)?!

- სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! სალონს ხშირად სტუმრობ?

- არც ისე ხშირად; როცა მჭირდება, მხოლოდ მაშინ მივდივარ. ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს.

- ალბათ როგორც ყველა ქალს, შოპინგი შენც გიყვარს, არა?

- მართალია, ყველაზე მეტად მაღაზიებში სიარული მსიამოვნებს. ტანსაცმლის ყიდვა მიყვარს. შესაძლოა, ფული არ მქონდეს, მაგრამ მაღაზიაში უბრალოდ, რაღაცების დასათვალიერებლადაც შევიდე.

- მოდის ტენდენციებს თვალს ადევნებ?

- არა. რაც მომწონს და რაც მიხდება, მხოლოდ იმას ვიცვამ. შესაძლოა, კონკრეტული მოდური სამოსი არ მიხდებოდეს. ჰოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოდაშია, ვერ ჩავიცვამ.

- პირსინგი, ტატუ მოგწონს?

- პირსინგი არ მომწონს, მაგრამ ტატუს გაკეთების სურვილი მქონდა და სამი თვის წინ ქოლდ ფლეის ერთ-ერთი სიმღერის მისამღერი ამოვისვირინგე. ისეთი თავხედი არ ვარ, ოჯახის წევრებს ჩემი გადაწყვეტილებების შესახებ რომ არ ვაცნობო, მაგრამ ბოლო სიტყვა მე მეკუთვნის (იღიმის).

- შენ და შენი და ერთმანეთის სამოსს იცვამთ ხოლმე?

- ჩვენ ერთნაირი გემოვნება გვაქვს და ამიტომაც, ერთმანეთის ტანისამოსს ხშირად ვიყენებთ.

- სამოსის შეძენისას მის ფერს შენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს?

- პატარაობიდან შავი ძალიან მიყვარს. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ამ ფერის სამოსს ხშირად ვატარებ, ჩაშავებული დავდივარ. როცა კარგ ხასიათზე ვარ, მინდა კარგად გამოვიყურებოდე და სამოსს საგულდაგულოდ ვარჩევ; ასეთ დროს ღია და ჭრელ სამოსს ვანიჭებ უპირატესობას. ტანსაცმლის, აქსესუარების ამოჩემებაც მჩვევია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მეგობარმა მაჩუქა ჩანთა, რომელსაც ხელიდან არ ვუშვებ.

- აქსესუარებიდან რას ანიჭებ უპირატესობას?

- არ მიყვარს დიდი საყურეები, პატარები კი ხშირად მიკეთია. ტყავის სამაჯურები მომწონს და ბევრიც მაქვს. არ ვიყენებ თვლიან, ბრჭყვიალა სამკაულებს, არც ოქრო მიყვარს.

- ოდესმე დიეტა თუ დაგიცავს?

- სხვათა შორის, 2 წლის წინ წონაში 30 კილოთი მეტი ვიყავი. ჰოდა, როცა ზედმეტმა წონამ მეც შემაწუხა და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებიც, შიმშილობა დავიწყე; რომ არ მოვმკვდარიყავი, მხოლოდ ორ ლუკმას თუ შევჭამდი და მიზანსაც მივაღწიე: 3 თვეში 30 კილო დავიკელი. დიდი ნებისყოფა აღმომაჩნდა.

- ზღვა, მზე, გარუჯვა გიყვარს?

- ეს ყველაფერი მართლაც, ძალიან მიყვარს. ვგიჟდები გარუჯვაზე და ამ მიზნით სოლარიუმსაც ხშირად ვაკითხავ.

- ჯერ დასასვენებლად ვერსად წახვედი?

- ვინაიდან კორპორატიული საღამოებიდან, როგორც მომღერალს, შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს, ჯერ ვერსად წავედი, მაგრამ მალე ბათუმში, მეგობრებთან ერთად ვაპირებ დასვენებას. სამომავლოდ კი დიდი გეგმები მაქვს. მაგალითად, ძალიან მინდა, სასწავლებლად ბრიტანეთში წავიდე. ვნახოთ, იქნებ ეს მოვახერხო კიდეც...

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება