სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოქვეყნდა უცნობი აუდიო ჩანაწერი - როგორ ”აბამდა” მონიკა ლევინსკი ბილ კლინტონს
გამოქვეყნდა უცნობი აუდიო ჩანაწერი - როგორ ”აბამდა” მონიკა ლევინსკი ბილ კლინტონს

ბილ კლინ­ტო­ნი­სა და მო­ნი­კა ლე­ვინ­სკის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი რო­მა­ნის თემა კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. გა­მო­ცე­მა National Enquirer-ს ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და მო­ნი­კა ლე­ვინ­სკი­სა და ბილ კლინ­ტო­ნის 4 წუ­თი­ა­ნი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც 1997 წლის ნო­ემ­ბრით თა­რიღ­დე­ბა. ჩა­ნა­წე­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სი­საა - მო­ნი­კა კლინ­ტონს ეუბ­ნე­ბა, რომ თუ შეხ­ვედ­რებ­ზე და­თან­ხმდე­ბა, ტან­საც­მელს მთლი­ა­ნად გა­იხ­დის. ჩა­ნა­წე­რი­დან 1 წლის შემ­დეგ, 1998 წელს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის ღა­ლა­ტის ამ­ბა­ვი ყვე­ლამ შე­ი­ტყო.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ჩა­ნა­წე­რით ირ­კვე­ვა, რომ 24 წლის თა­მა­მი ლე­ვინ­სკი და­ქორ­წი­ნე­ბულ პრე­ზი­დენტს შეხ­ვედ­რას სთა­ვა­ზობს და ეუბ­ნე­ბა, რომ მის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას არ აპი­რებს.

"ხვალ სა­ღა­მოს მარ­ტო იქ­ნე­ბი. შენ­თან ორი წი­ნა­და­დე­ბა მაქვს. შე­მიძ­ლია ტან­საც­მე­ლი გა­ვი­ხა­დო. ვიცი, რომ მო­გე­წო­ნე­ბა. იმე­დი მაქვს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გნა­ხავ და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჩემს სცე­ნარს გაყ­ვე­ბი და იმას გა­ა­კე­თებ, რაც მინ­და", - ცი­ტი­რებს მო­ნი­კას სი­ტყვებს ჟურ­ნა­ლი.

რო­გორც National Enquirer-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, ჩა­ნა­წე­რი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლე­ბი, რო­მელ­საც ლე­ვინ­სკი კლინ­ტონს უგ­ზავ­ნი­და, მო­ნი­კას მე­გობ­რე­ბის მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ­მა დამ­ლა­გე­ბელ­მა იპო­ვა.

"მინ­დო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი 1998 წელს გა­მე­ნად­გუ­რე­ბი­ნა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო შე­ვი­ნა­ხე", - გა­ნუ­ცხა­და დამ­ლა­გე­ბელ­მა ჟურ­ნალს.

სტა­ტი­ა­ში იმ წე­რი­ლებ­ზეც არის გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა, რო­მელ­შიც მო­ნი­კა კლინ­ტონს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბებს სთხოვს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ტომ თქვა უარი კლინ­ტონ­მა მას­თან რო­მან­ზე.

"გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რად­გა­ნაც კი­დევ ერთხელ უარ­მყა­ვი. ერ­თა­დერ­თი რაც მინ­დო­და, რომ ოთახ­ში ყვე­ლა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი­ყო და და­მუფ­ლე­ბო­დი. ბილ, მთე­ლი გუ­ლით მიყ­ვარ­დი".

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, არ მეს­მის რო­გორ შე­გეძ­ლო ყო­ფი­ლი­ყა­ვი ასე­თი კე­თი­ლი და ასე­თი სას­ტი­კი ჩემ მი­მართ".

"რით და­ვიმ­სა­ხუ­რე ეს? სე­რი­ო­ზულ დეპ­რე­სი­ა­ში ვარ იმის გამო, რაც მოხ­და".

"დავ­კარ­გე პრო­ფე­სია და თავი, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბამ კი გა­ცი­ლე­ბით მეტი ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნა", - ნათ­ქვა­მია მო­ნი­კას წე­რი­ლებ­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია National Enquirer-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გამოქვეყნდა უცნობი აუდიო ჩანაწერი - როგორ ”აბამდა” მონიკა ლევინსკი ბილ კლინტონს

გამოქვეყნდა უცნობი აუდიო ჩანაწერი - როგორ ”აბამდა” მონიკა ლევინსკი ბილ კლინტონს

ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის გახმაურებული რომანის თემა კვლავ აქტუალურია. გამოცემა National Enquirer-ს ხელში ჩაუვარდა მონიკა ლევინსკისა და ბილ კლინტონის 4 წუთიანი აუდიო ჩანაწერი, რომელიც 1997 წლის ნოემბრით თარიღდება. ჩანაწერი სექსუალური შინაარსისაა - მონიკა კლინტონს ეუბნება, რომ თუ შეხვედრებზე დათანხმდება, ტანსაცმელს მთლიანად გაიხდის. ჩანაწერიდან 1 წლის შემდეგ, 1998 წელს ამერიკის პრეზიდენტის ღალატის ამბავი ყველამ შეიტყო.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ჩანაწერით ირკვევა, რომ 24 წლის თამამი ლევინსკი დაქორწინებულ პრეზიდენტს შეხვედრას სთავაზობს და ეუბნება, რომ მისთვის თავის დანებებას არ აპირებს.

"ხვალ საღამოს მარტო იქნები. შენთან ორი წინადადება მაქვს. შემიძლია ტანსაცმელი გავიხადო. ვიცი, რომ მოგეწონება. იმედი მაქვს, მოგვიანებით გნახავ და ვიმედოვნებ, რომ ჩემს სცენარს გაყვები და იმას გააკეთებ, რაც მინდა", - ციტირებს მონიკას სიტყვებს ჟურნალი.

როგორც National Enquirer-ის წარმომადგენელი ამბობს, ჩანაწერი და სასიყვარულო წერილები, რომელსაც ლევინსკი კლინტონს უგზავნიდა, მონიკას მეგობრების მიერ დაქირავებულმა დამლაგებელმა იპოვა.

"მინდოდა ეს ყველაფერი 1998 წელს გამენადგურებინა, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო შევინახე", - განუცხადა დამლაგებელმა ჟურნალს.

სტატიაში იმ წერილებზეც არის გამახვილებული ყურადღება, რომელშიც მონიკა კლინტონს ახსნა-განმარტებებს სთხოვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ თქვა უარი კლინტონმა მასთან რომანზე.

"გაბრაზებული ვიყავი, რადგანაც კიდევ ერთხელ უარმყავი. ერთადერთი რაც მინდოდა, რომ ოთახში ყველა გაუჩინარებულიყო და დამუფლებოდი. ბილ, მთელი გულით მიყვარდი".

"მთელი ცხოვრების მანძილზე, არ მესმის როგორ შეგეძლო ყოფილიყავი ასეთი კეთილი და ასეთი სასტიკი ჩემ მიმართ".

"რით დავიმსახურე ეს? სერიოზულ დეპრესიაში ვარ იმის გამო, რაც მოხდა".

"დავკარგე პროფესია და თავი, ჩვენი ურთიერთობის გაფუჭებამ კი გაცილებით მეტი ტკივილი მომაყენა", - ნათქვამია მონიკას წერილებში.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა