სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანანა თოდაძის მესამედ ქორწინება ჭორი აღმოჩნდა
მანანა თოდაძის მესამედ ქორწინება ჭორი აღმოჩნდა

მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღერ­ლის, მა­ნა­ნა თო­და­ძის მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი სიც­რუე აღ­მოჩ­ნდა. ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მე­ბი 2 დღეა წე­რენ მა­ნა­ნა თო­და­ძი­სა და მისი პრო­დი­უ­სე­რის, ბი­ძი­ნა (ბიბი) სირ­ბი­ლა­ძის ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ.

"ამ­ბე­ბი.გე" მა­ნა­ნა თო­და­ძეს მოს­კოვ­ში და­უ­კავ­შირ­და. მისი ახა­ლი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მომ­ღერ­ლის­თვის სა­ხა­ლი­სო აღ­მოჩ­ნდა. ცო­ტა­თი და­იბ­ნა, ამ სი­სუ­ლე­ლე­ზე რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თოო და გა­თხო­ვე­ბის ამ­ბა­ვი უარ­ყო.

ქარ­თულ მე­დი­ა­პორ­ტა­ლებ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია პრო­დი­უ­სერ ბიბი სირ­ბი­ლა­ძის­თვი­საც სა­ხა­ლი­სო გა­მოდ­გა. 

- ბევ­რი ვი­ხა­ლი­სე ამ ამ­ბავ­ზე. მე და მა­ნა­ნა კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ. ერ­თად ვმუ­შა­ობთ. დღე­საც მოს­კოვ­ში ქარ­თუ­ლი სა­ღა­მო უნდა გავ­მარ­თოთ. მე პოდ­მოკ­სო­ვი­ე­ში ვარ. სა­ღა­მოს მა­ნა­ნას ვნა­ხავ და უკვე ერ­თად ვი­ხა­ლი­სებთ ამ სუ­ლე­ლურ ამ­ბავ­ზე.

- ვის დას­ჭირ­და თქვე­ნი "შე­უღ­ლე­ბა"?

- ნამ­დვი­ლად არ ვიცი. 2 დღის წინ "ფე­ის­ბუ­ქის" ჩემი გვერ­დი გა­ტე­ხეს. მგო­ნია, იქ ეძებ­დნენ ჩემი და მა­ნა­ნას პი­რად სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლებს, მაგ­რამ იმე­დი გა­უც­რუვ­დათ, ჩვე­ნი წე­რი­ლე­ბი მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნია და მეტი არა­ფე­რი. კარ­გია, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა პრობ­ლე­მა და თემა არ არ­სე­ბობს, გარ­და იმი­სა, რომ ჩემ­ზე და მა­ნა­ნა თო­და­ძე­ზე იგო­ნე­ბენ ჭო­რებს.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ან სა­ცო­ლე თუ გყავს?

- მყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ჯერ და­ო­ჯა­ხე­ბას არ ვფიქ­რობ.

მა­ნა­ნა თო­და­ძეს ორი შვი­ლი - ლე­ი­ლა თო­და­ძე და თა­მარ შხი­ა­ნი ჰყავს. ლე­ი­ლა ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რე­ბის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლია. მომ­ღე­რა­ლი დედა-შვი­ლი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და არა­ერ­თი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან. მა­ნა­ნა თო­და­ძე სა­კუ­თარ მუ­სი­კა­ლურ სტუ­დი­ა­ში რუს ბავ­შვებს ქარ­თულ სიმ­ღე­რებს ას­წავ­ლის. ის ხში­რად მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბის ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე­ცაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბიბი სირ­ბი­ლა­ძეს, წერს ლექ­სებს და მა­ნა­ნა თო­და­ძის პრო­დი­უ­სე­რია. მას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 7 წლის ანუ­კა სირ­ბი­ლა­ძე ჰყავს.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მანანა თოდაძის მესამედ ქორწინება ჭორი აღმოჩნდა

მანანა თოდაძის მესამედ ქორწინება ჭორი აღმოჩნდა

მოსკოვში მოღვაწე მომღერლის, მანანა თოდაძის მესამე ქორწინების შესახებ გავრცელებული ხმები სიცრუე აღმოჩნდა. ქართული ინტერნეტგამოცემები 2 დღეა წერენ მანანა თოდაძისა და მისი პროდიუსერის, ბიძინა (ბიბი) სირბილაძის ქორწინების შესახებ.

"ამბები.გე" მანანა თოდაძეს მოსკოვში დაუკავშირდა. მისი ახალი ქორწინების შესახებ ინფორმაცია მომღერლისთვის სახალისო აღმოჩნდა. ცოტათი დაიბნა, ამ სისულელეზე რა კომენტარი უნდა გავაკეთოო და გათხოვების ამბავი უარყო.

ქართულ მედიაპორტალებზე გავრცელებული ინფორმაცია პროდიუსერ ბიბი სირბილაძისთვისაც სახალისო გამოდგა. 

- ბევრი ვიხალისე ამ ამბავზე. მე და მანანა კარგი მეგობრები ვართ. ერთად ვმუშაობთ. დღესაც მოსკოვში ქართული საღამო უნდა გავმართოთ. მე პოდმოკსოვიეში ვარ. საღამოს მანანას ვნახავ და უკვე ერთად ვიხალისებთ ამ სულელურ ამბავზე.

- ვის დასჭირდა თქვენი "შეუღლება"?

- ნამდვილად არ ვიცი. 2 დღის წინ ”ფეისბუქის” ჩემი გვერდი გატეხეს. მგონია, იქ ეძებდნენ ჩემი და მანანას პირად სასიყვარულო წერილებს, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ, ჩვენი წერილები მხოლოდ საქმიანია და მეტი არაფერი. კარგია, თუ საქართველოში სხვა პრობლემა და თემა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ჩემზე და მანანა თოდაძეზე იგონებენ ჭორებს.

- შეყვარებული ან საცოლე თუ გყავს?

- მყავს შეყვარებული, თუმცა ჯერ დაოჯახებას არ ვფიქრობ.

მანანა თოდაძეს ორი შვილი - ლეილა თოდაძე და თამარ შხიანი ჰყავს. ლეილა ქალაქური სიმღერების ცნობილი მომღერალია. მომღერალი დედა-შვილი მოსკოვში ცხოვრობს და არაერთი კულტურული ღონისძიების ორგანიზატორები არიან. მანანა თოდაძე საკუთარ მუსიკალურ სტუდიაში რუს ბავშვებს ქართულ სიმღერებს ასწავლის. ის ხშირად მუსიკალური კონკურსების ჟიურის თავმჯდომარეცაა.

რაც შეეხება ბიბი სირბილაძეს, წერს ლექსებს და მანანა თოდაძის პროდიუსერია. მას პირველი ქორწინებიდან 7 წლის ანუკა სირბილაძე ჰყავს.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება